https://sputnik-georgia.com/20220127/robert-hainlaini-robert-anson-heinlein-263923250.html
სიყვარული ალკოჰოლივითაა - მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა მიღებულია
სიყვარული ალკოჰოლივითაა - მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა მიღებულია
Sputnik საქართველო
რობერტ ჰაინლაინის გამონათქვამები
2022-01-27T13:44+0400
2022-01-27T13:44+0400
2022-01-27T13:44+0400
წასაკითხი ამბები
სასარგებლო რჩევები
საინტერესო ადამიანები
ბრძნული გამონათქვამები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23383/91/233839156_0:313:6000:3688_1920x0_80_0_0_4bb58e945adeac7ba24807a137d30c4c.jpg
„აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ რობერტ ჰაინლაინის გამონათქვამებს.რობერტ ენსონ ჰაინლაინი (Robert Anson Heinlein, 1907-1988) - ამერიკელი მწერალი, თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი. მისი ნაწარმოებებია: „უცხო უცხოთა ქვეყანაში“, „კაცი, რომელმაც მთვარე გაყიდა“, „კარი ზაფხულში“, „სამყაროს გერები“, „პარასკევი“, „კოსმოსური კადეტი“, პლანეტებს შორის“, „ვარსკვლავური დესანტი“ და სხვა.ძლიერი ის ადამიანი კი არ არის, რომელსაც შეუძლია, ბევრის უფლება მისცეს თავს, არამედ ის, რომელსაც შეუძლია, ბევრ რამეზე თქვას უარი.ბედნიერებაა პრივილეგია, მთელი დღე აკეთო ის, რაც მნიშვნელოვნად მიგაჩნია. ერთი ბედნიერებას ნახულობს იმაში, რომ თავისი ოჯახი გამოკვებოს. მეორე - ბანკების ძარცვაში. მესამეს შეუძლია, წლები დაკარგოს სამეცნიერო მუშაობაზე, რომლის შედეგი გაურკვეველია. ყურადღება მიაქციეთ არჩევნის ინდივიდუალობასა და სუბიექტურობას. ორი ერთნაირი შემთხვევა არ არსებობს - და არც უნდა იყოს. ყოველმა მამაკაცმა და ყოველმა ქალმა ისეთი საქმე უნდა შეარჩიოს, რომლის თავაუწევლად კეთებისას ბედნიერი იქნება მთელი დღის განმავლობაში...გამარჯვება მარცხში - გამარჯვებათა შორის უდიდესია.სიყვარული ალკოჰოლივითაა - მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა მიღებულია.რომ შეიძლებოდეს, ქალის მკლავებში აღმოჩნდე ისე, რომ მის ხელში არ აღმოჩნდე...>>სჯობს, საქმე გქონდეს ქურდთან, ვიდრე მატყუარასთან... მაგრამ მე უპირატესობას მივანიჭებდი მატყუარას იმ ადამიანს, რომელიც თავის თავში შეყვარებული ამაყობს იმით, რომ ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობს, მთელ სიმართლეს, და მნიშვნელობა არა აქვს, ვის მოხვდება ისარი, ვინ იტანჯება, ვისი უმანკო ცხოვრება იქნება დაღუპული. ის, ვინც ამაყობს, რომ მუდამ სიმართლეს ლაპარაკობს - ის სადისტია და არა წმინდანი.მკაცრად დოზირებული სიმართლე - ყველაზე დახვეწილი სიცრუეა.თავისუფლება მაშინ იწყება, როცა ყველა პირობითობას მოუსავლეთში გაუშვებ.საუკეთესო იარაღი ყურებშუა, სკალპის ქვეშ გაქვთ. რა თქმა უნდა, თუ ის დატენილია.ციფრები არ ტყუის, მაგრამ მატყუარები ფორმულებს იყენებენ.სიცრუე იყოფა საკუთარ სიცრუედ, საზიზღარ სიცრუედ და სტატისტიკად.მამაკაცები სიამაყით ცოცხლობენ. მოკალი ეს სიამაყე და ისინი ვეღარ შეინახავენ ცოლ-შვილს.არის ოქროში რაღაც, რაც ადამიანის გონებაზე ჰეროინის ან კოკაინის მსგავსად მოქმედებს.დავრწმუნდი, რომ მამაკაცთან ურთიერთობისას ყველაზე რთულია შეწყვიტო ეს ურთიერთობები, როცა მას ეს არ უნდა....