https://sputnik-georgia.com/20211203/natos-liderebi-rusul-rejimtan-satank-brzolas-iwyeben-262576341.html
მოსაზრება: ნატოს ლიდერების „სატანკო ბრძოლა რუსულ რეჟიმთან“
მოსაზრება: ნატოს ლიდერების „სატანკო ბრძოლა რუსულ რეჟიმთან“
Sputnik საქართველო
ვლადიმირ კორნილოვი 03.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-03T18:17+0400
2021-12-03T18:17+0400
2021-12-03T23:52+0400
პოლიტიკა
რუსეთი
მოსაზრება
ანალიტიკა
მიმოხილვები
ნატო
ევროკავშირი
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22842/15/228421530_0:0:1138:640_1920x0_80_0_0_9fc92ffb40a30a128b3b80d1d5d4ac15.jpg
ვლადიმირ კორნილოვინატოს აგრესიული რიტორიკა რუსეთის წინააღმდეგ ყოველდღიურად მძაფრდება. ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე, რომლებიც ამ კვირაში შეიკრიბნენ რიგაში, ზოგჯერ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ეგზალტაციის დონის მატებასთან ერთად ისინი, ჰა და ჰა, დამოუკიდებლად გამოგვიცხადებდნენ ომს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პირველად გამოიყენა ტერმინი „რუსული რეჟიმი“ სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ.ამ პარანოიდული ისტერიის აპოთეოზი იყო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ ტრასის ტანკით გამოჩენა ესტონეთში, რუსეთის საზღვართან საკმაოდ ახლოს. მას არც დაუმალავს, რომ ამ მეომრული ჟესტით შეეცადა მიეტანა რუსეთამდე გარკვეული გზავნილი იმის შესახებ, რომ მზად იყო წინააღმდეგობა გაეწია ჩვენი „აგრესიული ზრახვებისთვის“. იმ ფაქტს, რომ მას ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და ჩაფხუტი ემოსა, „რუსული საფრთხის" სერიოზულობაზე უნდა მიენიშნებინა: როგორც ჩანს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაარწმუნეს, რომ ის ევროპა-რუსეთის ფრონტის წინა ხაზზე იყო და შეიძლებოდა ტყვიებს ნებისმიერ მომენტში დაეწყო ფრენა მის თავზე.მოდი, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა ამბავი ატყდებოდა დასავლურ მედიაში, სერგეი ლავროვი რომელიმე სახელმწიფოს საზღვრებთან იგივე საომარი ჩაცმულობით რომ გამოჩენილიყო ტანკით. ასეთი სურათი მართლაც ძნელი წარმოსადგენია: ჩვენში სიტყვა „დიპლომატია“ ჯერ კიდევ კლასიკური გაგებით განიმარტება. ტრასის საქციელი კი სწორედაც რომ დასავლური პოლიტიკის ფენომენის გამოვლინებაა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ „ფრიკულ დიპლომატიად შეაფასა“. ასეთი პროვოკაციული ქმედებებისთვის უფრო ზუსტი ტერმინის მოძებნა რთულია.პრინციპში, ფენომენს, რომელსაც ამ კვირაში ვადევნებდით თვალს რიგაში, შეიძლება თამამად შევაფასოთ კოლექტიური „ფრიკული დიპლომატიის“ გამოვლინებად — და ეს გაზვიადება არ იქნება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე აგრესიულ რიტორიკაში. სხვათა შორის, ძნელი გასახსენებელია, როდის აშუქებდა დასავლური მედია ასე აქტიურად მოვლენას, რომელიც ყოველთვის დასავლელი დიპლომატების რუტინულ შეხვედრად ითვლებოდა და პრესის დიდ ყურადღებას არ იქცევდა.ნატოს ამჟამინდელ სამიტს წინ უძღოდა პანიკის გაღვივების წარმოუდგენელი კამპანია „უკრაინაზე რუსეთის თავდასხმასთან“ დაკავშირებით. უკრაინა თავად იყო გაოგნებული ასეთი ზეწოლით, მაგრამ გრძნობდა, რომ რაღაც ისე არ იყო და ამ ფეიკის უარყოფას ცდილობდა, რუსეთსაც კი ადანაშაულებდა მის გავრცელებაში. უკრაინის დასავლელ პარტნიორებს კიევის დაჟინებით დარწმუნება მოუხდათ უხილავი საფრთხის სერიოზულობაში. გამოთქმა „შიშს დიდი თვალები აქვს“ საბოლოოდ მატერიალიზდა გერმანული DW-ის ცნობაში, რომ უკრაინის საზღვრებზე „115 მილიონი რუსი სამხედრო“ იყო თავმოყრილი.გასაგებია, რომ ეს ბეჭდვაში დაშვებული კორექტურაა, მაგრამ ძალიან საჩვენებელი კი — დასავლეთში ანტირუსული ისტერიის დონე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აღარაფერი გვაკვირვებს.ამ მითიურ „რუსული ჯარების თავმოყრას“ რიგაში სიტყვით გამომსვლელი თითქმის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრი ახსენებდა. განსაკუთრებით ცდილობდა სტოლტენბერგი. როგორც ლავროვმა აღნიშნა, ნატოს გენერალური მდივანი „ახლა დასავლეთის მთავარი გმირი და ორატორი“ გახდა. გაიხსენა რა, რომ სტოლტენბერგი სავსებით საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი იყო ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის რანგში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სინანულით განაცხადა: „ახლა მას ან რაღაც დაემართა, ან აიძულებენ, რომ იყოს უსაზღვროდ აგრესიული“.ამის ნათელი დადასტურებაა სტოლტენბერგის ბოლო განცხადება გერმანიის აღმოსავლეთით ბირთვული რაკეტების შესაძლო განლაგების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს თეზისი, რომელმაც ყველა შესაძლო „წითელი ხაზი“ გადაკვეთა და საერთაშორისო შეთანხმებებიც დაარღვია, რაღაც ყოველდღიურობად ჟღერდა მსოფლიოს ძირითადი მედიისთვის. ისინი ისეთ სახეს იღებდნენ, თითქოს ნატოს გენერალური მდივნის ბაგეთაგან ეს განცხადება უბრალოდ „ვერ შენიშნეს“. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ რუსმა დიპლომატებმა არ გაამახვილეს ყურადღება ამგვარი მიდგომის მიუღებლობაზე.სამაგიეროდ დასავლეთში მყისიერი რეაქცია მოჰყვა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს სიტყვებს მის ქვეყანაში რუსული ბირთვული რაკეტების სავარაუდო განთავსების შესახებ, რაც მან დიმიტრი კისელიოვთან ინტერვიუში აღნიშნა. სტოლტენბერგმა მაშინვე „დაივიწყა“ საკუთარი სიტყვები გერმანიის აღმოსავლეთით რაკეტების შესახებ და ლუკაშენკოს „მუქარის“ საპასუხოდ განაცხადა, რომ ნატო, თურმე, „აღარ გეგმავს ბირთვული იარაღის განთავსებას იმ ქვეყნების გარეთ, სადაც ასეთი იარაღი... უკვე მრავალი, მრავალი წელია არსებობს“.გაითვალისწინეთ, რომ ერთისა და იმავე სამხედრო ბლოკის ერთისა და იმავე გენერალური მდივნის საპირისპირო განცხადებებს შორის გერმანიის აღმოსავლეთით ბირთვული იარაღის სავარაუდო განლაგების შესახებ მხოლოდ 12 დღე გავიდა! და არცერთ დასავლელ ჟურნალისტს არ მიუქცევია ყურადღება ნატოს ლიდერის გონებაში გაორების ამ საგანგაშო ნიშნებისთვის.არადა, ამ ნიშნებით დასავლეთიც უნდა იყოს შეშფოთებული. ყველაზე ძლიერი სამხედრო ბლოკის ხელმძღვანელის განცხადებებში ასეთ აშკარა წინააღმდეგობებს ხომ შეიძლება, რომ გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. დიახ, ნატოს გენერალური მდივნის უფლებამოსილება უკიდურესად შეზღუდულია, თანამდებობა, ფაქტობრივად, ცერემონიულია, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მას ხომ სამხედრო ინფრასტრუქტურა ექვემდებარება.თანაც ტანკებზე ამხედრებულმა მინისტრებმაც შეიძლება სადმე არასწორ ადგილზე შეუხვიონ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, თუ როგორ შესცქერის თვალებში ნატოს ზოგი ასპირანტი ბლოკის გენერალურ მდივანს თვალებში: საკმარისია გავიხსენოთ, როგორ მოიქცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სტოლტენბერგთან პირველი შეხვედრისას. მათ ხომ შეუძლიათ არასწორად, მოქმედების ბრძანებად აღიქვან გენერალური მდივნის ნებისმიერი სიგნალი და ტრაგიკული შეცდომები დაუშვან. როგორც ეს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში მოხდა 2008 წელს, რომელმაც მცდარი ინტერპრეტაცია გაუკეთა შეერთებული შტატებისა და ნატოს გარკვეულ გზავნილებს.სტოლტენბერგს, თავისი საოცარი „გულმავიწყობის“ გათვალისწინებითაც კი, მაინც კარგად ესმის, რომ უკრაინაში სიტუაციის ქართულ სცენარამდე მიყვანას უსიამოვნო შედეგები მოჰყვება როგორც კიევისთვის, ისე ვაშინგტონისთვის. ამიტომ გენერალურმა მდივანმა არ დაიზარა და ხუთ დღეში სამჯერ გაიმეორა ერთი და იგივე სიგნალი: ნატოს არ აქვს ვალდებულება უკრაინის წინაშე, დაიცვას ის გარე თავდასხმიებისგან. ამან გარკვეულწილად დააშოშმინა უკრაინელი პოლიტიკოსების მილიტარისტული განწყობები, რომლებსაც „რუსეთის წინააღმდეგ ძლევამოსილი ომი“ აბოდებთ.ამავდროულად ბრიტანეთის ელჩმა კიევში მელინდა სიმონსმა უარყო ბრიტანული Mirror-ის აშკარა ფეიკი, რომ „რუსეთთან ომის შემთხვევაში“ ლონდონი უკრაინაში 600 სპეცრაზმელის გაგზავნას აპირებს. არადა, კიევში ამ ინფორმაციას სიხარულით შეხვდნენ.ამასთან სტოლტენბერგი გამუდმებით იმეორებს, რომ უკრაინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა აქვთ. და კვლავაც აცხადებს, რომ რუსეთს ამ გადაწყვეტილებებზე „ვეტოს დადების უფლება არ აქვს“. ანუ, როცა ნატოს ქვეყნები გამუდმებით მოითხოვენ, მოვაშოროთ სამხედრო ინფრასტრუქტურა მათ საზღვრებს — ეს მათი საქმეა, მაგრამ როცა მოსკოვი აყენებს მოთხოვნებს, რომ ნატოს ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვრებს არ მიუახლოვდეს, გამოდის, რომ ეს ჩვენ არ გვეხება.სტოლტენბერგმა რიგაში კატეგორიულად განაცხადა: „რუსეთს არ აქვს უფლება, შექმნას საკუთარი გავლენის სფეროები“. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, როდესაც ვაშინგტონმა „მონროს დოქტრინა“ ააფრიალა და განაცხადა, რომ მთელი სამხრეთ ამერიკა მისი გავლენის ზონა იყო, რატომღაც წინააღმდეგობა არ გაუწევია. სერგეი ლავროვმა ცოტა ხნის ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ჟოზეპ ბორელის ციტირება მოახდინა, რომელიც ამტკიცებდა, რომ აფრიკა ევროპის „გავლენის სფეროა“ პრინციპით „შენ შორს ხარ, ეს კი ჩვენია“.ამას სტოლტენბერგის პროტესტი არ მოჰყოლია, საიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ: ალიანსის გენერალურ მდივანს მიაჩნია, რომ ამ სამყაროში მხოლოდ რუსეთს არ აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი ინტერესები და გავლენის ზონები.ამასობაში მოსკოვმა არაერთხელ და თანმიმდევრულად განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში შესვლა და ამ ბლოკის სამხედრო ინფრასტრუქტურის მიახლოება რუსეთის საზღვრებთან — ეს ის „წითელი ხაზია“, რომლის გადაკვეთასაც არ დავუშვებთ. და აქ საქმე იმდენად დასავლეთისა და უკრაინის ურთიერთობაში კი არ არის, რამდენადაც თავად რუსეთის უსაფრთხოებაში.ამ კვირაში ვლადიმირ პუტინმა შესთავაზა დასავლეთს, დაიწყოს „არსებითი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმებების შესამუშავებლად, რომლებიც გამორიცხავდა ნატოს აღმოსავლეთისკენ შემდგომ გაფართოებასა და იარაღის სისტემების განლაგებას რუსეთის ტერიტორიის სიახლოვეს“. ამასთან ალიანსის ზეპირი დაპირებები აღარ გვაწყობს: ყველას გვახსოვს მსგავსი „გარანტიები“, რომლებიც ოდესღაც მიხეილ გორბაჩოვსა და ბორის ელცინს მიეცა.და საერთოდ, ნატოს რა გარანტიებზე შეიძლება ვისაუბროთ, როცა ვხედავთ, რომ ბლოკის გენერალური მდივანი რამდენიმე დღის შემდეგ ივიწყებს საკუთარ სიტყვებს ბირთვულ რაკეტებზე. ამიტომ ახლა მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებებს, სკრუპულოზურად შემოხაზავს რა „წითელ ხაზებს“ და, თუ საჭირო გახდება, ხისტ სიმეტრიულ პასუხებსაც მიმართავს მათი დარღვევის შემთხვევაში.დიახ, ამჟამად ძნელი წარმოსადგენია, რომ კოლექტიურ დასავლეთს, ამჟამად გაბატონებული ანტირუსული პარანოიის პირობებში, კონსტრუქციული დიალოგი შეუძლია. თუმცა ლუკაშენკოს ერთ-ერთმა ინტერვიუმ მაინც შეძლო შეეცვალა სტოლტენბერგის მიდგომა პოლონეთსა თუ ბალტიისპირეთის ქვეყნებში ბირთვული რაკეტების განლაგების იდეისადმი. არადა, რუსეთს შეუძლია უფრო შორს წავიდეს, თუ მის ეროვნული ინტერესების საფრთხე კიდევ უფრო რეალური გახდება. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ სხვა კონტინენტებზეც გვყავს მოკავშირეები. და ნატოს უჯობს, არ დაელოდოს ასეთსავე გამომაფხიზლებელ ინტერვიუებს ნიკარაგუის, ვენესუელისა თუ კუბის პრეზიდენტებისგან.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20211201/lavrovi-ruseti-natos-aramegobrul-nabijebze-xistad-ireagirebs-262510282.html
https://sputnik-georgia.com/20211201/nato-ukrainis-daxmarebas-ganagrzobs-262509797.html
https://sputnik-georgia.com/20211119/natos-ukrainis-mimart-axali-gegmebi-aqvs-262220866.html
https://sputnik-georgia.com/20211021/ra-moxdeba-tu-ukraina-natosi-seva-261369556.html
https://sputnik-georgia.com/20211101/lavrovma-ganacxada-rom-nato-rusetistvus-cxovrebis-swavlebas-cdilobda-261692484.html
https://sputnik-georgia.com/20211019/natom-saidumlo-swavlebebi-daiwyo-260678915.html
https://sputnik-georgia.com/20211006/evrokavsiri-da-nato-axal-deklaracias-amusaveben-260266123.html
https://sputnik-georgia.com/20211125/cia-rusuli-specsamsaxurebis-sefebs-daemuqra-262354710.html
ევროკავშირი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22842/15/228421530_160:0:1005:634_1920x0_80_0_0_01855b6100fbbf9a109d16065770466b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, ნატო , ევროკავშირი , აშშ
პოლიტიკა, რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, ნატო , ევროკავშირი , აშშ
ნატოს აგრესიული რიტორიკა რუსეთის წინააღმდეგ ყოველდღიურად მძაფრდება. ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე, რომლებიც ამ კვირაში შეიკრიბნენ რიგაში, ზოგჯერ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ეგზალტაციის დონის მატებასთან ერთად ისინი, ჰა და ჰა, დამოუკიდებლად გამოგვიცხადებდნენ ომს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პირველად გამოიყენა ტერმინი „რუსული რეჟიმი“ სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ.
ამ პარანოიდული ისტერიის აპოთეოზი იყო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ ტრასის ტანკით გამოჩენა ესტონეთში, რუსეთის საზღვართან საკმაოდ ახლოს. მას არც დაუმალავს, რომ ამ მეომრული ჟესტით შეეცადა მიეტანა რუსეთამდე გარკვეული გზავნილი იმის შესახებ, რომ მზად იყო წინააღმდეგობა გაეწია ჩვენი „აგრესიული ზრახვებისთვის“. იმ ფაქტს, რომ მას ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და ჩაფხუტი ემოსა, „რუსული საფრთხის" სერიოზულობაზე უნდა მიენიშნებინა: როგორც ჩანს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაარწმუნეს, რომ ის ევროპა-რუსეთის ფრონტის წინა ხაზზე იყო და შეიძლებოდა ტყვიებს ნებისმიერ მომენტში დაეწყო ფრენა მის თავზე.
მოდი, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა ამბავი ატყდებოდა დასავლურ მედიაში, სერგეი ლავროვი რომელიმე სახელმწიფოს საზღვრებთან იგივე საომარი ჩაცმულობით რომ გამოჩენილიყო ტანკით. ასეთი სურათი მართლაც ძნელი წარმოსადგენია: ჩვენში სიტყვა „დიპლომატია“ ჯერ კიდევ კლასიკური გაგებით განიმარტება. ტრასის საქციელი კი სწორედაც რომ დასავლური პოლიტიკის ფენომენის გამოვლინებაა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ „ფრიკულ დიპლომატიად შეაფასა“. ასეთი პროვოკაციული ქმედებებისთვის უფრო ზუსტი ტერმინის მოძებნა რთულია.
პრინციპში, ფენომენს, რომელსაც ამ კვირაში ვადევნებდით თვალს რიგაში, შეიძლება თამამად შევაფასოთ კოლექტიური „ფრიკული დიპლომატიის“ გამოვლინებად — და ეს გაზვიადება არ იქნება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე აგრესიულ რიტორიკაში. სხვათა შორის, ძნელი გასახსენებელია, როდის აშუქებდა დასავლური მედია ასე აქტიურად მოვლენას, რომელიც ყოველთვის დასავლელი დიპლომატების რუტინულ შეხვედრად ითვლებოდა და პრესის დიდ ყურადღებას არ იქცევდა.
ნატოს ამჟამინდელ სამიტს წინ უძღოდა პანიკის გაღვივების წარმოუდგენელი კამპანია „უკრაინაზე რუსეთის თავდასხმასთან“ დაკავშირებით. უკრაინა თავად იყო გაოგნებული ასეთი ზეწოლით, მაგრამ გრძნობდა, რომ რაღაც ისე არ იყო და ამ ფეიკის უარყოფას ცდილობდა, რუსეთსაც კი ადანაშაულებდა მის გავრცელებაში. უკრაინის დასავლელ პარტნიორებს კიევის დაჟინებით დარწმუნება მოუხდათ უხილავი საფრთხის სერიოზულობაში. გამოთქმა „შიშს დიდი თვალები აქვს“ საბოლოოდ მატერიალიზდა გერმანული DW-ის ცნობაში, რომ უკრაინის საზღვრებზე „115 მილიონი რუსი სამხედრო“ იყო თავმოყრილი.
გასაგებია, რომ ეს ბეჭდვაში დაშვებული კორექტურაა, მაგრამ ძალიან საჩვენებელი კი — დასავლეთში ანტირუსული ისტერიის დონე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აღარაფერი გვაკვირვებს.
ამ მითიურ „რუსული ჯარების თავმოყრას“ რიგაში სიტყვით გამომსვლელი თითქმის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრი ახსენებდა. განსაკუთრებით ცდილობდა სტოლტენბერგი. როგორც ლავროვმა აღნიშნა, ნატოს გენერალური მდივანი „ახლა დასავლეთის მთავარი გმირი და ორატორი“ გახდა. გაიხსენა რა, რომ სტოლტენბერგი სავსებით საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი იყო ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის რანგში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სინანულით განაცხადა: „ახლა მას ან რაღაც დაემართა, ან აიძულებენ, რომ იყოს უსაზღვროდ აგრესიული“.
ამის ნათელი დადასტურებაა სტოლტენბერგის ბოლო განცხადება გერმანიის აღმოსავლეთით ბირთვული რაკეტების შესაძლო განლაგების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს თეზისი, რომელმაც ყველა შესაძლო „წითელი ხაზი“ გადაკვეთა და საერთაშორისო შეთანხმებებიც დაარღვია, რაღაც ყოველდღიურობად ჟღერდა მსოფლიოს ძირითადი მედიისთვის. ისინი ისეთ სახეს იღებდნენ, თითქოს ნატოს გენერალური მდივნის ბაგეთაგან ეს განცხადება უბრალოდ „ვერ შენიშნეს“. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ რუსმა დიპლომატებმა არ გაამახვილეს ყურადღება ამგვარი მიდგომის მიუღებლობაზე.
სამაგიეროდ დასავლეთში მყისიერი რეაქცია მოჰყვა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს სიტყვებს მის ქვეყანაში რუსული ბირთვული რაკეტების სავარაუდო განთავსების შესახებ, რაც მან დიმიტრი კისელიოვთან ინტერვიუში აღნიშნა. სტოლტენბერგმა მაშინვე „დაივიწყა“ საკუთარი სიტყვები გერმანიის აღმოსავლეთით რაკეტების შესახებ და ლუკაშენკოს „მუქარის“ საპასუხოდ განაცხადა, რომ ნატო, თურმე, „აღარ გეგმავს ბირთვული იარაღის განთავსებას იმ ქვეყნების გარეთ, სადაც ასეთი იარაღი... უკვე მრავალი, მრავალი წელია არსებობს“.
გაითვალისწინეთ, რომ ერთისა და იმავე სამხედრო ბლოკის ერთისა და იმავე გენერალური მდივნის საპირისპირო განცხადებებს შორის გერმანიის აღმოსავლეთით ბირთვული იარაღის სავარაუდო განლაგების შესახებ მხოლოდ 12 დღე გავიდა! და არცერთ დასავლელ ჟურნალისტს არ მიუქცევია ყურადღება ნატოს ლიდერის გონებაში გაორების ამ საგანგაშო ნიშნებისთვის.
არადა, ამ ნიშნებით დასავლეთიც უნდა იყოს შეშფოთებული. ყველაზე ძლიერი სამხედრო ბლოკის ხელმძღვანელის განცხადებებში ასეთ აშკარა წინააღმდეგობებს ხომ შეიძლება, რომ გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. დიახ, ნატოს გენერალური მდივნის უფლებამოსილება უკიდურესად შეზღუდულია, თანამდებობა, ფაქტობრივად, ცერემონიულია, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მას ხომ სამხედრო ინფრასტრუქტურა ექვემდებარება.
თანაც ტანკებზე ამხედრებულმა მინისტრებმაც შეიძლება სადმე არასწორ ადგილზე შეუხვიონ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, თუ როგორ შესცქერის თვალებში ნატოს ზოგი ასპირანტი ბლოკის გენერალურ მდივანს თვალებში: საკმარისია გავიხსენოთ, როგორ მოიქცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სტოლტენბერგთან პირველი შეხვედრისას. მათ ხომ შეუძლიათ არასწორად, მოქმედების ბრძანებად აღიქვან გენერალური მდივნის ნებისმიერი სიგნალი და ტრაგიკული შეცდომები დაუშვან. როგორც ეს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში მოხდა 2008 წელს, რომელმაც მცდარი ინტერპრეტაცია გაუკეთა შეერთებული შტატებისა და ნატოს გარკვეულ გზავნილებს.
სტოლტენბერგს, თავისი საოცარი „გულმავიწყობის“ გათვალისწინებითაც კი, მაინც კარგად ესმის, რომ უკრაინაში სიტუაციის ქართულ სცენარამდე მიყვანას უსიამოვნო შედეგები მოჰყვება როგორც კიევისთვის, ისე ვაშინგტონისთვის. ამიტომ გენერალურმა მდივანმა არ დაიზარა და ხუთ დღეში სამჯერ გაიმეორა ერთი და იგივე სიგნალი: ნატოს არ აქვს ვალდებულება უკრაინის წინაშე, დაიცვას ის გარე თავდასხმიებისგან. ამან გარკვეულწილად დააშოშმინა უკრაინელი პოლიტიკოსების მილიტარისტული განწყობები, რომლებსაც „რუსეთის წინააღმდეგ ძლევამოსილი ომი“ აბოდებთ.
ამავდროულად ბრიტანეთის ელჩმა კიევში მელინდა სიმონსმა უარყო ბრიტანული Mirror-ის აშკარა ფეიკი, რომ „რუსეთთან ომის შემთხვევაში“ ლონდონი უკრაინაში 600 სპეცრაზმელის გაგზავნას აპირებს. არადა, კიევში ამ ინფორმაციას სიხარულით შეხვდნენ.
ამასთან სტოლტენბერგი გამუდმებით იმეორებს, რომ უკრაინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა აქვთ. და კვლავაც აცხადებს, რომ რუსეთს ამ გადაწყვეტილებებზე „ვეტოს დადების უფლება არ აქვს“. ანუ, როცა ნატოს ქვეყნები გამუდმებით მოითხოვენ, მოვაშოროთ სამხედრო ინფრასტრუქტურა მათ საზღვრებს — ეს მათი საქმეა, მაგრამ როცა მოსკოვი აყენებს მოთხოვნებს, რომ ნატოს ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვრებს არ მიუახლოვდეს, გამოდის, რომ ეს ჩვენ არ გვეხება.
სტოლტენბერგმა რიგაში კატეგორიულად განაცხადა: „რუსეთს არ აქვს უფლება, შექმნას საკუთარი გავლენის სფეროები“. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, როდესაც ვაშინგტონმა „მონროს დოქტრინა“ ააფრიალა და განაცხადა, რომ მთელი სამხრეთ ამერიკა მისი გავლენის ზონა იყო, რატომღაც წინააღმდეგობა არ გაუწევია. სერგეი ლავროვმა ცოტა ხნის ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ჟოზეპ ბორელის ციტირება მოახდინა, რომელიც ამტკიცებდა, რომ აფრიკა ევროპის „გავლენის სფეროა“ პრინციპით „შენ შორს ხარ, ეს კი ჩვენია“.
ამას სტოლტენბერგის პროტესტი არ მოჰყოლია, საიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ: ალიანსის გენერალურ მდივანს მიაჩნია, რომ ამ სამყაროში მხოლოდ რუსეთს არ აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი ინტერესები და გავლენის ზონები.
ამასობაში მოსკოვმა არაერთხელ და თანმიმდევრულად განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში შესვლა და ამ ბლოკის სამხედრო ინფრასტრუქტურის მიახლოება რუსეთის საზღვრებთან — ეს ის „წითელი ხაზია“, რომლის გადაკვეთასაც არ დავუშვებთ. და აქ საქმე იმდენად დასავლეთისა და უკრაინის ურთიერთობაში კი არ არის, რამდენადაც თავად რუსეთის უსაფრთხოებაში.
ამ კვირაში ვლადიმირ პუტინმა შესთავაზა დასავლეთს, დაიწყოს „არსებითი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმებების შესამუშავებლად, რომლებიც გამორიცხავდა ნატოს აღმოსავლეთისკენ შემდგომ გაფართოებასა და იარაღის სისტემების განლაგებას რუსეთის ტერიტორიის სიახლოვეს“. ამასთან ალიანსის ზეპირი დაპირებები აღარ გვაწყობს: ყველას გვახსოვს მსგავსი „გარანტიები“, რომლებიც ოდესღაც მიხეილ გორბაჩოვსა და ბორის ელცინს მიეცა.
და საერთოდ, ნატოს რა გარანტიებზე შეიძლება ვისაუბროთ, როცა ვხედავთ, რომ ბლოკის გენერალური მდივანი რამდენიმე დღის შემდეგ ივიწყებს საკუთარ სიტყვებს ბირთვულ რაკეტებზე. ამიტომ ახლა მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებებს, სკრუპულოზურად შემოხაზავს რა „წითელ ხაზებს“ და, თუ საჭირო გახდება, ხისტ სიმეტრიულ პასუხებსაც მიმართავს მათი დარღვევის შემთხვევაში.
დიახ, ამჟამად ძნელი წარმოსადგენია, რომ კოლექტიურ დასავლეთს, ამჟამად გაბატონებული ანტირუსული პარანოიის პირობებში, კონსტრუქციული დიალოგი შეუძლია. თუმცა ლუკაშენკოს ერთ-ერთმა ინტერვიუმ მაინც შეძლო შეეცვალა სტოლტენბერგის მიდგომა პოლონეთსა თუ ბალტიისპირეთის ქვეყნებში ბირთვული რაკეტების განლაგების იდეისადმი. არადა, რუსეთს შეუძლია უფრო შორს წავიდეს, თუ მის ეროვნული ინტერესების საფრთხე კიდევ უფრო რეალური გახდება. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ სხვა კონტინენტებზეც გვყავს მოკავშირეები. და ნატოს უჯობს, არ დაელოდოს ასეთსავე გამომაფხიზლებელ ინტერვიუებს ნიკარაგუის, ვენესუელისა თუ კუბის პრეზიდენტებისგან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს