ღმერთი ნებისმიერ ცოდვას პატიობს, გარდა...

CC0 / Public Domain / ნიკოს კაზანძაკისი
ნიკოს კაზანძაკისი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
გამოწერა
თუ ბედნიერებისთვის წამი გეცოტავება, მაშინ იცოდე: არასდროს გეყოფა მარადიულობაც...
აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ნიკოს კაზანძაკისის გამონათქვამებს.
როცა დემონი ბერდება, წმინდანად იქცევა.
თუ ამ ვაშლს გასინჯავ, უბედურო, წასულია შენი საქმე. თუ არ გასინჯავ, მაინც წასულია შენი საქმე. რა რჩევა მოგცე, ყმაწვილო? გააკეთე ის, რაც მოგწონს!
უფალმა დაგიფაროს სიწმინდისგან!
ვაი იმ დედას, რომლის ვაჟიც სხვებს არ ჰგავს...
დიდი ცოდვაა, თქვა: ეს გემრიელია, ეს კი - არა. რატომ? განა არ შეიძლება გაარჩიო? - რა თქმა უნდა, არა... რადგან არიან ადამიანები, რომლებიც მშივრები არიან.
ბედნიერება - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
ბედნიერება ყოველთვის ფრთებით მოდის და ყავარჯნებით მიდის
ბედნიერია ის, ვისაც ღმერთის ამოცნობა ნებისმიერი ნიღბის ქვეშ შეუძლია! ის ხანდახან ჭიქა ცივი წყალია, ხანდახან - ვაჟი, რომელიც თქვენს მუხლებზე ხტუნავს, ქალი, რომელმაც მოგაჯადოვათ, ან, უბრალოდ, დილით გასეირნება.
კვლავ ვგრძნობდი, რამდენი ბედნიერების მოცემა შეუძლია ჩვეულებრივ, მოკრძალებულ ნივთებს: ჭიქა ღვინო, წაბლი, საცოდავი ღუმელი, ზღვის ხმაური! არაფერი სხვა. და რომ იგრძნო, რომ ეს ყველაფერი ბედნიერებაა, უნდა იყო უბრალო, მოკრძალებული ადამიანი.
იუდამ თავი ჩაქინდრა. - შენ უღალატებდი შენს მასწავლებელს? იესო დიდი ხნით ჩაფიქრდა. - არა, ვშიშობ, რომ ვერ შევძლებდი. ამიტომ შევებრალე უფალს და უფრო იოლი საქმე დამავალა - ვიყო ჯვარზე გაკრული.
ლამაზი, მოქეიფე, უდარდელი: ქვეყანა, სადაც სანიმუშოცა და საძრახისიც ერთნაირად ფასობს>>
აი, რა არის თავისუფლება... გათავისუფლდე ერთი ვნებისგან, რომ მეორემ, უფრო ღირსეულმა დაგიპყროს.
როცა კბილები აღარ გაქვს, ადვილია თქვა: „სირცხვილია, ბიჭებო, ნუ იკბინებით!" მაგრამ თუ პირში ოცდათორმეტივე კბილი გაქვს... ადამიანი ახალგაზრდობისას სისხლმოწყურებული ცხოველია.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
მამაკაცი ეძებს ისეთ ქალს, რომელიც...
კარგი ცხოვრება ძვირი არ ღირს.
...ყველას თავისი სამოთხე აქვს. შენი სამოთხე წიგნებითა და სამელნეებით იქნება სავსე. სხვისთვის ეს ღვინის, რომისა და კონიაკის კასრები იქნება, მესამისთვის - ფუნტი სტერლინგების დასტები. ჩემი სამოთხე აქაა: პატარა სურნელოვანი ოთახი ჭრელ-ჭრელი კაბებით, ტუალეტის საპონი, საკმაოდ ფართო საწოლი ზამბარებით და ქალი გვერდით.
ყრუთა შორის უარესია ის, რომელსაც გაგონება არ უნდა!
შიმშილის, წყურვილისა და სიყვარულის არ უნდა შეგრცხვეს... ისინი ღმერთისგან გვეძლევა.
ასეთ ღრმა ნაღველს ჩვენი სულის ასე დიდხანს ტანჯვა არ შეეძლო. საჭირო იყო ან ტირილი, ან დალევა, ან თავდავიწყებამდე ცეკვა.
ამაოება ამაოებათა – როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია>>
განა შეიძლება ჰქონდეს ძალა გარედან მოსულ ცდუნებას? ციხე მხოლოდ შიგნიდან ტყდება.
ეს ჰუსეინ აღა წმინდანი იყო. ერთხელ ჩამისვა კალთაში და თავზე ხელი დამადო, თითქოს კურთხევას მაძლევდა: „ალექსის, რაღაც მინდა გაგანდო... როცა გაიზრდები, გაიგებ... უფალი ღმერთი დიდია. ვერც ზეცის შვიდი სართული დაიტევს და ვერც მიწის შვიდი სართული. მაგრამ ადამიანის გული იტევს. ამიტომ ფრთხილად იყავი, არავის ატკინო გული!"
ქალი ყვავილებში - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
ნუ გექნება ქალის სისულელის იმედი – სიყვარულში ყველა ქალი ჭკვიანია
როდის გამოიბამს უდაბნო ყურებს, რომ მომისმინოს?
ბატონობას მიჩვეული უბატონოდ ვეღარ გაძლებს...>>
...სანამ სამშობლო არსებობს, ადამიანები ცხოველებად რჩებიან, მოუთვინიერებელ ცხოველებად.
ცეცხლი რომ ვიყო, დავწვავდი. ხის მჭრელი რომ ვიყო, შეშას დავაპობდი. მაგრამ მე გული ვარ, ამიტომ - მიყვარს.
სწორედ ჯოჯოხეთის შუაგულშია სამოთხე... რამდენსაც გაუძლებს ღმერთი, იმდენს გაუძლებს სამყაროც. ნუ მოუსმენთ მხედველ ადამიანებს, მე მომისმინეთ: ბრმა ვარ და ამიტომ ყველა თქვენგანზე უფრო კარგად ვხედავ. განა მე შევცოდე? ეს მე მივაშტერდი სხვის ცოლს, როცა ის განიბანებოდა? ღმერთმა თვალი მოგვცა, რომ ვერაფერი დავინახოთ - განა ეს აქამდე ვერ გაიგე?..
არა, ჯოჯოხეთი და დემონები არა მიწისქვეშეთში ბინადრობენ, არამედ ადამიანის მკერდში, ყველაზე კეთილისმყოფელისა და მართლის გულშიც კი. ღმერთი უფსკრულია. ადამიანიც უფსკრულია... კვდება მხოლოდ ის, ვინც უკვდავად გახდომა ვერ მოასწრო...
ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ნაირა გელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2019
კანონიერი, ნაკურთხი მრუშობა და წუთებად აკინძული ცხოვრება
ნუ გეშინია, შვილო ჩემო... რაც უფრო მეტი დემონი გვყავს შიგნით, მით მეტი ანგელოსის შექმნა შეგვიძლია.
სამშობლოს გულისთვის ისეთი რამეები ჩამიდენია, რომ თმა ყალყზე დაგიდგება: ვჭრიდი, ვაყაჩაღებდი, სოფლებს ვწვავდი, ქალებს ვაუპატიურებდი, სახლებს ვანადგურებდი... რატომ? იმიტომ რომ ისინი ან ბულგარელები იყვნენ, ან თურქები... ახლა, როცა, როგორც იქნა, ჭკუაზე მოვედი, ვამბობ: აი, ეს კარგი ადამიანია, ეს კი - ცუდი... ახლა ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს, ისაა, კარგია თუ ცუდი... ახლა კი, რაც უფრო ვბერდები... მით უფრო მეჩვენება, რომ ესეც აღარ მაინტერესებს. და რას ნიშნავს „ცუდი“ ან „კარგი“?! ყველა მეცოდება, გული ყველაზე შემტკივა... ჩემთვის ვამბობ, აი, ეს საწყალი, ჭამს, სვამს, უყვარს, ეშინია... ესეც მიწაში ჩაწვება და მატლები შეჭამენ... ჩვენ, ყველა მატლების ხორცი ვართ!
მილან კუნდერა - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2019
ფრთხილად! თუ პარტნიორს საუზმეს საწოლში მიართმევთ...
როცა რაღაც ძალიან ძლიერად მინდა, იცი, რას ვაკეთებ?.. დაცემამდე ვჭამ, რომ ამისგან გავთავისუფლდე და აღარ ვიფიქრო. ალუბალზე ვფიქრობდი დღე და ღამე... ერთხელ ერთი კალათა ალუბალი ვიყიდე... იმდენი ვჭამე, რომ ვაღებინე... მას შემდეგ გავთავისუფლდი ალუბლისგან, დანახვაც აღარ მინდოდა. თავისუფალი ადამიანი გავხდი... ასე მოხდა ღვინოსთან და სიგარეტთან დაკავშირებით. კიდევ ვსვამ და ვეწევი, მაგრამ საკმარისია, მომინდეს და მაშინვე ვანებებ თავს... ასეა სამშობლოსთან დაკავშირებითაც... და ქალებთან?.. მათი დროც მოვა, წყეულიმც იყვნენ! მოვა! მაგრამ მანამდე არა, სანამ სამოცდაათი არ დამიკაკუნებს... ოთხმოცი... განა შეიძლება, გათავისუფლდე ეშმაკისგან, თუ მასზე ეშმაკი არ გახდები?
თუ ბედნიერებისთვის წამი გეცოტავება, მაშინ იცოდე: არასდროს გეყოფა მარადიულობაც.
მათ გადაწყვიტეს ჯერ დაენგრიათ და მერე გადაერჩინათ სამყარო.
კურთხეულია დუმილი, რადგან ის ყველაფერს ამბობს.
ახალგაზრდობა ავადმყოფობაა და გაივლის.
სალვადორ დალი - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2019
„ნუ გეშინიათ სრულყოფილების – ის არ გემუქრებათ..." – სალვადორ დალის უკვდავი ფრაზები
ქრისტე წამალი იყო, რომელსაც მძიმე ავადმყოფობის დროს იღებენ. სანამ სიცოცხლე სიხარულია, სანამ ჭამენ, სვამენ და უყვართ, ის ავიწყდებათ.
სანახევროდ გაკეთებული საქმე, სანახევრო საუბრები, სანახევროდ ჩადენილი ცოდვები, სანახევრო კეთილისმყოფელები... და მიიყვანეს სამყარო ამჟამინდელ სავალალო მდგომარეობამდე. მიდი ბოლომდე, ადამიანო, დაარტყი, ნუ გეშინია! ღმერთს უფრო ეზიზღება ნახევრად ეშმაკი, ვიდრე არქიეშმაკი!
კანონიერ ცოლქმრობას გემო არა აქვს, ასეთ კერძს წიწაკა არა აქვს. და რაზე მოგიყვეთ? რომ არანაირი სიამოვნება არაა, ერთმანეთს ჩაეხუტოთ, როცა წმინდანები გლოცავენ ყველა ხატიდან? ჩვენს სოფელში ამბობენ: „მხოლოდ მოპარულ ხორცსა აქვს გემო“. შენი საკუთარი ცოლი - ეს მოპარული ხორცი არაა.
იქ, უდაბნოში, შიმშილია, წყურვილი, ლოცვა და ღმერთი. აქ - გემრიელი საჭმელი, ღვინო, ქალები და ღმერთი. ღმერთი ყველგანაა. და რატომ უნდა გაედევნო მას უდაბნოში?
მარტო ღმერთს ვერ იპოვი, - გაიცინა ანგელოსმა. - ამისთვის ორია საჭირო - მამაკაცი და ქალი.
ის, ვისაც თავზე გადახდა ეს საოცრებები... წერის დრო არა აქვს, ხოლო ვისაც აქვს დრო, საოცრებები არ გადახდენია თავს.
წინასწარმეტყველი - ეს ისაა, ვისაც იმედი აქვს, როცა ყველამ დაკარგა იმედი და სასოწარკვეთილებაში ვარდება, როცა ყველა მშვიდადაა.
გერმანელი ეკონომისტი, კანცლერი ლუდვიგ ერჰარდი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2019
იდიოტიზმში გადასული ინტელექტუალიზმი, ანუ ქამარი თუ აჭიმები?
თუ რომელიმე ქალს მარტოს სძინავს, ამაში დამნაშავე ჩვენ ვართ, მამაკაცები. ამაზე ყველა ვაგებთ პასუხს სამსჯავროზე. ღმერთი ნებისმიერ ცოდვას პატიობს... მაგრამ ასეთ ცოდვას - არა. ვაი მას, ვისაც შეეძლო ქალთან ყოფილიყო, მაგრამ ამას თავი აარიდა... ვაი იმ ქალს, რომელსაც შეეძლო მამაკაცთან ყოფილიყო და ეს არ გააკეთა!
ადამიანები ისე დაეცნენ, ეშმაკმა დალახვროს, იმდენად ზარმაცები არიან, რომ თავიანთი სხეული მუნჯობამდე მიიყვანეს, მხოლოდ ენით მუშაობენ.
ვძრწოდი. მიყვარდა ჩემი სხეული და არ მინდოდა მისი დაკარგვა, მიყვარდა ჩემი სული და არ მინდოდა მისი დაცემა.
სანამ ადამიანი პირდაღებული უფსკრულის წინაშე არ აღმოჩნდება, მის მხრებზე ფრთები არ ამოიზრდება.
ნიკოს კაზანძაკისი (Νίκος Καζαντζάκης, 1883-1957) – ბერძენი მწერალი, თანამედროვე ბერძნული პროზის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. ცხრაჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე. აღსანიშნავია, რომ 1957 წელს კაზანძაკისმა ნობელის ჯილდო 1 ხმით დათმო ალბერ კამიუსთან. კამიუმ მოგვიანებით აღნიშნა, რომ კაზანძაკისს „ასჯერ მეტად" ეკუთვნოდა ეს პატივი, ვიდრე მას.
უმბერტო ეკო - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2019
როგორ მოვარჯულოთ სიყვარული...
კაზანძაკისი ავტორია რომანების: „ბერძენი ზორბა", „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის", „კაპიტანი მიხალისი", „უკანასკნელი ცდუნება"; დაწერილი აქვს პიესები, მემუარული თხზულება და ფილოსოფიური ესე. თარგმნილი აქვს ასევე არაერთი კლასიკური თხზულება, როგორიცაა „ღვთაებრივი კომედია", „ესე იტყოდა ზარატუსტრა", „ილიადა".
კაზანძაკისი საქართველოშიც არის ნამყოფი, თან – სამჯერ: 1919, 1927 და 1928 წლებში. პირველად იგი დამოუკიდებელ საქართველოსთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს საქართველოში მცხოვრები ბერძენი ლტოლვილების საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო 1927 და 1928 წლებში კი ტურისტად იმყოფებოდა. ამ მოგზაურობებს აღწერს თავის წიგნებში „რუსული დღიური" და „აღსარება გრეკოსთან". განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ქართველ მწერალ გრიგოლ რობაქიძესთან, რომლის შესახებაც წერს „ტოდა-რაბაში".
ყველა ახალი ამბავი
0