https://sputnik-georgia.com/20210902/anatoli-sariis-interviu-259269338.html
ანატოლი შარიი: უკრაინაში რუსული ენის აკრძალვამ არაფერი მოიტანა
ანატოლი შარიი: უკრაინაში რუსული ენის აკრძალვამ არაფერი მოიტანა
Sputnik საქართველო
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ 20 აგვისტოს სანქციები დაუწესა ჟურნალისტსა და პოლიტიკურ მოღვაწე ანატოლი შარიის. თავად შარიი დარწმუნებულია... 02.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-02T22:14+0400
2021-09-02T22:14+0400
2021-09-02T23:19+0400
რუსეთი
ინტერვიუ
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259269177_0:630:2521:2048_1920x0_80_0_0_be321a1fd53666aa332e59a40e3c897d.jpg
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ 20 აგვისტოს სანქციები დაუწესა ჟურნალისტსა და პოლიტიკურ მოღვაწე ანატოლი შარიის. თავად შარიი დარწმუნებულია: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებშიც კი ძირითადად იმიტომ გაფრინდა, რომ მოლაპარაკება სურდა „გუგლთან“ და „იუთუბთან“ შარიის ვებ-საიტის დაბლოკვის შესახებ. ანატოლი შარიიმ ამის შესახებ Sputnik-ის რუსულენოვან YouTube-არხზე ისაუბრა კორესპონდენტ მარია კრუზესთან. მისი საუბრის ძირითადი თეზისები იხილეთ მასალაში.რატომ წავიდა ზელენსკი შეერთებულ შტატებში?ანატოლი შარიი სკეპტიკურად უყურებს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის აშშ-ის ლიდერ ჯო ბაიდენთან შეხვედრას, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა, დაგეგმილი 45 წუთის ნაცვლად, ორი საათი გაგრძელდა. ჟურნალისტმა ზელენსკის დაპირებებს ბაიდენთან „კაცურად დალაპარაკების“ მოწყობის შესახებ „ზღაპარი“ უწოდა.„სამაგიეროდ ვხედავ, რომ მან შეხვედრის წინ საქორწინო ბეჭედი მოიხსნა, — ამბობს შარიი. — ზელენსკის ამერიკულ პრესაში ლევინსკიც კი უწოდეს. საერთოდ კი მე ვუსმენ, რასაც ის ამბობს: მას საკმაოდ არეული აზრები აქვს. მე პირადად მჯერა, რომ მისი გაფრენის მთავარი თემა — Google-თან და YouTube-თან ჩემი არხის დაბლოკვაზე შეთანხმება იყო“.რაში სჭირდება ზელენსკის შარიის აკაუნტთან ბრძოლა? ყველაფერი მარტივიაო, ამბობს ჟურნალისტი, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ოპოზიციონერად მიიჩნევს: „ტელევიზია უკვე მთლიანად ზელენსკის კონტროლის ქვეშაა. რომელიც არ დაემორჩილა, დაიხურა. არსებობს ერთი ფრონტი, რომლის წინააღმდეგაც მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია — ეს არის YouTube“.შარიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ბრძანებულების თანახმად, უკრაინელმა პროვაიდერებმა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა დაბლოკონ მისი ოფიციალური ვებსაიტი და ასევე მისი გვერდები სოციალურ ქსელებში.„უკრაინული ვიკიპედია ნაგავსაყრელია“ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ამბობს, რომ უკრაინა დემოკრატიის აკვანია და ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება სუფევს. მაგრამ ამავე დროს ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრ მიხაილ ფიოდოროვს სურს ჩაერიოს YouTube-ს მუშაობაში, ამბობს ანატოლი შარიი.„მან [თავის სოცქსელში] დაწერა, რომ [ხელისუფლებას] არ აწყობს, რომ YouTube-ს ტრენდებში რუსი შემსრულებლები არიან, — ამტკიცებს ჟურნალისტი. — აქაოდა, ომი გვაქვს და ეს დაუშვებელიაო. და ეს ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრია! ის რომ 78 წლის იყოს, გავიგებდი. მაგრამ, როდესაც ახალგაზრდა ბიჭი (ფედოროვი1991 წელსაა დაბადებული — რედ.) ამბობს: ჩვენ გავაკონტროლებთ იმას, რასაც YouTube ტრენდებში იძლევაო, ვფიქრობ, ეს ადრეულ მარაზმს ჰგავს“.ანატოლი შარიი განმარტავს YouTube-ს ალგორითმს: პლატფორმა ტრენდებში იმას იძლევა, რაც პოპულარულია აუდიტორიაში. „თუ უყურებენ მორგენშტერნს, სისტემა იძლევა მორგენშტერნს. ხოლო როდესაც მკაცრი მოდერაცია ხდება, ქვეყანაში მუსიკაც აღარ დარჩება, — ამბობს ის. — ისტორიულად რუსულენოვანი შემსრულებლები უკრაინიდან გააძევეს. და რა? ისინი რუსეთში ბრწყინავენ“.მიხაილ ფიოდოროვს ამ საკითხზე განსხვავებული შეხედულება აქვს: მინისტრი დარწმუნებულია, რომ თუ რუს არტისტებს უკრაინულ ინტერნეტ-სივრცეში აკრძალავენ, ადგილობრივი მუსიკა განვითარდება. მაგრამ საკმარისია ვიკიპედიის უკრაინულ ვერსიას გადახედოთ, ამბობს ანატოლი შარიი.„მას შემდეგ, რაც ის გამოჩნდა, უკრაინული ვიკიპედია ჭაობად გადაიქცა, — ამბობს ჟურნალისტი და აზუსტებს, რომ უკრაინულ ვიკიპედიაში პიროვნული შეურაცხყოფა დასაშვებია. — მაგალითად, პოლიტიკოსს შეიძლება „კაზიოლი“ უწოდონ. და, საერთოდ, ტელევიზიაში რუსული ენის შეზღუდვებს არ მოჰყოლია უფრო მეტი უკრაინულენოვანი ფილმის ჩვენება. ოცდამეერთე საუკუნეში შეუძლებელია რაღაცის დარეგულირება სცადო და მერე ელოდო, რომ ამისგან რაღაც სხვა გამოვა“.მალე ინგლისური ენის მასწავლებლების დევნა იქნება შესაძლებელიშარიი დარწმუნებულია: სანქციები მის წინააღმდეგ — ეს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევაა. „უკრაინის მოქალაქეების მიმართ სანქციების დაწესება შეუძლებელია. — განმარტავს ის. — თუ ისინი ტერორიზმს არ აფინანსებენ. სანქციები მე, ჩემს მეუღლესა და მის დედას დაგვიწესეს, მაგრამ ჩვენ არ ვაფინანსებთ ტერორიზმს“.მანამდე, მიმდინარე წლის თებერვალში შარიი სახელმწიფოს ღალატშიც დაადანაშაულეს. ამის მიზეზი რუსული ტელეარხი გახდა, სადაც ჟურნალისტის მონათხრობის ციტირება მოახდინეს.„ეს იყო ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაეცა უკრაინის ამბოხებულთა არმია 1943 წელს მატარებელს, — ამბობს ანატოლი შარიი. — და ეს ისტორიული ფაქტია. კიდევ იმაში დამადანაშაულეს, რომ მულტიენობრიობას ვუწევ პროპაგანდას. ეს შეიძლება იყოს სახელმწიფოს ღალატი? დიახ, 15 წელი ციხე — ეს უკრაინის რეალობაა, რაც ახლა, 2021 წელს ხდება“.ანალოგიურადაა შესაძლებელი ინგლისური ენის მასწავლებლების დევნაც, ისინი ხომ, ფაქტობრივად, ასევე ხელს უწყობენ მრავალენოვანობას, მიაჩნია შარიის. ყველა ამ აბსურდული ფორმულირების ავტორად ჟურნალისტს ზელენსკი მიაჩნია.„ამას ერთი ადამიანი იგონებს. პრეზიდენტის აპარატი აკონტროლებს მთელ სასამართლო სისტემას, შინაგან საქმეთა სამინისტროს. არსენ ავაქოვს შეეძლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომაც მოხსნეს. ახლა მონასტირსკი დაინიშნა. უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობს ზელენსკის ბავშვობის მეგობარი ივან ბაკანოვი. და ყველა განცხადება ჩვენი მისამართით საღ აზრთან წინააღმდეგობაშია. რატომ ვართ დაბლოკილი? გვეუბნებიან ეს საიდუმლო ინფორმაციააო. გამოდის, რომ უკრაინა სანქციებს საიდუმლო ინფორმაციის მიხედვით აწესებს?“ — ამბობს ანატოლი შარიი.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20210830/ukrainam-daadgina-rogor-mouros-bolo-mtrebs-259148690.html
https://sputnik-georgia.com/20210823/natalia-nikonorovas-interviu-donbasisa-dakievis-Temaze-252652175.html
https://sputnik-georgia.com/20210820/mixail-xazini-ukrainis-elita-qveyanaze-ar-fiqrobs-252635536.html
https://sputnik-georgia.com/20210820/ukrainuli-gakveTilebi-postsabWoTa-sivrcisTvis-252634762.html
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259269177_245:605:2170:2048_1920x0_80_0_0_ffa1fb7b95cd3088f3a7a47e913c35d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ინტერვიუ, უკრაინა
რუსეთი, ინტერვიუ, უკრაინა
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ 20 აგვისტოს სანქციები დაუწესა ჟურნალისტსა და პოლიტიკურ მოღვაწე ანატოლი შარიის. თავად შარიი დარწმუნებულია: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებშიც კი ძირითადად იმიტომ გაფრინდა, რომ მოლაპარაკება სურდა „გუგლთან“ და „იუთუბთან“ შარიის ვებ-საიტის დაბლოკვის შესახებ.
