https://sputnik-georgia.com/20251003/braziliasi-qartuli-rvino-waradgines-295196812.html
ბრაზილიაში ქართული ღვინო წარადგინეს
ბრაზილიაში ქართული ღვინო წარადგინეს
Sputnik საქართველო
სააგნეტოს განცხადებით, მსგავს მასშტაბურ გამოფენაზე ქართველი მწარმოებლების მონაწილეობა მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისათვის. 03.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-03T17:25+0400
2025-10-03T17:25+0400
2025-10-03T17:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
ბრაზილია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283567449_0:0:2640:1484_1920x0_80_0_0_ac37f9fb9502f1e8ff32079135e3f6fc.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ProWine São Paulo ქართული ღვინის მწარმოებელი ხუთი კომპანია მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ბრაზილიაში ქართული კომპანიების წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მოხდა.. საერთაშორისო ფორმატის ProWine გამოფენები წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რომლებიც ახალ კონტაქტებს ამყარებენ, მათ შორის, იმპორტიორებთან, ეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს. ProWine-ის მთავარ გამოფენას დუსელდორფი მასპინძლობს; წლის განმავლობაში კი, გამოფენები იმართება ტოკიოში, შანხაიში, მუმბაიში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში და სანპაულოში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო ProWein-ის გამოფენებზე გერმანიაში, ბრაზილიაში, იაპონიასა და ჩინეთში. მიმდინარე წლის მარტში გერმანიის ქალაქ დუსელდორფში გამართული გამოფენის ProWine Dusseldorf ფარგლებში, საქართველოს მონაწილეობის საიუბილეო 25 წლისთავი აღინიშნა.
საქართველო
ბრაზილია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283567449_0:0:2640:1980_1920x0_80_0_0_47de09ea502652c990102091c5b664b8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, ბრაზილია
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, ბრაზილია
ბრაზილიაში ქართული ღვინო წარადგინეს
სააგნეტოს განცხადებით, მსგავს მასშტაბურ გამოფენაზე ქართველი მწარმოებლების მონაწილეობა მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისათვის.
თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ProWine São Paulo ქართული ღვინის მწარმოებელი ხუთი კომპანია მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ბრაზილიაში ქართული კომპანიების წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მოხდა..
„მსგავს მასშტაბურ გამოფენაზე ქართველი მწარმოებლების მონაწილეობა მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
საერთაშორისო ფორმატის ProWine გამოფენები წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რომლებიც ახალ კონტაქტებს ამყარებენ, მათ შორის, იმპორტიორებთან, ეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს.
ProWine-ის მთავარ გამოფენას დუსელდორფი მასპინძლობს; წლის განმავლობაში კი, გამოფენები იმართება ტოკიოში, შანხაიში, მუმბაიში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში და სანპაულოში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო ProWein-ის გამოფენებზე გერმანიაში, ბრაზილიაში, იაპონიასა და ჩინეთში.
მიმდინარე წლის მარტში გერმანიის ქალაქ დუსელდორფში გამართული გამოფენის ProWine Dusseldorf ფარგლებში, საქართველოს მონაწილეობის საიუბილეო 25 წლისთავი აღინიშნა.