https://sputnik-georgia.com/20211004/irakli-raribasvilma-azerbaijanis-tavdacvis-ministrtan-tanamsromlobis-sakitxebi-ganixila-260217595.html
ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა
ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას და რეგიონის უსაფრთხოებას. 04.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-04T20:29+0400
2021-10-04T20:29+0400
2021-10-04T23:23+0400
ახალი ამბები
კავკასია
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260213248_71:218:1204:855_1920x0_80_0_0_a5d058d8d64a0b2d6f9f5400ff165cc7.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს ზაქირ ჰასანოვს შეხვდა და მასთან სტრატეგიული პარტნიორობა და ერთობლივი პროექტები განიხილა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.ჰასანოვი საქართველოში სამი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი) თავდაცვის უწყებების მინისტერიალის ETERNITY 2021 ფარგლებში იმყოფება.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რეგიონის უსაფრთხოებისა და ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე. ასევე ხაზი გაესვა თანამშრომლობას სამხედრო განათლების სფეროში და არსებული ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს.საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას, მათ შორის ხაზი გაესვა აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ენერგეტიკული და სატრანსპორტო მაგისტრალების მნიშვნელოვან როლს ევროპის კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობაზე სამმხრივ ფორმატში, რომელიც უნიკალურ რეგიონულ მექანიზმს წარმოადგენს და იძლევა მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობას უმაღლესი თანამდებობის პირთა, საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრებისა და სხვა უწყებების დონეზე.პრემიერ-მინისტრი მიესალმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2021 წლის გეგმას, რომელსაც ხელი დღეს მოეწერება.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი დაესწრნენ.
https://sputnik-georgia.com/20211004/saqartvelosi-eternity-2021-samxedro-swavleba-daiwyo-260206889.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260213248_185:208:1048:855_1920x0_80_0_0_1efa0b442444ba2e7779bf26ef64dec6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს თავდაცვა, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს თავდაცვა, პოლიტიკა საქართველოში
ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა
20:29 04.10.2021 (განახლებულია: 23:23 04.10.2021) შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას და რეგიონის უსაფრთხოებას.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს ზაქირ ჰასანოვს შეხვდა და მასთან სტრატეგიული პარტნიორობა და ერთობლივი პროექტები განიხილა, იუწყება მთავრობის
პრეს-სამსახური.
ჰასანოვი საქართველოში სამი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი) თავდაცვის უწყებების მინისტერიალის ETERNITY 2021 ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რეგიონის უსაფრთხოებისა და ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე. ასევე ხაზი გაესვა თანამშრომლობას სამხედრო განათლების სფეროში და არსებული ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს.
საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას, მათ შორის ხაზი გაესვა აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ენერგეტიკული და სატრანსპორტო მაგისტრალების მნიშვნელოვან როლს ევროპის კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.
ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობაზე სამმხრივ ფორმატში, რომელიც უნიკალურ რეგიონულ მექანიზმს წარმოადგენს და იძლევა მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობას უმაღლესი თანამდებობის პირთა, საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრებისა და სხვა უწყებების დონეზე.
პრემიერ-მინისტრი მიესალმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2021 წლის გეგმას, რომელსაც ხელი დღეს მოეწერება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი დაესწრნენ.