ირანი და თურქეთი ომისთვის მზადყოფნას ავლენენ: რა შუაშია აზერბაიჯანი?

© Republic of Turkey Ministry of National Defenceაზერბაიჯანელი და თურქი სამხედროები
აზერბაიჯანელი და თურქი სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
ირანისა და თურქეთის გეოპოლიტიკური მეტოქეობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დესტაბილიზაციას ახდენს, ითრევს მათ სამხედრო დაპირისპირებაში მათი ეროვნული ინტერესებისა და უშიშროების საწინააღმდეგოდ. მაღალია საფრთხეებისა და კონფლიქტების პროექცია აგრეთვე ცენტრალური აზიის ნახშირწყალბადებით მდიდარ ქვეყნებშიც.
აზერბაიჯანის ნახჭევანის ავტონომიის საზღვარზე 1 ოქტომბერს ირანის სახმელეთო ჯარების სწავლება Conquerors of Khaybar („ჰაიბარის დამპყრობლები“) დაიწყო, რომელშიც ჩართულია: ოთხი დივიზია, სამედრო-სადესანტო ჯარები, ჯავშანტექნიკა, არტილერია და მოიერიშე ავიაცია, საშუალო სიშორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „ჰორდად-3“. ასეთი მასშტაბის მანევრები ირანში პირველად იმართება ბოლო 30 წლის განმავლობაში და ბაქოს ეძღვნება.
თურქეთისა და აზერბაიჯანის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
ბაქო და ანკარა ერთობლივი თურქული არმიის შექმნას აპირებენ
აზერბაიჯანი ძალიან ჩამორჩება ირანს სამხედრო სიძლიერის მხრივ, მაგრამ აქ თურქული სტრატეგია „ორი სახელმწიფო − ერთი ერი“ ირთვება. ბაქო და ანკარა 5 ოქტომბრიდან ატარებენ ირანის საზღვრებთან, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე „საპასუხო“ ერთობლივ მანევრებს. თურქეთმა ჯარების საზღვრისპირა დაჯგუფება გააძლიერა თავის ტერიტორიაზე, მანევრების ზონასთან ახლოს ჰაერში გამუდმებით „ჰკიდია“ მძიმე მზვერავი დრონები, რომლებსაც მომიჯნავე სახელმწიფოს სიღრმეში 20 კმ-ზე შეუძლიათ „შეხედვა“.
ერთი შეხედვით, ბაქოსა და თეირანის ურთიერთობების გამწვავების მიზეზი ირანული ნავთობპროდუქტების გადამზიდავი სატვირთოების ყარაბაღის ტერიტორიაზე გავლის შეზღუდვა გახდა. სასაზღვრო მონაკვეთზე, სომხურ ქალაქებს − გორისსა და კაპანს შორის 9 სექტემბერს აზერბაიჯანის პოლიციის პოსტი გაჩნდა, სადაც საგზაო ბაჟის გადახდას ითხოვენ − თითოეული ირანელი მძღოლისგან 100-დან 260 დოლარამდე ოდენობით. ბაქოში უკანონოდ მიაჩნიათ ირანული საწვავის მთიანი ყარაბაღისთვის მიწოდებების (ტრანზიტის) მანამდე ჩამოყალიბებული სისტემა. მაგრამ პრობლემა უფრო ღრმაა.
ისრაელის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
ისრაელი ირანის წინააღმდეგ არაბულ კოალიციას შექმნის
ირანი მშფოთვარედ ეკიდება თურქეთისა და ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური აქტიურობის (გავლენის) ზრდას სამხრეთ კავკასიაში, ბაქოს ანკარასთან „ჩახუტებას“. კასპიის რეგიონში კეთილმეზობლობის გამაუფერელებელი აზერბაიჯანული და თურქული ჯარების ერთობლივი მანევრების გარდა, ირანს თავისი ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხედ და დაუშვებლად მიაჩნია აზერბაიჯანის ისრაელთან თანამშრომლობაც. სატვირთო მანქანები და ნავთობმზიდები ბოლო წვეთად იქცა ვითარების უპრეცედენტო გამწვავებისთვის აზერბაიჯან–ირანის საზღვარზე. ტურბულენტობის ზონაში არიან სომხეთი და საქართველოც.

