https://sputnik-georgia.com/20250924/festivali-gelendzhik--molodoe-gaimarta-295270824.html
მუსიკოსებმა მთელი მსოფლიოდან ჯაზ-ფესტივალში Геленджик – Молодое მიიღეს მონაწილეობა
მუსიკოსებმა მთელი მსოფლიოდან ჯაზ-ფესტივალში Геленджик – Молодое მიიღეს მონაწილეობა
Sputnik საქართველო
კისელიოვმა იმედი გამოთქვა, რომ პროექტი განვითარდება და გელენჯიკში მშენებარე „თეთრი კუნძული“ არა მხოლოდ ღვინის დედაქალაქად, არამედ მომავალი საერთაშორისო... 24.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-24T13:44+0400
2025-09-24T13:44+0400
2025-10-06T16:45+0400
რუსეთი
ახალი ამბები
აშშ
ბრაზილია
ჩინეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/18/295070003_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_ba077c1e2cd853d5bb631a82edbd5b70.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის საკურორტო ქალაქ გელენჯიკში პირველი საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი Геленджик – Молодое („ახალგაზრდა - გელენჯიკი") დასრულდა, რომელიც კომპანია „წითელი კვადრატის“ მხარდაჭერით მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ მიერ იყო ორგანიზებული. მუსიკალურმა მოვლენამ რუსეთიდან, აშშ-დან, ჩინეთიდან, ბრაზილიიდან, ინდოეთიდან, იტალიიდან და კუბიდან შემსრულებლებს მოუყარა თავი.ფესტივალის არაოფიციალური ჰიმნი გახდა ანა გერმანის კომპოზიცია „შეყვარებულთა ქალაქი“, რომელიც რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტ დანილ კრამერის ტრიომ მომღერალ ეკატერინა გოტლიბთან ერთად შეასრულა.სცენაზე მსმენელის წინაშე ასევე წარდგნენ ბრაზილიელი მომღერალი და გიტარისტი ჯოანდერ სანტოსი, ჩინელი საქსოფონისტი და ვოკალისტი რენი ბაო, ინდური ანსამბლი Rajeev Raja Combine და კუბელი პერკუსიონისტი ნორლან მატურელი.„რუსეთი მშვიდობის მომხრეა. მუსიკოსები მშვიდობის მომხრეები არიან. ჩვენ ყველანი აქ მხარს ვუჭერთ სამართლიან სამყაროს. რუსეთი არ შეეგუება უსამართლო სამყაროს“, - განაცხადა ფესტივალის იდეოლოგიურმა სულისჩამდგმელმა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა.ღონისძიების ჰედლაინერი გახდა კოლექტივი Imperialis Orchestra, რომელიც საქსოფონისტმა ტარას გუსაროვმა და პროდიუსერმა არტეი მენშჩიკოვმა დააარსეს. ფესტივალი დასრულდა ყველა მონაწილის, მათ შორის, რუსი და საერთაშორისო მუსიკოსების, ასევე ვოკალისტ სანდრა ფრაკენბერგის ერთობლივი იმპროვიზაციით.კისელიოვმა იმედი გამოთქვა, რომ პროექტი განვითარდება და გელენჯიკში მშენებარე „თეთრი კუნძული“ არა მხოლოდ ღვინის დედაქალაქად, არამედ მომავალი საერთაშორისო ჯაზ-ფორუმების ჩატარების ადგილადაც იქცევა.
აშშ
ბრაზილია
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/18/295070003_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_9a14eaf88e14efbd3336505d78a97e85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ახალი ამბები, აშშ , ბრაზილია , ჩინეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ახალი ამბები, აშშ , ბრაზილია , ჩინეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
მუსიკოსებმა მთელი მსოფლიოდან ჯაზ-ფესტივალში Геленджик – Молодое მიიღეს მონაწილეობა
13:44 24.09.2025 (განახლებულია: 16:45 06.10.2025) კისელიოვმა იმედი გამოთქვა, რომ პროექტი განვითარდება და გელენჯიკში მშენებარე „თეთრი კუნძული“ არა მხოლოდ ღვინის დედაქალაქად, არამედ მომავალი საერთაშორისო ჯაზ-ფორუმების ჩატარების ადგილადაც იქცევა.
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის საკურორტო ქალაქ გელენჯიკში პირველი საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი Геленджик – Молодое („ახალგაზრდა - გელენჯიკი") დასრულდა, რომელიც კომპანია „წითელი კვადრატის“ მხარდაჭერით მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ მიერ იყო ორგანიზებული. მუსიკალურმა მოვლენამ რუსეთიდან, აშშ-დან, ჩინეთიდან, ბრაზილიიდან, ინდოეთიდან, იტალიიდან და კუბიდან შემსრულებლებს მოუყარა თავი.
ფესტივალის არაოფიციალური ჰიმნი გახდა ანა გერმანის კომპოზიცია „შეყვარებულთა ქალაქი“, რომელიც რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტ დანილ კრამერის ტრიომ მომღერალ ეკატერინა გოტლიბთან ერთად შეასრულა.
სცენაზე მსმენელის წინაშე ასევე წარდგნენ ბრაზილიელი მომღერალი და გიტარისტი ჯოანდერ სანტოსი, ჩინელი საქსოფონისტი და ვოკალისტი რენი ბაო, ინდური ანსამბლი Rajeev Raja Combine და კუბელი პერკუსიონისტი ნორლან მატურელი.
„რუსეთი მშვიდობის მომხრეა. მუსიკოსები მშვიდობის მომხრეები არიან. ჩვენ ყველანი აქ მხარს ვუჭერთ სამართლიან სამყაროს. რუსეთი არ შეეგუება უსამართლო სამყაროს“, - განაცხადა ფესტივალის იდეოლოგიურმა სულისჩამდგმელმა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა.
ღონისძიების ჰედლაინერი გახდა კოლექტივი Imperialis Orchestra, რომელიც საქსოფონისტმა ტარას გუსაროვმა და პროდიუსერმა არტეი მენშჩიკოვმა დააარსეს. ფესტივალი დასრულდა ყველა მონაწილის, მათ შორის, რუსი და საერთაშორისო მუსიკოსების, ასევე ვოკალისტ სანდრა ფრაკენბერგის ერთობლივი იმპროვიზაციით.
კისელიოვმა იმედი გამოთქვა, რომ პროექტი განვითარდება და გელენჯიკში მშენებარე „თეთრი კუნძული“ არა მხოლოდ ღვინის დედაქალაქად, არამედ მომავალი საერთაშორისო ჯაზ-ფორუმების ჩატარების ადგილადაც იქცევა.