რით განსხვავდება ბელარუსი–რუსეთის „საკავშირო სიმტკიცე“ აშშ-ის „ატლანტიკური სიმტკიცისგან“

© Ministry of Defence of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშირუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2022
გამოწერა
ბელარუსისა და რუსეთის ჯარების ერთობლივი მანევრები ეძღვნება გარეშე აგრესიის მოგერიებას და იმართება საკავშირო სახელმწიფოს ტერიტორიაზე. სწორედ ამით განსხვავდება ის ამერიკული როტაციისგან „ატლანტიკური სიმტკიცისგან“, რომელიც სხვის ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ტარდება და გამიზნულია აშშ-ის ჯარის საბრძოლო მოქმედებების დასამუშავებლად ბელარუსსა და უკრაინაში. „საკავშირო სიმტკიცე-2022“ არის მინსკისა და მოსკოვის პირდაპირი პასუხი ვაშინგტონის აგრესიულ და უგუნურ საგარეო პოლიტიკაზე.
ბელარუსი–რუსეთის ერთობლივი წვრთნების „საკავშირო სიმტკიცე - 2022“-ის აქტიური ფაზა 10-20 თებერვალს გაიმართება ხუთ საბრძოლო პოლიგონსა და ოთხ სამხედრო აეროდრომზე ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. თავდაცვის თემატიკას ასახავს მანევრების ძირითადი ეტაპები და ეპიზოდები - სახელმწიფო საზღვრის გაძლიერება, „მოწინააღმდეგის“ დივერსიულ-დაზვერვითი ჯგუფების შეჩერება და განადგურება, რეგიონში კონფლიქტის შემდგომი ვითარების დალაგება.
ლონდონი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2022
რამდენად შორს წასასვლელადაა მზად დასავლეთი რუსეთთან ბრძოლაში
ორი ქვეყნის გაერთიანებული საჯარისო დაჯგუფების შესაძლებლობები მანევრების ამოცანების გადაჭრას უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ თებერვლის ღონისძიებებში სხვადასხვა დოზით მონაწილეობს ბელარუსის პრაქტიკულად მთელი შეიარაღებული ძალები, ანუ დაახლოებით 45 ათასი სამხედრო, 600 ტანკი, 1500 საბრძოლო მანქანა (БМП) და ჯავშანტრანსპორტიორი (БТР), 900 საარტილერიო და სარაკეტო დანადგარი.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 7 თებერვალს დაჰპირდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომ ბელარუსიდან წვრთნების შემდეგ 30 ათას რუს სამხედრო მოსამსახურეს გაიყვანს. სულ გამოდის 70 ათასი მონაწილე (სხვადასხვა ეტაპზე), რასაც ემატება რუსეთის შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა.
გარდა რუსეთის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის სპეციალისტებისა, ბელარუსში გადასროლილია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის С-400 სისტემის სარაკეტო-საზენიტო დანადგარები „ტრიუმფი“, მცირე მანძილის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსები Панцирь-С, ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები „ისკანდერი“, გამანადგურებელი თვითმფრინავები Су-35 და Су-25СМ. ბელარუსის საჰაერო სივრცეს ზვერავენ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შორი მანძილის ბომბდამშენი-რაკეტმზიდები Ту-22М3.
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2022
ევროპას ვერ გადაუწყვეტია, როგორ დასაჯოს რუსეთი
ბელარუსის მიწაზე განლაგებულია რადიოელექტრონული ბრძოლის შორი მანძილის სისტემები Красуха-4, რომლებსაც 300 კმ-ის რადიუსზე შეუძლიათ ნატოს თანამგზავრების, შორი რადიოლოკაციური თვითმფრინავების, F-16-ის და F-35-ის, უპილოტო საფრენი აპარატებისა და რადიოლოკაციური სადგურების ჩახშობა. მისი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ სირიაში კომპლექსმა Красуха-მ საბრძოლო მოქმედებებისას (2015 წ.) სამიზნეს დააშორა ბევრი ამერიკული რაკეტა „ტომაჰავკი“.
რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვითი მანევრების „საკავშირო სიმტკიცის“ ოპერატიულ-სტრატეგიული ჩანაფიქრი, ტექნოლოგიური დონე, საბრძოლო პოტენციალი და გეოგრაფიული მასშტაბი ხარისხით აღემატება ევროპაში აშშ-ის არმიის „ატლანტიკური სიმტკიცის“ პარამეტრებს.

„ბარბაროსას“ პაროდია

აშშ-ის ჯარის „ატლანტიკური სიმტკიცის“ მისიის ფორმალური დანიშნულება - რუსეთის „შეკავებაა“ (თითქოსდა ევროპელი მოკავშირეების სიმშვიდისთვის), თუმცა სწორედ ვაშინგტონმა ვერ შეიკავა თავი 2014 წელს და მოაწყო შეიარაღებული გადატრიალება კიევში, რის შემდეგაც უკრაინაში სამოქალაქო ომი დაიწყო, ყირიმი კი რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნდა. პენტაგონის მთელი „სიმტკიცე“ ყოველწლიურად თავს იჩენს ხოლმე დონბასიდან საკმაოდ შორს, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, რუმინეთსა და სხვ ქვეყნებში.
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
ევროპის მოტაცება: ამერიკელები მოკავშირეებს ძარცვავენ
გაზაფხულზე გაიმართება Atlantic Resolve 2022-ის მორიგი მისია ევროპაში აშშ-ის არმიის მე-4 ქვეითი დივიზიის ჯავშანსატანკო ბრიგადის მე-3 საბრძოლო ჯგუფის მონაწილეობით. ახალი კონტინგენტი შედგება 1.800 სამხედრო მოსამსახურისგან, 50 ვერტმფრენისგან, 1.800 ერთეული ტექნიკისა და აღჭურვილობისგან და ის დიუნკერკისა (საფრანგეთი) და ალექსანდრუპოლისის (საბერძნეთი) ნავსადგურებს თებერვლის ბოლოს მიადგება. ძირითადი ძალები განთავსდებიან გერმანიაში, ნაწილი - ლატვიაში, პოლონეთსა და რუმინეთში. როტაცია აპრილში დასრულდება.
ორმხრივი და მრავალეროვნული წვრთნები Atlantic Resolve თითქოს ზრდის მოკავშირე და პარტნიორი ჯარების ოპერატიულ მოქმედებას, თუმცა ჭარბობს ამერიკული ჯავშანტექნიკის, ავიაციის, ოპერატიული ჯგუფის მოძრაობა. „ატლანტიკური სიმტკიცე“ მთლიანობაში ჰიტლერის გეგმა „ბარბაროსას“ პაროდიას წააგავს: ჯავშანტექნიკა ჩრდილოეთ ამერიკიდან დასავლეთ ევროპის ნავსადგურებში ჩამოდის და იგზავნება აღმოსავლეთით, თუმცა ჯარის რაოდენობა და ხარისხი აშკარად არ შეესაბამება ვაშინგტონის ბრუტალურ დეკლარაციებს. მისია თაგვების ფუსფუსს ჩამოჰგავს.
ადრე ევროპაში გადაისროლეს 1-ლი ჯავშანსატანკო ბრიგადა, რომლის შემადგენლობაშიც იყო 3.800 ჯარისკაცი, 80 ტანკი, 130 საბრძოლო მანქანა Bradley, 15 ჰაუბიცა Paladin, 1.500 ბორბლიანი მანქანა და 85 სხვადასხვა დანიშნულების ვერტმფრენი. ბრიგადა ძირითადად პოლონეთშია განთავსებული, ნაწილი არის ბულგარეთში, უნგრეთში, გერმანიაში, საქართველოში, რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.
ვლადიმირ პუტნი და ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
მოსაზრება: რატომ შენდება ასე დიდხანს საკავშირო სახელმწიფო
აღსანიშნავია, რომ ევროპულ ტელევიზიაში აშშ-ის არმიის ჯავშანსატანკო ბრიგადა ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება. ამერიკულ ბრიგადას შეუძლია არაუმეტეს 20 კმ სიგანის ფრონტის დაცვა, ხოლო ნატოს აღმოსავლეთი ფრონტის სავარაუდო სიგრძე შეიძლება 1.500 კმ-ს აღწევდეს. აშშ-ის სატანკო დივიზიასაც კი მაქსიმუმ 350 ტანკი და 670 ჯავშანტრანსპორტიორი ჰყავს. შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში ერთი ბრიგადის საბრძოლო ჯგუფი - რამდენიმე ათასი ამერიკელი ჯარისკაცი, 80-მდე ტანკი M-1 Abrams და 100 საბრძოლო მანქანა Bradley ამინდს ვერ შექმნის და „ცეცხლში ამოიბუგება“. აშშ-დან წამოსულ საჯარისო რეზერვებით დატვირთულ თვითმფრინავებსა და გემებს ოპერატიულად ჩამოაგდებენ და ჩაძირავენ, ვიდრე ისინი „ძველ სამყარომდე“ მოაღწევენ, პენტაგონის ევროპულ არსენალს კი გაანადგურებენ. შედეგად, „პარტნიორები“ გაიმეორებენ დრამატულ ევაკუაციას დიუნკერკი-1940-ის ან ქაბული-2021-ის სტილში. პენტაგონის ზეობის ხანაშიც კი 100 ათასმა ამერიკელმა რეინჯერმა მოკავშირეებისა და პარტნიორების 20 ათასიანი კორპუსის დახმარებით ვერ შეძლო ავღანელი თალიბების დამარცხება დაბალი ინტენსივობის ოპერაციებში.
აშშ-ის შეიარაღებული ძალები - 1 მლნ ჯარისკაცზე ოდნავ მეტი დღეს მთელ პლანეტაზე მეჩხერადაა გადანაწილებული და არც რაოდენობა და არც ხარისხი არ უწყობს ხელს, აწარმოოს ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები მაღალტექნოლოგიური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. რუსეთთან დაპირისპირების შემთხვევაში აშშ-ის და ნატოს სამხედრო-საჰაერო ძალები ვერ დაიცავენ სახმელეთო ძალებს, რომლებიც ავიაციაზე 80%-ით არიან დამოკიდებული. „ისკანდერები“ და „ტრიუმფები“ ალიანსის აეროდრომებსა და თვითმფრინავებს მოწინავე ხაზიდან ასობით კილომეტრის დაშორებით გაანადგურებენ.
ბორის ჯონსონი - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
მოსაზრება: რატომ აწყობს ბორის ჯონსონს რუსეთთან ომი?
ევროპაში რეალური დომინირების გარეშე ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები განაგრძობენ ცივი ომის შაბლონებით ფიქრს და გეგმავენ რუსეთის ჯართან დაპირისპირებას ბელარუსის ტერიტორიაზე მთელი „ატლანტიკური სიმტკიცით“. უგულებელყოფენ რა გლობალურ უსაფრთხოებას, „პარტნიორები“, შეიძლება ითქვას, ისწრაფვიან თვითგანადგურებისკენ. მეორე მხრივ, მინსკსა და მოსკოვს შესწევთ ძალა, დააჩქარონ და შემოსაზღვრონ ეს პროცესი, ანუ ოპერატიულად შექმნან ათჯერ მეტი უპირატესობა და გაანადგურონ მოწინააღმდეგე რამდენიმე საათში.
ამიტომ Atlantic Resolve მისია ჯარის საბრძოლო მზადყოფნის იმიტაცია უფროა, ბელარუსი-რუსეთის მანევრები „საკავშირო სიმტკიცე-2022“ კი კოლექტიური დასავლეთის ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური დამცირებაა — მშვიდობის იძულების ერთ-ერთი ფორმა.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე
ყველა ახალი ამბავი
0