მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ერდოღანს რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობა სურს

© photo: Sputnik / POOL / გადასვლა მედიაბანკშირეჯეფ ერდოღანი
რეჯეფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
თბილისი, 25 ნოემბერი − Sputnik. თურქეთი მზადაა გახდეს შუამავალი რუსეთსა და უკრაინას შორის, განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა თურქულ ტელეარხ NTV-სთან საუბრისას.
მისი თქმით, თურქეთი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მომხრეა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში... ჩვენ არაერთხელ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე მეგობარ რუსეთთან, განსაკუთრებით, ბატონ პუტინთან. ჩვენ მზად ვართ შუამავლობისთვის, ჩავატარებთ რა მოლაპარაკებებს როგორც უკრაინასთან, ისე ბატონ პუტინთან. ჩვენ გვსურს მონაწილეობა მივიღოთ ამ საკითხის დარეგულირებაში“, — აღნიშნა ერდოღანმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
მსოფლიო დღეს
უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება: ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის პრეზიდენტმა რუს და უკრაინელ კოლეგებს — ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის თურქეთში სამმხრივი სამიტის ჩატარება შესთავაზა, სადაც ისინი უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების დარეგულირებაზე იმსჯელებდნენ. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა თავი შეიკავა ამ თემაზე კომენტარისგან.
ყველა ახალი ამბავი
0