https://sputnik-georgia.com/20210823/ukraia-evrikavSiris-asicirebis-xelSekruleba-ra-moutana-aman-ukrainas-252653662.html
პოლიტიკური და საკრედიტო კაბალა: რა მოუტანა უკრაინას ევროკავშირთან ასოცირებამ
პოლიტიკური და საკრედიტო კაბალა: რა მოუტანა უკრაინას ევროკავშირთან ასოცირებამ
Sputnik საქართველო
24 აგვისტოს უკრაინა ფართოდ აღნიშნავს დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავს — ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტს სწორედ 1991 წლის ამ დღეს მოეწერა ხელი. 23.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-23T16:02+0400
2021-08-23T16:02+0400
2021-08-23T20:55+0400
მოსაზრება
ანალიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/06/252522883_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_3f03a8a7a32b72568ecafdf56a45f515.jpg
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შენიშნა თავის სტატიაში, უკრაინის დამოუკიდებლობა — ეს იყო ელიტების მცდელობა, მოწყვეტოდნენ რუსეთს „პატარა გუბურაში დიდ თევზად“ ქცევის მიზნით, ამისთვის მოიგონეს ხელოვნური კონცეფცია „უკრაინა რუსეთი არ არის“.როგორ იქცა კიევი დასავლეთის ხელში მარიონეტად რუსეთთან დაპირისპირებაში და რა მოუტანა კიევს ევროკავშირთან ასოცირებამ?ევროპის დერეფნებშიუკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაცია შეიცავს თავს, სადაც ქვეყანა „აცხადებს თავის განზრახვას, გახდეს მომავალში მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფო, რომელიც არ მონაწილეობს სამხედრო ბლოკებში“. ეს ნორმა არ მუშაობს, აცხადებს ექსპერტი გევორქ მირზაიანი.„უკრაინელები თავს დასავლეთის ნაწილად ხედავენ, თუმცა არანაირი დასავლეთის ნაწილი არ არიან და არც არასდროს იქნებიან, ვინაიდან მათ მომავალშიც ევროკავშირისა და, დიდი ალბათობით, ნატოს დერეფნებშიც გააჩერებენ“, — მიაჩნია პოლიტოლოგს.კონცეფცია „ანტირუსეთის“ ფარგლებში კიევმა ნატოსთან დაახლოებაზე აიღო დამაჯერებელი კურსი: 1997 წლის 9 ივლისს ნატომ და უკრაინამ ხელი მოაწერეს „ქარტიას განსაკუთრებული პარტნიორობის შესახებ“. 2005-2006 წლებიდან უკრაინა ყოველწლიურად მონაწილეობს ნატოს ხუთ-ექვს სამხედრო წვრთნაში, ძირითადად შავ ზღვაზე. ბოლო მათგანი — Dive-2021 5 აგვისტოს ჩატარდა.კიევის დრეიფი ევროკავშირისკენპეტრო პოროშენკოს დროს „ვერხოვნა რადას“ გადაწყვეტილებით უკრაინის კონსტიტუციაში შევიდა დებულებები, რომელიც განამტკიცებდა მის „ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს“ — ანუ ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში. თუ 2013 წლამდე უკრაინა კიდევ ინარჩუნებდა დამოუკიდებელი ქვეყნის სახეს, „ევრომაიდნის“ შემდეგ უკრაინის სახელმწიფოს მარიონეტული ხასიათი აშკარა გახდა.როგორც ინტეგრაციის პერსპექტივების შემსწავლელი ცენტრის დირექტორი სერგეი რეკედა ამბობს, „მაიდნამდე“ უკრაინას პრობლემების მთელი კომპლექსი ჰქონდა. ვიქტორ იანუკოვიჩი ძალის ორ ცენტრს შორის ლავირებდა და იმედოვნებდა, რომ მოიგებდა.„იანუკოვიჩი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბრიუსელთან. სწორედ ბრიუსელი ახორციელებდა ჩართულობის ტაქტიკას, რისი კეთებაც მერე ბელარუსის მიმართ დაიწყეს. ჩართულობის ტაქტიკა — ეს ნიშნავს უკრაინაზე კონტროლის დამყარებას არა რეჟიმის შეცვლის, არამედ მოქმედი რეჟიმის ევროკავშირისთვის დაქვემდებარების გზით“, — ამბობს ექსპერტი.