ანატოლი შარიიმ ამის შესახებ Sputnik-ის რუსულენოვან
YouTube-არხზე ისაუბრა კორესპონდენტ მარია კრუზესთან. მისი საუბრის ძირითადი თეზისები იხილეთ მასალაში.
რატომ წავიდა ზელენსკი შეერთებულ შტატებში?
ანატოლი შარიი სკეპტიკურად უყურებს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის აშშ-ის ლიდერ ჯო ბაიდენთან შეხვედრას, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა, დაგეგმილი 45 წუთის ნაცვლად, ორი საათი გაგრძელდა. ჟურნალისტმა ზელენსკის დაპირებებს ბაიდენთან „კაცურად დალაპარაკების“ მოწყობის შესახებ „ზღაპარი“ უწოდა.
„სამაგიეროდ ვხედავ, რომ მან შეხვედრის წინ საქორწინო ბეჭედი მოიხსნა, — ამბობს შარიი. — ზელენსკის ამერიკულ პრესაში ლევინსკიც კი უწოდეს. საერთოდ კი მე ვუსმენ, რასაც ის ამბობს: მას საკმაოდ არეული აზრები აქვს. მე პირადად მჯერა, რომ მისი გაფრენის მთავარი თემა — Google-თან და YouTube-თან ჩემი არხის დაბლოკვაზე შეთანხმება იყო“.
რაში სჭირდება ზელენსკის შარიის აკაუნტთან ბრძოლა? ყველაფერი მარტივიაო, ამბობს ჟურნალისტი, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ოპოზიციონერად მიიჩნევს: „ტელევიზია უკვე მთლიანად ზელენსკის კონტროლის ქვეშაა. რომელიც არ დაემორჩილა, დაიხურა. არსებობს ერთი ფრონტი, რომლის წინააღმდეგაც მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია — ეს არის YouTube“.
შარიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ბრძანებულების თანახმად, უკრაინელმა პროვაიდერებმა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა დაბლოკონ მისი ოფიციალური ვებსაიტი და ასევე მისი გვერდები სოციალურ ქსელებში.
„მე კავშირზე ვარ Google-თან, გავაფრთხილე ისინი ამის შესახებ, — ამბობს ანატოლი შარიი. — ჩემს საიტზე არ არის და არც ყოფილა რაიმე პირადი მოსაზრება ან შეფასებითი მსჯელობა. პირიქით, მინდოდა შემექმნა რესურსი BBC-ს ძველი სტანდარტების მიხედვით. ხაზს ვუსვამ: ძველი სტანდარტები მიხედვით! და მოულოდნელად ის უნდა დაიბლოკოს“.
„უკრაინული ვიკიპედია ნაგავსაყრელია“
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ამბობს, რომ უკრაინა დემოკრატიის აკვანია და ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება სუფევს. მაგრამ ამავე დროს ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრ მიხაილ ფიოდოროვს სურს ჩაერიოს YouTube-ს მუშაობაში, ამბობს ანატოლი შარიი.
„მან [თავის სოცქსელში] დაწერა, რომ [ხელისუფლებას] არ აწყობს, რომ YouTube-ს ტრენდებში რუსი შემსრულებლები არიან, — ამტკიცებს ჟურნალისტი. — აქაოდა, ომი გვაქვს და ეს დაუშვებელიაო. და ეს ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრია! ის რომ 78 წლის იყოს, გავიგებდი. მაგრამ, როდესაც ახალგაზრდა ბიჭი (ფედოროვი1991 წელსაა დაბადებული — რედ.) ამბობს: ჩვენ გავაკონტროლებთ იმას, რასაც YouTube ტრენდებში იძლევაო, ვფიქრობ, ეს ადრეულ მარაზმს ჰგავს“.
ანატოლი შარიი განმარტავს YouTube-ს ალგორითმს: პლატფორმა ტრენდებში იმას იძლევა, რაც პოპულარულია აუდიტორიაში. „თუ უყურებენ მორგენშტერნს, სისტემა იძლევა მორგენშტერნს. ხოლო როდესაც მკაცრი მოდერაცია ხდება, ქვეყანაში მუსიკაც აღარ დარჩება, — ამბობს ის. — ისტორიულად რუსულენოვანი შემსრულებლები უკრაინიდან გააძევეს. და რა? ისინი რუსეთში ბრწყინავენ“.
მიხაილ ფიოდოროვს ამ საკითხზე განსხვავებული შეხედულება აქვს: მინისტრი დარწმუნებულია, რომ თუ რუს არტისტებს უკრაინულ ინტერნეტ-სივრცეში აკრძალავენ, ადგილობრივი მუსიკა განვითარდება. მაგრამ საკმარისია ვიკიპედიის უკრაინულ ვერსიას გადახედოთ, ამბობს ანატოლი შარიი.
„მას შემდეგ, რაც ის გამოჩნდა, უკრაინული ვიკიპედია ჭაობად გადაიქცა, — ამბობს ჟურნალისტი და აზუსტებს, რომ უკრაინულ ვიკიპედიაში პიროვნული შეურაცხყოფა დასაშვებია. — მაგალითად, პოლიტიკოსს შეიძლება „კაზიოლი“ უწოდონ. და, საერთოდ, ტელევიზიაში რუსული ენის შეზღუდვებს არ მოჰყოლია უფრო მეტი უკრაინულენოვანი ფილმის ჩვენება. ოცდამეერთე საუკუნეში შეუძლებელია რაღაცის დარეგულირება სცადო და მერე ელოდო, რომ ამისგან რაღაც სხვა გამოვა“.
მალე ინგლისური ენის მასწავლებლების დევნა იქნება შესაძლებელი
შარიი დარწმუნებულია: სანქციები მის წინააღმდეგ — ეს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევაა. „უკრაინის მოქალაქეების მიმართ სანქციების დაწესება შეუძლებელია. — განმარტავს ის. — თუ ისინი ტერორიზმს არ აფინანსებენ. სანქციები მე, ჩემს მეუღლესა და მის დედას დაგვიწესეს, მაგრამ ჩვენ არ ვაფინანსებთ ტერორიზმს“.
მანამდე, მიმდინარე წლის თებერვალში შარიი სახელმწიფოს ღალატშიც დაადანაშაულეს. ამის მიზეზი რუსული ტელეარხი გახდა, სადაც ჟურნალისტის მონათხრობის ციტირება მოახდინეს.
„ეს იყო ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაეცა უკრაინის ამბოხებულთა არმია 1943 წელს მატარებელს, — ამბობს ანატოლი შარიი. — და ეს ისტორიული ფაქტია. კიდევ იმაში დამადანაშაულეს, რომ მულტიენობრიობას ვუწევ პროპაგანდას. ეს შეიძლება იყოს სახელმწიფოს ღალატი? დიახ, 15 წელი ციხე — ეს უკრაინის რეალობაა, რაც ახლა, 2021 წელს ხდება“.
ანალოგიურადაა შესაძლებელი ინგლისური ენის მასწავლებლების დევნაც, ისინი ხომ, ფაქტობრივად, ასევე ხელს უწყობენ მრავალენოვანობას, მიაჩნია შარიის. ყველა ამ აბსურდული ფორმულირების ავტორად ჟურნალისტს ზელენსკი მიაჩნია.
„ამას ერთი ადამიანი იგონებს. პრეზიდენტის აპარატი აკონტროლებს მთელ სასამართლო სისტემას, შინაგან საქმეთა სამინისტროს. არსენ ავაქოვს შეეძლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომაც მოხსნეს. ახლა მონასტირსკი დაინიშნა. უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობს ზელენსკის ბავშვობის მეგობარი ივან ბაკანოვი. და ყველა განცხადება ჩვენი მისამართით საღ აზრთან წინააღმდეგობაშია. რატომ ვართ დაბლოკილი? გვეუბნებიან ეს საიდუმლო ინფორმაციააო. გამოდის, რომ უკრაინა სანქციებს საიდუმლო ინფორმაციის მიხედვით აწესებს?“ — ამბობს ანატოლი შარიი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს