უკრაინაში ამერიკული წარმოების იარაღი ჩაიტანეს: რა იქნება შემდეგ?

© photo: Sputnik / Михаил Палинчак / გადასვლა მედიაბანკშიАмериканский бронированный автомобиль HMMWV
Американский бронированный автомобиль HMMWV - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
შეერთებულმა შტატებმა 10 ოქტომბერს კიევთან ახლოს მდებარე ბორისპოლის აეროპორტში ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის 60 მილიონი დოლარის ღირებულების დამატებითი დახმარების პირველი პარტია შეიტანა — ზეზუსტი შეიარაღება, საბრძოლო მასალები, რადიოლოკაციური მონიტორინგის საშუალებები.
მიწოდება აღემატება აშშ-ის ბიუჯეტით უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გამოყოფილ 250 მილიონ დოლარს 2021 წლისთვის. ამერიკელები კიევს არ ანებივრებენ. შვიდი წლის განმავლობაში სამხედრო დახმარების მთლიანმა მოცულობამ დაახლოებით 2 მლრდ დოლარი შეადგინა. ანუ წელიწადში დაახლოებით 1000 დოლარი თითოეულ მოქმედ უკრაინელ სამხედროზე.
აშშ-ის თავდაცვითი ბიუჯეტის 2022 წლის პროექტში 300 მლნ დოლარია გათვალისწინებული უკრაინისთვის, რომელსაც ამ ფულით მხოლოდ აშშ-ის ნახევარკოლონიის საეჭვო რეპუტაციის შეძენა და ასევე ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემების გაზრდა შეუძლია. 200-ათასიანი არმიის თანამედროვე გადაიარაღება ათჯერ მეტი ღირს. ის ფაქტი, რომ ნატოს წევრ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს ახალი თვითმფრინავები და ტანკები არ ჰყავთ, ბევრ რამეზე მეტყველებს.
აზერბაიჯანელი და თურქი სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
ირანი და თურქეთი ომისთვის მზადყოფნას ავლენენ: რა შუაშია აზერბაიჯანი?
და, მაინც, საშუალოვადიან პერსპექტივაში კიევისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებების გააქტიურებაა სავარაუდო. უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა 1 სექტემბერს სამხედრო თანამშრომლობისა და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ გაცვალეს სიტყვა. იმავე დღეს პენტაგონის შეფმა ლოიდ ოსტინმა ვაშინგტონში შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის პირობა მისცა, რომ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს Javelin-ებსა და „ბევრ სხვასაც“ მიაწვდიდნენ. მოგვიანებით ჟურნალი The American Conservative წერდა, რომ ვაშინგტონი უკრაინას დე ფაქტო ნატოს წევრად აღიქვამს.
„ეს „სახიფათო ახირება“ უკრაინელ ხალხსა და ევროპას მთლიანობაში არაფერ კარგს არ უქადის. ვაშინგტონში უკრაინული დელეგაციების სექტემბრის შეხვედრების შედეგად „უკრობორონოპრომმა“ სამი შეთანხმება გააფორმა ამერიკულ კომპანიებთან — საერთო თანხით 2,5 მლრდ დოლარი.
რუსეთმა არაერთხელ მოითხოვა აშშ-ისა და ნატოსგან უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის, ლეტალური და არალეტალური შეიარაღების მიწოდების შეწყვეტა, რომელიც დონბასში სამოქალაქო ომის მდგომარეობაშია და უკვე მრავალი წელია, რაც დესტაბილიზაციას იწვევს ევროპაში თავისი არაადეკვატური საგარეო პოლიტიკით.

