https://sputnik-georgia.com/20210722/xalid-hoseini-252392887.html
მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს – ქურდობა, ყველა სხვა ცოდვა ქურდობის ვარიაციაა...
მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს – ქურდობა, ყველა სხვა ცოდვა ქურდობის ვარიაციაა...
Sputnik საქართველო
კაცს როცა ჰკლავ, მის სიცოცხლეს იპარავ... კაცის ცოლს ქმრის ყოლის უფლებას ჰპარავ, ბავშვებს – მამას, როცა ცრუობ, სიმართლის გაგების უფლებას ჰპარავ ვიღაცას, როცა... 22.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-22T17:26+0400
2021-07-22T17:26+0400
2021-07-23T08:59+0400
საინტერესო ადამიანები
წასაკითხი ამბები
ბრძნული გამონათქვამები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23751/27/237512798_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_ac85b15bd64eeaa9483a8b86d8d1dba8.jpg
„აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ავღანური წარმოშობის ამერიკელ მწერალს ხალიდ ჰოსეინის (Khaled Hosseini). ის 1965 წელს დიპლომატის ოჯახში დაიბადა. ავღანეთში საბჭოთა არმიის შეჭრის შემდეგ მისმა ოჯახმა თავშესაფარი აშშ-ში მიიღო.წესიერება, ინტელიგენტურობა, აღზრდა: ღირსება, რომელიც წვრილმანებში ვლინდება>>ჰოსეინი პროფესიით ექიმია, დაამთავრა კალიფორნიის უნივერსიტეტი სან-დიეგოში. ის აქტიურადაა ჩართული ჰუმანიტარულ საქმიანობაში, არის გაეროს წარმომადგენელი იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში.მისი სახელი ცნობილი გახდა რომანის „ფრანით მორბენალი" (The Kite Runner) გამოქვეყნების შემდეგ. წიგნმა მიიღო პრემია „მკითხველის არჩევანი 2007". ნაწარმოების მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი. ასევე გამოქვეყნებულია მისი ნაწარმოებები: „ათასი მოელვარე მზე" (A Thousand Splendid Suns) და „მთებმა მთებს უთხრეს" (And the Mountains Echoed).ხალიდ ჰოსეინი ამჟამად ცხოვრობს კალიფორნიაში, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.• თურმე, წარსულს ვერ გაექცევი, არ გიშვებს, კლანჭებით გებღაუჭება და როცა მოისურვებს, მაშინ მოგაქცევს თავის მარწუხებში.სიყვარულში ყველა ქალი ჭკვიანია...>>• იცოდე, მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს, მხოლოდ ერთი – ქურდობა, ყველა სხვა ცოდვა ქურდობის ვარიაციაა… კაცს როცა ჰკლავ, მის სიცოცხლეს იპარავ… კაცის ცოლს ქმრის ყოლის უფლებას ჰპარავ, ბავშვებს – მამას, როცა ცრუობ, სიმართლის გაგების უფლებას ჰპარავ ვიღაცას, როცა თაღლითობ – სამართალს.• ღმერთი თუ სადმეა, უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავი ექნება, ვიდრე იმის გარკვევა, ვისკის ვსვამ თუ ღორის ხორცს ვჭამ.• ეს ომია, ომმა არ იცის სირცხვილი…— უთხარი, რომ ცდება. ომი არ უარყოფს წესიერებას, პირიქით, მოითხოვს და იქნებ უფრო მეტადაც, ვიდრე მშვიდობა.• ზოგჯერ რამდენიმე დღეს, ან, თუნდაც, ერთ დღეს მთლიანად შეუძლია ცხოვრების შეცვლა.• ტკივილის გაყუჩება შეიძლება, რეპუტაციის აღდგენა – არა.• ხდება ხოლმე ცხოვრებაში ისეთი რამ, რაზეც საჭირო არ არის ლაპარაკი.ცივილიზაციის ჯებირები და ხელფეხშეკრული თავისუფლება...>>• მეშინიაო, მითხრა. რატომ–მეთქი, ვკითხე და ასე მიპასუხა: ისეთი ბედნიერი ვარ, მეტისმეტად ბედნიერი, რომ მეშინია. ვინ შეგარჩენს ასეთ ბედნიერებას, ასე მაშინ ხდება, როცა ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა წაგართვანო.• დაივიწყე ყველაფერი, უფრო იოლი იქნება… ცხოვრების გაგრძელება. შენი მოგონებებიდან აღარაფერია გადარჩენილი. დავიწყება კარგი გამოსავალია…• ნამდვილი მონანიება ის არის სწორედ, დანაშაული სიკეთის გზაზე რომ დაგაყენებს.• ცხოვრება გრძელდება, ამბობენ ავღანეთში. არც დაწყებას გეკითხება ვინმე, არც დასასრულს, არც კვანძის გახსნას და არც კულმინაციას. უბრალოდ, მიდის, ქუჩების მტვრიანი ქარავანივით წინ მიიზლაზნება.
https://sputnik-georgia.com/20170720/siyvaruli-rom-gasazRvro-gaqreba-kidec-236695677.html
https://sputnik-georgia.com/20210610/henri-mileri-Henry-Valentine-Miller-gamonaTqvamebi-citatebi-251983094.html
https://sputnik-georgia.com/20210413/nino-xaratiSvili-251436608.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23751/27/237512798_57:0:945:666_1920x0_80_0_0_69c2a538ca3b32387a5a9225ddf55a51.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები, ბრძნული გამონათქვამები
საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები, ბრძნული გამონათქვამები
მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს – ქურდობა, ყველა სხვა ცოდვა ქურდობის ვარიაციაა...
17:26 22.07.2021 (განახლებულია: 08:59 23.07.2021) კაცს როცა ჰკლავ, მის სიცოცხლეს იპარავ... კაცის ცოლს ქმრის ყოლის უფლებას ჰპარავ, ბავშვებს – მამას, როცა ცრუობ, სიმართლის გაგების უფლებას ჰპარავ ვიღაცას, როცა თაღლითობ – სამართალს...
„
აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ავღანური წარმოშობის ამერიკელ მწერალს ხალიდ ჰოსეინის (Khaled Hosseini). ის 1965 წელს დიპლომატის ოჯახში დაიბადა. ავღანეთში საბჭოთა არმიის შეჭრის შემდეგ მისმა ოჯახმა თავშესაფარი აშშ-ში მიიღო.
ჰოსეინი პროფესიით ექიმია, დაამთავრა კალიფორნიის უნივერსიტეტი სან-დიეგოში. ის აქტიურადაა ჩართული ჰუმანიტარულ საქმიანობაში, არის გაეროს წარმომადგენელი იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში.
მისი სახელი ცნობილი გახდა რომანის „ფრანით მორბენალი" (The Kite Runner) გამოქვეყნების შემდეგ. წიგნმა მიიღო პრემია „მკითხველის არჩევანი 2007". ნაწარმოების მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი. ასევე გამოქვეყნებულია მისი ნაწარმოებები: „ათასი მოელვარე მზე" (A Thousand Splendid Suns) და „მთებმა მთებს უთხრეს" (And the Mountains Echoed).
ხალიდ ჰოსეინი ამჟამად ცხოვრობს კალიფორნიაში, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
• თურმე, წარსულს ვერ გაექცევი, არ გიშვებს, კლანჭებით გებღაუჭება და როცა მოისურვებს, მაშინ მოგაქცევს თავის მარწუხებში.
• იცოდე, მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს, მხოლოდ ერთი – ქურდობა, ყველა სხვა ცოდვა ქურდობის ვარიაციაა… კაცს როცა ჰკლავ, მის სიცოცხლეს იპარავ… კაცის ცოლს ქმრის ყოლის უფლებას ჰპარავ, ბავშვებს – მამას, როცა ცრუობ, სიმართლის გაგების უფლებას ჰპარავ ვიღაცას, როცა თაღლითობ – სამართალს.
• ღმერთი თუ სადმეა, უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავი ექნება, ვიდრე იმის გარკვევა, ვისკის ვსვამ თუ ღორის ხორცს ვჭამ.
• ეს ომია, ომმა არ იცის სირცხვილი…
— უთხარი, რომ ცდება. ომი არ უარყოფს წესიერებას, პირიქით, მოითხოვს და იქნებ უფრო მეტადაც, ვიდრე მშვიდობა.
• ზოგჯერ რამდენიმე დღეს, ან, თუნდაც, ერთ დღეს მთლიანად შეუძლია ცხოვრების შეცვლა.
• ტკივილის გაყუჩება შეიძლება, რეპუტაციის აღდგენა – არა.
• ხდება ხოლმე ცხოვრებაში ისეთი რამ, რაზეც საჭირო არ არის ლაპარაკი.
• მეშინიაო, მითხრა. რატომ–მეთქი, ვკითხე და ასე მიპასუხა: ისეთი ბედნიერი ვარ, მეტისმეტად ბედნიერი, რომ მეშინია. ვინ შეგარჩენს ასეთ ბედნიერებას, ასე მაშინ ხდება, როცა ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა წაგართვანო.
• დაივიწყე ყველაფერი, უფრო იოლი იქნება… ცხოვრების გაგრძელება. შენი მოგონებებიდან აღარაფერია გადარჩენილი. დავიწყება კარგი გამოსავალია…
• ნამდვილი მონანიება ის არის სწორედ, დანაშაული სიკეთის გზაზე რომ დაგაყენებს.
• ცხოვრება გრძელდება, ამბობენ ავღანეთში. არც დაწყებას გეკითხება ვინმე, არც დასასრულს, არც კვანძის გახსნას და არც კულმინაციას. უბრალოდ, მიდის, ქუჩების მტვრიანი ქარავანივით წინ მიიზლაზნება.