მიმოხილვა: უკრაინულ-ამერიკული წვრთნები Rapid Trident 2021

© AFP 2024 / VANO SHLAMOVნატო-ს წვრთნა Agile Spirit საქართველოში
ნატო-ს წვრთნა Agile Spirit საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
ვაშინგტონი და კიევი „აგრესორი ქვეყნის“ წინააღმდეგ კოალიციური ოპერაციებისთვის ემზადებიან – საბრძოლო სროლით, საჰაერო დესანტის გადმოსხმით და იავოროვოს პოლიგონზე უპილოტო აპარატების იერიშით.
მრავალეროვნული წვრთნები Rapid Trident ტარდება უკრაინის სამხედრო ძალების, პენტაგონისა და ნატოს ზოგიერთი ქვეყნის 6 ათასი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით. უკრაინულ-ამერიკული „პასუხი“ რუსეთისა და ბელარუსის სტრატეგიულ წვრთნებზე „დასავლეთი-2021“ არადამაჯერებლად გამოიყურება. Rapid Trident 2021-ის მანევრების პროვოკაციული სცენარი დესტაბილიზაციას უქადის, პირველ რიგში, მეზობელ ევროპულ ქვეყნებსა და თავად უკრაინას, რომელმაც, დიდი ალბათობით, შეიძლება ომით განადგურებული ავღანეთის ბედი გაიზიაროს, წერს სამხედრო მიმომხილველი ალექსანდრ ხროლენკო.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
მოსაზრება: უკრაინამ დაადგინა, როგორ მოუღოს ბოლო მტრებს
ლვოვის ოლქის ტერიტორიაზე 20 სექტემბერს დაიწყო უკრაინულ-ამერიკული წვრთნები Rapid Trident 2021, რომელიც „ისტორიაში პირველად“ ტარდება „რეალური საბრძოლო სროლით“ 15 ქვეყნის მრავალეროვნული ბატალიონების მონაწილეობით. იგეგმება უკრაინელი და ამერიკელი ჯარისკაცების ერთობლივი გადმოსმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებიდან С-130, ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო აპარატების მონაწილეობა, რომლებიც პოლონეთის ტერიტორიიდან აფრინდებიან, გადაუფრენენ სახელმწიფო საზღვარს და დასახულ ამოცანებს უკრაინაში შეასრულებენ. მანევრები 12 დღეს გაგრძელდება და 1 ოქტომბერს დასრულდება.
6 ათასი მონაწილე – ერთი ბრიგადის შემადგენლობაა. ასეთ ძალას არაფერი ესაქმება სამხედრო მოქმედებების ევროპულ თეატრში. და, მაინც, საჰაერო დესანტი, ნატოს დამრტყმელი უპილოტო აპარატების ტრანსსასაზღვრო ამოცანები მოწმობს ოპერაციების შემტევ ხასიათსა და Rapid Trident 2021-ის აგრესიულ შინაარსს. რასაკვირველია, მოსაზღვრე რუსეთი და ბელარუსი გაითვალისწინებენ ამ ფაქტებს და საკომპენსაციო ზომებს მიიღებენ.
უკრაინულ-ამერიკული სამხედრო თამაში იავოროვოს პოლიგონზე კიევისთვის არის თანმიმდევრული „ნაბიჯი ნატოში“. Rapid Trident-ის ყოველწლიური მანევრების უცხოელი მონაწილეების რიცხვი თანდათანობით იზრდება (2020 წელს მონაწილეობდა 4 ათასი სამხედრო მოსამსახურე). უკრაინის ხელმძღვანელობა დასაშვებად მიიჩნევს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე სამხედრო კონფლიქტის დაწყებას „ნატოს მრავალეროვნული ძალების“ მონაწილეობით და ვაშინგტონის მფარველობით. კიევში ალბათ განუხრელად სჯერათ მეორე ყირიმის ომის თანამედროვე რეალობებისა და შეიარაღების გათვალისწინების გარეშე.
ნატოს სამხედრო წვრთნები საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
საქართველო უკრაინაში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას
უკრაინის ტერიტორიას იყენებენ რუსეთის საზღვრების მახლობლად უცხო ჯარების „მოწინავე პოზიციებზე“ განსათავსებლად. ამასთან, დასავლელი პარტნიორები არ ჩქარობენ ნატოში უკრაინის მიღების მიახლოებითი ვადების დასახელებას. ქვეყანა, ფაქტობრივად, აშშ-ის კოლონიზაციისა და სამხედრო ინტერვენციის ზონადაა ქცეული.
კოლონიალური სიხარული და იმედები
უკრაინის სამხედრო ძალების სარდლობამ დაიჯერა მექანიზებული ბრიგადის, ეროვნული გვარდიის დანაყოფების, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის საბრძოლო მზადყოფნისა, გააძლიერა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები „ჩრდილოეთის მიმართულებით“. რადიოტექნიკური და საზენიტო-სარაკეტო ჯარების დანაყოფებმა საბრძოლო პოზიციები დაიკავეს ჩერნიგოვოს ოლქში – ბრიანსკისა (რუსეთი) და გომელსკის (ბელარუსი) ოლქების საზღვრებთან. უკრაინის უშიშროების სამსახურმა და შსს-მ ასევე ჩაატარეს წვრთნები ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში, რუსეთის საზღვრების მახლობლად, „მტრის დივერსიული ჯგუფების“ გასანეიტრალებლად.
უკრაინული მასმედია აღგზნებული იტყობინება ნატოს ქვედანაყოფების მხრიდან საზღვრის გადაკვეთის მანევრების დამუშავებაზე, მრავალეროვნული ბატალიონის ისტორიაში პირველ საბრძოლო სროლებზე (გაუგებარია, ადრე რას აკეთებდნენ პარტნიორები), ერთობლივ ამერიკულ-ბრიტანულ-უკრაინულ სადესანტო ოპერაციაზე და ალიანსის მიერ უკრაინის სამხედრო ძალების ექვსი ქვედანაყოფის შეფასებაზე. წარმოიდგინეთ უკრაინული ჯარების მორჩილების ხარისხი, და არა საბრძოლო მზადყოფნის დონე, როდესაც ისინი გამოცდებს აბარებენ „ნატოს შემფასებლებს“, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ თალიბებმა „გამოაბრძანეს“ და რომელთაც ავღანეთში სამარცხვინო სამხედრო მარცხი იწვნიეს.
Javelin-ის სარაკეტო კომპლექსი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
საქართველო Javelin-ის სარაკეტო სისტემების დამატებით პარტიას შეიძენს
ამასობაში, უკრაინაში Rapid Trident 2021-ის გაგრძელება იქნება მანევრები „გაერთიანებული ძალისხმევა-2021“ – უკრაინის სამხედრო ძალებისა და ნატოს 11 ქვეყნის – სულ 12 ათასი სამხედრო მოსამსახურის, 85 ტანკისა და 50 მძიმე საარტილერიო სისტემის, ასევე კანადის, რუმინეთსა და სლოვაკეთის საბრძოლო ავიაციის მონაწილეობით. თაგვების ფუსფუსივითაა. შესადარებლად, რუსეთ-ბელარუსის სტრატეგიული წვრთნები „დასავლეთი–2021“ 15 სამხედრო პოლიგონზე მიმდინარეობდა და მასში 200 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 1500 ერთეული საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობდა. თუმცა ვაშინგტონსა და ბრიუსელში სტრატეგები გეგმავენ კონფლიქტების განვითარებას პერსპექტივაში, წლებით ადრე.
„რუსეთის სამხედრო აქტივობის გაძლიერების“ და მისი მზარდი „არაპროგნოზირებულობის“ გამოგონილი საბაბით ამერიკელები უკრაინულ არმიას აწვდიან ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს Javelin, მსხვილკალიბრიან სნაიპერულ შაშხანებს, სამხედრო ტექნიკას. არცთუ თანამედროვე შეიარაღების არცთუ დიდ პარტიებს. აშშ მზადაა, უკრაინის სამხედრო ძალებს წელიწადში 60 მლნ დოლარი გამოუყოს. საკმარისია დონბასში კონფლიქტის გასაღვივებლად, თუმცა ცოტაა რეალური სამხედრო მშენებლობისთვის – სამხედრო სიძლიერის მსოფლიო რეიტინგში უკრაინა 25-ე ადგილზეა და ვიეტნამსა და ტაილანდს შორის არის მოქცეული. უკრაინის სამხედრო ძალები დასავლეთს სჭირდება რუსეთის საზღვრებთან მუდმივი სამხედრო დაძაბულობის შესანარჩუნებლად – დიდი ომის გარეშე, მაგრამ ხომ შეიძლება კიევი ერთხელაც გამოვიდეს ვაშინგტონის კონტროლიდან?!
ნატოს სტანდარტები
ამასწინანდელ ინტერვიუში უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა ანტირუსულ ფრონტზე „აქტიური მოქმედებისკენ“ და განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ძალებს შეუძლიათ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების, ასევე ყირიმის ტერიტორიების გაწმენდა ადგილობრივი მოსახლეობისგან – მილიონობით რუსისგან. ევროპისთვის მეტად სახიფათო მოწოდებები და სცენარია. რუსეთის რეაქცია მსგავს ავანტიურაზე მარტივად განსაჭვრეტია. „აგრესორ სახელმწიფოსთან“ რეალური სამხედრო კონფლიქტის სიტუაციაში უკრაინის არმია ძალიან სწრაფად დამარცხდება და „პარტნიორები“ ვერაფრით დაეხმარებიან (რადგან რუსული სარაკეტო კომპლექსების სამიზნე არიან). უკრაინის სამხედრო ძალების დანაყოფები ელვის სისწრაფით მოკურცხლავენ ლა-მანშისკენ. უკრაინაში ნატოს რეგულარული ერთობლივი წვრთნები, პარაშუტების ფრიალი, იაფფასიანი გასაბერი ნავები უკრაინული სპეცრაზმისთვის – ეს ყველაფერი სათაგურში დამაგრებული სატყუარასავითაა.
რუსი ჯარისკაცი წვრთნებზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
მიმოხილვა: რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიული წვრთნები „ურთიერთქმედება 2021“
ვერხოვნა რადამ 2019 წელს კონსტიტუციურად გაამყარა ქვეყნის კურსი ნატოსკენ და უკრაინა ალიანსის მეექვსე პარტნიორი სახელმწიფო გახდა გაფართოებული შესაძლებლობებით. თუმცა პროდასავლური კურსი და ნატოს სტანდარტები სრულებით არ იძლევა საგარეო პოლიტიკური წარმატებებისა და სამხედრო გამარჯვებების გარანტიას. ალიანსისკენ მიმავალ გრძელ გზაზე საქართველომ, მაგალითად, უფრო მეტი დაკარგა, ვიდრე შეიძინა. ჭკვიანები სხვების შეცდომებზე სწავლობენ, დანარჩენები კი ბეწვის ხიდზე დადიან.
2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ უკრაინამ აშკარად და საიდუმლოდ მიიღო უცხოელი პარტნიორებისგან ბლომად იარაღი და მილიარდობით დოლარი „უკრაინის სამხედრო ძალების გასაძლიერებლად“. თუმცა „ღვთის საჩუქარმა“ უკრაინაში თითქოს ტრანზიტით ჩაიარა და დასავლეთიდან წამოსულმა იარაღმა ახალი მფლობელები შეიძინა აზიისა და აფრიკის ქვეყნებში – საბჭოთა არსენალების იაფად გაყიდვის ძველებური სქემის წყალობით.
სამხედრო მშენებლობის სფეროში არსებულ გამოუვალ მდგომარეობას აღრმავებს კიევის თამამი გეგმები, „დაიბრუნოს ყირიმი“, და სხვა აბსურდული იდეები საგარეო პოლიტიკის სფეროში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0