ბოდბის ეპარქიის მიტროპოლიტ იაკობის სკანდალური განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ხელისუფლების წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გადაყენებას გეგმავდნენ, საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. ხელისუფლებამ მსგავს ბრალდებებს სისულელე უწოდა, ოპოზიციამ კი გამოძიების ჩატარება მოითხოვა.
მეუფე იაკობის განცხადებით, შეხვედრაზე, რომელიც ექს-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, მას კვირიკაშვილი, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, გარდა ამისა, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ ეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა იყო.