https://sputnik-georgia.com/20211130/lavrovi-amerika-ruset------is-sazrvrebtan-samxedro-isterias-amzafrebs-262475903.html
ლავროვი: აშშ რუსეთის საზღვრებთან სამხედრო ისტერიას ამძაფრებს
ლავროვი: აშშ რუსეთის საზღვრებთან სამხედრო ისტერიას ამძაფრებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა ყველა მხრიდან შემოარტყა რუსეთს სამხედრო ბაზები და ამასთან სამხედრო ისტერიას არ წყვეტს, განაცხადა რუსეთის... 30.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-30T13:27+0400
2021-11-30T13:27+0400
2023-07-20T15:53+0400
პოლიტიკა
რუსეთი
უკრაინა
ნატო
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261472234_0:0:3215:1808_1920x0_80_0_0_ad217ac92a55a2446c80ba880269d837.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა ყველა მხრიდან შემოარტყა რუსეთს სამხედრო ბაზები და ამასთან სამხედრო ისტერიას არ წყვეტს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.კიევმა და დასავლეთის ქვეყნებმა ცოტა ხნის წინ შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვართან რუსული ძალების თავმოყრის გამო. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, მოსკოვი თავის ტერიტორიაზე და საკუთარი შეხედულებისამებრ ახორციელებს ჯარების გადაადგილებას, ეს არავის უქმნის საფრთხეს და არც არავის არ უნდა აღელვებდეს. ამასთან, მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყანა იღებს უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს, თუ მის საზღვრებთან არასტაბილური რეგიონი მდებარეობს.თავად შეერთებულმა შტატებმა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაზარდეს სამხედრო აქტივობა შავ ზღვაზე. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, შეერთებული შტატები რუსეთის საზღვრებთან ჯარების დაჯგუფების შექმნას ცდილობს, ხოლო ვაშინგტონის ერთ-ერთი მიზანი — უკრაინის სამხედრო ათვისებაა. სამინისტროში ვარაუდობენ, რომ აშშ სწავლობს სიტუაციას დონბასში იმ შემთხვევისთვის, თუ კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება გადაწყდება.
https://sputnik-georgia.com/20211109/lavrovi-ruseti-mzadaa-natos-nebismieri-provokaciistvis-261909880.html
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261472234_105:0:2836:2048_1920x0_80_0_0_50977f2224307c5c40fe49f119619581.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, უკრაინა , ნატო , აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთი, უკრაინა , ნატო , აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა ყველა მხრიდან შემოარტყა რუსეთს სამხედრო ბაზები და ამასთან სამხედრო ისტერიას არ წყვეტს,
განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„ის, რომ შეერთებულმა შტატებმა ყველა მხრიდან შემოგვარტყეს თავიანთი სამხედრო ბაზები — ეს უკვე ის ფაქტებია, რომლებიც ნებისმიერმა მოსწავლემაც კი იცის. და მაინც, [რუსეთის საზღვრებთან] გამუდმებით მძაფრდება ისტერია“, — თქვა ლავროვმა გორჩაკოვის სახალხო დიპლომატიის ფონდის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.
კიევმა და დასავლეთის ქვეყნებმა ცოტა ხნის წინ შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვართან რუსული ძალების თავმოყრის გამო. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, მოსკოვი თავის ტერიტორიაზე და საკუთარი შეხედულებისამებრ ახორციელებს ჯარების გადაადგილებას, ეს არავის უქმნის საფრთხეს და არც არავის არ უნდა აღელვებდეს. ამასთან, მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყანა იღებს უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს, თუ მის საზღვრებთან არასტაბილური რეგიონი მდებარეობს.
თავად შეერთებულმა შტატებმა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაზარდეს სამხედრო აქტივობა შავ ზღვაზე. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, შეერთებული შტატები რუსეთის საზღვრებთან ჯარების დაჯგუფების შექმნას ცდილობს, ხოლო ვაშინგტონის ერთ-ერთი მიზანი — უკრაინის სამხედრო ათვისებაა. სამინისტროში ვარაუდობენ, რომ აშშ სწავლობს სიტუაციას დონბასში იმ შემთხვევისთვის, თუ კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება გადაწყდება.