https://sputnik-georgia.com/20211125/cia-rusuli-specsamsaxurebis-sefebs-daemuqra-262354710.html
CIA-ს შეფი რუსული სპეცსამსახურების ხელმძღვანელობას დაემუქრა
CIA-ს შეფი რუსული სპეცსამსახურების ხელმძღვანელობას დაემუქრა
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 ნოემბერი − Sputnik. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვში იმყოფებოდა ვიზიტით... 25.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-25T12:15+0400
2021-11-25T12:15+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
რუსეთი
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251770420_0:117:2600:1580_1920x0_80_0_0_b04c1d1e4e326af86d365e4d6223764d.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი − Sputnik. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვში იმყოფებოდა ვიზიტით, კონფიდენციალურად გააფრთხილა რუსეთის სპეცსამსახურების უმაღლესი თანამდებობის პირები, რომ თუ რუსეთს კავშირი აქვს იდუმალი დაავადება „ჰავანური სინდრომის“ შემთხვევებთან, რომელიც ამერიკელ დიპლომატებს გამოუვლინდათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რუსეთი შედეგებს შეეჯახება, წერს გამოცემა Washington Post წყაროზე დაყრდნობით.გაზეთის მონაცემებით, ბერნსი ამ თემაზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობას ესაუბრა.აღინიშნება, რომ ბერნსს რუსეთი პირდაპირ არ დაუდანაშაულებია ამერიკელი დიპლომატების საწინაამდეგო ქმედებებში.როგორც გამოცემა წერს, ის ფაქტი, რომ ბერნსმა გაფრხილებისას გამოიყენა სიტყვა „თუ“, აჩენს ვარაუდს, რომ ოთხწლიანი გამოძიებების შემდეგაც კი აშშ-ის ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ შეუძლია განსაზღვროს უცნაური ინციდენტების მიზეზები.გავრცელებული ინფორმაციით, CIA-ში ბერნსის გაფრთხილებაზე კომენტარს არ აკეთებენ. გარდა ამისა, გამოცემას კითხვებზე პასუხები არ მისცა არც რუსეთის საელჩომ ვაშინგტონში.აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთმა არაერთხელ უარყო ყველანაირი კავშირი „ჰავანურ სინდრომთან“ − უცნობ დაავადებასთან, რომელიც 2016 წლიდან ემართებათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ამერიკელ დიპლომატებს. პირველად ის სწორედ ჰავანაში დაფიქსირდა აშშ-ის საელჩოში. ამ დროის მონაცემებით, „ჰავანური სინდრომით“ 200 დიპლომატია დაზარალებული ყველა კონტინენტზე. ამ მოვლენას ახსნა ჯერჯერობით არ აქვს.
https://sputnik-georgia.com/20210628/marTuli-energiiT-Seteva-Statebi-ruseTs-eWvmitanilad-cnobs-252145081.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251770420_168:0:2432:1698_1920x0_80_0_0_9451bfe075854d9b16c4222755aff14c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 25 ნოემბერი − Sputnik. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვში იმყოფებოდა ვიზიტით, კონფიდენციალურად გააფრთხილა რუსეთის სპეცსამსახურების უმაღლესი თანამდებობის პირები, რომ თუ რუსეთს კავშირი აქვს იდუმალი დაავადება „ჰავანური სინდრომის“ შემთხვევებთან, რომელიც ამერიკელ დიპლომატებს გამოუვლინდათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რუსეთი შედეგებს შეეჯახება, წერს გამოცემა
Washington Post წყაროზე დაყრდნობით.
გაზეთის მონაცემებით, ბერნსი ამ თემაზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობას ესაუბრა.
ბერნსმა უთხრა მათ, რომ ამერიკელი დიპლომატებისა და მათი ოჯახების წევრებისთვის თავის ტვინის სერიოზული დაზიანებების მიყენება და სხვა დაავადებები პროფესიონალი სპეცსამსახურების ქცევის მისაღებ ჩარჩოებს სცდება“, − ნათქვამია სტატიაში.
აღინიშნება, რომ ბერნსს რუსეთი პირდაპირ არ დაუდანაშაულებია ამერიკელი დიპლომატების საწინაამდეგო ქმედებებში.
როგორც გამოცემა წერს, ის ფაქტი, რომ ბერნსმა გაფრხილებისას გამოიყენა სიტყვა „თუ“, აჩენს ვარაუდს, რომ ოთხწლიანი გამოძიებების შემდეგაც კი აშშ-ის ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ შეუძლია განსაზღვროს უცნაური ინციდენტების მიზეზები.
„მიუხედავად ამისა, [CIA-ს] დირექტორის გადაწყვეტილება, უშუალოდ მოსკოვში ელაპარაკა ამ თემაზე რუს კოლეგებთან, პირდაპირ მეტყველებს CIA-ს ღრმა ეჭვებზე კრემლის ჩართულობაზე“, − აღინიშნება პუბლიკაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, CIA-ში ბერნსის გაფრთხილებაზე კომენტარს არ აკეთებენ. გარდა ამისა, გამოცემას კითხვებზე პასუხები არ მისცა არც რუსეთის საელჩომ ვაშინგტონში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთმა არაერთხელ უარყო ყველანაირი კავშირი „ჰავანურ სინდრომთან“ − უცნობ დაავადებასთან, რომელიც 2016 წლიდან ემართებათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ამერიკელ დიპლომატებს. პირველად ის სწორედ ჰავანაში დაფიქსირდა აშშ-ის საელჩოში. ამ დროის მონაცემებით, „ჰავანური სინდრომით“ 200 დიპლომატია დაზარალებული ყველა კონტინენტზე. ამ მოვლენას ახსნა ჯერჯერობით არ აქვს.