ლამაზი, მოქეიფე, უდარდელი: ქვეყანა, სადაც სანიმუშოცა და საძრახისიც ერთნაირად ფასობს

© photo: Pixabay / B_kowskyსაჰაერო ბურთები
საჰაერო ბურთები - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
მართლა ძალიან ჭკვიანურად განსაჯა მამიკო რუსეთმა... როცა თავისი პატარა, თავნება შვილიკო საქართველოს ყველა სისუსტე წააქეზა და სიძლიერედ შერაცხა, რადგან შვილმა შეიფერა, დაიჯერა, რომ მამას აჯობა ეშმაკობით, და ვერც კი შეამჩნია, როგორ იქცა ნამდვილ მეძავად.

აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ ფრაგმენტებს ნინო ხარატიშვილის რომანიდან „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“.

ნინო ხარატიშვილი (1983) გერმანულენოვანი ქართველი დრამატურგი, რეჟისორი და მწერალია. ამჟამად ხარატიშვილი ცხოვრობს ჰამბურგში (გერმანია) და მუშაობს გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის სხვადასხვა თეატრში. მისი პიესები წარმატებით იდგმება ვენაში, მოსკოვში, ვისბადენში, ბერლინში, ჰამბურგში, თბილისში, ბრუხზალში, გიოტინგენში, საარბრიუკენში.

საქართველოში ყოველი კეთილქართული საქმე ფარულად თუ გაკეთდება…>>

ხარატიშვილის რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ 2014 წელს გამოიცა და პრესამ იგი წლის საუკეთესო გერმანულენოვან რომანად დაასახელა.

ნაკვალევი თოვლში - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2020
ამაოება ამაოებათა – როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია

საკმაოდ სქელტანიანი რომანი (1270 გვერდი) ოჯახური საგაა, რომელიც ექვსი თაობის ქართულ ოჯახზე მოგვითხრობს, რომელმაც საკუთარ თავზე არაერთი პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება გამოსცადა.

ხარატიშვილის ცნობილი რომანებია „ჟუჟა", „ჩემი ნაზი ტყუპისცალი", „ბარბარა" და სხვ.

„მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ ნინო ბურდულმა თარგმნა.

. ეს უდარდელობა (იგივე სიზარმაცე) და პატივმოყვარეობის ნაკლებობა (იგივე არგუმენტების არქონა) ჩვენს ქვეყანაში ხომ ჭეშმარიტად ამაღლებულ თვისებებად მიიჩნევა.. მიუხედავად ღრმად ფესვებგადგმული ღმერთის რწმენისა... ეს ხელს არ უშლის ამ ქვეყნის შვილებს, ყველაფრის სჯეროდეთ, რაც ოდნავ მაინც ზღაპრულია, იდუმალებით მოცული, ან ლეგენდას წააგავს...

ამ ქვეყანაში ადამიანის სანიმუშო თვისება, როგორიც წმინდათაწმინდა სტუმართმოყვარეობაა, და არასახარბიელო თვისებები, როგორებიცაა სიზარმაცე, ოპორტუნიზმი და კონფორმიზმი, ერთნაირად ფასობს.

სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია>>

ამ ქვეყნის ენაში სქესის ნიშანი არ არსებობს (რაც სქესთა თანასწორობას სულაც არ გულისხმობს).

მე მგონია, ჩვენს ქვეყანას შეუძლია, იყოს უაღრესად კომიკური (და არა მარტო ტრაგიკული), ჩვენს ქვეყანაში ძალიან იოლად ივიწყებენ კიდეც და აინუნშიც არ აგდებენ საკუთარ ჭრილობებს, საკუთარ შეცდომებს, უფრო მეტიც, თვალს ხუჭავენ უსამართლოდ მიყენებულ ტკივილზე, ჩაგვრაზე, მარცხზე. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვუჭახუნებთ სასმისებს და ვხალისობთ...

მერაბ მამარდაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2020
ტოტალური აზროვნების სიმარტივე და ტყუილში ჩამალული უდიდესი სიმართლე

ეს ქვეყანა დღემდე მისტირის X-XIII საუკუნეების ოქროს ხანას და იმედოვნებს, რომ ოდესმე ისევ დაიბრუნებს წარსულ ბრწყინვალებას (ასეა, ჩვენს ქვეყანაში პროგრესი იმავდროულად რეგრესსაც ნიშნავს).

ტრადიციები უღიღამო ანარეკლია იმისა, რაც ოდესღაც იყო. თავისუფლებისკენ ლტოლვა უცნობი ნაპირის უაზრო ძებნას დამსგავსებია, რადგან საერთო აზრის ჩამოყალიბებაც კი ვერ მოხერხდა თუნდაც ბოლო თვრამეტი წლის განმავლობაში იმის თაობაზე, თუ რა იგულისხმება ამ თავისუფლებაში.

ასე რომ, ქვეყანა... დღეს იმ მეფეს ჰგავს, რომელიც ჯერ კიდევ ბრწყინვალე გვირგვინითა და დიდებული მოსასხამით შემკული მბრძანებლობს, განკარგავს, თავის ნებაზე ატრიალებს ყველაფერს – და ვერ იჯერებს, რომ მისი ქვეშევრდომნი კარგა ხანია გაპარულან და მარტოა დარჩენილი.

ნუ შექმნი პრობლემებს – ასეთია მთავარი მცნება ჩვენს ქვეყანაში.

ბატონობას მიჩვეული უბატონოდ ვეღარ გაძლებს...>>

იყავი უდარდელი და ხალისიანი, რადგან ეს არის ქვეყნის მენტალიტეტი, დაღვრემილები არ უყვართ ჩვენს მზიურ საქართველოში...

... წლების განმავლობაში ვიბრძოდი ამ ქვეყნისთვის და ვებრძოდი ამ ქვეყანას, მაგრამ მაინც ვერ მოვახერხე მისი ჩანაცვლება, ამოძირკვა, ავი სულივით დამეპატრონა. განწმენდის ვერანაირმა რიტუალმა, განდევნის ვერანაირმა მექანიზმმა ვერ მიშველა. რადგან ყველგან, სადაც უნდა წავსულიყავი, რაც უნდა შორს ვყოფილიყავი ამ ქვეყნისგან, იმ ამაოდ დახარჯულ, მიმოფანტულ, გაფლანგულ, სინანულით აღსავსე სიყვარულს დავეძებდი, რომელიც იქ დავტოვე.

ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ნაირა გელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2019
კანონიერი, ნაკურთხი მრუშობა და წუთებად აკინძული ცხოვრება

ჰო, ეს ის ქვეყანაა, სადაც არავითარი ძალისხმევის გაწევა არ სურთ, სიამოვნებით მიიღებდნენ ყველაფერს საჩუქრად, რაკი ასეთი კეთილგანწყობილები, საყვარლები, მხიარულები და ხალისიანები არიან და სამყარო (თუ გაუმართლათ) ღიმილს არ იშურებს მათთვის.

მთელი ისტორიაა ეს ხალიჩა... მასში უამრავი სხვადასხვა ამბავია ჩამალული... შენც და მეც ცალკეული ძაფები ვართ, ერთად პატარა ხვეულს ვქმნით, დანარჩენ ძაფებთან ერთად კი – ორნამენტს. ყველა ძაფი განსხვავებულია... ცალკეული ორნამენტები ძნელად აღსაქმელია, მაგრამ თუ ერთობლიობაში დააკვირდები, უამრავ ფანტასტიკურ რამეს აღმოაჩენ... ხალიჩები ისტორიებით არის ნაქსოვი. ამიტომ მოფრთხილება და მოვლა სჭირდებათ.

სისტემა რომ ისევ ითხოვდა თავის წილ ხარკს, ხალხს მოგონებების შიში ჰქონდა, დასკვნების გამოტანას უფრთხოდნენ, იმიტომ, რომ ეს მათ ფეხქვეშ მიწას გამოაცლიდა, ცხოვრებას უაღრესად დაუმახიჯებდა, საკუთარი თავის სიძულვილს უფრო უმძაფრებდათ. რაში სჭირდებოდათ ის სიმართლე?

პატარა დიდი კაცები კვლავაც ბურთივით ათამაშებდნენ დედამიწას და კმაყოფილები იცინოდნენ...

დაბადება - უსაზღვრო ლტოლვა თავისუფლებისაკენ და მესაათის ბუდრუგანა>>

მალევე მიხვდა, რომ ახალგაზრდა, ტანადი, სურნელოვანი გოგოები ისე არ გამოადგებოდნენ, როგორც ასაკოვანი, ნაკლებად მკვირივი, სამაგიეროდ, უფრო მოწყენილი და უფრო თამამი ქალები. გოგოებს ლამაზი სხეულების გარდა ბევრი არაფერი გააჩნდათ. თავიანთ მამებზე, დედებზე, შეყვარებულებზე და ქმრებზე იყვნენ დამოკიდებული... ისინიც გალიებში იყვნენ გამომწყვდეული, თუნდაც ოქროს გალიებში. მათგან განსხვავებით, ორმოცს გადაცილებულ ქალებს აღარ გააჩნდათ ოცნებები – არც ასრულებული და არც აუსრულებელი – გათხოვილებს, სამსახურის მქონეებს, ბავშვებგაჩენილებს, ვალმოხდილებს, იმედგაცრუებულებს, ცხოვრების ზენიტში მყოფებს და გამოფიტულებს, სიყვარული აკლდათ...

ილია ჭავჭავაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2019
რა კაცობა გამოვიჩინეთ?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

... ის კი არ იფიქრა, რომ ძალიან დიდ ხანს იყო მოწყვეტილი კავკასიურ რეალობას და თანამემამულეების აღრეულ მენტალობას ალღოს ვეღარ აუღებდა. რუსული ელიტის მკაცრი თამაშის წესებს იცნობდა... მაგრამ ვერ ხედავდა, რომ ქართული კორუფცია, ქართული სიხარბე იმდენად შორს იყო წასული, რომ ამაზე თვალს ვერ დახუჭავდა. ვერ ამჩნევდა, როგორ მყუდროდ გრძნობდა თავს ქართული ელიტა – მათ შორის ინტელიგენციაც – თავის პატარა სამოთხეში ბოლშევიზმის ბატონობის ათწლეულების განმავლობაში. როგორ დაეუფლა თვალის ახვევის ხელოვნებას. როგორ მოერგო რუსების მიერ დაზარალებულის მდგომარეობას. რა იოლია ცხოვრება, როცა ყველაფერს ჩრდილოელ მჩაგვრელს აბრალებ. რუსეთში სწამდათ მთავრობის ძალაუფლების, სულ ამ ძალაუფლების შიშით ცხოვრობდნენ. საქართველოში კი მხოლოდ სიმულირებდნენ ამ შიშს; აქ იმას ენიჭებოდა პრინციპული მნიშვნელობა, რომ ძლიერნი ამა ქვეყნისა მატყუარები და მექრთამეები იყვნენ... არც სისტემის სჯეროდათ და არც რამე იდეოლოგია ჰქონდათ, გარდა საკუთარი ჰედონიზმისა. თავდაპირველი აღშფოთების შემდეგ მიხვდნენ, რომ ჩრდილოელი მეზობლის წყალობით არცთუ ცუდი პოზიცია ერგოთ. და ამის გამოუყენებლობა დიდი შეცდომა იქნებოდა. კულტურით დაინტერესებულ, შემოქმედებით, მუსიკალურ, მოქეიფე, თუნდაც ცოტა ანარქიულ, კი ბატონო, ოღონდ სულ ოდნავ, ლამაზ და მჭევრმეტყველ, ზარმაც და ტემპერამენტიან ხალხს მშვენივრად შეეძლო ასეთ პირობებში ცხოვრება. რით იყო ეს ცუდი? ბოლოს და ბოლოს, ეს ის თვისებები იყო, რასაც ეროვნულ იდენტობას მიაწერდნენ და რითაც ფრიად ამაყობდნენ კიდეც. ან იქნებ, რუსული ოცნება შევისისხლხორცეთ ისე, რომ ჩვენად ვიგულეთ. მერე რა? რა იყო ამაში არასწორი? უარესადაც შეიძლება წაგვსვლოდა საქმე. მთელი ის უზარმაზარი სახელმწიფო შურით უყურებდა ამ პაწაწინა, მზიურ სამოთხეს!.. რადგან სანამ დიდი თანამემამულის, გენერალისიმუსის ლანდი გვფარავდა, ქართველებს ვერაფერს დაგვიშავებდნენ. იმას ვერავინ აუვლიდა გვერდს. ვერც რუსეთი და ვერც დანარჩენი მსოფლიო.

  • მართლა ძალიან ჭკვიანურად განსაჯა მამიკო რუსეთმა... როცა თავისი პატარა, თავნება, ცოტა არ იყოს, თავაშვებული შვილიკო საქართველოს ყველა სისუსტე წააქეზა და სიძლიერედ შერაცხა, რადგან შვილმა შეიფერა, დაიჯერა, რომ მამას აჯობა ეშმაკობით, მის ძალაუფლებას დაუსხლტა და ვერც კი შეამჩნია – ის ცდილობდა მამის სიყვარული და შექება დაემსახურებინა – როგორ იქცა ნამდვილ მეძავად.

ისიც ვიცი, მკვლელის პატიება მხოლოდ მკვლელს რომ ძალუძს. ან მკვდარს. სხვა არავის.

რუსთაველის ცუდი სამსახური და ხომალდი, რომელზეც ღმერთს საჭის ჩამონტაჟება დაავიწყდა>>

ზოგჯერ მაშინ უფრო ძლიერდები, როცა სისუსტე გჯაბნის.

ყველა ახალი ამბავი
0