https://sputnik-georgia.com/20220731/mozalade-mamakaci-dakavebulia-269045356.html
ქმარს ცოლ-შვილი 17 წელი ჰყავდა დატყვევებული: მამაკაცი დაკავებულია
ქმარს ცოლ-შვილი 17 წელი ჰყავდა დატყვევებული: მამაკაცი დაკავებულია
Sputnik საქართველო
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. დაკავებულია მამაკაცი, რომელსაც საკუთარი ცოლ-შვილი 17 წლის განმავლობაში ჰყავდა დატყვევებული და ამ ხნის განმავლობაში სასტიკად... 31.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-31T10:08+0400
2022-07-31T10:08+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
შემთხვევები
ბრაზილია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250768655_0:131:2500:1537_1920x0_80_0_0_17c9f9e57c002bdc06b5ee0fb27038d3.jpg
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. დაკავებულია მამაკაცი, რომელსაც საკუთარი ცოლ-შვილი 17 წლის განმავლობაში ჰყავდა დატყვევებული და ამ ხნის განმავლობაში სასტიკად უსწორდებოდა, იუწყება G1 Globo.შემთხვევა ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს შტატში მოხდა.როგორც გამოცემა წერს, პოლიციამ ანონიმური შეტყობინება მიიღო და დასახელებულ მისამართზე მივიდა. ადგილზე მათ ჯაჭვებით დაბმული ქალი და ორი ვაჟი აღმოაჩინეს, რომლებიც გარეგნულად ათიოდე წლის ბავშვებს ჰგავდნენ, თუმცა სინამდვილეში 19 და 22 წლისანი იყვნენ.როგორც ირკვევა, დაკავებული ლუის ანტონიო სანტოს სილვა 17 წლის განმავლობაში შვილებს არც სხვა ბავშვებთან ურთიერთობის საშუალებას აძლევდა და არც სწავლისა, რეგულარულად სცემდა ცოლსაც და მათაც ხისა თუ რკინის ჯოხებით, თითქმის არ აჭმევდა და წყალსაც იშვიათად აძლევდა. ხოლო იმისათვის, რომ მათი ყვირილის ხმა ჩაეხშო, მუსიკას რთავდა ხმამაღლა. ამის გამო მეზობლებმა მეტსახელად „დიჯეი“ შეარქვეს.როგორც ქალმა უთხრა პოლიციას, ქმარი მას მოკვლით ემუქრებოდა, თუ გაქცევას განიზრახავდა.ამ დროისათვის დედა და ორი შვილი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ხოლო პოლიცია დამატებით ინფორმაციას იძიებს იმის შესახებ, აქვს თუ არა ჩადენილი სილვას სხვა დანაშაულებიც.წყარო: G1 Globo
ბრაზილია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250768655_137:0:2362:1669_1920x0_80_0_0_eb8e4720fd3f8ea128dead51962dc1e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ბრაზილია , მსოფლიოს ახალი ამბები
შემთხვევები, ბრაზილია , მსოფლიოს ახალი ამბები
ქმარს ცოლ-შვილი 17 წელი ჰყავდა დატყვევებული: მამაკაცი დაკავებულია
10:08 31.07.2022 (განახლებულია: 15:46 20.07.2023) თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. დაკავებულია მამაკაცი, რომელსაც საკუთარი ცოლ-შვილი 17 წლის განმავლობაში ჰყავდა დატყვევებული და ამ ხნის განმავლობაში სასტიკად უსწორდებოდა, იუწყება G1 Globo.
შემთხვევა ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს შტატში მოხდა.
როგორც გამოცემა წერს, პოლიციამ ანონიმური შეტყობინება მიიღო და დასახელებულ მისამართზე მივიდა. ადგილზე მათ ჯაჭვებით დაბმული ქალი და ორი ვაჟი აღმოაჩინეს, რომლებიც გარეგნულად ათიოდე წლის ბავშვებს ჰგავდნენ, თუმცა სინამდვილეში 19 და 22 წლისანი იყვნენ.
როგორც ირკვევა, დაკავებული ლუის ანტონიო სანტოს სილვა 17 წლის განმავლობაში შვილებს არც სხვა ბავშვებთან ურთიერთობის საშუალებას აძლევდა და არც სწავლისა, რეგულარულად სცემდა ცოლსაც და მათაც ხისა თუ რკინის ჯოხებით, თითქმის არ აჭმევდა და წყალსაც იშვიათად აძლევდა. ხოლო იმისათვის, რომ მათი ყვირილის ხმა ჩაეხშო, მუსიკას რთავდა ხმამაღლა. ამის გამო მეზობლებმა მეტსახელად „დიჯეი“ შეარქვეს.
როგორც ქალმა უთხრა პოლიციას, ქმარი მას მოკვლით ემუქრებოდა, თუ გაქცევას განიზრახავდა.
ამ დროისათვის დედა და ორი შვილი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ხოლო პოლიცია დამატებით ინფორმაციას იძიებს იმის შესახებ, აქვს თუ არა ჩადენილი სილვას სხვა დანაშაულებიც.