ლავროვი: ნატოს არამეგობრულ ნაბიჯებს რუსეთი ხისტად უპასუხებს

© Press service of the Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
გამოწერა
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. რუსეთი ხისტად უპასუხებს ნატოს ნებისმიერ არამეგობრულ ნაბიჯს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„ნებისმიერ არამეგობრულ ნაბიჯზე განვაგრძობთ ხისტად რეაგირებას და არ დავუშვებთ ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის არანაირი ზიანის მიყენებას“, — აღნიშნა ლავროვმა ფედერაციის საბჭოში გამართულ „სამთავრობო საათზე“.

მინისტრის თქმით, რუსეთი არავის არაფერს არ ახვევს თავს და არ ცდილობს ვინმეს რამე ასწავლოს, მზადაა საერთაშორისო სამართალზე, უპირველესად კი ნატოს წესდების პრინციპებზე დაფუძნებული თანასწორუფლებიანი სახელმწიფოთშორისი დიალოგისთვის ყველა მხარესთან.
იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
მსოფლიო დღეს
სტოლტენბერგი: ნატო უკრაინის დახმარებას განაგრძობს
„ამასთან ჩვენ საძირკველშივე აღვკვეთთ ჩვენთან მენტორული, ამპარტავნული ტონით საუბრისა და, მით უმეტეს, ჩვენი დაშანტაჟების, ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობებს“, — განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „პასუხი ყოველთვის ხისტი და მტკიცე იქნება“.
მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რიგის სამიტზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალიანსი კვლავაც განაგრძობს რუსეთ–უკრაინის საზღვარზე შექმნილ სიტუაციაზე დაკვირვებასა და კიევის დახმარებას.
ყველა ახალი ამბავი
0