ეს ტაქტიკა მკაფიოდ გამოიკვეთა „ფიულეს სიის“ ისტორიაშიც, რომელიც კიევისადმი ბრიუსელის მოთხოვნებს შეიცავდა რეფორმების კუთხით. შედეგად – რეფორმები არ შესრულდა, ასოცირებაზე შეთანხმება კი მაინც დაიდო.მაგრამ ჩართულობის ტაქტიკა სწრაფად გადაფორმატდა რეჟიმის შეცვლის ფორმატში მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩი რუსეთისგან ფინანსური დახმარების მიღებას დათანხმდა. ხელისუფლებაში მაშინვე მიიყვანეს პოლიტიკოსები, რომლებიც ლოაილურები იყვნენ ძალის დასავლური ცენტრის მიმართ.„მაიდნის შემდეგ ეს პოლიტიკოსები ხელისუფლებაში შეიყვანეს და ისინიც თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ უზრუნველყოფდნენ კიევის კონტროლირებად სტატუსს 2014-ის მომდევნო წლებში“, — მიაჩნია რეკედას.ამის ნათელ მაგალითებად გამოდგება: გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის „შუამავლობა“ იანუკოვიჩისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში 2014 წლის თებერვალში; „დერკაჩის ფირები“, რომლებზეც ბაიდენი ბრძანებებს აძლევს პროშენკოს; კანონი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომლის თანახმადაც მოსამართლეების დანიშვნისას გადამწყვეტი ხმა „უცხოელ ექსპერტებს“ ენიჭებათ.მასშტაბური მანიპულაციაუკრაინელების მიერ ესოდენ მოსალოდნელი (თითქოს) შეთანხმება უკრაიანასა და ევროკავშირს შორის ძალაში მხოლოდ 2017 წელს შევიდა, „ღირსების რევოლუციის“ დაწყებიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ.ექსპერტ მირზაიანის თქმით, იანუკოვიჩის დროს ასოცირების შეთანხმებას ბიზნესმენები და მრეწველები ეწინააღმდეგებოდნენ, რომლებსაც ესმოდათ, რომ დოკუმენტის გაფორმებას ქვეყნის საწარმოების გაკოტრება მოჰყვებოდა.„ასოცირების ხელშეკრულების არსი ის იყო, რომ უკრაინა სრულად იღებოდა ევროპული საქონლისთვის, სანაცვლოდ კი მცირე წილს იღებდა ევროპულ ბაზარზე, თანაც მთელი საწარმოო ძალების სერიოზული სასერტიფიკაციო განახლების შემდეგ, რისთვისაც ქვეყანას ფული არ ჰქონდა. მაშინ იანუკოვიჩმა დროებით უარი თქვა შეთანხმებაზე ხელმოწერაზე მანამ, სანამ მას არ გადახედავდნენ“, — ამბობს პოლიტოლოგი. „სამწლიანი დაყოვნება იმას უკავშირდება, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებას ცდილობდა, იმიტომ რომ ერთი საქმეა მაიდანზე ყვირილი – „ევროპაში გვინდა, ყველაფერს ხელს მოვაწერთ!“ და სულ სხვაა უკვე უშუალოდ ხელმოწერა იმაზე, რაც უკრაინის ოლიგარქატის ინტერესებს აზიანებს“, — ამატებს მირზაიანი.რეკედას თქმით, ასოცირების შეთანხმებას ხელი პოლიტიკური მიზნებით მოეწერა და ეკონომიკური ეფექტი არ ჰქონია. მაგალითად, კიევს არ ჰქონდა წვდომა ევროპულ გათანაბრების ფონდებთან, რომლებიც ევროკავშირის ჩამორჩენილი აღმოსავლური ქვეყნებისთვის შეიქმნა.ამასთან უკრაინის წვდომა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონაზე შეზღუდული იყო მკაცრი კვოტებით და უკრაინელ მეწარმეებს ევროკავშირისთვის უბაჟოდ მხოლოდ გარკვეული რაოდენობის საქონლის მიწოდება შეეძლოთ. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელსაც ასოცირება მოიცავდა — უვიზო რეჟიმი იყო.ერთადერთი, რაც უკრაინელებმა მიიღეს, ის იყო, რომ თავისუფლად შედიოდნენ ევროკავშირში როგორც ტურისტები, მერე კი ცდილობდნენ არალეგალურად ემუშავათ ევროპაში.„რაც ამ ასოცირებამ უკრაინას მისცა — ეს წმიდად ფსიქოლოგიური უფლებაა, რომ ისინი ევროკავშირს უფრო დაუახლოვდნენ, და არანაირი ფაქტობრივი საქმეებით ის განმტკიცებული არ ყოფილა“, — ხაზს უსვამს პოლიტოლოგი.რეკედას შედარებისთვის მოჰყავს სომხეთის მაგალითი. 2013 წელს ერევანი ასევე აწარმოებდა მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ, თუმცა იმავე 2013 წლის სექტემბერში განაცხადეს, ევრაზიულ კავშირს ვუერთდებითო. ამის შემდეგ სომხეთმა ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ღრმა შეთანხმებას მოაწერა ხელი.„ეს შეთანხმება ბევრი პუნქტით ევროკავშირთან ასოცირების შემოკლებული ვარიანტია. სომხეთმა ფაქტობრივად დაანახა უკრაინას ალტერნატივა, როცა შეიძლება იყო ევრაზიული კავშირის სრულფასოვანი წევრი და ამ პარტნიორობით ეკონომიკური სარგებელი მიიღო ევრაზიული სივრციდან, ამასთან ერთად კი გააღრმავო და განავითარო ევროკავშირთან ურთიერთობები იმ მომენტებში, რომლებშიც ეს ევრაზიული კავშირის სამართლებრივ ბაზას არ ეწინააღმდეგება“, — ამბობს რეკედა.არდაბრუნების წერტილიევროკავშირთან ასოცირებას უკრაინისთვის არაფერი მოუტანია, გარდა პოლიტიკური და საკრედიტო კაბალისა. ამასთან, ცდილობდა რა, დაერღვია რუსეთთან ეკონომიკური კავშირები, უკრაინამ თავი პრაქტიკულად სრულად დამოკიდებული გაიხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარებებისგან. მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ზელენსკის ოფისმა განაცხადა, რომ 2020 წელს დამტკიცებული პროგრამა Stand by-ს ფარგლებში სსფ მზადაა გამოუყოს ქვეყანას მორიგი ტრანში 2,7 მლრდ დოლარზე მეტი ოდენობით — „უფასოდ და დამატებითი პირობების გარეშე“. მაგრამ ეს ტრანში სსფ-ის დახმარების ნაწილია ყველა ქვეყნისთვის პოსტპანდემიური განვითარებისთვის და უკრაინას არ აქვს არანაირი უპირატესობა მისი მიღების თვალსაზრისით.ამასთან, პირველი ტრანშის შეთანხმების მომენტისთვის (2020 წლის 10 ივნისისთვის) კიევს ევროკავშირისა და სსფ-ის მოთხოვნით უკვე შესრულებული ჰქონდა შემდეგი: მიიღო კანონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გაყიდვის შესახებ; დე ფაქტო გადასცა სსფ-ს კონტროლი უკრაინის ეროვნულ ბანკზე და ნაწილობრივ გაიყვანა კიდეც იგი უკრაინის სამართლებრივი სივრციდან; შემოიღო სერიოზული საგადასახადო შეღავათები საერთაშორისო ფინანსური სპეკულანტებისა და მრავალეროვნული კომპანიების ინტერესებიდან გამომდინარე, აღმოფხვრა რა დაბრკოლებები ქვეყნიდან სახსრების გატანისთვის.„სანამ რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობები მიმდინარე მდგომარეობაშია ან დეგრადირდება, უკრაინაში არანაირი პოზიტიური ცვლილებები არ მოხდება. ეკონომიკა კვლავაც დაიშლება, მოსახლეობის ცხოვრების დონე მინიმალურად იქნება შენარჩუნებული, ხოლო მდიდრებსა და ღარიბებს შორის სხვაობა გაიზრდება“, — პროგნოზირებს რეკედა.უკრაინა — ეს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობის აბსოლუტური ფიქციაა, მიაჩნია ექსპერტს. ამჟამინდელ საერთაშორისო ვითარებაში კიევისა და მოსკოვის ურთიერთობების რეანიმაცია შეუძლებელია. მისი თქმით, უკრაინის კრიზისი იყო შედეგი „რუსეთისა და დასავლეთის ისედაც გაუარესებული ურთიერთობებისა“.რეკედა ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დასავლეთში უკრაინის აქტიურ მხარდაჭერაზე უარს იტყვიან საკუთარი პრობლემების გამო, კიევი მაინც ვერ შეძლებს გადახედოს რუსეთთან ურთიერთობებს.„უკრაინის შემთხვევაში არდაბრუნების წერტილი გავლილია. ის ვერ შეძლებს ავტომატურად გადაორიენტირდეს რუსეთზე, თუნდაც იმის გამო, რომ თითქმის ათწლეულის განმავლობაში იქ რუსოფობიული განწყობების სისტემური კულტივაცია მიმდინარეობს. არსებობს უკრაინელების თაობა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რუსეთი მოძმე სახელმწიფო არ არის, რომ ჩვენ სრულიად სხვადასხვა ხალხები ვართ — განსხვავებული ფასეულობებით, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ყველა პრობლემა, რომლებიც ახლა უკრაინას აქვს, ჩვენ გამოვიწვიეთ“, — განმარტავს რეკედა.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20210823/natalia-nikonorovas-interviu-donbasisa-dakievis-Temaze-252652175.html
https://sputnik-georgia.com/20210822/zaxarova-yirimis-platformis-monawileebis-poziciebs-davafiqsirebT-252643531.html
https://sputnik-georgia.com/20210820/mixail-xazini-ukrainis-elita-qveyanaze-ar-fiqrobs-252635536.html
https://sputnik-georgia.com/20210820/ratom-ver-axerxebs-xelisufleba-ukrainis-stabilurobis-uzrunvelyofas-252635313.html
https://sputnik-georgia.com/20210820/ukrainuli-gakveTilebi-postsabWoTa-sivrcisTvis-252634762.html
https://sputnik-georgia.com/20210819/sadamde-miiyvana-kievi-antirurlma-politikam-252623356.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/06/252522883_233:0:2964:2048_1920x0_80_0_0_c39d3e1e77f5945c4854feb8a8573b35.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მოსაზრება, ანალიტიკა
პოლიტიკური და საკრედიტო კაბალა: რა მოუტანა უკრაინას ევროკავშირთან ასოცირებამ
16:02 23.08.2021 (განახლებულია: 20:55 23.08.2021) 24 აგვისტოს უკრაინა ფართოდ აღნიშნავს დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავს — ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტს სწორედ 1991 წლის ამ დღეს მოეწერა ხელი.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შენიშნა თავის
სტატიაში, უკრაინის დამოუკიდებლობა — ეს იყო ელიტების მცდელობა, მოწყვეტოდნენ რუსეთს „პატარა გუბურაში დიდ თევზად“ ქცევის მიზნით, ამისთვის მოიგონეს ხელოვნური კონცეფცია „უკრაინა რუსეთი არ არის“.
როგორ იქცა კიევი დასავლეთის ხელში მარიონეტად რუსეთთან დაპირისპირებაში და რა მოუტანა კიევს ევროკავშირთან ასოცირებამ?
უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაცია შეიცავს თავს, სადაც ქვეყანა „აცხადებს თავის განზრახვას, გახდეს მომავალში მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფო, რომელიც არ მონაწილეობს სამხედრო ბლოკებში“. ეს ნორმა არ მუშაობს, აცხადებს ექსპერტი გევორქ მირზაიანი.
„უკრაინელები თავს დასავლეთის ნაწილად ხედავენ, თუმცა არანაირი დასავლეთის ნაწილი არ არიან და არც არასდროს იქნებიან, ვინაიდან მათ მომავალშიც ევროკავშირისა და, დიდი ალბათობით, ნატოს დერეფნებშიც გააჩერებენ“, — მიაჩნია პოლიტოლოგს.
კონცეფცია „ანტირუსეთის“ ფარგლებში კიევმა ნატოსთან დაახლოებაზე აიღო დამაჯერებელი კურსი: 1997 წლის 9 ივლისს ნატომ და უკრაინამ ხელი მოაწერეს „ქარტიას განსაკუთრებული პარტნიორობის შესახებ“. 2005-2006 წლებიდან უკრაინა ყოველწლიურად მონაწილეობს ნატოს ხუთ-ექვს სამხედრო წვრთნაში, ძირითადად შავ ზღვაზე. ბოლო მათგანი — Dive-2021 5 აგვისტოს ჩატარდა.
კიევის დრეიფი ევროკავშირისკენ
პეტრო პოროშენკოს დროს „ვერხოვნა რადას“ გადაწყვეტილებით უკრაინის კონსტიტუციაში შევიდა დებულებები, რომელიც განამტკიცებდა მის „ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს“ — ანუ ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში. თუ 2013 წლამდე უკრაინა კიდევ ინარჩუნებდა დამოუკიდებელი ქვეყნის სახეს, „ევრომაიდნის“ შემდეგ უკრაინის სახელმწიფოს მარიონეტული ხასიათი აშკარა გახდა.
როგორც ინტეგრაციის პერსპექტივების შემსწავლელი ცენტრის დირექტორი სერგეი რეკედა ამბობს, „მაიდნამდე“ უკრაინას პრობლემების მთელი კომპლექსი ჰქონდა. ვიქტორ იანუკოვიჩი ძალის ორ ცენტრს შორის ლავირებდა და იმედოვნებდა, რომ მოიგებდა.
„იანუკოვიჩი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბრიუსელთან. სწორედ ბრიუსელი ახორციელებდა ჩართულობის ტაქტიკას, რისი კეთებაც მერე ბელარუსის მიმართ დაიწყეს. ჩართულობის ტაქტიკა — ეს ნიშნავს უკრაინაზე კონტროლის დამყარებას არა რეჟიმის შეცვლის, არამედ მოქმედი რეჟიმის ევროკავშირისთვის დაქვემდებარების გზით“, — ამბობს ექსპერტი.
ეს ტაქტიკა მკაფიოდ გამოიკვეთა „ფიულეს სიის“ ისტორიაშიც, რომელიც კიევისადმი ბრიუსელის მოთხოვნებს შეიცავდა რეფორმების კუთხით. შედეგად – რეფორმები არ შესრულდა, ასოცირებაზე შეთანხმება კი მაინც დაიდო.
„ბრიუსელმა უარი არ უთხრა კიევს. შეთანხმებაზე ხელმოწერა ბრიუსელისთვის კიევის ევროკავშირისკენ თანდათანობით დრეიფს ნიშნავდა. იანუკოვიჩიც იყო დაინტერესებული იმით, რომ არანაირი რეფორმები არ გატარებულიყო“, — განმარტავს რეკედა.
მაგრამ ჩართულობის ტაქტიკა სწრაფად გადაფორმატდა რეჟიმის შეცვლის ფორმატში მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩი რუსეთისგან ფინანსური დახმარების მიღებას დათანხმდა. ხელისუფლებაში მაშინვე მიიყვანეს პოლიტიკოსები, რომლებიც ლოაილურები იყვნენ ძალის დასავლური ცენტრის მიმართ.
„მაიდნის შემდეგ ეს პოლიტიკოსები ხელისუფლებაში შეიყვანეს და ისინიც თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ უზრუნველყოფდნენ კიევის კონტროლირებად სტატუსს 2014-ის მომდევნო წლებში“, — მიაჩნია რეკედას.
ამის ნათელ მაგალითებად გამოდგება: გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის „შუამავლობა“ იანუკოვიჩისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში 2014 წლის თებერვალში; „დერკაჩის ფირები“, რომლებზეც ბაიდენი ბრძანებებს აძლევს პროშენკოს; კანონი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომლის თანახმადაც მოსამართლეების დანიშვნისას გადამწყვეტი ხმა „უცხოელ ექსპერტებს“ ენიჭებათ.
