„სიბინძურესაც აქვს საზღვარი“ - რას წერს პოზნერი გაბუნიაზე

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პოზნერი
ვლადიმირ პოზნერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოზნერის აზრით, ახლა საქართველოში წინასაარჩევნო ბრძოლა მიმდინარეობს და ამ ბრძოლაში გამარჯვებას სწორედ „რუსოფობიული კარტის მოხერხებულად გათამაშება“ განსაზღვრავს.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ბატონი გაბუნია პირადად ჩემთვის ჟურნალისტი აღარ არის, აცხადებს რუსი და ამერიკელი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საკუთარ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ კომენტარში. 

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
დავით ზალკალიანი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება

პოზნერი წერს, რომ აქამდე ის უარს ამბობდა, რაიმე კომენტარი გაეკეთებინა ტელეარხ „რუსთავი 2-ის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას შეურაცხმყოფელ მონოლოგზე, რომლის ადრესატიც რუსეთის პრეზიდენტი იყო, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ არ ღირდა ისედაც დაძაბული ვითარების კიდევ მეტად გამწვავება. თუმცა საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა, გამოხმაურებოდა მომხდარს.

„ნებისმიერ ქვეყანაში ჟურნალისტი, რომელიც იმის უფლებას მისცემდა თავს, რის უფლებაც ბატონმა გაბუნიამ მისცა, სამსახურიდან იქნებოდა გათავისუფლებული და ის ვეღარასდროს შეძლებდა ამ პროფესიით სამსახურის შოვნას“, — მიაჩნია ცნობილ ჟურნალისტს.

მისი თქმით, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრი, თითოეულს აქვს უფლება, გამოთქვას მოსაზრება, მაგრამ უცენზურო ლექსიკის გამოყენებისა და შეურაცხყოფის მიყენების უფლება არავის აქვს, განსაკუთრებით, ჟურნალისტს.   

ვლადიმირ პოზნერის აზრით, ახლა საქართველოში წინასაარჩევნო ბრძოლა მიმდინარეობს და ამ ბრძოლაში გამარჯვებას სწორედ „რუსოფობიული კარტის მოხერხებულად გათამაშება“ განსაზღვრავს. თუმცა, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, სიბინძურესაც აქვს საზღვარი.  

„პირადად ჩემთვის ბატონი გაბუნია აღარ არის ჟურნალისტი — არა ანტირუსული პოზიციისთვის, ამის უფლება მას აქვს, არამედ ჟურნალისტიკის პრინციპების დარღვევისთვის“, — ასკვნის პოზნერი.

აღსანიშნავია, რომ ტელეარხ „რუსთავი 2-ის“ პროგრამა „პოსტ-სკრიპტუმის" წამყვანმა  გიორგი გაბუნიამ კვირა საღამოს საავტორო გადაცემაში რუსულ ენაზე, უცენზურო ლექსიკის გამოყენებით, შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტს და მის გარდაცვლილ მშობლებს. 

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინი სანქციების დაწესების წინააღმდეგია, თუმცა დუმა განცხადებას არ გაიწვევს

ჟურნალისტის გამოსვლას მღელვარება მოჰყვა საზოგადოებაში. გარდა ამისა, გაბუნიას ნაბიჯი გააკრიტიკეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მომხდარი ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვის მცდელობად შეაფასა. ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანომ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერა.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უწყებამ ქართველი ჟურნალისტის საქციელი „უპრეცედენტო სიმდაბლედ“ შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ქართული რადიკალური ძალების ღია პროვოკაციაა.

მოგვიანებით რუსეთის დუმამ პლენარულ სხდომაზე მიიღო დეპუტატთა განცხადება, რომლებიც მთავრობას საქართველოს მიმართ შესაძლო დამატებითი სპეციალური ეკონომიკური ღონისძიებების დაწესების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვას სთავაზობდა. გარდა ამისა, დეპუტატები მთავრობას აძლევდნენ რეკომენდაციას, წარედგინა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის შესაბამისი წინადადებები. 

დღესვე ვლადიმირ პუტინმა უარი თქვა საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ამას ქართველი ხალხის პატივისცემით აკეთებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0