https://sputnik-georgia.com/20211021/ra-moxdeba-tu-ukraina-natosi-seva-261369556.html
მოსაზრება: რა მოხდება, თუ უკრაინა ნატოში შევა
მოსაზრება: რა მოხდება, თუ უკრაინა ნატოში შევა
Sputnik საქართველო
ანდრეი კოცი 21.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-21T15:27+0400
2021-10-21T15:27+0400
2021-10-21T20:23+0400
რუსეთი
მოსაზრება
ანალიტიკა
მიმოხილვები
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/15/261369370_741:837:2781:1984_1920x0_80_0_0_9155c577d48b09b29239b67f63f970ae.jpg
ანდრეი კოცივაშინგტონი განაგრძობს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებას, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის დროს.პენტაგონის შეფის თქმით, აშშ-ის ხელმძღვანელობა სრულად უჭერს მხარს კიევის სწრაფვას ნატოსკენ და არავის აქვს უფლება, ამას წინააღმდეგობა გაუწიოს. მოსკოვში კი ამას წითელ ხაზად მიიჩნევენ. რით ემუქრება უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა რუსეთს?წითელი ხაზიოსტინის ვიზიტი უკრაინაში დიდი პომპეზურობით ჩატარდა. სახელმწიფო მედიასაშუალებები სიხარულს არ მალავდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ ნატოში შესვლის საკითხი უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია. მაგრამ პენტაგონის შეფი უკრაინელებს არაფერ კონკრეტულს არ დაპირებია − იყო მხოლოდ ზოგადი ფრაზები სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური სწრაფვის მხარდაჭერის, და ასევე ღია კარის შესახებ.მაგრამ ეს მხოლოდ თავაზიანობის გამო ვიზიტი არ ყოფილა. როდესაც ოსტინის თვითმფრინავი კიევის აეროდრომზე ჯდებოდა, შავ ზღვაზე, ყირიმის სანაპიროს თავზე დემონსტრაციულად გაიფრინა ორმა ამერიკულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა B-1-მა. გზავნილი უკიდურესად ნათელია: „ჩვენ თქვენს საზღვრებთან დიდი ხნით დავფუძნდით!“მიუხედავად იმისა, რომ არც ვაშინგტონი და არც ბრიუსელი უკრაინას ნატოში შესვლის გარანტიას არ აძლევენ, კრემლში მაინც ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ასეთ პერსპექტივას. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ეს უხეშად დაარღვევს რუსეთის ეროვნული ინტერესების წითელ ხაზებს. მოსკოვს „საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველაზე აქტიური ზომების მიღება მოუხდება“.უკრაინაში დაუყოვნებელი რეაქცია გამოავლინეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ განაცხადა, რომ კიევს ამ თემაზე მოსკოვის აზრი არ აღელვებს. ამაზე რუსმა სენატორმა ალექსეი პუშკოვმა უპასუხა, რომ ეს საკითხი, პირიქით, ძალიან აღელვებს აშშ-ის ნატოელ მოკავშირეებს ევროპაში, რომლებიც სულაც არ იწვიან ბირთვულ „დერჟავასთან“ ბრძოლის სურვილით ალიანსის ახალი წევრის გამო, რასაც არაფერი კარგი არ მოაქვს დასავლეთისთვის, გარდა პრობლემებისა.საბედნიეროდ, კონტინენტზე ბევრს არ აქვს იმის სურვილი, რომ თავისი ჯარისკაცები, კაცმა არ იცის რისთვის, სასიკვდილოდ გაგზავნოს. ექსპერტები აღიარებენ: უკრაინას უახლოეს მომავალში, დიდი ალბათობით, არ მიიღებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. როგორც РИА Новости-ს განუცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა, ლოიდ ოსტინს მხოლოდ კიევის ხელისუფლების დამშვიდება სურდა, რომელიც ალიანსის წევრობას უკვე ისტერიული ტონით მოითხოვს.ასეა თუ ისე, სრულიად მოსალოდნელია, რომ უკრაინა, შესაძლოა, არცთუ მალე, მაგრამ მაინც აღმოჩნდეს ნატოში. ამერიკელებმა ძალიან ბევრი დახარჯეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაზე, ისინი კი არასდროს არ დებენ ფულს მოგების შანსის გარეშე.დონბასის საკითხიექსპერტი დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, მის აღმოსავლეთ საზღვრებზე დაუყოვნებლივ გამოჩნდება დასავლური სადაზვერვო ტექნიკა, რომელსაც შეუძლია ურალამდე აკონტროლოს საჰაერო და სახმელეთო სიტუაცია. ამის შემდეგ ამერიკელები აქ განათავსებენ სარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტებს, საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტებს, რომლებსაც რუსეთის უდიდეს ქალაქებამდე მისაღწევად მინიმალური დრო დასჭირდებათ.„არ უნდა დაგვავიწყდეს დონბასის პრობლემაც, − აღნიშნა სივკოვმა. − მას შემდეგ, რაც უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, არაღიარებულ რესპუბლიკებთან უკვე შესაძლოა დასავლეთის ქვეყნების ჯარისკაცებმა იბრძოლონ. ასეთ შემთხვევაში ან დონბასისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს ელით სრული განადგურება, ან მათ რუსეთი ამოუდგება მხარში, რასაც ღია დაპირისპირება მოჰყვება დასავლეთთან“.ექსპერტის აზრით, ამ შემთხვევაში კრემლის ადეკვატური ზომა იქნება მეამბოხე რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება და მათი რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა, რასაც დასავლეთში ძალიან უფრთხიან. გარდა ამისა, საჭირო გახდება დასავლეთის საზღვრების კიდევ უფრო გაძლიერება.„ყოველ შემთხვევაში, უკრაინის ნატოში შესვლა ჩვენთვის სერიოზული საფრთხეა, რომლის იგნორირება აბსოლუტურად მიუღებელია“, − ხაზგასმით აღნიშნა სივკოვმა.წესები არ არსებობსდღეს უკრაინის ალიანსში შესვლის მთავარი დაბრკოლება დონბასში ომია. ორგანიზაციის წესდების თანახმად, იქ არ მიიღება სახელმწიფო, რომელსაც მოუგვარებელი ტერიტორიული, ეთნიკური თუ პოლიტიკური კონფლიქტები აქვს. ბრიუსელში სულელები არ სხედან, რომლებიც მზად არიან სხვათა ომში ჩაერთონ ოკეანის გაღმიდან მიღებულ სიგნალზე.მათ ესმით, რომ რაღაც ფორმალობა მაინც უნდა იყოს დაცული. მეორე მხრივ, ამას ხელი არ შეუშლია ალიანსის ქვეყნებისთვის, ეღიარებინათ კოსოვოს დამოუკიდებლობა საერთაშორისო სამართლის გვერდის ავლით. ისევე, როგორც ერაყში შეჭრისთვის − გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე.„ჩვენ დათმობებზე მივდივართ, მაგრამ დასავლეთი იმავეს არ გვიპასუხებს, − ამბობს სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის პროფესორი სერგეი სუდაკოვი. − ნატო შანტაჟს განაგრძობს. მათი ბოლო ნაბიჯი − ეს ჩვენი დიპლომატების გამოძევებაა ყველა იმ სტრუქტურიდან, რომლებიც რუსეთის ალიანსთან ურთიერთქმედებაზე აგებენ პასუხს. ცივი ომის წლებში ჩამოყალიბებული ურთიერთობების პრინციპები უკვე მოძველდა. დღეს მხოლოდ ძლიერის უფლება მოქმედებს. და, რა თქმა უნდა, უკრაინას ძალიან უნდა, რომ ძლიერთა სამყაროს მიეკედლოს“.პოლიტოლოგის აზრით, რუსეთს აუცილებლად ესაჭიროება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ფორმულირება, რომელიც მკაფიოდ გამიჯნავს, რა არის საფრთხე ქვეყნისთვის და რა − არა. რა შეიძლება ჩაითვალოს casus belli-დ და რა არ მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. ომის პირდაპირი საბაბი უკრაინის ნატოში მიღების შემდეგ, მისი ვარაუდით, შესაძლოა გახდეს ამერიკული „ტომაჰავკების“ განთავსება რუსეთის საზღვრებთან.