ყველა გენიოსი იბადება, ხოლო მიწაში იდიოტს დებენ...

© Facebook / Julián Desálazarჩარლზ ბუკოვსკი
ჩარლზ ბუკოვსკი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
გამოწერა
სიგიჟე შეფარდებითია, ანუ ვინ საზღვრავს მის ნორმას?
აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ ჩარლზ ბუკოვსკის გამონათქვამებს.
ჰენრი ჩარლზ ბუკოვსკი (ჰაინრიხ კარლ ბუკოვსკი; Charles Bukowski; 1920-1994) — წარმოშობით გერმანელი, ამერიკელი პოეტი, ლიტერატორი, პროზაიკოსი და ჟურნალისტი; ე. წ. ბინძური რეალიზმის (Dirty Realism) მიმდინარეობის წარმომადგენელი. არის ორასზე მეტი მოთხრობის, რომანების, პოეტური კრებულების ავტორი. მისი ცნობილი ნაწარმოებებია: „ფოსტა“, „ქალები“, „მაკულატურა“, „ჩვეულებრივი სიგიჟის ისტორია“ (Tales of Ordinary Madness) და სხვა.
სარკაზმი - ეს ფსიქიკის ერთადერთი ბუნებრივი დამცავი რეაქციაა გარშემომყოფების სისულელეზე.
ადვილია კახპებზე წერა, მაგრამ წერა კარგ ქალზე განუზომლად რთულია.
გონებაში შემეძლო მამაკაცის გამოგონება, რამდენადაც თავადაც ასეთი ვიყავი, მაგრამ ქალების გალიტერატურება თითქმის შეუძლებელია, სანამ თავდაპირველად მათ არ გაიცნობ, როგორც საჭიროა.
... როდესაც ყოველდღიურობიდან დაძაბულობასა და სიგიჟეს ამოიღებ, თითქოსდა არაფერი საყრდენი აღარ გრჩება.
რამდენი კარგი კაცი დარჩენილა ქალის გამო ცარიელ-ტარიელი.
ნიკოს კაზანძაკისი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
ღმერთი ნებისმიერ ცოდვას პატიობს, გარდა...
სანამ მამაკაცები ფეხბურთს უყურებენ, ან ლუდს სვამენ, ან კეგელბანებში დაეხეტებიან, ქალები ჩვენზე ფიქრობენ, გულისყური ჩვენკენ აქვთ მომართული, გვსწავლობენ, წყვეტენ - მიგვიღონ, გადაგვაგდონ, გაგვცვალონ, მოგვკლან თუ, უბრალოდ, მიგვატოვონ.
ჩემში ბევრი რამაა პურიტანული. ხოლო პურიტანები სექსით ყველაზე მეტად ტკბებიან.
არასდროს არავინ არ შეიძლება იყოს დარწმუნებული იმაში, თუ რას გააკეთებს. არასდროს ხარ დარწმუნებული, როგორ მოიქცევი.
თუ არ შეგიძლია, ჯენტლმენი იყო, ღორი მაინც ნუ იქნები.
ხანდახან, ცხოვრება რომ განაგრძო, კარგად უნდა გაბრაზდე.
თუ რამე კარგი მოხდა, სვამ, რომ აღნიშნო. თუ რამე ცუდი მოხდა, სვამ, რომ გული გადააყოლო. თუ არაფერი მოხდა, სვამ, რომ რამე მოხდეს.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
მამაკაცი ეძებს ისეთ ქალს, რომელიც...
ყველა ადამიანს თავისი პირადი ჯოჯოხეთი აქვს - და არა ერთი.
ადამიანები, ჩვეულებრივ, ბევრად უკეთესი არიან წერილებში, ვიდრე რეალობაში.
მარტოობა მაძლიერებს. მის გარეშე ისე ვარ, როგორც სასმელ-საჭმლის გარეშე. მის გარეშე ყოველდღე უძლური ვხდები. არ ვამაყობ ჩემი მარტოობით, მაგრამ დამოკიდებული ვარ მასზე.
სიყვარული ნორმალურია მათთვის, ვისაც ფსიქიკურ დაძაბულობასთან გამკლავება ძალუძს.
თუ ვერ შეხვდით თქვენს ადამიანს, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ჯერ მზად არ ხართ.
ქალი სხვადასხვანაირი არსებობს. არიან უბრალოდ ქალები, და არიან ჯადოსნური არსებები...
სინანული, ძირითადად, უმოქმედობითაა გამოწვეული.
ქალი ყვავილებში - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
ნუ გექნება ქალის სისულელის იმედი – სიყვარულში ყველა ქალი ჭკვიანია
თუ თითქმის აღარ შემოგრჩათ სინდისი და თქვენ ამის შესახებ იცით, ეს ნიშნავს, რომ სინდისი ჯერ კიდევ გაქვთ.
არ ღირს სამყაროს გადარჩენა, გადაარჩინეთ თუნდაც ერთი ადამიანი
ეკრანზე ყოველგვარი ნაგვის ნახვა იმდენად ჩვეულებრივი გახდა, რომ ადამიანები ვეღარ აცნობიერებენ, რომ ერთ ნაგავს უყურებენ
თითოეული, პრაქტიკულად, გენიოსი იბადება, ხოლო მიწაში იდიოტს დებენ.
მე ვარ ადამიანი, რომლისთვისაც განმარტოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ჩემთვის უბედურება ბრბოში ყოფნაა. ვიყო ხალხის ბრბოში და ვისმინო მათი საუბრები. ამისგან შეიძლება ჭკუიდან შეიშალო. ეს საუბრები შეშლილების საუბრებია. ძაღლებიც კი უკეთესად ლაპარაკობენ. ადრე ასე ვაკეთებდი: ვუშვებდი ფარდებს და დაახლოებით ერთი კვირა არ ვპასუხობდი არც ზარებს, არც კარზე კაკუნს. საწოლიდან არ ვდგებოდი, არავის ვნახულობდი. ეს ძალიან შველის.
ჯორჯ ბერნარდ შოუ - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
„თქვი სიმართლე“ – ეს ყველაზე სასაცილო ხუმრობაა მთელ მსოფლიოში
ადამიანებს ერთმანეთის სიყვარული ერთნაირად არ შეუძლიათ. ზოგს უყვარს იმდენად, რამდენადაც სიამაყე ჰყოფნის, ზოგს - რამდენადაც ცხოვრება ჰყოფნის...
ყოველთვის გაგიფუჭებს ვიღაც დღეს, ან მთელ ცხოვრებას...
პირველი, რაც შენში მომეწონა... ისაა, რომ ტელევიზორი არ გაქვს.
თუმცა ქალები - კარგი ქალები - მაშინებდნენ, რადგან, საბოლოოდ, მთელ სულს მოითხოვდნენ, მე კი მინდოდა გადამერჩინა ის, რაც ჩემი სულისგან ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი.
იცი, რა განსხვავებაა კრიტიკოსსა და უბრალო მაყურებელს შორის? კრიტიკოსი კინოს უფასოდ უყურებს.
სიყვარული მიკერძოებულობის ფორმაა. გიყვარს ის, რაც გჭირდება. გიყვარს ის, რისგანაც კარგად გრძნობ თავს, გიყვარს ის, რაც მოსახერხებელია. როგორ შეგიძლია თქვა, რომ ერთი ადამიანი გიყვარს, როცა მსოფლიოში, ალბათ, ათი ათასი ადამიანია, რომლებიც, შესაძლოა, მეტად გყვარებოდა, რომ იცნობდე?
კარგმა მწერალმა ყოველთვის იცის, როდის არ უნდა წეროს.
საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ საით - არავინ იცის.
ცხოვრების საუკეთესო პერიოდებია, როცა სრულებით არაფერს აკეთებ, არამედ, უბრალოდ, ცხოვრებაზე ფიქრობ. დავუშვათ, გადაწყვიტე, რომ ცხოვრება უაზრობაა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ არცთუ უაზრობაა, რადგან აცნობიერებ მის უაზრობას და შენი უაზრობის გააზრება მას თითქმის აზრს ანიჭებს... ოპტიმისტური პესიმიზმი.
ძალიან კარგად ვიცი ჩემი ნაკლი, რომ სამაგიერო სიყვარული მოვითხოვო.
სიგიჟე შეფარდებითია. ვინ საზღვრავს ნორმას?
ერიხ მარია რემარკი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2019
ქვეყნად ყველაზე მძიმე ავადმყოფობა არის აზროვნება...
ტელევიზორს არ ვრთავდი - დიდი ხანია შევნიშნე, რომ როცა ცუდად ხარ, ამ არამზადის გამო კიდევ უფრო ცუდად ხდები. ერთი ბრიყვული სახე მეორეს ცვლის და ამას ბოლო არ უჩანს. უსასრულო რიგი იდიოტებისა, მათ შორის - ცნობილების.
25 წლისა გენიოსი შეიძლება ნებისმიერი იყოს. 50 წლისამ კი რაღაც უნდა მოიმოქმედო.
ყოველთვის აკვირვებდა, რომ ერთნი ერთ მხარეს მიიჩქარიან, მეორენი კი - მეორე მხარეს. მათგან ვიღაც, ალბათ, არ არის მართალი, სხვაგვარად ეს, უბრალოდ, რაღაც ბინძური თამაშია.
ზოგ ადამიანს არ შეუძლია ჭკუიდან გადასვლა - მათ საშინლად მოსაწყენი ცხოვრება აქვთ.
რა თქმა უნდა, ადამიანის შეყვარება შეიძლება - თუ მას კარგად არ იცნობ.
უბრალოდ იცხოვრო - უკვე მძიმე სამუშაოა.
ყველა ახალი ამბავი
0