რომ შეიძლებოდეს, ქალის მკლავებში აღმოჩნდე ისე, რომ მის ხელში არ აღმოჩნდე...

© Pixabay / VViktorკარგი აღნაგობის ქალი
კარგი აღნაგობის ქალი  - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2022
გამოწერა
რატომ აახლოებს ასე ღრმად სიტყვა „ბელადონა“ იტალიურ და ინგლისურ ენებს?
აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ ამბროზ ბირსის მოსაზრებებს.
ამბროზ გვინეტ ბირსი (Ambrose Gwinnett Bierce, 1842-1913 ან 1914) – ამერიკელი მწერალი, იუმორისტული და „საშინელებათა“ მოთხრობების ავტორი. გამოირჩეოდა თავისებური პირდაპირობით, სიმკვეთრით. ამის გამო „დაუნდობელ ბირსს“ ეძახდნენ. მისი ნაწარმოებებია: „სასიკვდილო დიაგნოზი“, „ბერი და ჯალათის ქალიშვილი“, „ფანტასტიკური იგავები“, „სატანის ლექსიკონი“ და სხვ.
CC0 / Public Domain / ამბროზ გვინეტ ბირსი
ამბროზ გვინეტ ბირსი - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2022
ამბროზ გვინეტ ბირსი
· სილამაზე ის ძალაა, რომლითაც ქალი აჯადოებს საყვარელს და შიშში ამყოფებს ქმარს.
· ყველანი შეშლილები ვართ, მაგრამ მას, ვისაც საკუთარი სიგიჟის გაანალიზება შეუძლია, ფილოსოფოსი ეწოდება.
· თავაზიანობა პირფერობის ყველაზე მისაღები ფორმაა.
· მოდა – ეს დესპოტია, რომელსაც ჭკვიანი ადამიანები დასცინიან, მაგრამ ემორჩილებიან.
· ფანატიკოსი – ესაა ადამიანი, რომელიც ჯიუტად და მთელი ჟინით ემხრობა მოსაზრებას, რომელსაც თქვენ არ იზიარებთ.
· ნუგეში – იმის გაცნობიერებაა, რომ საუკეთესო ადამიანი უფრო უბედურია, ვიდრე თქვენ.
ქალის არჩევანი: მამაკაცი, რომელიც ქალებს უყვართ, თუ მამაკაცი, რომელიც ქალებს არ უყვართ>>
· მარტოობა: ცუდი კომპანია.
· სიძულვილი – გრძნობა, რომელიც ბუნებრივად ჩნდება იმის მიმართ, რომელიც რაღაცით გჯობიათ.
· ბელადონა: იტალიაში – ლამაზი ქალი, ინგლისში – სასიკვდილო შხამი. ორი ენის ღრმა მსგავსების საოცარი ნიმუში.
· უღმერთობა – მსოფლიოს დიდ რელიგიებს შორის ძირითადი.
ცხოვრება ზღვის ნაპირზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
სიყვარული განშორებასაც უძლებს და სიკვდილსაც, მაგრამ ვერ უძლებს...
· არაადამიანურობა: ადამიანის ყველაზე დამახასიათებელი თვისება.
· ტვინი: მოწყობილობა, რომლის წყალობით ვფიქრობთ, რომ ვფიქრობთ.
· ომი: კბილებით იმ პოლიტიკური კვანძის გახსნა, რომელიც ენას არ ემორჩილება.
· წელიწადი: სამას სამოცდახუთი იმედგაცრუებისგან შემდგარი პერიოდი.
· კენჭისყრა: თავისუფალი მოქალაქის უფლების ხორცშესხმა, რომ გასულელდე და სამშობლო დაღუპო.
ყველა გენიოსი იბადება, ხოლო მიწაში იდიოტს დებენ...>>
· დიპლომატია: პატრიოტული ხელოვნება, მოიტყუო საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობისთვის.
· დღიური: ყოველდღიური ჩანაწერი იმ საქციელისა და ფიქრებისა, რომლის გახსენებაც დღიურის ჩამწერს არ გააწითლებს.
· ლანძღვა: ცილი დასწამო სხვას ცუდ საქციელში, რომლის ჩადენის შემთხვევა ან ცდუნება თავად არ გქონია.
ნიკოს კაზანძაკისი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
ღმერთი ნებისმიერ ცოდვას პატიობს, გარდა...
· ნაცნობი: ადამიანი, რომელსაც საკმაოდ კარგად ვიცნობთ იმისთვის, რომ მისგან ფული ვისესხოთ და არასაკმარისად იმისთვის, რომ მას ვასესხოთ ფული.
· წარმატება: მოყვასის მიმართ ჩადენილი ერთადერთი უპატიებელი ცოდვა.
· მშვიდობა: საერთაშორისო ურთიერთობებში მოტყუების პერიოდი სისხლისღვრის ორ პერიოდს შორის.
· არამსმელი: სუსტი ნებისყოფის ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია გაუძლოს ცდუნებას, რომ საკუთარ თავს ცდუნებაზე უარი არ უთხრას.
მამაკაცი ეძებს ისეთ ქალს, რომელიც...>>
· ცოლქმრობა: საზოგადოებრივი უჯრედი, რომელიც შედგება ბატონისგან, ქალბატონისგან და ორი მონისგან, ჯამში – ორი ადამიანი.
· ეგოისტი: ცუდი ტონის ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი უფრო აინტერესებს, ვიდრე მე.
· მშიშარა: ის, ვინც საფრთხის დროს ფეხებით ფიქრობს.
· ქალებში წარმატება იმას აქვს, ვისაც მათ გარეშეც შეუძლია ცხოვრება.
· მადლიერება – გრძნობა, რომელიც ადამიანს ღმერთის მიმართ აქვს, და ძაღლს – ადამიანის მიმართ.
· რომ შეიძლებოდეს, ქალის მკლავებში აღმოჩნდე ისე, რომ მის ხელში არ აღმოჩნდე...
ყველა ახალი ამბავი
0