წესიერება, ინტელიგენტურობა, აღზრდა: ღირსება, რომელიც წვრილმანებში ვლინდება

CC0 / Pixabay / გადაშლილი წიგნი და სანთელი
გადაშლილი წიგნი და სანთელი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
შეიძლება უამრავი წიგნი წაიკითხო, იცოდე უცხო ენები, მიიღო კარგი განათლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხარ ინტელიგენტი და კარგად აღზრდილი ადამიანი...

აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ დმიტრი ლიხაჩოვის მოსაზრებებს.

დმიტრი ლიხაჩოვი (1906–1999) რუსი ფილოლოგი, კულტუროლოგი, ხელოვნებათმცოდნე. თავისი მოღვაწეობის განმავლობაში იყო კულტურის აქტიური დამცველი, ზნეობრიობისა და სულიერების პროპაგანდისტი. დატოვა უზარმაზარი მემკვიდრეობა როგორც ფილოლოგმა, კულტურისა და ხელოვნების სპეციალისტმა, მაგრამ ის ასევე წერდა ცხოვრების აზრზე, წესიერებაზე, სიბრძნეზე, სინდისზე, სამართლიანობაზე, ინტელიგენტურობაზე...

ჭეშმარიტად უყვართ მხოლოდ ის, რაც არ იციან...>>

წესიერების შესახებ

ბელინსკის (რუსი კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, პუბლიცისტი) სადღაც წერილებში, მახსოვს, ასეთი აზრი ჰქონდა: არამზადები ყოველთვის იმარჯვებენ წესიერ ადამიანებზე, რადგან ისინი წესიერ ადამიანებს ექცევიან ისე, როგორც არამზადებს.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2020
დაფნა ხანდახან თავში ფესვებს უშვებს...

წესიერი ადამიანები კი, ითმენენ რა და იტანჯებიან, არამზადებს ექცევიან ისე, როგორც წესიერ ადამიანებს.

სულელს არ უყვარს ჭკვიანი, გაუნათლებელს – განათლებული, გაუზრდელს – ზრდილობიანი და ა.შ.

და ეს ყველაფერი იმალება რამე ფრაზის უკან: „უბრალო ადამიანი ვარ...“, „არ მიყვარს ფილოსოფოსობა“, „ამის გარეშეც ვიცხოვრე“...

სულში კი სიძულივილია, შური, საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობა.

ინტელიგენტურობის შესახებ

ბევრი ფიქრობს: ინტელიგენტი – ეს ისაა, რომელსაც ბევრი წაუკითხავს, კარგი განათლება მიიღო (უპირატესად – ჰუმანიტარული), ბევრი იმოგზაურა, რამდენიმე ენა იცის.

ამ დროს შეიძლება ეს ყველაფერი გქონდეს და იყო ინტელიგენტი, მაგრამ აქედან არც ერთი არ გქონდეს, მაგრამ შინაგანად მაინც ინტელიგენტი იყო.

ადამიანის სილუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2020
ცივილიზაციის ჯებირები და ხელფეხშეკრული თავისუფლება...

ინტელიგენტობა მხოლოდ ცოდნა და სხვისი გაგების უნარში არაა. ის ათასობით წვრილმანში ვლინდება: იკამათო პატივისცემით, მოკრძალებულად მოიქცე სუფრასთან, სხვას შეუმჩნევლად (სწორედაც რომ შეუმჩნევლად) დაეხმარო, გაუფრთხილდე ბუნებას, არ დაანაგვიანო გარემო – არ დაანაგვიანო სიგარეტის ნამწვით ან ლანძღვით, ცუდი იდეებით (ესეც ნაგავია, და თან – როგორი!).

ვიცნობდი გლეხებს, რომლებიც ნამდვილი ინტელიგენტები იყვნენ. საოცარი სისუფთავე ჰქონდათ სახლში, აფასებდნენ კარგ სიმღერებს, იცოდნენ ამბების მოთხრობა (რაც თვითონ ან სხვებს გადახდათ თავს), მოწესრიგებულად ცხოვრობდნენ, იყვნენ სტუმართმოყვარე და სალმიანი, გაგებით ეკიდებოდნენ სხვის უბედურებასა და სხვის სიხარულს.

