https://sputnik-georgia.com/20211006/evrokavsiri-da-nato-axal-deklaracias-amusaveben-260266123.html
ევროკავშირი და ნატო ახალ ერთობლივ დეკლარაციას ამუშავებენ: მთავარი მიმართულებები
ევროკავშირი და ნატო ახალ ერთობლივ დეკლარაციას ამუშავებენ: მთავარი მიმართულებები
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირი და ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალი სამიტისთვის ახალ ერთობლივ დეკლარაციას შეიმუშავებენ, განაცხადა... 06.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-06T09:33+0400
2021-10-06T09:33+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
ნატო
ევროკავშირი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/17/252653319_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_3476dcb6fbcb4f86461fff35b67de789.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირი და ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალი სამიტისთვის ახალ ერთობლივ დეკლარაციას შეიმუშავებენ, განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.„ახალ პოლიტიკურ დეკლარაციას ნატოსთან ერთად ნატოს სამიტამდე, 2022 წლის ივნისამდე შევიმუშავებთ“, — ნათქვამია მიშელის განცხადებაში, რომელიც მან სლოვენიაში ევროპელ ლიდერთა არაფორმალური სამიტის შემდეგ გაავრცელა.გარდა ამისა, მისი თქმით, ევროკავშირი გეგმავს ავტონომიურად მოქმედებების შესაძლებლობები გაიფართოვოს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა თავდაცვა და ეკონომიკა.ამასთან, მიშელის თქმით, ევროკავშირი „შეამცირებს დამოკიდებულებას და სტაბილურობას მიაღწევს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ენერგეტიკა, ციფრული ტექნოლოგიები, კიბერუსაფრთხოება, სამრეწველო პოლიტიკა, ვაჭრობა და ერთიანი ბაზრის განმტკიცება“.გავრცელებული ინფორმაციით, სლოვენიაში გამართულ არაფორმალურ სამიტზე ევროპელი ლიდერების განხილვის მთავარი თემები იყო ევროკავშირის თავდაცვის სისტემის ახალი კონცეფცია — სახელწოდებით „ევროკავშირის სტრატეგიული კომპასი“, ასევე ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალების ჩამოყალიბების საკითხი. შარლ მიშელის განცხადებით, სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის სტრატეგია და გეგმები 2022 წლის მარტისთვის უნდა იყოს დამტკიცებული.
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/17/252653319_346:0:3077:2048_1920x0_80_0_0_e55d8cf6bfa8d5190ba5524592352391.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნატო , ევროკავშირი , მსოფლიოს ახალი ამბები
ნატო , ევროკავშირი , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირი და ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალი სამიტისთვის ახალ ერთობლივ დეკლარაციას შეიმუშავებენ,
განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.
„ახალ პოლიტიკურ დეკლარაციას ნატოსთან ერთად ნატოს სამიტამდე, 2022 წლის ივნისამდე შევიმუშავებთ“, — ნათქვამია მიშელის განცხადებაში, რომელიც მან სლოვენიაში ევროპელ ლიდერთა არაფორმალური სამიტის შემდეგ გაავრცელა.
გარდა ამისა, მისი თქმით, ევროკავშირი გეგმავს ავტონომიურად მოქმედებების შესაძლებლობები გაიფართოვოს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა თავდაცვა და ეკონომიკა.
„იმისათვის, რომ უფრო ეფექტურები და აქტიურები გავხდეთ საერთაშორისო არენაზე, ევროკავშირისთვის აუცილებელია, როგორც ეკონომიკურმა ძალამ, გააფართოვოს ავტონომიურად მოქმედების შესაძლებლობები და სტანდარტები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში“, — აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
ამასთან, მიშელის თქმით, ევროკავშირი „შეამცირებს დამოკიდებულებას და სტაბილურობას მიაღწევს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ენერგეტიკა, ციფრული ტექნოლოგიები, კიბერუსაფრთხოება, სამრეწველო პოლიტიკა, ვაჭრობა და ერთიანი ბაზრის განმტკიცება“.
გავრცელებული ინფორმაციით, სლოვენიაში გამართულ არაფორმალურ სამიტზე ევროპელი ლიდერების განხილვის მთავარი თემები იყო ევროკავშირის თავდაცვის სისტემის ახალი კონცეფცია — სახელწოდებით „ევროკავშირის სტრატეგიული კომპასი“, ასევე ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალების ჩამოყალიბების საკითხი. შარლ მიშელის განცხადებით, სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის სტრატეგია და გეგმები 2022 წლის მარტისთვის უნდა იყოს დამტკიცებული.