„ჩვენ უკანასკნელ მომენტამდე არ გვეცოდინება, რა საბრძოლო ნაწილით არიან ისინი აღჭურვილი, − განმარტავს სუდაკოვი. − ეს შეიძლება იყოს სტანდარტული, ფუგასური ან ბირთვული. რამდენიმე ათასი „ტომაჰავკის“ ზალპის შეკავება უკიდურესად რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საუკეთესო, მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა გვაქვს მსოფლიოში“.აშკარაა, რომ სიტუაციის სერიოზულობას კარგად აცნობიერებენ ზნამენკაზე: დასავლეთის სამხედრო ოკრუგის ჯარები რეგულარულად ატარებენ სწავლებასა და საკომანდო-საშტაბო მანევრებს, რომელთა ძირითადი ლეგენდა – დასავლეთიდან თავდასხმისგან თავდაცვაა.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20211012/amerikuli-iarari-ukrainasi-260472055.html
https://sputnik-georgia.com/20211007/cavusorlus-gancxadeba-saqartvelosa-daukrainis-natosi-sesvlastan-dakavsirebit-260313459.html
https://sputnik-georgia.com/20210921/rapid-trident-2021-259770813.html
https://sputnik-georgia.com/20210823/ukraia-evrikavSiris-asicirebis-xelSekruleba-ra-moutana-aman-ukrainas-252653662.html
https://sputnik-georgia.com/20211020/steadfast-noon-2021-261328409.html
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/15/261369370_159:0:2890:2048_1920x0_80_0_0_7ad7528133ec222d705763b7e90b90df.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, უკრაინა
რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, უკრაინა
ვაშინგტონი განაგრძობს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებას, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის დროს.
პენტაგონის შეფის თქმით, აშშ-ის ხელმძღვანელობა სრულად უჭერს მხარს კიევის სწრაფვას ნატოსკენ და არავის აქვს უფლება, ამას წინააღმდეგობა გაუწიოს. მოსკოვში კი ამას წითელ ხაზად მიიჩნევენ. რით ემუქრება უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა რუსეთს?
ოსტინის ვიზიტი უკრაინაში დიდი პომპეზურობით ჩატარდა. სახელმწიფო მედიასაშუალებები სიხარულს არ მალავდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ ნატოში შესვლის საკითხი უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია. მაგრამ პენტაგონის შეფი უკრაინელებს არაფერ კონკრეტულს არ დაპირებია − იყო მხოლოდ ზოგადი ფრაზები სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური სწრაფვის მხარდაჭერის, და ასევე ღია კარის შესახებ.
მაგრამ ეს მხოლოდ თავაზიანობის გამო ვიზიტი არ ყოფილა. როდესაც ოსტინის თვითმფრინავი კიევის აეროდრომზე ჯდებოდა, შავ ზღვაზე, ყირიმის სანაპიროს თავზე დემონსტრაციულად გაიფრინა ორმა ამერიკულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა B-1-მა. გზავნილი უკიდურესად ნათელია: „ჩვენ თქვენს საზღვრებთან დიდი ხნით დავფუძნდით!“
მიუხედავად იმისა, რომ არც ვაშინგტონი და არც ბრიუსელი უკრაინას ნატოში შესვლის გარანტიას არ აძლევენ, კრემლში მაინც ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ასეთ პერსპექტივას. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ეს უხეშად დაარღვევს რუსეთის ეროვნული ინტერესების წითელ ხაზებს. მოსკოვს „საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველაზე აქტიური ზომების მიღება მოუხდება“.
