ბრაზილია, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა - სამხრეთ ამერიკის კონტინენტისა და ლათინური ამერიკის რეგიონის უდიდესი ქვეყანა. მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა ფართობისა და მოსახლეობის რაოდენობის მხრივ. ბრაზილია უდიდესი ლუზოფონური (პორტუგალიურენოვანი) ქვეყანაა მსფოლიოში და ერთადერთი - ამერიკაში. ესაზღვრებიან ქვეყნები: ვენესუელა, გაიანა, სურინამი, სფრანგეთის გვიანა, კოლუმბია, ბოლივია, პერუ, არგენტინა, პარაგვაი, ურუგვაი, ასევე ატლანტის ოკეანე. ფედერაცია შედგება ფედერალური რაიონების - 26 შტატისგან, რომლებიც 5 564 მუნიციპალიტეტად იყოფა. ბრაზილიის ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია. ქვეყანა არის დამფუძნებელი წევრი გაეროსი, დიდი ოცეულის, პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის, ლათინური კავშირის, იბერო-ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციის, ამერიკის სახელმწიფო ორგანიზაციის და სხვა. ბრაზილია მიეკუთვნება ეკოლოგიურად მეგამრავალფეროვანი ქვეყნების რიგს.
გაეცანით სიახლეებს ბრაზილიის შესახებ Sputnik-საქართველოს მეშვეობით.