06:20 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (63)
240 0 0

სიყვარული ბრმაა, სამაგიეროდ ოჯახური ცხოვრება გენიალური ოკულისტია! გამოძერწო საყვარლისგან ქმარი ისევე რთულია, როგორც ქმრისგან — საყვარელი…

აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ ონორე დე ბალზაკის გამონათქვამებს.

ბალზაკი (Honoré de Balzac, 1799—1850) ფრანგი მწერალი, ევროპულ ლიტერატურაში რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი შემოქმედება პოპულარული იყო ყოველთვის. ჯერ კიდევ სიცოცხლეში მწერალმა დაიმკვიდრა მე-19 საუკუნის უდიდესი პროზაიკოსის სახელი. მისმა ნაწარმოებებმა გავლენა მოახდინა ჩარლზ დიკენსის, ფიოდორ დოსტოევსკის, ემილ ზოლას, უილიამ ფოლკნერისა და სხვათა შემოქმედებაზე.

• ყველაფერი თავის დროზე მოდის მათთვის, ვისაც ლოდინი შეუძლია.

• სიყვარული ბრმაა, სამაგიეროდ ოჯახური ცხოვრება გენიალური ოკულისტია!

• არავინ გახდება ქალის მეგობარი, თუ შესაძლებელია მისი საყვარელი გახდეს.

• ფული საჭიროა იმისთვის, რომ მასზე არ იფიქრო.

• ასე არიან მოწყობილი მამაკაცები — შეუძლიათ გაუძლონ ყველაზე ჭკვიანურ არგუმენტსაც კი, მაგრამ ერთადერთ მზერას — ვერა.

• უფრო ადვილია საყვარელი იყო, ვიდრე ქმარი, რადგან უფრო ძნელია გონებამახვილი იყო ყოველდღე, ვიდრე დროდადრო იხუმრო.

• აბსურდია იფიქრო, რომ მამაკაცს არ შეუძლია ბედნიერი იყოს ერთ ქალთან. ეს იგივეა, ამტკიცო, რომ კარგ მუსიკოსს პიესის დასაკრავად სხვადასხვა ვიოლინო სჭირდება.

ნამდვილ სიყვარულს წერტილები არა აქვს...>>

• დედის გული ღრმა უფსკრულია, რომლის ფსკერზე ყოველთვის იპოვით მიტევებას.

• ღრმად განიცდიდე, გიყვარდეს და თითქმის ყოველთვის იტანჯებოდე საკუთარი სიყვარულით — ესაა ქალის ბედი, ბედისწერა.

• გამოძერწო საყვარლისგან ქმარი ისევე რთულია, როგორც ქმრისგან — საყვარელი…

• ცოლისგან კარგი საყვარლის გამოძერწვის უუნარობა ქმრის არასრულფასოვნებაზე მიუთითებს. უნდა შეგეძლოს ერთ ქალში ყველა ქალი მოიპოვო.

• როდესაც საკუთარ სისუსტეს აღიარებს, ადამიანი უფრო ძლიერი ხდება.

• ის, ვინც ეჭვიანობს, სინამდვილეში ეჭვი ეპარება არა საყვარელ ადამიანში, არამედ საკუთარ თავში.

• ქალებს ახასიათებთ ამტკიცონ შეუძლებელი შესაძლებლის საფუძველზე და უარყონ ცხადი წინათგრძნობაზე დაყრდნობით.

• სიძუნწე იწყება იქ, სადაც სიღარიბე მთავრდება.

• არავის უყვარს ქალი ახალგაზრდობის ან სიმწიფის, სილამაზის ან სიმახინჯის, სისულელის ან გონიერების გამო. ის უყვართ არა რაიმეს გამო, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ უყვართ.

კოლექტიური ბედნიერება, ანუ სად უფრო კარგად ეცნობი ცხოვრებას – ბორდელში თუ მონასტერში>>

• ის, ვინც მილიონებს ეძებს, ძალზე იშვიათად პოულობს მას, სამაგიეროდ ის, ვინც არ ეძებს, არც არასდროს პოულობს!

• თავისუფლება წარმოშობს ანარქიას, ანარქიას დესპოტიზმთან მივყავართ, ხოლო დესპოტიზმი გვაბრუნებს თავისუფლებასთან. მილიონობით ადამიანი დაიღუპა ისე, რომ მაინც ვერ მიაღწია ვერც ერთი სისტემის ზეიმს.

• მწუხარება უსაზღვროა, სიხარულს კი საზღვრები აქვს.

• შემთხვევა უდიდესი რომანისტია მსოფლიოში.

• ის, ვინც ყველას მოსწონს, არსებითად, არავის მოსწონს. ყველაზე დიდი ნაკლი უნაკლობაა.

• სიყვარულის ერთი საათი მთელი ცხოვრებაა.

• არ გქონდეს ქალის სისულელის იმედი — სიყვარულში ყველა ქალი ჭკვიანია.

• იყო პატიოსანი, მიუწვდომელი სამყაროსთვის და კურტიზანი ქმრისთვის — ეს გენიალური ქალია!

• არაფერია იმ ადამიანის შიგნით, რომელსაც ყველაფერი გარეთ გამოაქვს.

• გონება ის ბერკეტია, რომლითაც დედამიწის აწევა შეიძლება.

არ ენდო მას, ვინც ჭეშმარიტება იპოვა>>

• მას, ვისაც ქალის მართვა შეუძლია, სახელმწიფოსაც მართავს.

• მამაკაცის პირველ სიყვარულს მხოლოდ ქალის უკანასკნელი სიყვარული შეიძლება შეედაროს.

• რასაც აკეთებ, ყველაფერი კარგად უნდა გააკეთო, თუნდაც სიგიჟეს სჩადიოდე.

• სიყვარული ერთადერთი ვნებაა, რომელიც ვერ იტანს ვერც წარსულს და ვერც მომავალს.

• უბედურება საუკეთესო მასწავლებელია. უბედურებაში შეიძლება ბევრი რამის სწავლა, ფულისა და ადამიანების ფასის გაგება.

• მას, ვისაც უყვარს, ეჭვი ან არაფერში ეპარება, ან — ყველაფერში.

• ჩემზე მეტს არაფერს ვიტყვი: ბედნიერი ადამიანი საშინლად მოსაწყენი თემაა.

• მარტოობა შესანიშნავი რამაა, მაგრამ გვერდით ვინმე უნდა გყავდეს, რომ უთხრა, თუ რა მშვენიერი რამაა მარტოობა…

ღმერთი ნებისმიერ ცოდვას პატიობს, გარდა...>>

• თუ მუდამ მარტო ილაპარაკებ, მუდამ მართალი იქნები.

• დიდება უსარგებლო საქონელია — ძვირი ღირს და ცუდად ინახება.

თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (63)

მთავარი თემები