ნებისმიერი ტომის მორალი ამ ტომის გადარჩენის პირობებს ეყრდნობა... მაგრამ ცალკეული ადამიანის მორალი ეფუძნება მხოლოდ სიამაყეს, არა გადარჩენის პირობებს. აი, რატომ იძირება კაპიტანი ფსკერზე თავის გემთან ერთად; აი, რატომ კვდება გვარდია, მაგრამ არ ნებდება. არაფრად ღირს იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელსაც არავინ და არაფერი გააჩნია, რომ მისთვის სიცოცხლე დათმოს.სიყვარული განშორებასაც უძლებს და სიკვდილსაც, მაგრამ ვერ უძლებს...>>სინდისი - ეს ჩუმი ხმაა, რომელიც გკარნახობს, რომ შეიძლება გითვალთვალებენ.ადამიანური სიბრძნის ოთხმოცი პროცენტი - ესაა უნარი, სხვის საქმეებში ცხვირი არ ჩაყო.ასაკს სიბრძნე არ მოაქვს. ხშირად ის, უბრალოდ, ჩვეულებრივ სისულელეს ამპარტავნულ თავის მოტყუებად აქცევს.იღბლისა არ მწამს... „იღბალი“ - ეს იარლიყია, რომელსაც უფერული ადამიანი გენიოსების მიღწევებს აწებებს.სიცრუის ყველაზე ეშმაკური სახეობაა თქვა სიმართლის ზუსტად მოზომილი ნაწილი და შემდეგ გაჩუმდე.მე გავაცნობიერე, რატომ იცინიან ადამიანები. ისინი იმიტომ იცინიან, რომ სტკივათ და სიცილი ერთადერთია, რომელსაც მათი ტკივილის ჩახშობა შეუძლია.მონას ვერ გაათავისუფლებს, თუ ის თავად არ გათავისუფლდება. და შეუძლებელია თავისუფალი ადამიანის დამონება. ყველაზე დიდი – შეიძლება მოკლა.ბუჩქებში ნუ დაიმალებით! ყოველთვის დაიკავეთ ვინმეს მხარე! ხანდახან შეიძლება შეცდეთ, მაგრამ ის, ვინც იმალება - ყოველთვის ცდება! ღმერთო, დაგვიფარე მშიშრებისგან, ვისაც თავიანთი არჩევნის გაკეთებისა ეშინიათ.თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, თავად შეარჩიოს თავისი განადგურების დრო და ხერხი.რასაც არ უნდა აკეთებდეთ, არ მისცეთ წარსულს უფლება, რომ მოსათვინიერებელი პერანგი ჩაგაცვათ!მამაკაცი ეძებს ისეთ ქალს, რომელიც...>>ქალი უფრო დაივიწყებს ნებისმიერ შეურაცხყოფას ქმედებით, მაგრამ სიკვდილამდე ემახსოვრება დაუფიქრებელი სიტყვა.ქალების უმრავლესობა სულელი და მიამიტია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ ჩვენზე მეტი შეუძლიათ. მათში ყველაზე მამაცი ჩვენზე მამაცია, ყველაზე ნიჭიერი - ჩვენზე ნიჭიერი, ხოლო ყველაზე ვერაგი - ჩვენზე ვერაგი.ვერასდროს ვერაფერს მიაღწევ, სანამ არ ისწავლი იმის გარკვევას, თუ რა არის ამ მომენტში შენთვის ყველაზე მთავარი.ადამიანი რომ ადამიანად დარჩეს, მისთვის აუცილებელია საკუთარი თავის გარდა კიდევ სხვა ვინმეზეც იზრუნოს.ის, ვინც ბედნიერია, დღიურის წერის დრო არა აქვს, ძალზე დაკავებულია ცხოვრებით.წლები სიბრძნეს არ გვმატებს, მაგრამ პერსპექტივას ხსნის... და ყველაზე ნაღვლიანია, ხედავდე სადღაც შორს, წარსულში ცდუნებას, რომელიც უარყავი.საერთოდ, უყურო ნახატს - ამის სწავლაც საჭიროა. მაგრამ მხატვარმა ცოტაოდენ გასაგები ენით უნდა ისაუბროს, ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა... ყველაზე ხშირად ამ გაუგებრობის უკან ყველაზე ჩვეულებრივი არაკომპეტენტურობა იმალება.ქალები და კატები ყოველთვის ისე იქცევიან, როგორც მოესურვებათ. მამაკაცებსა და ძაღლებს ისღა დარჩენიათ, მოდუნდნენ და ამ მდგომარეობას შეეგუონ.თუ ოჯახში ჩხუბის დროს ხვდები, რომ მართალი ხარ, დაუყოვნებლივ მოიხადე ბოდიში.ყოველი განთიადი დღესასწაულია. დაისი შეიძლება არც იყოს.