უდიდესი ენაკვიმატი ბრიტანელი – იუმორში ჩამალული ღრმააზროვანი სიმართლე

CC BY 2.0 / Flickr/ BiblioArchives / LibraryArchives / Sir Winston Churchillბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლება - ეს ნარკოტიკია. ვისაც ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ გაუსინჯავს, სამუდამოდ მოწამლულია.

"სიბრძნის სიმფონია" დღეს დიდი ბრიტანელი მოღვაწის უინსტონ ჩერჩილის გამონათქვამებს გთავაზობთ.

უინსტონ ჩერჩილი (სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი — Sir Winston Leonard Spencer-Churchill – 1874-1965) — ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და მწერალი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1940–1945 და 1951–1955 წლებში, "დიდი სამეულის" ერთ-ერთი წევრი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1953).

2002 წელს BBC-მ გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვით, ჩერჩილი ისტორიის განმავლობაში უდიდეს ბრიტანელად დასახელდა.

მიგელ დე უნამუნო - Sputnik საქართველო
სიყვარული რომ განსაზღვრო, გაქრება კიდეც...

• დრო ცუდი მოკავშირეა

• დიპლომატი — ეს არის ადამიანი, რომელიც ორჯერ დაფიქრდება, სანამ არაფერს იტყვის

• უფრო ადვილია ერის მართვა, ვიდრე ოთხი ბავშვის აღზრდა

• პოლიტიკოსს უნდა შეეძლოს წინასწარმეტყველება რა მოხდება ხვალ, ერთი კვირის შემდეგ, ერთი თვის შემდეგ და ერთი წლის შემდეგ. შემდეგ უნდა ახსნას, რატომ არ მოხდა ეს

• ამ ქვეყნად უამრავი მოარული ჭორი დადის, ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ მათი ნახევარი სუფთა სიმართლეა

• ძლიერი, მდუმარე მამაკაცი ძალიან ხშირად იმიტომ არის მდუმარე, რომ მას არაფერი აქვს სათქმელი

© photo: Sputnik / STRINGERუინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ რუზველტი და იოსებ სტალინი
უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ რუზველტი და იოსებ სტალინი - Sputnik საქართველო
უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ რუზველტი და იოსებ სტალინი

• ჭკვიანი ადამიანი ყველა შეცდომას თვითონ არ უშვებს — ის სხვებს აძლევს ამის შანსს

• თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი და ამიტომ მიიღებთ ომს

ერიხ მარია რემარკი - Sputnik საქართველო
ქვეყნად ყველაზე მძიმე ავადმყოფობა არის აზროვნება...

• ამბობენ, რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა, მაგრამ რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ მას გაცილებით მეტი საერთო აქვს პირველ უძველეს პროფესიასთან

• კაპიტალიზმის მანკიერება კეთილდღეობის არათანაბარი გადანაწილებაა, სოციალიზმის ღირსება — სიღარიბის თანაბარი გადანაწილება. კაპიტალიზმის მთავარი ნაკლოვანება კეთილდღეობის არათანაბარი გადანაწილებაა, სოციალიზმის უპირატესობა — უუფლებობის თანაბარი გადანაწილება

• ნებისმიერი კრიზისი — ეს ახალი შესაძლებლობებია

• ხელისუფლება — ეს ნარკოტიკია. ვისაც ეს ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ გაუსინჯავს, სამუდამოდ მოწამლულია

• ადამიანებს მშვენივრად ეხერხებათ იმ საიდუმლოს შენახვა, რომელიც არ იციან

მარკუს ავრელიუსის ქანდაკება - Sputnik საქართველო
სპექტაკლი ყველგან ერთი და იგივეა, იცვლებიან მხოლოდ მსახიობები...

• ომი — როდესაც სხვების ინტერესებს სრულებით უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან

• ცხოვრების უდიდესი გაკვეთილი ისაა, რომ ხანდახან სულელებიც მართალი არიან

• ურთიერთობების გაფუჭების ყველაზე კარგი საშუალებაა – დაიწყო ამ ურთიერთობების გამორკვევა

• ჩრდილის გარეშე ყველაზე კაშკაშა სინათლეც არ არსებობს

• ჩემი დღეგრძელობა სპორტის დამსახურებაა — მას არასდროს მივდევდი

 

ყველა ახალი ამბავი
0