ჯავშანი სუსტია

ნატო-ს წვრთნა Agile Spirit საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
მიმოხილვა: უკრაინულ-ამერიკული წვრთნები Rapid Trident 2021
გასულ კვირაში ამერიკელებმა უკრაინაში ზეზუსტი იარაღი, საბრძოლო მასალები, რადიოლოკაციური მონიტორინგის საშუალებები და სამედიცინო აღჭურვილობა ჩაიტანეს. ფოტოზე ჯავშანმანქანა HMMWV-ების „საუდაბნოე შეფერილობით“ თუ ვიმსჯელეთ, კიევმა მეორადი ტექნიკა მიიღო, შესაძლოა, ავღანეთიდან ტრანზიტით.
HMMWV-ებს ბევრი სპეციალისტი მაღალი გამავლობის ავტომობილად აფასებს და საბრძოლო მანქანებად არ მიიჩნევს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მანამდე უკვე ჰქონდათ მიღებული HMMWV და მისი ძრავის ჭირვეულობაზეც ლაპარაკობდნენ — ფილტრების შეცვლა და ძრავის წმენდა 4000-5000 კმ გარბენის შემდეგაა საჭირო, ხოლო ტექნიკური მომსახურება გაძნელებულია სათადარიგო ნაწილების დეფიციტის გამო.
უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახური ჯერ კიდევ 2015 წლის მარტში წერდა ამ ავტომობილების პირველი პარტიის, 10 HMMWV-ის მიღების თაობაზე — აშშ-ის მხრიდან 73 მლნ დოლარად შეფასებული სამხედრო-ტექნიკური დახმარების ფარგლებში. მაშინ ავტომობილების დაკომპლექტება უკრაინული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარებით სურდათ. მაგრამ პირველი 10 HMMWV-ის კვალი უკრაინის სტეპებში ჩაიკარგა.
მანამდე „უკრობორონპრომს“ საკუთარი სამხედრო ჯავშანავტომობილების გამოშვება სურდა, მაგრამ „ნაჩუქარი ცხენი“ ფინიშზე არაგარანტირებულად წარმატებულ გრძელვადიან ინვესტიციებზე მომხიბლავად გამოიყურებოდა.
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
პუტინმა უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტზე ვალდებულებების შესრულების პირობა დადო
ავტომობილების, საარტილერიო რადარებისა და აფთიაქების მიწოდება ვაშინგტონს კიევისთვის უფასოდ, მაგრამ არა უანგაროდ შეუძლია. ამერიკული ტაქნიკისა და შეიარაღების მიმღებები ხელ-ფეხს იკრავენ გარკვეული ვალდებულებებით: უსიტყვოდ მისდიონ მტრულ პოლიტიკას და სისტემატურად მოუწყონ პროვოკაციები იმ ქვეყნებს, რომლებზეც ვაშინგტონი მიუთითებს.
იარაღის მიწოდებებით აშშ რეგიონში სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას ძაბავს, უკრაინას ომისკენ უბიძგებს და წინასწარგანზრახულად სწირავს მას მნიშვნელოვანი დანაკარგებისთვის. მაგრამ დონბასში კონფლიქტი ამ გზით არ გადაიჭრება, ხოლო რუსეთთან უკრაინის შეჯიბრება სამხედრო სიძლიერის კუთხით უაზროდ გამოიყურება.
ვაშინგტონის იარაღის მიწოდების სტრატეგია სრულიად გამჭვირვალეა: აღმოსავლეთ ევროპელმა აბორიგენებმა ერთმანეთი უნდა გაჟლიტონ და ტერიტორია „განსაკუთრებული“ ამერიკელებისთვის გაათავისუფლონ.

სხვა კალიბრის ხელყუმბარები

კიევისთვის მიწოდებული ზეზუსტი შეიარაღების სიაში ორი ძირითადი პოზიციაა — მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა Barrett M82 —12,7 მმ კალიბრით და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი Javelin და მისი საბრძოლო მასალები.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
მოსაზრება: უკრაინამ დაადგინა, როგორ მოუღოს ბოლო მტრებს
მეტრ-ნახევრიანი შაშხანა Barrett M82, რომლის წონაც დაახლოებით 15 კილოგრამია, დაახლოებით 1800 მეტრზე ისვრის. შედარებისთვის: იგივე კალიბრის რუსული სნაიპერული შაშხანა Корд-М დაახლოებით 10 კგ-ს იწონის და 2000 მეტრზე ისვრის.
დონბასში უკრაინელი სამხედროების ხელში Barrett M82 ჯერ კიდევ 2015 წელს შენიშნეს. შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა არსენ ავაქოვმა განაცხადა, რომ სნაიპერული შაშხანა ეროვნული გვარდიის შეიარაღებაში შევიდა. რა შეცვალა ექვსი წლის განმავლობაში ამერიკულმა შაშხანამ უკრაინულ წინააღმდეგობაში — რიტორიკული კითხვაა.
კომპლექსი Javelin უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 2017 წლიდანაა, მისი დანიშნულება მძიმე ჯავშანტექნიკის, სახმელეთო დაცული ობიექტების, შედარებით დაბალი სიჩქრით მოძრავი საჰაერო სამიზნეების განადგურებაა 2500 მეტრამდე მანძილზე. კომბინირებული სამიზნე აღჭურვილია ოპტიკითა და ოთხჯერადი გადიდებით, რაც ღამით ცუდი ხედვისას ბრძოლის საშუალებას იძლევა. ასეთ იარაღს ამერიკელები უფასოდ არავის აძლევენ, „ხელყუმბარები სხვა სისტემისაა“.
საპროტესტო აქცია უკრაინაში - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
ანატოლი შარიი: უკრაინაში რუსული ენის აკრძალვამ არაფერი მოიტანა
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეიარაღებაში სავარაუდოდ დაახლოებით 1000 FGM-148 Javelin-ი აქვთ. თითოეული „ჯაველინის“ ფასი 125 ათასი დოლარია, მისი რაკეტა კი 40 ათას დოლარამდე ღირს. მაგრამ მისი გავლენა უკრაინის კრიზისის აღმოფხვრაზე ნულოვანია.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ „შეერთებული შტატების მთავრობის მიერ უკრაინული ძალებისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენა ორ სახელმწიფოს შორის ურღვევი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია“.
სინამდვილეში ამერიკული იარაღის კიევისთვის მიწოდება რუსეთისა და სხვა აღმოსავლეთ ევროპული მომიჯნავე სახელმწიფოების ეროვნულ უშიშროებას ემუქრება. უკრაინული არსენალის ზრდასთან ერთად იზრდება მოსკოვის ოპერატიული რეაგირების ალბათობაც მოუსვენარი მეზობლების მხრიდან მანამდე მონიშნული „წითელი ხაზების“ გადაკვეთის გამო.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0