ქვეყნად ყველაზე მძიმე ავადმყოფობა არის აზროვნება...

გამოწერა
გაჭირვების დროს გულუბრყვილობა ყველაზე დიდი განძია, ნატვრის თვალია, რაც უჩინარს ხდის იმ საშიშროებებს, რომელთაც ჭკვიანი მოჯადოებულივით პირდაპირ ზედ აწყდება... არასოდეს არ შეეცადო, რომ ძალიან ბევრი იცოდე. რაც უფრო ნაკლები იცი, მით უფრო იოლია ცხოვრება.

"სიბრძნის სიმფონია" გთავაზობთ გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის ერიხ მარია რემარკის (1898-1970) გამონათქვამებს. მისი ნაწარმოებები ძალზე პოპულარულია, ნათარგმნია მრავალ ენაზე.

მწერალს საკუთარ შემოქმედებაზე საუბარი არ უყვარდა და ამბობდა, რომ მისი შემოქმედების შესახებ მისივე წიგნები უკეთ მეტყველებდა.

  • თავმდაბლობა და კეთილსინდისიერება მარტოოდენ რომანებშია დაფასებული. ცხოვრებაში კი ასეთ ადამიანებს გამოიყენებენ და მერე სადმე მიაგდებენ.
  • კონტრასტები იზიდავს ადამიანს.
რემარკის გამონათქვამი
რემარკის გამონათქვამი - Sputnik საქართველო
რემარკის გამონათქვამი
  • ის, ვინც მარტოხელაა, მას ვერც მიატოვებენ…
  • მე დანაშაულის შეგრძნება მაცხოვრებს. მიცვალებულთა ხსოვნისადმი მოწიწება სხვა არაფერია, თუ არა მათ წინაშე დანაშაულის შეგრძნება. ადამიანები ცდილობენ გამოისყიდონ ის ბოროტება, რომელიც მათ მიცვალებულებს სიცოცხლეში მიუზღეს…
  • ადამიანს, ჩვეულებრივ, მხოლოდ მაშინ აგონდება თავისი კეთილშობილების საცოდავი მარაგი, როცა უკვე ძალიან გვიან არის… სათნოება, კეთილშობილება, სიკეთე… — ეს თვისებები ყოველთვის გირჩევნია აღმოაჩინო სხვებში, რათა ისინივე გაასულელო.
  • ცხოვრებაში მარტოოდენ რეგვენი იმარჯვებს, ჭკვიანი კი მეტისმეტად ბევრ წინააღმდეგობას ხედავს და რწმენას კარგავს ისე, რომ ვერაფრის დაწყებას ვერ ასწრებს. გაჭირვების დროს გულუბრყვილობა ყველაზე დიდი განძია, ნატვრის თვალია, რაც უჩინარს ხდის იმ საშიშროებებს, რომელთაც ჭკვიანი მოჯადოებულივით პირდაპირ ზედ აწყდება… არასოდეს არ შეეცადო, რომ ძალიან ბევრი იცოდე. რაც უფრო ნაკლები იცი, მით უფრო იოლია ცხოვრება.
  • ცოდნა ადამიანს ათავისუფლებს, მაგრამ აუბედურებს კიდეც.
  • რემარკის გამონათქვამი
    რემარკის გამონათქვამი - Sputnik საქართველო
    რემარკის გამონათქვამი
  • ყველაზე საშინელი, ძმებო, დრო გახლავთ; დრო, წუთიერი ჟამი, რომელსაც ჩვენ განვიცდით და რომელსაც ვერ ვეუფლებით… წიკწიკებს, შეუჩერებლივ წიკწიკებს… შენ შეგიძლია ზვავი შეაჩერო, მაგრამ ამას კი ვერ შეაჩერებ… ადამიანისთვის ეს აუტანელი რამ არის… ადამიანი ამას ვერ უძლებს, და ამიტომაც გამოიგონა ოცნება — უძველესი, საამო, უიმედო ოცნება მარადიულობის შესახებ…
  • ქვეყნად ყველაზე მძიმე ავადმყოფობა არის აზროვნება! ის განუკურნებელია!
  • ცხოვრება ავადმყოფობაა და სიკვდილი თვით დაბადებიდან იწყება. ყოველ სუნთქვაში, ყოველ გულისცემაში ჩაქსოვილია სიკვდილის ნაწილაკი — ყოველივე ეს ბიძგებია, რომლებიც დასასრულს გვისწრაფებენ.
  • დიდი სირცხვილი კია — დედამიწას ტკეპნიდე და მის შესახებ კი არაფერი იცოდე… კიდევ უფრო სამარცხვინოა, რომ ჩვენ საერთოდ არ ვიცით, რისთვის ვტკეპნით ამ დედამიწას.
  • ძნელია სიტყვების მონახვა, როცა ჭეშმარიტად რამე გაქვს სათქმელი. და მაშინაც კი, როცა საჭირო სიტყვები მოგადგება, მათი წარმოთქმა გრცხვენია. ყველა ეს სიტყვა წარსულ საუკუნეს ეკუთვნის. ჩვენს დროს გრძნობათა გამომხატველი სიტყვები ჯერაც ვერ გამოუნახავს. დღევანდელი გრძნობა მარტოოდენ თავაწყვეტაა, ყველა დანარჩენი ხელოვნებაა.
  • რემარკის გამონათქვამი
    რემარკის გამონათქვამი - Sputnik საქართველო
    რემარკის გამონათქვამი
  • მარტოოდენ უბედურთ იციან, თუ რა არის ბედნიერება. ბედნიერი ადამიანი კი ისევე შეიგრძნობს ბედნიერებას, როგორც მანეკენი; ის მხოლოდ სხვა ანიჭებს ამ სიხარულს, თვითონ კი იგი არ გააჩნია. სინათლე არ ანათებს, როცა ნათელია, სინათლე მხოლოდ სიბნელეში ანათებს. გაუმარჯოს სიბნელეს! ვისაც ერთხელ მაინც უნახავს წყვდიადი, მას იმის ახსნა არ სჭირდება, თუ რა არის ელექტრონი! წყეულიმც იყოს წყვდიადი! სიცოცხლის იმ ციცქნა ნაკუწს გაუმარჯოს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია! და იმდენად, რამდენადაც იგი ჩვენ გვიყვარს, მას ვერასოდეს პროცენტებში ვერ დავაგირავებთ! იცხოვრეთ თავზეხელაღებული ცხოვრებით!.. არის ისეთი ვარსკვლავები, რომელნიც ათი ათასეული წლის წინათ დაიმსხვრნენ, დაქუცმაცდნენ, მაგრამ დღესაც სინათლეს აფრქვევენ!..
  • არაფერიო? შენ გინდა მითხრა, რომ ირგვლივ არარაობააო! მაგრამ ეგ არარაობა თავისთავად უკვე ბევრს ნიშნავს! არარაობა ის სარკეა, რომელშიც ასახულია მთელი სამყარო!
  •  

    ყველა ახალი ამბავი
    0