https://sputnik-georgia.com/20210726/jorj-bernard-Sou-George-Bernard-Shaw-252416360.html
„თქვი სიმართლე“ – ეს ყველაზე სასაცილო ხუმრობაა მთელ მსოფლიოში
„თქვი სიმართლე“ – ეს ყველაზე სასაცილო ხუმრობაა მთელ მსოფლიოში
Sputnik საქართველო
ვინ ცვლის სამყაროს და ქმნის ისტორიას, რომელია ყველაზე სასაცილო ხუმრობა მთელ მსოფლიოში, ვინ არის იდეალური ქმარი... 26.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-26T12:17+0400
2021-07-26T12:17+0400
2021-07-26T19:30+0400
საინტერესო ადამიანები
წასაკითხი ამბები
ბრძნული გამონათქვამები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23714/52/237145222_0:92:1000:657_1920x0_80_0_0_d0764154172fbe82721a2621ea6a0343.jpg
„აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდენთ ჯორჯ ბერნარდ შოუს (George Bernard Shaw 1856-1950) ირლანდიელ დრამატურგს, სცენარისტსა და მწერალს, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის დამაარსებელს, ნობელის პრემიის ლაურეატს ლიტერატურის დარგში და ამერიკული კინოაკადემიის „ოსკარის" მფლობელს საუკეთესო სცენარისთვის.ლამაზი, მოქეიფე, უდარდელი: ქვეყანა, სადაც სანიმუშოცა და საძრახისიც ერთნაირად ფასობს>>მის კალამს ეკუთვნის ისეთი პიესები, როგორიცაა „კეისარი და კლეოპატრა", „ადამიანი და ზეადამიანი", „ეშმაკის მოციქულები", „ქვრივი კაცების სახლები" და სხვ. შოუს ყველაზე პოპულარული და ცნობილი პიესაა „პიგმალიონი".• ვფიქრობდი, რომ მეგობრებს კარგავენ კამათის დროს, ისინი კი ქრებიან საქმეებში, ფულსა და დროში• როცა მსურს ვიხუმრო, ვამბობ სიმართლეს — ეს ყველაზე სასაცილო ხუმრობაა მთელ მსოფლიოში• ნუ გაუკეთებთ სხვას იმას, რაც თქვენთვის გინდათ. იქნებ თქვენი გემოვნება არ ემთხვევა ერთმანეთს!• თქვენი უბედურების საიდუმლო ისაა, რომ ძალიან დიდ დროს ანდომებთ იმაზე ფიქრს, უბედური ხართ თუ არა• ქორწინება მასონთა საზოგადოებას წააგავს. ის, ვინც ჯერ არ გაწევრიანებულა, არაფერი იცის მის შესახებ, ხოლო ვინც მოასწრო, იძულებულია სამუდამოდ დადუმდეს• თუ იწყებთ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვით მათთვის, ვინც გიყვართ, მაშინ დაამთავრებთ იმათი სიძულვილით, ვისთვისაც თავი მსხვერპლად შესწირეთ• ცხოვრება არ არის საკუთარი თავის ძიება — ის საკუთარი თავის შექმნაა• ჭკვიანები ეგუებიან სამყაროს, სულელები კი ცდილობენ სამყარო შეიგუონ, ამიტომ სწორედ სულელები ცვლიან სამყაროს და ქმნიან ისტორიას• ცეკვა — ეს ჰორიზონტალური სურვილის ვერტიკალური გამოხატულებაა• ლაპარაკი ისწავლე — ე.ი. გაიზარდე, დუმილი ისწავლე — ე.ი. დაჭკვიანდი• ადამიანი აგურივითაა — რაც უფრო დიდხანს იწვება, მით უფრო მყარდება• ადამიანებს, რომლებსაც მხიარულება შეუძლიათ, ფული არა აქვთ, ხოლო ადამიანებს, ვისაც ფული აქვთ, მხიარულება არ შეუძლიათუდიდესი ენაკვიმატი ბრიტანელი – იუმორში ჩამალული ღრმააზროვანი სიმართლე>>• თუ შეგიძლია მარტოობის ატანა და მისგან სიამოვნების მიღება — დიდი ნიჭია• იდეალური ქმარი — ეს არის მამაკაცი, რომელიც მიიჩნევს, რომ იდეალური ცოლი ჰყავს• ბიოგრაფიის კითხვისას გახსოვდეთ, რომ სიმართლე არასდროს ვარგა გამოქვეყნებისათვის• არ გვაქვს ბედნიერების გამოყენების უფლება, თუ არ ვქმნით მას• თუ ჩემი მეზობელი თავის ცოლს ყოველდღეს სცემს, მე კი — არასდროს, სტატისტიკის მიხედვით, ორივე ვცემთ ცოლს დღეგამოშვებით• ყველაზე მეტად ადამიანებს აინტერესებთ ის, რაც მათ საერთოდ არ ეხებათ• გიყვარდეთ მამაკაცები. მათ ძალიან სჭირდებათ თქვენი სიყვარული, თუნდაც არასდროს აღიარონ ეს. ყოველი დიდი მამაკაცის უკან ყოველთვის დგას ქალი, რომელსაც მისი სჯეროდა. და ნამდვილად უყვარდასიყვარული რომ განსაზღვრო, გაქრება კიდეც...>>• გაზეთი — ესაა ბეჭდვითი ორგანო, რომელიც ვერ ხედავს განსხვავებას ველოსიპედიდან ჩამოვარდნასა და ცივილიზაციის დაღუპვას შორის• სამყარო შედგება უსაქმურებისგან, რომლებსაც სურთ ჰქონდეთ ფული და არ იმუშაონ, და სულელებისგან, რომლებიც მზად არიან, იმუშაონ და არ გამდიდრდნენ• თუ ოდესმე, ბედნიერების ძიებაში, მას იპოვით, თქვენ სათვალის მძებნელ მოხუცს ჰგავხართ და აღმოაჩენთ, რომ ბედნიერება ყოველთვის ცხვირწინ გედოთ• თუ ჩემი არყოფნა თქვენს ცხოვრებაში არაფერს ცვლის, მაშინ ჩემს ყოფნას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს• ვინც იცის, აკეთებს, ვინც არა — სხვებს ასწავლის• მან საერთოდ არაფერი იცის, მაგრამ თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია — იდეალური მონაცემები წარმატებული პოლიტიკური კარიერისათვის• ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია.
https://sputnik-georgia.com/20210722/xalid-hoseini-252392887.html
https://sputnik-georgia.com/20210318/wesiereba-inteligentoba-aRzrdadmitri-lixaCovi-251202377.html
https://sputnik-georgia.com/20200709/Henry-Louis-Mencken-henri-luis-menkeni-248931740.html
https://sputnik-georgia.com/20200618/Wabua-amirejibi-gora-mborgali-248757276.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23714/52/237145222_0:60:1000:689_1920x0_80_0_0_a8da1dd46f24e3c624a7426ef7e9e498.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები, ბრძნული გამონათქვამები
საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები, ბრძნული გამონათქვამები
„თქვი სიმართლე“ – ეს ყველაზე სასაცილო ხუმრობაა მთელ მსოფლიოში
12:17 26.07.2021 (განახლებულია: 19:30 26.07.2021) ვინ ცვლის სამყაროს და ქმნის ისტორიას, რომელია ყველაზე სასაცილო ხუმრობა მთელ მსოფლიოში, ვინ არის იდეალური ქმარი...
„
აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდენთ ჯორჯ ბერნარდ შოუს (George Bernard Shaw 1856-1950) ირლანდიელ დრამატურგს, სცენარისტსა და მწერალს, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის დამაარსებელს, ნობელის პრემიის ლაურეატს ლიტერატურის დარგში და ამერიკული კინოაკადემიის „ოსკარის" მფლობელს საუკეთესო სცენარისთვის.
მის კალამს ეკუთვნის ისეთი პიესები, როგორიცაა „კეისარი და კლეოპატრა", „ადამიანი და ზეადამიანი", „ეშმაკის მოციქულები", „ქვრივი კაცების სახლები" და სხვ. შოუს ყველაზე პოპულარული და ცნობილი პიესაა „პიგმალიონი".