ნუ გექნება ქალის სისულელის იმედი – სიყვარულში ყველა ქალი ჭკვიანია>>ეჭვიანობა ავადმყოფური მდგომარეობაა, ხოლო სიყვარული - ჯანმრთელი. უმწიფარი გონება ხანდახან მათ ერთმანეთში ურევს, რადგან მიიჩნევს, რომ, რაც უფრო მეტია სიყვარული, მით მეტია ეჭვიანობაც. ამ დროს, სინამდვილეში, ისინი თითქმის შეუთავსებელია. ერთი მეორეს ადგილს თითქმის არ უტოვებს.დიახ, ლოგიკა დისპუტში - უხეში და უპატიოსნო ხერხია.არასდროს ეცადო, კატას სიჯიუტეში აჯობო.ქალისთვის იშვიათი თვისებაა დუმილის უნარი, როცა სათქმელი არაფერია.ვხითხითებ, რადგან თავს ქვითინის უფლებას არ ვაძლევ. ეს შეშლილი სამყაროა და მისგან სიამოვნების მიღების ერთადერთი ხერხია - შეხედო მას, როგორც ხუმრობას.არასდროს უამბო მამაკაცს იმის შესახებ, რისი ცოდნაც მას არ სჭირდება, და სჯობს, სახეში უყურო და მოატყუო, ვიდრე ატკინო ან მისი თავმოყვარეობა შელახო.მთავრობა! სამი მეოთხედი ხარბი პარაზიტები, დანარჩენი კი - დებილები.მამაკაცი არ ეძებს ფიზიკურ სილამაზეს ქალში, რომელიც მას აღაფრთოვანებს. გარკვეული დროის შემდეგ ის აცნობიერებს, რომ ქალი მშვენიერია - უბრალოდ, ეს მაშინვე ვერ შეამჩნია.არაფერი ადასტურებს იმას, რომ სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ არ სრულდება. არაფერი ადასტურებს საწინააღმდეგოსაც. ამას თავად იგებ, თან საკმაოდ მალე. და რატომ უნდა ინერვიულო?ადამიანმა დაამტკიცა, რომ ყველაფერზე მბრძანებლობს, გარდა...>>მივედი. ვნახე. ქალმა გაიმარჯვა.ცხოვრება ეკუთვნის მას, ვისაც მისი დაკარგვის არ ეშინია.ისესხო ფული - ეს იგივეა, რომ აგურებით ხელში იცურაო...დანებდი ცდუნებას. შესაძლოა, შენს ცხოვრებაში ასეთი შესაძლებლობა აღარ გამოგიჩნდეს.
https://sputnik-georgia.com/20211223/anatol-fransi-gamonatqvamebi-anatole-france-263090297.html
https://sputnik-georgia.com/20211125/carls-bukovski-charles-bukowski-262353042.html
https://sputnik-georgia.com/20211028/nikos-kazanzakisi-261569311.html
https://sputnik-georgia.com/20210722/xalid-hoseini-252392887.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23383/91/233839156_334:0:5667:4000_1920x0_80_0_0_81667fc68ff98dffbda8a2675176545e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჰაინლაინი გამონათქვამები
„
აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ რობერტ ჰაინლაინის გამონათქვამებს.
რობერტ ენსონ ჰაინლაინი (Robert Anson Heinlein, 1907-1988) - ამერიკელი მწერალი, თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი. მისი ნაწარმოებებია: „უცხო უცხოთა ქვეყანაში“, „კაცი, რომელმაც მთვარე გაყიდა“, „კარი ზაფხულში“, „სამყაროს გერები“, „პარასკევი“, „კოსმოსური კადეტი“, პლანეტებს შორის“, „ვარსკვლავური დესანტი“ და სხვა.
ძლიერი ის ადამიანი კი არ არის, რომელსაც შეუძლია, ბევრის უფლება მისცეს თავს, არამედ ის, რომელსაც შეუძლია, ბევრ რამეზე თქვას უარი.
ბედნიერებაა პრივილეგია, მთელი დღე აკეთო ის, რაც მნიშვნელოვნად მიგაჩნია. ერთი ბედნიერებას ნახულობს იმაში, რომ თავისი ოჯახი გამოკვებოს. მეორე - ბანკების ძარცვაში. მესამეს შეუძლია, წლები დაკარგოს სამეცნიერო მუშაობაზე, რომლის შედეგი გაურკვეველია. ყურადღება მიაქციეთ არჩევნის ინდივიდუალობასა და სუბიექტურობას. ორი ერთნაირი შემთხვევა არ არსებობს - და არც უნდა იყოს. ყოველმა მამაკაცმა და ყოველმა ქალმა ისეთი საქმე უნდა შეარჩიოს, რომლის თავაუწევლად კეთებისას ბედნიერი იქნება მთელი დღის განმავლობაში...
გამარჯვება მარცხში - გამარჯვებათა შორის უდიდესია.
სიყვარული ალკოჰოლივითაა - მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა მიღებულია.
სჯობს, საქმე გქონდეს ქურდთან, ვიდრე მატყუარასთან... მაგრამ მე უპირატესობას მივანიჭებდი მატყუარას იმ ადამიანს, რომელიც თავის თავში შეყვარებული ამაყობს იმით, რომ ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობს, მთელ სიმართლეს, და მნიშვნელობა არა აქვს, ვის მოხვდება ისარი, ვინ იტანჯება, ვისი უმანკო ცხოვრება იქნება დაღუპული. ის, ვინც ამაყობს, რომ მუდამ სიმართლეს ლაპარაკობს - ის სადისტია და არა წმინდანი.
მკაცრად დოზირებული სიმართლე - ყველაზე დახვეწილი სიცრუეა.
თავისუფლება მაშინ იწყება, როცა ყველა პირობითობას მოუსავლეთში გაუშვებ.
საუკეთესო იარაღი ყურებშუა, სკალპის ქვეშ გაქვთ. რა თქმა უნდა, თუ ის დატენილია.
ციფრები არ ტყუის, მაგრამ მატყუარები ფორმულებს იყენებენ.
სიცრუე იყოფა საკუთარ სიცრუედ, საზიზღარ სიცრუედ და სტატისტიკად.
მამაკაცები სიამაყით ცოცხლობენ. მოკალი ეს სიამაყე და ისინი ვეღარ შეინახავენ ცოლ-შვილს.
არის ოქროში რაღაც, რაც ადამიანის გონებაზე ჰეროინის ან კოკაინის მსგავსად მოქმედებს.
დავრწმუნდი, რომ მამაკაცთან ურთიერთობისას ყველაზე რთულია შეწყვიტო ეს ურთიერთობები, როცა მას ეს არ უნდა.
...ნებისმიერი ტომის მორალი ამ ტომის გადარჩენის პირობებს ეყრდნობა... მაგრამ ცალკეული ადამიანის მორალი ეფუძნება მხოლოდ სიამაყეს, არა გადარჩენის პირობებს. აი, რატომ იძირება კაპიტანი ფსკერზე თავის გემთან ერთად; აი, რატომ კვდება გვარდია, მაგრამ არ ნებდება. არაფრად ღირს იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელსაც არავინ და არაფერი გააჩნია, რომ მისთვის სიცოცხლე დათმოს.
სინდისი - ეს ჩუმი ხმაა, რომელიც გკარნახობს, რომ შეიძლება გითვალთვალებენ.
ადამიანური სიბრძნის ოთხმოცი პროცენტი - ესაა უნარი, სხვის საქმეებში ცხვირი არ ჩაყო.
ასაკს სიბრძნე არ მოაქვს. ხშირად ის, უბრალოდ, ჩვეულებრივ სისულელეს ამპარტავნულ თავის მოტყუებად აქცევს.
იღბლისა არ მწამს... „იღბალი“ - ეს იარლიყია, რომელსაც უფერული ადამიანი გენიოსების მიღწევებს აწებებს.
სიცრუის ყველაზე ეშმაკური სახეობაა თქვა სიმართლის ზუსტად მოზომილი ნაწილი და შემდეგ გაჩუმდე.
მე გავაცნობიერე, რატომ იცინიან ადამიანები. ისინი იმიტომ იცინიან, რომ სტკივათ და სიცილი ერთადერთია, რომელსაც მათი ტკივილის ჩახშობა შეუძლია.
მონას ვერ გაათავისუფლებს, თუ ის თავად არ გათავისუფლდება. და შეუძლებელია თავისუფალი ადამიანის დამონება. ყველაზე დიდი – შეიძლება მოკლა.
ბუჩქებში ნუ დაიმალებით! ყოველთვის დაიკავეთ ვინმეს მხარე! ხანდახან შეიძლება შეცდეთ, მაგრამ ის, ვინც იმალება - ყოველთვის ცდება! ღმერთო, დაგვიფარე მშიშრებისგან, ვისაც თავიანთი არჩევნის გაკეთებისა ეშინიათ.
თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, თავად შეარჩიოს თავისი განადგურების დრო და ხერხი.
რასაც არ უნდა აკეთებდეთ, არ მისცეთ წარსულს უფლება, რომ მოსათვინიერებელი პერანგი ჩაგაცვათ!
ქალი უფრო დაივიწყებს ნებისმიერ შეურაცხყოფას ქმედებით, მაგრამ სიკვდილამდე ემახსოვრება დაუფიქრებელი სიტყვა.
ქალების უმრავლესობა სულელი და მიამიტია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ ჩვენზე მეტი შეუძლიათ. მათში ყველაზე მამაცი ჩვენზე მამაცია, ყველაზე ნიჭიერი - ჩვენზე ნიჭიერი, ხოლო ყველაზე ვერაგი - ჩვენზე ვერაგი.
ვერასდროს ვერაფერს მიაღწევ, სანამ არ ისწავლი იმის გარკვევას, თუ რა არის ამ მომენტში შენთვის ყველაზე მთავარი.
ადამიანი რომ ადამიანად დარჩეს, მისთვის აუცილებელია საკუთარი თავის გარდა კიდევ სხვა ვინმეზეც იზრუნოს.
ის, ვინც ბედნიერია, დღიურის წერის დრო არა აქვს, ძალზე დაკავებულია ცხოვრებით.
წლები სიბრძნეს არ გვმატებს, მაგრამ პერსპექტივას ხსნის... და ყველაზე ნაღვლიანია, ხედავდე სადღაც შორს, წარსულში ცდუნებას, რომელიც უარყავი.
საერთოდ, უყურო ნახატს - ამის სწავლაც საჭიროა. მაგრამ მხატვარმა ცოტაოდენ გასაგები ენით უნდა ისაუბროს, ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა... ყველაზე ხშირად ამ გაუგებრობის უკან ყველაზე ჩვეულებრივი არაკომპეტენტურობა იმალება.
ქალები და კატები ყოველთვის ისე იქცევიან, როგორც მოესურვებათ. მამაკაცებსა და ძაღლებს ისღა დარჩენიათ, მოდუნდნენ და ამ მდგომარეობას შეეგუონ.
თუ ოჯახში ჩხუბის დროს ხვდები, რომ მართალი ხარ, დაუყოვნებლივ მოიხადე ბოდიში.
ყოველი განთიადი დღესასწაულია. დაისი შეიძლება არც იყოს.
ეჭვიანობა ავადმყოფური მდგომარეობაა, ხოლო სიყვარული - ჯანმრთელი. უმწიფარი გონება ხანდახან მათ ერთმანეთში ურევს, რადგან მიიჩნევს, რომ, რაც უფრო მეტია სიყვარული, მით მეტია ეჭვიანობაც. ამ დროს, სინამდვილეში, ისინი თითქმის შეუთავსებელია. ერთი მეორეს ადგილს თითქმის არ უტოვებს.
დიახ, ლოგიკა დისპუტში - უხეში და უპატიოსნო ხერხია.
არასდროს ეცადო, კატას სიჯიუტეში აჯობო.
ქალისთვის იშვიათი თვისებაა დუმილის უნარი, როცა სათქმელი არაფერია.
ვხითხითებ, რადგან თავს ქვითინის უფლებას არ ვაძლევ. ეს შეშლილი სამყაროა და მისგან სიამოვნების მიღების ერთადერთი ხერხია - შეხედო მას, როგორც ხუმრობას.
არასდროს უამბო მამაკაცს იმის შესახებ, რისი ცოდნაც მას არ სჭირდება, და სჯობს, სახეში უყურო და მოატყუო, ვიდრე ატკინო ან მისი თავმოყვარეობა შელახო.
მთავრობა! სამი მეოთხედი ხარბი პარაზიტები, დანარჩენი კი - დებილები.
მამაკაცი არ ეძებს ფიზიკურ სილამაზეს ქალში, რომელიც მას აღაფრთოვანებს. გარკვეული დროის შემდეგ ის აცნობიერებს, რომ ქალი მშვენიერია - უბრალოდ, ეს მაშინვე ვერ შეამჩნია.
არაფერი ადასტურებს იმას, რომ სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ არ სრულდება. არაფერი ადასტურებს საწინააღმდეგოსაც. ამას თავად იგებ, თან საკმაოდ მალე. და რატომ უნდა ინერვიულო?
მივედი. ვნახე. ქალმა გაიმარჯვა.
ცხოვრება ეკუთვნის მას, ვისაც მისი დაკარგვის არ ეშინია.
ისესხო ფული - ეს იგივეა, რომ აგურებით ხელში იცურაო...
დანებდი ცდუნებას. შესაძლოა, შენს ცხოვრებაში ასეთი შესაძლებლობა აღარ გამოგიჩნდეს.