რამდენად შორს წასასვლელადაა მზად დასავლეთი რუსეთთან ბრძოლაში

© AP Photo / Alberto Pezzaliლონდონი
ლონდონი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2022
გამოწერა
ელენა კარაევა
კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტი რუსეთს სანქციებით აშინებს — ჯოჯოხეთური, ანტიოლიგარქიული, საბანკო და საფინანსო სანქციებით (და ა.შ. „ქონებისა და აქტივების კონფისკაციამდე“, როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი იმუქრება). მაგრამ საქმე განცხადებების იქით არ მიდის.
ჯერჯერობით არ მიდის.
ჯერჯერობით რუსეთის წინააღმდეგ ნერვების ომს აწარმოებენ, ევროპელი დამქსეროქსებლები ალბიონსა და ბრიუსელში სხედან და ბულგაკოვისეული სტიოპა ლიხოდეევის მსგავსად ტელეგრამებს აგზავნიან.
რუსეთს ტანტალოსის ტანჯვას აღუთქვამენ, „ეკონომიკის მოახლოებულ კრახზე“ აფრთხილებენ, კოლაფსსა და ნგრევას ჰპირდებიან.
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
ევროპის მოტაცება: ამერიკელები მოკავშირეებს ძარცვავენ
იაფფასიანი ბალაგანის მფლობელები, ანუ იმისა, რასაც მანამდე „საერთაშორისო ურთიერთობები“ ერქვა, სცენაზე ხან ისტორიის არცთუ კარგად მცოდნე მინისტრს უშვებენ, ხან მთელი ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელს, რომელიც ღიად აცხადებს, რომ „რუსეთი — ეს დემოკრატიის მტერია“.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ანუ ფორინ-ოფისი, როგორც მას უწოდებენ, აცხადებს, რომ შეზღუდვების ქანჩებს უფრო მოუჭერს, რათა ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, გავაცნობიეროთ ჩვენი დანაშაული პროგრესული კაცობრიობის, თავისუფლებებისა და დემოკრატიის ამ „ოქროს მილიარდის“ წინაშე.
ისტერიკა, რომლის ადგილიც, როგორც გვეგონა, უცხო თვალისგან მოშორებით უნდა იყოს, ვინაიდან ასეთი მდგომარეობა პრაქტიკულად ყოველთვის პოზიციებისა და არგუმენტაციის სისუსტეს მოწმობს, კოლექტიური დასავლეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის წაქეზებით, პოლიტიკური დიალოგისა და მიზნის მიღწევის მეთოდად იქცა.
კონფიგურაცია, რომელშიც რუსეთისთვის ქვის სროლა კარგ ტონად მიიჩნევა, მათ შორის დამჯერი ევროპული პრესის მეშვეობით, დღეს არ ჩამოყალიბებულა. ის, სულ ცოტა, 15 წლისაა.
ბორის ჯონსონი - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
მოსაზრება: რატომ აწყობს ბორის ჯონსონს რუსეთთან ომი?
ვითარებამ, რომელშიც მოსკოვი ყოველთვის დამნაშავეა ან კონტინენტზე ყველაფერ მომხდარზეა პასუხისმგებელი (ცუდი აზრით, იმიტომ რომ ყველაფერ კარგზე ევროკავშირი აგებს პასუხს, ან ნატო, ან ამ საერთაშორისო ალიანსების დუეტი), ჯერ კიდევ 2000-იანებში დაიწყო გაფორმება.
მაშინ ეს მორცხვად, დათქმებითა და ზოგჯერ რევერანსებითაც ხდებოდა. დაახლოებით 15 წლის განმავლობაში რუსოფობებს ხმა მოუძლიერდათ, მათ აქტიურად უჭერდნენ მხარს როგორც ფინანსურად, ისე პოლიტიკურად და იმ მომენტში, როდესაც რუსეთმა თავისი პოზიციის მკაფიოდ გამოხატვა დაიწყო, პოზიციასაც, ქვეყანასაც და იქ მცხოვრებ ხალხსაც „პირდაპირი ცეცხლი“ გაუხსნეს.
ყოველ ჯერზე, როდესაც რუსეთი აცხადებდა, რომ ხალხის დაცვას (დიახ, პირველ რიგში მათი, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება; ნარჩენებით გვიან ვკავდებით) აპირებდა, მას აგრესიაში ადანაშაულებდნენ.
ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა ფრთებქვეშ მათ შეფარებას აპირებდა, ვინც საყრდენს ეძებდა, მისკენ ბინძური ცილისწამების ნაკადები მოედინებოდა.
რუსეთს ევროპის მასობრივ ცნობიერებაში მრავალი წლის განმავლობაში აბსოლუტურად ცინიკურად შეგნებულად აქცევენ განკიცხულად, აკეთებენ რა ამისთვის ყველაფერს და ყველა მეთოდით.
ჯონ სალივანი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
მიმოხილვა: მოსკოვმა ვაშინგტონიდან საიდუმლო გზავნილი მიიღო
ბრიტანეთში მოწამვლის ისტორია? ეძებეთ რუსული კვალი.
ჩეხეთში სამხედრო საწყობებში აფეთქებები? — ეს რუსებმა მოაწყვეს.
საფრანგეთის ალპებში რაღაც სადაზვერვო ბაზების არსებობაზე ჭორები? ესეც მოსკოვის ხაფანგებია.
რუსეთს პრაქტიკულად ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში ადანაშაულებდნენ — თანაც არა კვირებისა თუ თვეების, არამედ წლების განმავლობაში.
ევროპული მედიასაშუალებები უსირცხვილოდ უყენებდნენ ბრალს რუსეთს, რომ ის „ცილისწამებით, დეზინფორმაციითა და განხეთქილების თესვითაა დაკავებული“, ფსიქოლოგიაში პროეცირება კი არავის გაუუქმებია. სინამდვილეში სწორედ ეს დასავლური მედია მარტივად და თავისუფლად, პრაქტიკულად ყოველდღე ასხამდა რუსეთს სიცრუის, ცილისწამებისა და დეზინფორმაციის ნაკადებს.
სხვათა შორის, ევროპისთვის ასეთი მძვინვარე სიძულვილი არახალია. კონტინენტის ისტორიაში ეს ყველაფერი უკვე იყო. 90 წელზე ცოტა ნაკლების წინ, როდესაც გერმანიაში ხელისუფლებაში ნაციონალ-სოციალისტები მოვიდნენ და ყველა პრობლემაში დამნაშავეებად და მთავარ ბოროტმოქმედებად ებრაელები დანიშნეს.
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2022
ევროპას ვერ გადაუწყვეტია, როგორ დასაჯოს რუსეთი
სიძულვილით „დატენვის“ სქემა ახლაც ისეთივეა, ან თითქმის ისეთივე.
გებელსის შემდეგ ახალი არაფერი მოუგონიათ: ყოველთვის ერთი პოზიცია, რომელიც მუდმივად სწორია, ყოველთვის ერთი და იგივე „ჩირაღდნები“ და პროგრესისტები, ხოლო ყველა დანარჩენი ლატენტური ან აშკარა ბოროტმოქმედები და რეგრესისტები არიან, ერთნი — ყოველთვის თავისუფლებასა და დემოკრატიას ემხრობიან, მეორენი — „დიქტატურასა და ავტორიტარიზმს“ უჭერენ მხარს.
ნიუანსები, სირთულეები, დეტალები ამჟამინდელ ევროპულ დისკურსში ნაგავსაყრელზე გადაიყარა, ვინაიდან ისინი მიზანშეუწონელია. საჭიროა რუსოფობიის მუდმივი და მონოტონური სუბლიმაცია.
როგორც კი ქსენოფობიის შხამიანი გაზების კონცენტრაცია საჭირო ნიშნულს მიაღწევს, მომდევნო ეტაპის დაწყება შეიძლება. და უკვე აღარავის გაახსენდება, რომ ის ყველაფერი, რაზეც მსოფლიოს — ცივილიზებულსა და პროგრესულს — ვაფრთხილებდით ჩვენ, გასაოცარი სიზუსტით ახდა.
მოსკოვი ამბობდა, რომ ევროპის კავშირი, რომელსაც სურს თავი დააღწიოს რუსეთზე მითიურ ენერგოდამოკიდებულებას, ეკოლოგიაში პოლიტიკანური თამაშების შედეგად ბევრად მეტს გადაიხდის საწვავში. ასეც მოხდა.
„ბიძია სემი“ კაპიტოლიუმის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2022
გენოციდიდან „ჯოჯოხეთურ სანქციებამდე“: დასავლეთი საკუთარი თავის ერთგულია
მოსკოვი განმარტავდა, რომ ნებისმიერ გარე ინტერვენციებს კატასტროფა მოჰყვება — სამხედროც და ჰუმანიტარულიც. ახლა კი ვხედავთ, რაც მოჰყვა „არაბულ გაზაფხულს“ ლიბიაში, ან რა ვითარებაა ერაყში.
მოსკოვი პროგნოზირებდა, რა მოჰყვებოდა კიევში სახელმწიფო გადატრიალებას მთელი უკრაინისთვის. უკვე შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ყველა პოზიციაში — პოლიტიკურშიც და ეკონომიკურშიც — მართალი აღმოჩნდა.
მოსკოვი მიუთითებდა, რომ ნატოს ნებისმიერი გაფართოება აღმოსავლეთით კონტინენტზე არსებით არასტაბილურობას გამოიწვევდა. ასეც მოხდა.
რუსეთი კასანდრასავით აფრთხილებდა, რომ მსოფლიო უსაფრთხოების მცველებად თვითდანიშნულებს არც ისე მტკიცედ უპყრიათ შტურვალი და მსოფლიო შეიძლება მოწყდეს. მაგრამ, როგორც კასანდრას, რუსეთს ყურს არ უგდებდნენ — წინასწარმეტყველებებისთვის მისი იმ „ცივილიზებული სამყაროს“ მიღმა გაძევება გადაწყვიტეს, რომლის დაცვაც (და ხსნაც) შევძელით ომის დროს და ახლაც ვცდილობთ შენარჩუნებას.
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2022
დასავლეთმა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებზე უარი უთხრა: რა იქნება შემდეგ?
სანქციებისა და სხვა შეზღუდვების დაწესების ახალი მუქარები მხოლოდ აღგზნებადი ბუნების მქონეებზე ახდენს შთაბეჭდილებას. ბოლოს და ბოლოს, რა სსრკ და რა — მოსკოვი: თუ სიმართლე გინდათ, ჩვენ ვცხოვრობთ სანქციების რეჟიმში, რომელიც დასავლეთმა ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაგვიწესა. და თუ ვინმეს ამით ზარალი მიადგა, ისევ მათ, ვინც ისინი დააწესა.
რუსეთმა ყველაფერს გაუძლო და აიტანა, იხსნა რა ისინი, ვისაც შველა სჭირდებოდა. და მიუხედავად იმისა, რომ მათგან მადლობაც არ მიუღია, მშვიდად და თავდაჯერებით განაგრძობს თავის გზას. და არა მარტო იმიტომ, რომ მის მხარეზე ძალაა, არამედ იმიტომაც, რომ მის მხარეზე სიმართლეა.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე
ყველა ახალი ამბავი
0