Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ტინა კუნაკმა ვენსან კასელის შემცვლელი იპოვა?– მოდელი ბრაზილიის სანაპიროდან ფოტოს აქვეყნებს

© photo: Sputnik / Asatur Yesayants / გადასვლა მედიაბანკშივენსან კასელი და ტინა კუნაკი
ვენსან კასელი და ტინა კუნაკი - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2022
გამოწერა
ტინა კუნაკი და ვენსან კასელი უკვე შვიდი წელია ერთად არიან.
ტინა კუნაკმა და ვენსან კასელმა მთელი ზამთარი ბრაზილიაში გაატარეს. ბრაზილიის ცხელ სანაპიროზე მოდელს საყვარელი მამაკაცი უღებდა ფოტოებს.
სულ ცოტა ხნის წინ უმშვენიერესმა მოდელმა „ინსტაგრამზე“ უცნაური ფოტოები გაავრცელა, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ პოზირებს ტინა სანაპიროზე, თუმცა კასელის ნაცვლად მას ფოტოებს ანდროიდი რობოტი უღებს.
„ბრაზილიაში ჩემი ბოლო ვოიაჟი ეპიკური იყო“, – ასე დაასათაურა ფოტოები ტინამ. მას უამრავი კომენტარი მოჰყვა. „ტინამ ვენსანის შემცვლელი იპოვა“, „ეს ვინ არის?“ – წერენ ინტერნეტ-სივრცეში.
წყვილის რომანის შესახებ ცნობილი 2015 წლის ზაფხულში გახდა, როდესაც ისინი კუნძულ იბიცაზე ისვენებდნენ. 2018 წლის 24 აგვისტოს ვენსან კასელი და ტინა კუნაკი დაქორწინდნენ, იანვარში კი ცნობილი გახდა, რომ ისინი პირველ შვილს ელოდებოდნენ.
მათ საერთო შვილი – სამი წლის ამაზონი ჰყავთ. ცნობილია, რომ ამაზონის ტყის დიდი ნაწილი ბრაზილიაშია, სადაც წყვილს სახლიც აქვს. სავარაუდოდ, პატარას სახელიც სწორედ მათ საყვარელ ადგილს უკავშირდება. კასელისთვის ეს მესამე შვილია, მას უკვე ჰყავს ორი გოგონა მსახიობ მონიკა ბელუჩისთან.
ყველა ახალი ამბავი
0