მოსალოდნელია ხანგრძლივი საუბარი: რას გადაწყვეტენ ბაიდენი და პუტინი

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი
ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
გამოწერა
მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები დაიძაბა და ჯოზეფ ბაიდენს ვლადიმირ პუტინთან ხანგრძლივ საუბარზე აქვს გათვლა.
დმიტრი ერმაკოვი
ამერიკის ლიდერმა „გარკვეული წინადადებები“ მოამზადა, თუმცა ისინი ჯერ არ გაუხმოვანებია. მთავარი თემა უკრაინაა. მხარეებმა უკვე მონიშნეს პოზიციები: კრემლმა წითელი ხაზები გაიხსენა, თეთრმა სახლმა კი „ღონისძიებათა ყოვლისმომცველი პაკეტი“ რუსეთის საწინააღმდეგოდ.

არანაირი პირდაპირი ეთერი

შეხვედრა დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყება მოსკოვის დროით. ლიდერები ვიდეოკავშირის დაცული ხაზით ისაუბრებენ. ტელეარხებით არანაირი პირდაპირი ეთერი არ იგეგმება. „აჩვენებენ პირველ კადრებს, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ პირველ კადრებს. დანარჩენი საუბარი მხოლოდ დახურულ რეჟიმში გაიმართება“, − განუმარტა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა. საუბარი იქნება „საკმაოდ საფუძვლიანი და ხანგრძლივი“, თუმცა შედეგების შესახებ განცხადება არ გაკეთდება.
რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა  - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
მსოფლიო დღეს
რა არის მოსალოდნელი პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკებებიდან
მოსკოვის პრიორიტეტებს შორისაა ანალიზი, თუ „როგორ ხორციელდება ჟენევაში მიღწეული შეთანხმებები“. პუტინი და ბაიდენი განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებს, „რომლებიც კვლავაც სავალალო მდგომარეობაშია“, ისაუბრებენ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, ნატოს გაფართოებაზე და რუსეთის ლიდერის ამასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ ინიციატივაზე.

1 დეკემბერს პუტინმა არსებითი მოლაპარაკებების ორგანიზების წინადადება წამოაყენა ალიანსის გაფართოებაზე უარის სამართლებრივი გარანტიების თაობაზე. მან დასავლეთის საზღვრებზე მზარდ დაძაბულობასა და „უსაფრთხოების სანდო და გრძელვადიანი გარანტიების“, კერძოდ, წერილობითი გარანტიების საჭიროებაზე მიუთითა. სწორედ რომ წერილობითზე, ვინაიდან ზეპირს დასავლეთი არ იცავს.
„იმედი მაქვს, არავის მოუვა აზრად, რომ რუსეთთან ურთიერთობაში ე.წ. წითელი ხაზი გადაკვეთოს. ხოლო იმას, თუ სად გაივლის ის, თავად განვსაზღვრავთ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში“, – აღნიშნა პუტინმა.
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
მოსაზრება: ბაიდენი ევროპაში ბევრის უფლებას აძლევს თავს
ბაიდენმა 3 დეკემბერს, უქმეებზე კემპ-დევიდში გაფრენის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „არავის წითელ ხაზებს არ ცნობს“. „ჩვენ დიდი ხანია ვიცით რუსეთის ქმედებების შესახებ. ვფიქრობ, ხანგრძლივი საუბარი გველის“. მოგვიანებით თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ დააზუსტა, რომ პრეზიდენტები კიბერუსაფრთხოებასა და სტრატეგიულ სტაბილურობაზე, ასევე რეგიონულ პრობლემებზე იმსჯელებენ. ბაიდენი აპირებს ხაზი გაუსვას „აშშ-ის შეშფოთებას უკრაინასთან საზღვარზე რუსეთის სამხედრო აქტიურობის გამო“.

შეჭრის რეალობაში დარწმუნება

ბოლო თვეებში უკრაინა ორმხრივ ურთიერთობებში ყველაზე მწვავე პრობლემად იქცა. მოსკოვში დარწმუნებული არიან, რომ კიევი არ აპირებს მინსკის შეთანხმებების შესრულებას. „უნდა დავაძალოთ, − მიაჩნია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. – სწორედ ამისთვის შეიქმნა კიდეც „ნორმანდიული ფორმატი“, მაგრამ ბერლინი და პარიზი ჯერჯერობით ზერელედ ეკიდებიან თავიანთ ვალდებულებებს“.
როგორც კიევის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, ისინი მინსკის ხელშეკრულებით შებოჭილად არ გრძნობენ თავს, მათ „ამ ნემსკავიდან თავის დახსნა“ შეძლეს. ამასთან ჰუმანიტარული ვითარება დონბასში მხოლოდ უარესდება.
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
ლავროვი: ნატოს არამეგობრულ ნაბიჯებს რუსეთი ხისტად უპასუხებს
პენტაგონში არაერთხელ აღნიშნეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან რუსული ჯარების რაოდენობას საზღვრის მახლობლად. აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები „ღონისძიებათა ყოვლისმომცველ პაკეტზე“ მუშაობენ, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა არ უნდა დაუშვას. მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტმა გაფრთხილება გაავრცელა, რომ აგრესიის შემთხვევაში „მანამდე უნახავ“ სანქციებს დააწესებენ.
დასავლური მედია წერს, რომ საზღვარზე დაძაბულობა ოქტომბრიდან გაძლიერდა. მოსკოვი აცხადებდა, რომ სამხედრო ტექნიკისა და არმიის ქვედანაყოფების გადაადგილება ქვეყნის ტერიტორიაზე − რუსეთის საშინაო საქმეა.
ლიდერების შეხვედრის წინ Financial Times-მა დაწვრილებით აღწერა, თუ როგორ არწმუნებდა აშშ ევროკავშირს რამდენიმე კვირის განმავლობაში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა.
თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია „კრემლის სავარაუდო განზრახვების“ შესახებ ნატოს 29 მოკავშირეს შორის ორმხრივ და კოლექტიურ შეხვედრებზე და ევროკავშირის დიპლომატიური არხების მეშვეობით.
კაპიტოლიუმი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
რა უნდათ ამერიკელებს პუტინისგან და რით დაემუქრებიან მას
ამასთან ზოგი ევროპელი მოკავშირე, მაგალითად გერმანია, სკეპტიკურად იყო განწყობილი. ანონიმი ევროპელი ჩინოვნიკი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ გაკვირვებული დარჩა: ამერიკელები ხედავდნენ იმას, რასაც ევროკავშირში ვერ ხედავდნენ. გამოითქვა მოსაზრება, რომ რუსეთი არანაირ აგრესიულ ნაბიჯს არ გადადგამს, „თუ მისი პროვოცირება არ მოხდება“. მაგრამ ამერიკული დაზვერვის მონაცემებმა ამ პოზიციის გადახედვა გახადა საჭირო, ირწმუნება Financial Times.
გერმანულმა Bild-მა, ასევე ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა უკრაინაში შეჭრის სქემა, რომელსაც რუსეთი, სავარაუდოდ, 2022 წლის დასაწყისში ამზადებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ზემოთ მოცემულ რუკაზე არის არა ლვოვი, არამედ ლემბერგი. თანამედროვე გერმანულად ქალაქს Lwiw ჰქვია. მეორე მსოფლიო ომის დროს კი ავსტრო-უნგრული ტოპონიმი Lemberg გამოიყენებოდა. „მაშ, რომელი რუკიდან გადმოხატეს გერმანელმა ჟურნალისტებმა?“ − დაინტერესდა ზახაროვა.
ნატოს ჯარისკაცები - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
მოსაზრება: ნატოს ლიდერების „სატანკო ბრძოლა რუსულ რეჟიმთან“

პეკინზე დამიზნებით

როგორც ჩრდილოეთ ამერიკის კვლევების ცენტრის მკვლევარი სერგეი კისლიცინი ამბობს, ბაიდენის ადმინისტრაცია აძლიერებს ნატოს, ზრდის შიდა დისციპლინას. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია დონალდ ტრამპის გუნდის მუშაობის შედეგების ფონზე, რომელმაც აშკარად დათმო პოზიციები. ალიანსი უღრმავდება არასამხედრო სფეროებს, კერძოდ კიბერუსაფრთხოებას, რაც დიდწილად უკავშირდება პეკინთან და არა მოსკოვთან დაპირისპირებას.
„მაგრამ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში რაიმე სახის სამხედრო-პოლიტიკური დიალოგი ძნელად შესაძლებელია. ევროპელი მოკავშირეები, რა თქმა უნდა, მოხარული არიან, რომ ამერიკელები დაბრუნდნენ, ხოლო ბრიუსელი არ არის დაინტერესებული რუსეთის მონაწილეობით, − ამბობს ის. − ევროპის ინტეგრაციულმა სამხედრო სტრუქტურებმა ჯერ კიდევ 2020 წელს გადაჭრეს მესამე მხარეების იმ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე წვდომის საკითხი, რომლებიც პოტენციურად უკავშირდება თავდაცვას, ხოლო 2021 წელს შეერთებული შტატები ევროპის სამხედრო მობილობის ერთ-ერთ პროექტში შევიდნენ. ასე რომ, ბაიდენის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს – გასცეს ნატოს გაუფართოებლობის გარანტია“.
იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
მსოფლიო დღეს
სტოლტენბერგი: ნატო უკრაინის დახმარებას განაგრძობს
ექსპერტის თქმით, უკრაინისადმი დიდი ყურადღების მიღმა იკითხება ამერიკელების სურვილი, გაზარდონ თავიანთი გავლენა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე. და აქ ვაშინგტონი ისევ პეკინს ეჯიბრება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი რუსეთთან იმ რეგიონებში, სადაც ჩინეთის ეკონომიკას ჯერ არ შეუღწევია.

გავიდა ნახევარი წელი

პუტინისა და ბაიდენის პირველი შეხვედრა 16 ივნისს შედგა ჟენევაში. გაკეთდა განცხადება, რომელიც სტრატეგიულ შეიარაღებაზე კონტროლს ეძღვნებოდა, ერთობლივი პრესკონფერენცია არ გამართულა − თითოეული ლიდერი თავისი ჟურნალისტური პულის წინაშე წარდგა.
პუტინმა მაშინ ელჩების ორმხრივად უკან დაბრუნებაზე ისაუბრა − მოსკოვსა და ვაშინგტონში. ორმხრივ ურთიერთობებში „ბევრი დაბრკოლება“ დაგროვდა, მაგრამ მხარეები გადაწყვეტილების პოვნისთვის იყვნენ განწყობილი.
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
ლავროვი: აშშ რუსეთის საზღვრებთან სამხედრო ისტერიას ამძაფრებს
ბაიდენმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პუტინს „ყველაზე ნაკლებად ცივი ომი სურს“. მაგრამ ამ შეხვედრის რეალურ შედეგებზე მსჯელობა მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელიო, ხაზი გაუსვა ამერიკის ლიდერმა.
„ეს ექვსი თვე უკან დარჩა. ვხედავთ, რომ სამხედრო უწყებებს შორის დიალოგი, დაე, მინიმალური, მაგრამ მაინც მიმდინარეობს, შენარჩუნებულია კონტაქტები გენერალური შტაბების დონეზე და გლობალურ პრობლემებზეც, მაგალითად, კიბერუსაფრთხოებაზე. ასევე არსებობს პროგრესი სირიის ჰუმანიტარული დახმარების კუთხით: შეერთებულმა შტატებმა მისი მიწოდება დაიწყო ქურთებისა და თურქეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მიღმაც“, − აღნიშნავს ექსპერტი ალექსეი დავიდოვი.
მისი თქმით, ტემპები სხვაგვარი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ბაიდენს აკავებს ოპოზიცია − რესპუბლიკელები. ხოლო პრეზიდენტის რეიტინგი ინაუგურაციის მომენტიდან მინიმუმამდე დაეცა − ნოემბერში ის 41% იყო (თავდაპირველი რეიტინგი 56%).
რეჯეფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
მსოფლიო დღეს
ერდოღანს რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობა სურს
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორივე მხარისთვის სასიკეთო რაღაც შეთანხმებას მიაღწევენ, ოპოზიცია მაინც შეეცდება ყველაფრის ნეგატიურად წარმოჩენას. მაგალითად, დემოკრატების დროს თეთრი სახლის სისუსტეზე განაცხადებს, ბაიდენის ადმინისტრაციას კონგრესში შუალედურ არჩევნებში ქულების მიღების მცდელობაში დაადანაშაულებს“, − დააზუსტა ექსპერტმა.
წარმატების მიღწევა საკონსულო საკითხებშია შესაძლებელი. აპრილში ვაშინგტონიდან ათი რუსი დიპლომატი გააძევეს. მოსკოვმა სიმეტრიულად უპასუხა და აშშ არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანა, აუკრძალა რა საელჩოს ადგილობრივი თანამშრომლების დაქირავება. ოქტომბერში ამერიკელებმა მოითხოვეს, რომ 55 რუსი დიპლომატი სამშობლოში დაებრუნებინათ. კრემლი ახალი გაძევებებით იმუქრება, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაინც შესთავაზა თეთრ სახლს ვითარების განულება და სუფთა ფურცლიდან დაწყება.
კისლიცინის თქმით, კეთილი ნების გამომხატველი ასეთი ჟესტი შესაძლებელია. რაც შეეხება პოზიტიურ ცვლილებებს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, საამისოდ პირობები ჯერჯერობით არ არსებობს. მიუხედავად ამისა, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, პირველი პირების პირისპირ საუბარს ვერაფერი შეცვლის − ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლიდერებმა სათქმელი თქვან და ერთმანეთს გაუგონ. ყოველ შემთხვევაში, ამაში მხარეთა შეხედულებები ნამდვილად ემთხვევა ერთმანეთს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0