უკრაინელების მიერ ესოდენ მოსალოდნელი (თითქოს) შეთანხმება უკრაიანასა და ევროკავშირს შორის ძალაში მხოლოდ 2017 წელს შევიდა, „ღირსების რევოლუციის“ დაწყებიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ.
ექსპერტ მირზაიანის თქმით, იანუკოვიჩის დროს ასოცირების შეთანხმებას ბიზნესმენები და მრეწველები ეწინააღმდეგებოდნენ, რომლებსაც ესმოდათ, რომ დოკუმენტის გაფორმებას ქვეყნის საწარმოების გაკოტრება მოჰყვებოდა.
„ასოცირების ხელშეკრულების არსი ის იყო, რომ უკრაინა სრულად იღებოდა ევროპული საქონლისთვის, სანაცვლოდ კი მცირე წილს იღებდა ევროპულ ბაზარზე, თანაც მთელი საწარმოო ძალების სერიოზული სასერტიფიკაციო განახლების შემდეგ, რისთვისაც ქვეყანას ფული არ ჰქონდა. მაშინ იანუკოვიჩმა დროებით უარი თქვა შეთანხმებაზე ხელმოწერაზე მანამ, სანამ მას არ გადახედავდნენ“, — ამბობს პოლიტოლოგი.
„სამწლიანი დაყოვნება იმას უკავშირდება, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებას ცდილობდა, იმიტომ რომ ერთი საქმეა მაიდანზე ყვირილი – „ევროპაში გვინდა, ყველაფერს ხელს მოვაწერთ!“ და სულ სხვაა უკვე უშუალოდ ხელმოწერა იმაზე, რაც უკრაინის ოლიგარქატის ინტერესებს აზიანებს“, — ამატებს მირზაიანი.
რეკედას თქმით, ასოცირების შეთანხმებას ხელი პოლიტიკური მიზნებით მოეწერა და ეკონომიკური ეფექტი არ ჰქონია. მაგალითად, კიევს არ ჰქონდა წვდომა ევროპულ გათანაბრების ფონდებთან, რომლებიც ევროკავშირის ჩამორჩენილი აღმოსავლური ქვეყნებისთვის შეიქმნა.
ამასთან უკრაინის წვდომა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონაზე შეზღუდული იყო მკაცრი კვოტებით და უკრაინელ მეწარმეებს ევროკავშირისთვის უბაჟოდ მხოლოდ გარკვეული რაოდენობის საქონლის მიწოდება შეეძლოთ.
მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელსაც ასოცირება მოიცავდა — უვიზო რეჟიმი იყო.
„უვიზო რეჟიმი მასშტაბური მანიპულაცია აღმოჩნდა, ვინაიდან ის არ აძლევდა უკრაინელებს ევროკავშირში მუშაობის უფლებას, მხოლოდ ტურისტული მიზნებით მოგზაურობას მოიაზრებდა ევროკავშირის შიგნით“, — ამბობს რეკედა.
ერთადერთი, რაც უკრაინელებმა მიიღეს, ის იყო, რომ თავისუფლად შედიოდნენ ევროკავშირში როგორც ტურისტები, მერე კი ცდილობდნენ არალეგალურად ემუშავათ ევროპაში.
„რაც ამ ასოცირებამ უკრაინას მისცა — ეს წმიდად ფსიქოლოგიური უფლებაა, რომ ისინი ევროკავშირს უფრო დაუახლოვდნენ, და არანაირი ფაქტობრივი საქმეებით ის განმტკიცებული არ ყოფილა“, — ხაზს უსვამს პოლიტოლოგი.
რეკედას შედარებისთვის მოჰყავს სომხეთის მაგალითი. 2013 წელს ერევანი ასევე აწარმოებდა მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ, თუმცა იმავე 2013 წლის სექტემბერში განაცხადეს, ევრაზიულ კავშირს ვუერთდებითო. ამის შემდეგ სომხეთმა ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ღრმა შეთანხმებას მოაწერა ხელი.
„ეს შეთანხმება ბევრი პუნქტით ევროკავშირთან ასოცირების შემოკლებული ვარიანტია. სომხეთმა ფაქტობრივად დაანახა უკრაინას ალტერნატივა, როცა შეიძლება იყო ევრაზიული კავშირის სრულფასოვანი წევრი და ამ პარტნიორობით ეკონომიკური სარგებელი მიიღო ევრაზიული სივრციდან, ამასთან ერთად კი გააღრმავო და განავითარო ევროკავშირთან ურთიერთობები იმ მომენტებში, რომლებშიც ეს ევრაზიული კავშირის სამართლებრივ ბაზას არ ეწინააღმდეგება“, — ამბობს რეკედა.
ევროკავშირთან ასოცირებას უკრაინისთვის არაფერი მოუტანია, გარდა პოლიტიკური და საკრედიტო კაბალისა. ამასთან, ცდილობდა რა, დაერღვია რუსეთთან ეკონომიკური კავშირები, უკრაინამ თავი პრაქტიკულად სრულად დამოკიდებული გაიხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარებებისგან.
მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ზელენსკის ოფისმა განაცხადა, რომ 2020 წელს დამტკიცებული პროგრამა Stand by-ს ფარგლებში სსფ მზადაა გამოუყოს ქვეყანას მორიგი ტრანში 2,7 მლრდ დოლარზე მეტი ოდენობით — „უფასოდ და დამატებითი პირობების გარეშე“. მაგრამ ეს ტრანში სსფ-ის დახმარების ნაწილია ყველა ქვეყნისთვის პოსტპანდემიური განვითარებისთვის და უკრაინას არ აქვს არანაირი უპირატესობა მისი მიღების თვალსაზრისით.
ამასთან, პირველი ტრანშის შეთანხმების მომენტისთვის (2020 წლის 10 ივნისისთვის) კიევს ევროკავშირისა და სსფ-ის მოთხოვნით უკვე შესრულებული ჰქონდა შემდეგი: მიიღო კანონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გაყიდვის შესახებ; დე ფაქტო გადასცა სსფ-ს კონტროლი უკრაინის ეროვნულ ბანკზე და ნაწილობრივ გაიყვანა კიდეც იგი უკრაინის სამართლებრივი სივრციდან; შემოიღო სერიოზული საგადასახადო შეღავათები საერთაშორისო ფინანსური სპეკულანტებისა და მრავალეროვნული კომპანიების ინტერესებიდან გამომდინარე, აღმოფხვრა რა დაბრკოლებები ქვეყნიდან სახსრების გატანისთვის.
„სანამ რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობები მიმდინარე მდგომარეობაშია ან დეგრადირდება, უკრაინაში არანაირი პოზიტიური ცვლილებები არ მოხდება. ეკონომიკა კვლავაც დაიშლება, მოსახლეობის ცხოვრების დონე მინიმალურად იქნება შენარჩუნებული, ხოლო მდიდრებსა და ღარიბებს შორის სხვაობა გაიზრდება“, — პროგნოზირებს რეკედა.
უკრაინა — ეს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობის აბსოლუტური ფიქციაა, მიაჩნია ექსპერტს. ამჟამინდელ საერთაშორისო ვითარებაში კიევისა და მოსკოვის ურთიერთობების რეანიმაცია შეუძლებელია. მისი თქმით, უკრაინის კრიზისი იყო შედეგი „რუსეთისა და დასავლეთის ისედაც გაუარესებული ურთიერთობებისა“.
რეკედა ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დასავლეთში უკრაინის აქტიურ მხარდაჭერაზე უარს იტყვიან საკუთარი პრობლემების გამო, კიევი მაინც ვერ შეძლებს გადახედოს რუსეთთან ურთიერთობებს.
„უკრაინის შემთხვევაში არდაბრუნების წერტილი გავლილია. ის ვერ შეძლებს ავტომატურად გადაორიენტირდეს რუსეთზე, თუნდაც იმის გამო, რომ თითქმის ათწლეულის განმავლობაში იქ რუსოფობიული განწყობების სისტემური კულტივაცია მიმდინარეობს. არსებობს უკრაინელების თაობა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რუსეთი მოძმე სახელმწიფო არ არის, რომ ჩვენ სრულიად სხვადასხვა ხალხები ვართ — განსხვავებული ფასეულობებით, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ყველა პრობლემა, რომლებიც ახლა უკრაინას აქვს, ჩვენ გამოვიწვიეთ“, — განმარტავს რეკედა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს