სიყვარული განშორებასაც უძლებს და სიკვდილსაც, მაგრამ ვერ უძლებს...

CC BY 2.0 / Matthias Ripp / Beach Lifeცხოვრება ზღვის ნაპირზე
ცხოვრება ზღვის ნაპირზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
გამოწერა
რას უფრო იტანს სიყვარული – განშორებასა და სიკვდილს, თუ ეჭვსა და ღალატს? რა არის დაკანონებული პროსტიტუცია და სად ვერ ხედავს ქალი ვერანაირ აზრს...
აზრების ფოიერვერკი" გთავაზობთ ფრანგი მწერლის, „საფრანგეთის აკადემიის" წევრის ანდრე მორუას (ფრანგ. André Maurois. ნამდვილი სახელია ემილ სალომონ ვილჰელმ ერცოგი Émile-Salomon-Wilhelm Herzog – 1885-1967) გამონათქვამებს.
მორუას ცნობილი ნაწარმოებებია: „არც ანგელოზი, არც მხეცი", „ბერნარ კენე", „ოჯახური წრე", „ბედნიერების ინსტინქტი", ნოველათა კრებულები: „მოულოდნელი ყოველთვის სრულდება", „საშინელი სამყარო", ბიოგრაფიული რომანები: „არიელი, ანუ შელის ცხოვრება", „ბაირონი"', „ვოლტერი", „პრუსტი", „ლელია, ანუ ჟორჟ სანდის ცხოვრება", „პრომეთე, ანუ ბალზაკის ცხოვრება", „ალექსანდრე ფლემინგის ცხოვრება" და სხვ. დიდად პოპულარულია მისი „წერილი უცნობ ქალს".
CC0 / Public Domain / ანდრე მორუა
ანდრე მორუა - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
ანდრე მორუა
• უნდა აპატიო მდუმარედ – სხვაგვარად ეს რანაირი პატიებაა?
• როდესაც წარმატება გვეწვევა, ისღა დაგვრჩენია, გავოცდეთ – რამდენი ადამიანი აღმოჩნდება ხოლმე ჩვენი მეგობარი.
• უამრავი ქალი გაიკეთებდა ბრწყინვალე კარიერას, მხოლოდ მოსმენა რომ იცოდეს, თან მოსმენაც არაა სავალდებულო, საკმარისია გამომეტყველება მიიღო, რომ ისმენ.
• ადამიანებს სჩვევიათ სძულდეთ ის, რაც ხელში უვარდებათ და ჩაეჭიდონ იმას, რაც უსხლტებათ.
• არ არსებობს წვრილმანი ღალატი.
• ბუნებრივი მხოლოდ მათთან ვართ, ვინც გვიყვარს.
• ქორწინება უსიყვარულოდ – დაკანონებული პროსტიტუციაა.
ჩარლზ ბუკოვსკი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
ყველა გენიოსი იბადება, ხოლო მიწაში იდიოტს დებენ...
• მამაკაცი სიყვარულში მშვიდობას ეძებს და არა ომს. არაფერს გამოჰყავს მამაკაცი წყობილებიდან ისე, როგორც ქალის აგრესიულობას.
• არ ღირს ორიენტირება საზოგადოებრივ აზრზე. ეს შუქურა კი არ არის, არამედ გაბნეული ნაპერწკლებია.
• გიყვარდეს ქალი – ნიშნავს იფიქრო არა იმაზე, თუ რას იღებ მისგან, არამედ იმაზე, თუ რას აძლევ მას.
• ბედნიერი ქორწინება – ესაა ხანგრძლივი საუბარი, რომელიც ყოველთვის მოკლე გეჩვენება.
• საკუთარ თავზე ცუდს ნუ იტყვით. ხომ შეიძლება ვინმემ დაგიჯეროთ.
ადამიანმა დაამტკიცა, რომ ყველაფერზე მბრძანებლობს, გარდა...>>
• თუ ქალაქის გაცნობა გინდა, ფეხით უნდა იარო.
• ყველაზე საოცარი მეხსიერება შეყვარებულ ქალს აქვს.
• დაუფიქრებელი სიტყვა და – ბავშვი უეცრად იზრდება, მოტყუებული სიყვარული და — ადამიანი სასტიკი ხდება.
ნიკოს კაზანძაკისი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
ღმერთი ნებისმიერ ცოდვას პატიობს, გარდა...
• სიბერე მაშინ იწყება, როცა სიმამაცე კვდება.
• ცხოვრების მიზანი ის კი არაა, რომ უკვდავი დიდება მოიპოვო… არამედ ის, რომ ყოველი დღე პატარა მარადიულობად აქციო.
• ღამე ქალთან, ეს, რა თქმა უნდა, მთელი ღამეა, მაგრამ არა – მთელი ქალი.
• ერთადერთი, რასაც გამოცდილება გვასწავლის, ისაა, რომ გამოცდილება არაფერს გვასწავლის.
• სიყვარული განშორებასა და სიკვდილს უფრო ადვილად იტანს, ვიდრე ეჭვსა და ღალატს…
წესიერება, ინტელიგენტურობა, აღზრდა: ღირსება, რომელიც წვრილმანებში ვლინდება>>
• დაბერების ხელოვნების არსი ისაა, რომ ახალგაზრდებისთვის საყრდენი იყო და არა დაბრკოლება, მასწავლებელი და არა — მეტოქე, გამგები და არა — გულგრილი.
• ქალი ყველგან ორმაგ აზრს ხედავს, იქაც კი, სადაც ის არაა. იქ კი, სადაც არის, ქალი აზრს საერთოდ ვერ ხედავს.
• არ არსებობს იმაზე დიდი მტერი, ვიდრე ყოფილი მეგობარი.
ქალი ყვავილებში - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
ნუ გექნება ქალის სისულელის იმედი – სიყვარულში ყველა ქალი ჭკვიანია
• ერთადერთი უბედურება ისაა, რომ თავს უბედურად მიიჩნევთ და იმაზე ოცნებობთ, რაც არ გაქვთ, იმის ნაცვლად, რომ მიიღოთ კმაყოფილება იმისგან, რაც გაქვთ.
• ბედნიერება – წამია, ჩვევა – მარადიულობა.
• ყველაზე ბედნიერი წამები ყოველთვის სევდით არის აღსავსე. გრძნობ, რომ ის წამიერია, გინდა მისი დაჭერა, მაგრამ ეს შეუძლებელია.
• სიყვარულის დასაწყისში შეყვარებულები მომავალზე ლაპარაკობენ. ბოლოში — წარსულზე.
• ყველაფერი, რასაც აკეთებ, უკან დაგიბრუნდება.
დაფნა ხანდახან თავში ფესვებს უშვებს...>>
• ადამიანი ყველაფრისგან იღლება, სიყვარულისგანაც კი.
• კამათისას ბოლო სიტყვა ყოველთვის ქალს რჩება. რასაც ამის შემდეგ იტყვი, უკვე ახალი კამათის დაწყება იქნება.
• ქალების უდიდესი ძალა — მათ არყოფნაშია.
მწერალი ხალიდ ჰოსეინი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს – ქურდობა, ყველა სხვა ცოდვა ქურდობის ვარიაციაა...
• მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი სამოთხე არსებობს — დაკარგული სამოთხე.
• ქალთან გატარებული დრო არ შეიძლება დაკარგულად ჩაითვალოს.
• სწორი აზრი, თუ მას ხშირად გავიმეორებთ, ძალას კარგავს.
• ბიზნესი — ეს ომისა და სპორტის შერწყმაა.
• ყველაზე უცნაური ისაა, რომ თუ გეტყვით: „არ მიყვარხართ", თქვენ უფრო ძლიერ შეგიყვარდებით.
ცივილიზაციის ჯებირები და ხელფეხშეკრული თავისუფლება...>>
• წარმატებული ქორწინება — ეს ნაგებობაა, რომელიც ყოველდღიურ რეკონსტრუქციას საჭიროებს.
• მხატვარი მატყუარაა, მაგრამ ხელოვნება — სიმართლე.
ყველა ახალი ამბავი
0