https://sputnik-georgia.com/20211019/natom-saidumlo-swavlebebi-daiwyo-260678915.html
ბირთვული ომის შემთხვევისთვის: ნატომ საიდუმლო სწავლებები Steadfast Noon დაიწყო
ბირთვული ომის შემთხვევისთვის: ნატომ საიდუმლო სწავლებები Steadfast Noon დაიწყო
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 ოქტომბერი − Sputnik. გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა და ნატოს სხვა 13-მა წევრმა ქვეყანამ ალიანსის ტერიტორიის ბირთვული იარაღის გამოყენებით დაცვის... 19.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-19T13:07+0400
2021-10-19T13:07+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
ნატო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23858/89/238588954_0:66:2850:1669_1920x0_80_0_0_713bad51e6a668f38a872ec2b124fe09.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი − Sputnik. გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა და ნატოს სხვა 13-მა წევრმა ქვეყანამ ალიანსის ტერიტორიის ბირთვული იარაღის გამოყენებით დაცვის ყოველწლიური სწავლებები დაიწყეს, იუწყება Deutsche Welle.როგორც ალიანსში აღნიშნეს, მანევრებში სახელწოდებით Steadfast Noon („მყარი შუადღე“) ათობით თვითმფრინავი მონაწილეობს, მათ შორის, ბირთვული იარაღით აღჭურვილი გამანადგურებლები, ჩვეულებრივი საბრძოლო თვითმფრინავები, ასევე საწვავით შემავსებლები და მზვერავები.ოფიციალური მონაცემებით, სწავლებები ალიანსის სამხრეთ ტერიტორიის თავზე მიმდინარეობს. DW-ის ინფორმაციით, ეს იმას ნიშნავს, რომ მანევრების ფარგლებში შესაძლოა ამერიკული B61 ტიპის ბირთვული ბომბების გამოყენება დამუშავდეს, რომლებიც იტალიის ჩრდილოეთით მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე ინახება. ამასთან Steadfast Noon-ის მიმდინარეობის ზუსტი ადგილი და სწავლებების სხვა დეტალები უცნობია.სამხედრო ექსპერტების ცნობით, მანევრების დროს ასევე დამუშავდება ამერიკული ბირთვული იარაღის მიწისქვეშა საცავებიდან ტრანსპორტირება და მათი გამანადგურებლებზე დამაგრება, თუმცა საწვრთნელი ფრენები ბომბების გარეშე ჩატარდება.ამასთან ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ბირთვული იარაღის რაოდენობა ევროპის ტერიტორიაზე მკვეთრად შემცირდა.ნატოს ბირთვული პოლიტიკის თანახმად, ალიანსის წევრ ქვეყნებს საგანგებო ვითარებაში ევროპაში დისლოცირებული ამერიკული ქობინების გამოყენება შეუძლიათ. არაოფიციალური მონაცემებით, აშშ-ის ატომური იარაღი განთავსებულია, მათ შორის, ბელგიაში, თურქეთში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში.
https://sputnik-georgia.com/20211004/saqartvelosi-eternity-2021-samxedro-swavleba-daiwyo-260206889.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23858/89/238588954_269:0:2582:1735_1920x0_80_0_0_77f25123c057e624d889ad22e829050a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ნატო , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, ნატო , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 19 ოქტომბერი − Sputnik. გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა და ნატოს სხვა 13-მა წევრმა ქვეყანამ ალიანსის ტერიტორიის ბირთვული იარაღის გამოყენებით დაცვის ყოველწლიური სწავლებები დაიწყეს, იუწყება
Deutsche Welle. როგორც ალიანსში აღნიშნეს, მანევრებში სახელწოდებით Steadfast Noon („მყარი შუადღე“) ათობით თვითმფრინავი მონაწილეობს, მათ შორის, ბირთვული იარაღით აღჭურვილი გამანადგურებლები, ჩვეულებრივი საბრძოლო თვითმფრინავები, ასევე საწვავით შემავსებლები და მზვერავები.
ოფიციალური მონაცემებით, სწავლებები ალიანსის სამხრეთ ტერიტორიის თავზე მიმდინარეობს. DW-ის ინფორმაციით, ეს იმას ნიშნავს, რომ მანევრების ფარგლებში შესაძლოა ამერიკული B61 ტიპის ბირთვული ბომბების გამოყენება დამუშავდეს, რომლებიც იტალიის ჩრდილოეთით მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე ინახება. ამასთან Steadfast Noon-ის მიმდინარეობის ზუსტი ადგილი და სწავლებების სხვა დეტალები უცნობია.
სამხედრო ექსპერტების ცნობით, მანევრების დროს ასევე დამუშავდება ამერიკული ბირთვული იარაღის მიწისქვეშა საცავებიდან ტრანსპორტირება და მათი გამანადგურებლებზე დამაგრება, თუმცა საწვრთნელი ფრენები ბომბების გარეშე ჩატარდება.
„ევროპაში უსაფრთხოების პირობების გაუარესების გათვალისწინებით, საიმედო და ერთიან ბირთვულ ალიანსს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, − ნათქვამია ნატოს მანამდე გავრცელებულ პრეს-რელიზში.
ამასთან ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ბირთვული იარაღის რაოდენობა ევროპის ტერიტორიაზე მკვეთრად შემცირდა.
ნატოს ბირთვული პოლიტიკის თანახმად, ალიანსის წევრ ქვეყნებს საგანგებო ვითარებაში ევროპაში დისლოცირებული ამერიკული ქობინების გამოყენება შეუძლიათ. არაოფიციალური მონაცემებით, აშშ-ის ატომური იარაღი განთავსებულია, მათ შორის, ბელგიაში, თურქეთში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში.