https://sputnik-georgia.com/20211004/saqartvelosi-eternity-2021-samxedro-swavleba-daiwyo-260206889.html
საქართველოში დაიწყო მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ETERNITY 2021
საქართველოში დაიწყო მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ETERNITY 2021
Sputnik საქართველო
სწავლებაზე პირველად იქნება წარმოდგენილი Delta University-ს მიერ წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა – „დიდგორი 1“, „დიდგორი 2“ და „დიდგორი 3“. 04.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-04T17:23+0400
2021-10-04T17:23+0400
2021-10-04T21:45+0400
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვა
თურქეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260203886_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_a2ca3c08018206b07b085a1bd5ed1002.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021 დაიწყო, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.ტრადიციულ სწავლებაში სამი ქვეყნის – საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის 200-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.უწყების ინფორმაციით, წელს სწავლების საველე კომპონენტში პირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფი მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში ასევე პირველად იქნება წარმოდგენილი „დელტას“ (Delta University) მიერ წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა – „დიდგორი 1“, „დიდგორი 2“ და „დიდგორი 3“.„საერთაშორისო სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას, ასევე აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.სწავლება Eternity პირველად 2014 წელს ჩატარდა. მსგავსი წვრთნები ბოლოს ბაქოში 2019 წელს გაიმართა. საქართველო სწავლებაში 2019 წლიდან მონაწილეობს.
https://sputnik-georgia.com/20210915/saqartvelo-ukrainasi-dagegmil-samxedro-wvrtnebsi-miirebs-monawileobas-259629721.html
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260203886_90:0:2821:2048_1920x0_80_0_0_1dca5c1a88f389d264b6d995e29df84f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს თავდაცვა, თურქეთი
ახალი ამბები, საქართველოს თავდაცვა, თურქეთი
საქართველოში დაიწყო მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ETERNITY 2021
17:23 04.10.2021 (განახლებულია: 21:45 04.10.2021) სწავლებაზე პირველად იქნება წარმოდგენილი Delta University-ს მიერ წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა – „დიდგორი 1“, „დიდგორი 2“ და „დიდგორი 3“.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021 დაიწყო,
იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ტრადიციულ სწავლებაში სამი ქვეყნის – საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის 200-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.
უწყების ინფორმაციით, წელს სწავლების საველე კომპონენტში პირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფი მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში ასევე პირველად იქნება წარმოდგენილი „დელტას“ (Delta University) მიერ წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა – „დიდგორი 1“, „დიდგორი 2“ და „დიდგორი 3“.
15 სექტემბერი 2021, 21:56
„საერთაშორისო სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას, ასევე აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სწავლება Eternity პირველად 2014 წელს ჩატარდა. მსგავსი წვრთნები ბოლოს ბაქოში 2019 წელს გაიმართა. საქართველო სწავლებაში 2019 წლიდან მონაწილეობს.