• ვფიქრობდი, რომ მეგობრებს კარგავენ კამათის დროს, ისინი კი ქრებიან საქმეებში, ფულსა და დროში
• როცა მსურს ვიხუმრო, ვამბობ სიმართლეს — ეს ყველაზე სასაცილო ხუმრობაა მთელ მსოფლიოში
• ნუ გაუკეთებთ სხვას იმას, რაც თქვენთვის გინდათ. იქნებ თქვენი გემოვნება არ ემთხვევა ერთმანეთს!
• თქვენი უბედურების საიდუმლო ისაა, რომ ძალიან დიდ დროს ანდომებთ იმაზე ფიქრს, უბედური ხართ თუ არა
• ქორწინება მასონთა საზოგადოებას წააგავს. ის, ვინც ჯერ არ გაწევრიანებულა, არაფერი იცის მის შესახებ, ხოლო ვინც მოასწრო, იძულებულია სამუდამოდ დადუმდეს
• თუ იწყებთ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვით მათთვის, ვინც გიყვართ, მაშინ დაამთავრებთ იმათი სიძულვილით, ვისთვისაც თავი მსხვერპლად შესწირეთ
• ცხოვრება არ არის საკუთარი თავის ძიება — ის საკუთარი თავის შექმნაა
• ჭკვიანები ეგუებიან სამყაროს, სულელები კი ცდილობენ სამყარო შეიგუონ, ამიტომ სწორედ სულელები ცვლიან სამყაროს და ქმნიან ისტორიას
• ცეკვა — ეს ჰორიზონტალური სურვილის ვერტიკალური გამოხატულებაა
• ლაპარაკი ისწავლე — ე.ი. გაიზარდე, დუმილი ისწავლე — ე.ი. დაჭკვიანდი
• ადამიანი აგურივითაა — რაც უფრო დიდხანს იწვება, მით უფრო მყარდება
• ადამიანებს, რომლებსაც მხიარულება შეუძლიათ, ფული არა აქვთ, ხოლო ადამიანებს, ვისაც ფული აქვთ, მხიარულება არ შეუძლიათ
• თუ შეგიძლია მარტოობის ატანა და მისგან სიამოვნების მიღება — დიდი ნიჭია
• იდეალური ქმარი — ეს არის მამაკაცი, რომელიც მიიჩნევს, რომ იდეალური ცოლი ჰყავს
• ბიოგრაფიის კითხვისას გახსოვდეთ, რომ სიმართლე არასდროს ვარგა გამოქვეყნებისათვის
• არ გვაქვს ბედნიერების გამოყენების უფლება, თუ არ ვქმნით მას
• თუ ჩემი მეზობელი თავის ცოლს ყოველდღეს სცემს, მე კი — არასდროს, სტატისტიკის მიხედვით, ორივე ვცემთ ცოლს დღეგამოშვებით
• ყველაზე მეტად ადამიანებს აინტერესებთ ის, რაც მათ საერთოდ არ ეხებათ
• გიყვარდეთ მამაკაცები. მათ ძალიან სჭირდებათ თქვენი სიყვარული, თუნდაც არასდროს აღიარონ ეს. ყოველი დიდი მამაკაცის უკან ყოველთვის დგას ქალი, რომელსაც მისი სჯეროდა. და ნამდვილად უყვარდა
• გაზეთი — ესაა ბეჭდვითი ორგანო, რომელიც ვერ ხედავს განსხვავებას ველოსიპედიდან ჩამოვარდნასა და ცივილიზაციის დაღუპვას შორის
• სამყარო შედგება უსაქმურებისგან, რომლებსაც სურთ ჰქონდეთ ფული და არ იმუშაონ, და სულელებისგან, რომლებიც მზად არიან, იმუშაონ და არ გამდიდრდნენ
• თუ ოდესმე, ბედნიერების ძიებაში, მას იპოვით, თქვენ სათვალის მძებნელ მოხუცს ჰგავხართ და აღმოაჩენთ, რომ ბედნიერება ყოველთვის ცხვირწინ გედოთ
• თუ ჩემი არყოფნა თქვენს ცხოვრებაში არაფერს ცვლის, მაშინ ჩემს ყოფნას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს
• ვინც იცის, აკეთებს, ვინც არა — სხვებს ასწავლის
• მან საერთოდ არაფერი იცის, მაგრამ თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია — იდეალური მონაცემები წარმატებული პოლიტიკური კარიერისათვის
• ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია.