რუსეთის სათათბიროს დეპუტატი: გამოვისყოდოთ „რუსთავი 2" და დავარქვათ „ბაგრატიონი 1"

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიოლეგ ნილოვი
ოლეგ ნილოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრაქცია „სპრავედლივაია როსიას" დეპუტატმა ოლეგ ნილოვმა სამშაბათს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს პლენარულ სხდომაზე დააყენა წინადადება, გამოისყიდონ და სახელი გადაარქვან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფრაქცია „სპრავედლივაია როსიას“ დეპუტატმა ოლეგ ნილოვმა პლენარულ სხდომაზე წამოაყენა წინადადება, გამოისყიდონ და გადაარქვან სახელი ქართულ ტელეარხ „რუსთავი 2“-ს, რომლის ჟურნალისტმაც შეურაცხყოფა მიაყენა პრეზიდენტ პუტინს.

„ჩემი წინადადებაა – არ შევჩერდეთ შემოთავაზებულ ეკონომიკურ ზომებზე... მოდით, განვიხილოთ, იქნებ არსებობს შესაძლებლობა, მათ შორის რუსეთში ქართული დიასპორის დახმარებითაც, გამოვისყიდოთ „რუსთავი 2“ მთლიანად და დავარქვათ მას, მაგალითად, „ბაგრატიონი 1“, — მიმართა ნილოვმა დუმის სპიკერს.  

რუსეთის დუმა - Sputnik საქართველო
ემბარგო ქართულ პროდუქციაზე: დუმა მთავრობას რეკომენდაციას აძლევს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პროგრამა „პოსტ-სკრიპტუმის" კვირის გამოშვებამ პრაქტიკულად მთელი ქართული საზოგადოება შოკში ჩააგდო და საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა გამოიწვია. საავტორო გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსულ ენაზე უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტს და მის გარდაცვლილ მშობლებს. ჟურნალისტის ამ მონოლოგის შემდეგ სოციალური ქსელი კომენტარებით აივსო. გაბუნიას გამოსვლა გააკრიტიკეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მომხდარი ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვის მცდელობად შეაფასა. ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანომ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერა.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უწყებამ ქართველი ჟურნალისტის საქციელი „უპრეცედენტო სიმდაბლედ“ შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ქართული რადიკალური ძალების ღია პროვოკაციაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0