არ ენდო მას, ვინც ჭეშმარიტება იპოვა

CC BY 2.0 / jimmy brown / Lady in Waitingქალი და სამყარო
ქალი და სამყარო - Sputnik საქართველო
გამოწერა
როცა აღარ აღვშფოთდები, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ვბერდები...

აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ანდრე ჟიდის გამონათქვამებს.

ანდრე ჟიდი (André Paul Guillaume Gide, 1869-1951) - ფრანგი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის არა მხოლოდ ფრანგულ ლიტერატურაზე, არამედ, მთლიანად, ფრანგების რამდენიმე თაობაზე. არის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1947).

საზოგადოება - Sputnik საქართველო
რატომ აქვს საიდუმლოს ყურის ფორმა, ანუ დაისვენეთ უსაქმურობისგან

ანდრე ჟიდის ადრეულ ნაწარმოებებზე სიმბოლიზმის გავლენა იგრძნობა. 1893 წელს მან ჩრდილოეთ აფრიკაში იმოგზაურა, რამაც მისი დამოკიდებულება ხელოვნებისადმი შეცვალა. 1895 წელს დაწერა რომანი „ჭაობი", რომელიც მოდერნიზმის ნიმუშს წარმოადგენს. მისი შემდგომი ნაწარმოებები, ძირითადად, ამ მიმართულების გავლენას განიცდის. ჟიდის კალამს ეკუთვნის ასევე „საული", „ცუდად მიჯაჭვული პრომეთე", „იმორალისტი", „ყალბი ფულის მჭრელები", „მოგზაურობა კონგოში", „ქალთა სკოლა", „რობერი", „ხელოვნების საზღვრები", „ვიწრო კარიბჭე", „ჟენევიევი" და სხვა. მისი ბოლო რომანია „თეზევსი".

CC0 / Jeremy Lee-Jenkins / Andre_Gideანდრე ჟიდი
არ ენდო მას, ვინც ჭეშმარიტება იპოვა - Sputnik საქართველო
ანდრე ჟიდი

მიუხედავად იმისა, რომ უყვარდა თავისი ცოლი მადლენ რონდო, აფრიკაში მოგზაურობისას აღმოაჩინა, რომ ჰომოსექსუალია. 1911 წელს ჟიდმა დაწერა ტრაქტატი „კორიდონი", სადაც ამტკიცებდა, რომ ჰომოსექსუალიზმი არა ფსიქიკური გადახრა, არამედ ადამიანური სექსუალობის ბუნებრივი ფორმაა, რომელიც უფრო მეტად კულტურულად და ესთეტიკურად განვითარებულ საზოგადოებას ახასიათებს. ტრაქტატის პუბლიკაციამ საფრანგეთში 1924 წელს საზოგადოებრივი სკანდალის პროვოცირება გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0