უკრაინაში დაუყოვნებელი რეაქცია გამოავლინეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ განაცხადა, რომ კიევს ამ თემაზე მოსკოვის აზრი არ აღელვებს. ამაზე რუსმა სენატორმა ალექსეი პუშკოვმა უპასუხა, რომ ეს საკითხი, პირიქით, ძალიან აღელვებს აშშ-ის ნატოელ მოკავშირეებს ევროპაში, რომლებიც სულაც არ იწვიან ბირთვულ „დერჟავასთან“ ბრძოლის სურვილით ალიანსის ახალი წევრის გამო, რასაც არაფერი კარგი არ მოაქვს დასავლეთისთვის, გარდა პრობლემებისა.
საბედნიეროდ, კონტინენტზე ბევრს არ აქვს იმის სურვილი, რომ თავისი ჯარისკაცები, კაცმა არ იცის რისთვის, სასიკვდილოდ გაგზავნოს. ექსპერტები აღიარებენ: უკრაინას უახლოეს მომავალში, დიდი ალბათობით, არ მიიღებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. როგორც РИА Новости-ს განუცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა, ლოიდ ოსტინს მხოლოდ კიევის ხელისუფლების დამშვიდება სურდა, რომელიც ალიანსის წევრობას უკვე ისტერიული ტონით მოითხოვს.
ასეა თუ ისე, სრულიად მოსალოდნელია, რომ უკრაინა, შესაძლოა, არცთუ მალე, მაგრამ მაინც აღმოჩნდეს ნატოში. ამერიკელებმა ძალიან ბევრი დახარჯეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაზე, ისინი კი არასდროს არ დებენ ფულს მოგების შანსის გარეშე.
„უკრაინა რუსეთისთვის ნამდვილად არის ის წითელი ხაზი, რომლის მიღმაც ნატო არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გატარდეს, − აღნიშნა РИА Новости-სთან საუბრისას სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა კონსტანტინ სივკოვმა. − მიზეზი მარტივია: უკრაინელი ხალხი ეთნიკურად რუსების იდენტურია. ქვეყნის ნატოში შესვლა სრულფასოვანი სამოქალაქო ომის წინაპირობას შექმნის. ეს აშშ-სთვის უკიდურესად ხელსაყრელი იქნებოდა. პენტაგონი უკვე აყალიბებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან პირველი ეშელონის ჯარებს, რომლებიც, რუსეთის ალიანსთან კონფლიქტის შემთხვევაში, ავანგარდში წავლენ და პირველები დაიღუპებიან. როგორც იტყვიან, ვაშინგტონი მზადაა ეომოს მოსკოვს ბოლო უკრაინელამდე“.
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, მის აღმოსავლეთ საზღვრებზე დაუყოვნებლივ გამოჩნდება დასავლური სადაზვერვო ტექნიკა, რომელსაც შეუძლია ურალამდე აკონტროლოს საჰაერო და სახმელეთო სიტუაცია. ამის შემდეგ ამერიკელები აქ განათავსებენ სარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტებს, საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტებს, რომლებსაც რუსეთის უდიდეს ქალაქებამდე მისაღწევად მინიმალური დრო დასჭირდებათ.
„არ უნდა დაგვავიწყდეს დონბასის პრობლემაც, − აღნიშნა სივკოვმა. − მას შემდეგ, რაც უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, არაღიარებულ რესპუბლიკებთან უკვე შესაძლოა დასავლეთის ქვეყნების ჯარისკაცებმა იბრძოლონ. ასეთ შემთხვევაში ან დონბასისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს ელით სრული განადგურება, ან მათ რუსეთი ამოუდგება მხარში, რასაც ღია დაპირისპირება მოჰყვება დასავლეთთან“.
21 სექტემბერი 2021, 14:56
ექსპერტის აზრით, ამ შემთხვევაში კრემლის ადეკვატური ზომა იქნება მეამბოხე რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება და მათი რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა, რასაც დასავლეთში ძალიან უფრთხიან. გარდა ამისა, საჭირო გახდება დასავლეთის საზღვრების კიდევ უფრო გაძლიერება.
„ყოველ შემთხვევაში, უკრაინის ნატოში შესვლა ჩვენთვის სერიოზული საფრთხეა, რომლის იგნორირება აბსოლუტურად მიუღებელია“, − ხაზგასმით აღნიშნა სივკოვმა.
დღეს უკრაინის ალიანსში შესვლის მთავარი დაბრკოლება დონბასში ომია. ორგანიზაციის წესდების თანახმად, იქ არ მიიღება სახელმწიფო, რომელსაც მოუგვარებელი ტერიტორიული, ეთნიკური თუ პოლიტიკური კონფლიქტები აქვს. ბრიუსელში სულელები არ სხედან, რომლებიც მზად არიან სხვათა ომში ჩაერთონ ოკეანის გაღმიდან მიღებულ სიგნალზე.
მათ ესმით, რომ რაღაც ფორმალობა მაინც უნდა იყოს დაცული. მეორე მხრივ, ამას ხელი არ შეუშლია ალიანსის ქვეყნებისთვის, ეღიარებინათ კოსოვოს დამოუკიდებლობა საერთაშორისო სამართლის გვერდის ავლით. ისევე, როგორც ერაყში შეჭრისთვის − გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე.
„ჩვენ დათმობებზე მივდივართ, მაგრამ დასავლეთი იმავეს არ გვიპასუხებს, − ამბობს სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის პროფესორი სერგეი სუდაკოვი. − ნატო შანტაჟს განაგრძობს. მათი ბოლო ნაბიჯი − ეს ჩვენი დიპლომატების გამოძევებაა ყველა იმ სტრუქტურიდან, რომლებიც რუსეთის ალიანსთან ურთიერთქმედებაზე აგებენ პასუხს. ცივი ომის წლებში ჩამოყალიბებული ურთიერთობების პრინციპები უკვე მოძველდა. დღეს მხოლოდ ძლიერის უფლება მოქმედებს. და, რა თქმა უნდა, უკრაინას ძალიან უნდა, რომ ძლიერთა სამყაროს მიეკედლოს“.
პოლიტოლოგის აზრით, რუსეთს აუცილებლად ესაჭიროება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ფორმულირება, რომელიც მკაფიოდ გამიჯნავს, რა არის საფრთხე ქვეყნისთვის და რა − არა. რა შეიძლება ჩაითვალოს casus belli-დ და რა არ მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. ომის პირდაპირი საბაბი უკრაინის ნატოში მიღების შემდეგ, მისი ვარაუდით, შესაძლოა გახდეს ამერიკული „ტომაჰავკების“ განთავსება რუსეთის საზღვრებთან.
„ჩვენ უკანასკნელ მომენტამდე არ გვეცოდინება, რა საბრძოლო ნაწილით არიან ისინი აღჭურვილი, − განმარტავს სუდაკოვი. − ეს შეიძლება იყოს სტანდარტული, ფუგასური ან ბირთვული. რამდენიმე ათასი „ტომაჰავკის“ ზალპის შეკავება უკიდურესად რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საუკეთესო, მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა გვაქვს მსოფლიოში“.
აშკარაა, რომ სიტუაციის სერიოზულობას კარგად აცნობიერებენ ზნამენკაზე: დასავლეთის სამხედრო ოკრუგის ჯარები რეგულარულად ატარებენ სწავლებასა და საკომანდო-საშტაბო მანევრებს, რომელთა ძირითადი ლეგენდა – დასავლეთიდან თავდასხმისგან თავდაცვაა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს