„აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ მექსიკელ მწერალს, დიპლომატს, ჟურნალისტსა და სცენარისტს კარლოს ფუენტესს (Carlos Fuentes Macías, 1928-2012). ფუენტესის ყველაზე ცნობილი რომანია „არტემიო კრუსის სიკვდილი", რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა.
ფუენტესის კალამს ასევე ეკუთვნის რომანები: Aura, Zona sagrada, Cambio de piel, Cumpleaños, Los años con Laura Díaz, Instinto de Inez, Todas las Familias Felices, Adán en Edén და სხვ.
კარლოს ფუენტესი არის მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეტი (Biblioteca Breve (1967), Rómulo Gallegos (1977), Alfonso Reyes (1979), Nacional de Literatura (1984), Cervantes (1987,. Internacional Menéndez Pelayo (1992), Príncipe de Asturias de las Letras (1994), ბელისარიო დომინგესის ღირსების მედალი (1999) და სხვ).