ამაოება ამაოებათა – როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია>>

ინტელიგენტურობა – ესაა გაგების, აღქმის უნარი, შემწყნარებლური დამოკიდებულება სამყაროსა და ადამიანების მიმართ.

ხორხე ბუკაი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2020
გადაყარე ნიღბები, გათავისუფლდი, იცინე და გამოიყენე თითოეული წამი

აღზრდის შესახებ

კარგი აღზრდის მიღება შეიძლება არა მხოლოდ საკუთარ ოჯახში ან სკოლაში, არამედ... საკუთარი თავისგანაც.

მხოლოდ ის უნდა იცოდე, თუ რა არის ნამდვილი აღზრდილი, ზრდილობიანი ადამიანი.

დარწმუნებული ვარ, რომ, მაგალითად, ნამდვილი აღზრდა, პირველ რიგში, საკუთარ სახლში ვლინდება, საკუთარ ოჯახში, ახლობლებთან ურთიერთობებში.

თუ მამაკაცი ქუჩაში წინ ატარებს უცნობ ქალს, უღებს მას კარს, ხოლო სახლში დაღლილ ცოლს ჭურჭლის რეცხვაში არ მიეხმარება – ის არ არის კარგად აღზრდილი, უზრდელია.

თუ ნაცნობებთან ის თავაზიანია, ხოლო სახლში ნებისმიერ რამეზე ღიზიანდება – ის უზრდელია.

მერაბ მამარდაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2020
ტოტალური აზროვნების სიმარტივე და ტყუილში ჩამალული უდიდესი სიმართლე

თუ ის არ ითვალისწინებს თავისი ახლობლების ხასიათს, ფსიქოლოგიას, ჩვევებსა და სურვილებს – ის უზრდელია.

თუ უკვე მოზრდილი მშობლებისგან დახმარებას იღებს, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას (ასეც უნდა იყოს) და ვერ ამჩნევს, რომ მათ თავად სჭირდებათ დახმარება – ის უზრდელია.

თუ ის ხმამაღლა უსმენს რადიოს ან ტელევიზორს, ან, უბრალოდ, ხმამაღლა ლაპარაკობს, როდესაც სახლში ვინმე გაკვეთილებს ამზადებს ან კითხულობს – ის უზრდელია და ასეთი ადამიანი თავის შვილებს ვერასდროს აღზრდის ზრდილობიან ადამიანებად.

თუ უყვარს ოხუნჯობა თავის ცოლზე ან ბავშვებზე ისე, რომ არ ინდობს მათ თავმოყვარეობას, განსაკუთრებით, სხვების თანდასწრებით, ის უკვე ამ შემთხვევაში, უბრალოდ, სულელია.

მექსიკელი მწერალი, დიპლომატი, ჟურნალისტი და სცენარისტი კარლოს ფუენტესი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2019
მე ვერ ავცდები ასჯერად სიკვდილს, ვინაიდან მხოლოდ სიცოცხლეს ვუცდი...

აღზრდილი, ზრდილობიანი ადამიანი ისაა, ვისაც სურს და იცის სხვების აზრებისა და სურვილების გათვალისწინება, ისაა, ვისთვისაც საკუთარი თავაზიანობა არა მხოლოდ გათავისებული აქვს, არამედ სიამოვნებს კიდეც. ეს ისაა, რომელიც ერთნაირად თავაზიანია უფროსებთანაც და უმცროსებთანაც – ასაკითა და სოციალური მდგომარეობით.

აღზრდილი ადამიანი ყველანაირი გაგებით არ „ხმაურობს“, ზოგავს სხვების დროს, მკაცრად ასრულებს სხვებისთვის მიცემულ დანაპირებს, არ ყოყლოჩინობს, „ცხვირს არ სწევს“ და ყველგან ერთნაირია – სახლშიც, სკოლაშიც, ინსტიტუტშიც, სამუშაოზეც, მაღაზიაშიცა და ავტობუსშიც.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური