https://sputnik-georgia.com/20250523/qristes-qandakeba-rio-de-janeirosi-saqartvelos-ferebsi-ganatda-293480738.html
ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში საქართველოს დროშის ფერებში განათდა
ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში საქართველოს დროშის ფერებში განათდა
Sputnik საქართველო
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია. 23.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-23T17:32+0400
2025-05-23T17:32+0400
2025-05-23T17:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ბრაზილია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23274/38/232743843_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_62d5d1e27ccef669ba9f5e5b3bba1788.jpg
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა - ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებში განათდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ. ღონისძიებები ორგანიზებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უცხოეთში ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ. საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის აღნიშვნა უკვე დაიწყო. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება მსოფლიოს 50-ზე მეტ ქალაქში გაიმართება. საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების 107-ე წლისთავს აღნიშნავს — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
საქართველო
ბრაზილია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23274/38/232743843_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_7b4969e892f10bddaafd623fd06f9a6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , ბრაზილია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , ბრაზილია
ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში საქართველოს დროშის ფერებში განათდა
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა - ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ. ღონისძიებები ორგანიზებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უცხოეთში ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ.
საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის აღნიშვნა უკვე დაიწყო. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება მსოფლიოს 50-ზე მეტ ქალაქში გაიმართება.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების 107-ე წლისთავს აღნიშნავს — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.