ნიკა გვარამია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის პოსტზე რჩება

© Photo: Courtesy of Nika Gvaramiaნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რუსთავი 2“–ის პარტნიორთა საბჭომ ნიკა გვარამიას გათავისუფლება საჭიროდ არ მიიჩნია

თბილისი - 10 ივლისი - Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას არხის პარტნიორთა კრებაზე მხარი არ დაუჭირეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილე ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს >>

ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გადადგომის საკითხი „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა მეწილემ, ნინო ნიჟარაძემ დააყენა. პარტნიორთა კრებას მისი ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი ესწრებოდა.

ნინო ნიჟარაძე, რომელიც ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელია, მიიჩნევს, რომ არხის დირექტორმა და დომინანტმა პარტნიორებმა კომპანიას ზიანი მიაყენეს სარედაქციო პოლიტიკის გამო და აღნიშნული ზიანი „რუსთავი2“-ს უნდა აუნაზღაურონ.

ნინო ნიჟარაძის ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის თქმით, საკითხის დღის წესრიგში შეტანას თავად გვარამიაც დაეთანხმა. მისი თქმით, კრებაზე დომინანტი პარტნიორების ნათქვამიდან გამომდინარე, ადვოკატს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებულმა ინციდენტმა ტელეკომპანიას მხოლოდ რეიტინგი მოუმატა.

„მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დირექტორი და დომინანტი პარტნიორები თვლიან, რომ ამით დისკრედიტაცია კი არ მოხდა, პირიქით, რეიტინგმა მოიმატა. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს სასარგებლოც კი აღმოჩდა მისი რეიტინგის მატების თვალსაზრისით. საუბარია გაბუნიას განცხადების კონტექსტში“, - განაცხადა ყავლაშვილმა.

შოკური დარტყმა და ფინანსური დანაკარგები - არჩილ თალაკვაძე მიმდინარე მოვლენებზე - Sputnik საქართველო
შოკური დარტყმა და ფინანსური დანაკარგები – არჩილ თალაკვაძე მიმდინარე მოვლენებზე

„ნიკა გვარამია თვლის, რომ ეთერიდან გაბუნიას ორი თვით ჩამოშორება მაქსიმუმია და ჩაითვალა, რომ გაბუნიას დამოკიდებულება ჯდება სარედაქციო პოლიტიკაში, თუმცა გამოხატვის ფორმა არ არის სწორი. იყო ჩვენი პოზიციის იმდაგვარად წარმოჩენის მცდელობა, რომ ჩვენ, არხზე ცენზურა გვინდა, თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ინციდენტს მკაცრი რეაგირება და ხელმძღვანელობის დასჯა უნდა მოჰყოლოდა“, - განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა. 

არხის იურისტის, თამთა მურადაშვილის თქმით, ნინო ნიჟარაძის წარმომადგენლის განცხადება იყო გაურკვეველი, მოიცავდა ჭორების დონეზე გადმოცემულ ინფორმაციას.

„მან აღნიშნა, რომ გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას განცხადებების გამო „რუსთავი2“-ში მისი წილის ფასი დავარდა. ვითხოვეთ ამის არგუმენტაცია. მან გააკრიტიკა ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა და თქვა, რომ ვართ ოპოზიციური არხი და სახელმწიფოსთან დაკავშირებულ მოვლენებს დადებითად არ ვაშუქებთ“, - აღნიშნა მურადაშვილმა. 

მისივე თქმით, ნინო ნიჟარაძის წარმომადგენელმა ხელისუფლების გზავნილები გაახმოვანა.

„რუსთავი 2“-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.

დემურ გიორხელიძე - Sputnik საქართველო
ექსპერტი – რა მოხდებოდა საქართველოში რუსეთის სანქციების ამოქმედების შემთხვევაში

ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მონოლოგს დაუყოვნებლივ მოჰყვა ქვეყნის პირველი პირების განცხადებები. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის გამოსვლას საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შეტანის მცდელობა უწოდა.

გარდა ამისა, სამშაბათს რუსეთის სათათბირომ საქართველოს მიმართ ეკონომიკური სანქციების გამოყენების წინადადებით გამოვიდა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა სანქციების შემოღებაზე უარი განაცხადა, როგორც მან განაცხადა, „ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო“.

„რუსთავი2“-ის ეთერში ბოლო სკანდალური განცხადება თავად გვარამიამ გააკეთა. გადაცემა „აქცენტებში“ მან განაცხადა, რომ მისთვის სულერთია, გავა თუ არა რუსულ ბაზარზე ქართული ღვინო და მინერალური წყალი. რუსული ბაზარი იმად არ ღირს, რომ სიტყვის თავისუფლება აიკრძალოს, განაცხადა გვარამიამ.

ნიჟარაძის ინიციატივაზე კი გვარამიამ ასეთი კომენტარი გააკეთა: „ის, ვის საკუთრებასაც ვიცავ, აპირებს ჩემ გადაყენებას სარედაქციო პოლიტიკის გამო“.

ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი „პატრიოტები" მოსკოვში გამგზავრებას გეგმავენ

ამჟამად „რუსთავი 2“-ის საქმეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო იხილავს. სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას 18 ივლისს გამოაცხადებს.

„რუსთავი 2“-ის იურისტებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2017 წლის მარტში მიმართეს, მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის ქიბარ ხალვაშისთვის დაბრუნების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საქმის განხილვის დასრულებამდე შეაჩერა.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული სასამართლო პროცესი ქართული სასამართლოს ისტორიაში. ტელეკომპანიის საქმე საქართველოს სასამართლოებში ორ წელზე მეტხანს იხილებოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0