თუ ხვალ ლაშქრობაა

ირან–თურქეთის ომის ალბათობა არსებობს. ნახჭევნის საზღვრებთან ირანის მასშტაბურ მანევრებში ათობით ათასი სამხედრო მონაწილეობს: ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური დივიზია, ჯავშანსატანკო დვიზია, ქვეითთა ორი დივიზია, სპეციალური დანიშნულების საჰაერო-სადესანტო ბრიგადა.
სახმელეთო ჯარები შემტევ ოპერაციას ამუშავებენ. ამოქმედებულია ტანკები, არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, მოიერიშე ავიაცია, ასევე სარაკეტო კომპლექსები „ფატაჰ-313“ და „ზულფიკარი“ − განადგურების რადიუსი 700 კმ. ჰიპოთეტურად ირანს ათასამდე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტის გაშვება შეუძლია ერთი ზალპით.
ირანის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
ევროსამეული ირანის გადაწყვეტილებამ შეაშფოთა: ვრცელდება მინისტრების მიმართვა
ბაქოსა და ანკარის პასუხი გახდა 5-8 ოქტომბრის ერთობლივი მანევრები „ურღვევი ძმობა-2021“ ნახჭევნის ავტონომიაში (სწავლებების ზონა თურქეთს, სომხეთსა და ირანს ესაზღვრება). მასში მონაწილეობს სპეცდანიშნულების ჯარები, მოტომსროლელი და სხვა ნაწილები. შემტევი ქვედანაყოფები მოიერიშე თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მხარდაჭერით მოქმედებენ.
რა თქმა უნდა, ასეთი „დიალოგი“ მსოფლიოს ბევრ ქვეყანას აშფოთებს და სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კომუნიკაციების მშვიდობიანი განბლოკვის რუსულ პროექტს ვნებს.
სწავლება „ჰაიბარის დამპყრობლებისა“ და სწავლება „ურღვევი ძმობის“ სინქრონიზაციის ფონზე საზღვარზე ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება სერიოზულ სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს. აზერბაიჯანის მხარეს მოძმე თურქეთი (შესაძლოა, ისრაელი და პაკისტანიც) გამოვა, თუმცა მსგავს თამაშებში ბაქო ყველაზე მეტად რისკავს, ვინაიდან თეირანს თავისი ათასი რაკეტითა და კამიკაძე-დრონებით ერთი დარტყმით შეუძლია გაანადგუროს აზერბაიჯანის მთელი სანავთობო და გაზის ინფრასტრუქტურა კასპიის ზღვაზე, და ასევე შეუძლია აზერბაიჯანული აეროპორტების „დახურვაც“. ასეთი ომი ერთ დღეში დასრულდება.
ირაკლი ღარიბაშვილი და ზაქირ ჰასანოვი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა
აზერბაიჯანი მაღალ საბრძოლო სულს ავლენს და ისრაელის წარმოების დიდი სიშორის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „ჰევ-3“-ის შეძენას გეგმავს, რომელიც რეგიონში სტაბილურობას მაინც არაფერს შემატებს.

გარდაუვალი დამოუკიდებლობა

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა 5 ოქტომბერს მოლაპარაკებები გამართა თელავში აზერბაიჯანელ და ქართველ კოლეგებთან − ზაქირ ჰასანოვთან და ჯუანშერ ბურჭულაძესთან.
შეხვედრაზე აკარმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი შემდგომშიც იდგება თავისი აზერბაიჯანელი ძმების გვერდით და მხარს დაუჭერს პრინციპს „ორი სახელმწიოფი − ერთი ერი“. ხოლო პროექტი „ძმური ბრიგადა“ თურქეთისა და აზერბაიჯანის ჯარების ოპერატიული თავსებადობის უზრუნველსაყოფად, სწავლების დაგეგმვისა და მართვის სრულყოფის მიზნით დაარსდა.
ჰულუსი აკარმა და ჯუანშერ ბურჭუაძემ ხაზი გაუსვეს, რომ თურქეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნირები არიან, რომელთა თანამშრომლობა სამხედრო მომზადებისა და თავდაცვითი მრეწველობის სფეროებში თანდათან მტკიცდება.
საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის სამმხრივი მინისტერიალი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი
გარდა ამისა, აკარმა ყურადღება გაამახვილა სამი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობაზე, რასაც „სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკული რესურსების − ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ექსპლუატაციისა და ტრანსპორტირების კუთხით სხვა ქვეყნებში, მსოფლიოს სხვა ნაწილებში“.
ამგვარად, სამხრეთ კავკასიაში „საბრძოლო ძმობას“ სერიოზული ეკონომიკური საფუძველი აქვს, მაგრამ ნახშირწყალბადების მძლავრი (სტრატეგიული) ნაკადი ვერ აბათილებს აზერბაიჯანის (ან საქართველოს) დამოკიდებულ როლს − ბაქოს (ან თბილისის) სამხედრო კონფლიქტში ჩათრევის პერსპექტივით თურქეთთან ან ირანთან.
უწინარესად, თურქეთი ნატოს ავანგარდია სამხრეთ კავკასიაში და ეს მილიტარიზაციისა და დესტაბილიზაციის გარდაუვალობას ნიშნავს. ამას გარდა, აზერბაიჯანი და თურქეთი აპირებენ, რომ ნახჭევანი აზერბაიჯანის ძირითად ნაწილს შეუერთონ ზანგეზურის დერეფნით, რომელიც თურქეთიდან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რისიც გინდა ტრანზიტს უზრუნველყოფს (კასპიის ზღვის გავლით). დიდი თურანის პროექტი შეიძლება სხვადასხვაგვარად შეფასდეს, მაგრამ თეირანს კატეგორიულად არ მოსწონს ანკარის (აშშ-ისა და ნატოს) სამხედრო-პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში.
წვრთნები - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
საქართველო და აზერბაიჯანი თავდაცვის სფეროში ითანამშრომლებენ
ირანისთვის მით უმეტეს მიუღებელია რეგიონში ისრაელის გავლენის გაძლიერება. SIPRI-ის მონაცემებით, აზერბაიჯანში იმპორტირებული იარაღის 60% ისრაელზე მოდის (აზერბაიჯანული ნავთობის სიდიდით მეორე იმპორტიორი). თეირანში მიაჩნიათ, რომ ბაქო ზედმეტად აქტიურად ავითარებს სამხედრო თანამშრომლობა იერუსალიმთან. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურმა ჰოსეინ ფურესმაილმა მანამდე განაცხადა: „აზერბაიჯანის ასეთი თანამშრომლობა ისრაელთან ბაქოს ინტერესებში არ შედის და მის არსებობას საფრთხეს უქმნის“. აშკარაა, ირანისა და აზერბაიჯანის ურთიერთობები სერიოზულადაა გაფუჭებული. რეგიონში ფეთქებადსაშიში ვითარება კიდევ დიდხანს დარჩება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური