მოსაზრება: ბაიდენი ევროპაში ბევრის უფლებას აძლევს თავს

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკშიჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
ალექსანდრ ხაბაროვი
ჯო ბაიდენმა ევროპას იმედები გაუცრუა. ამის შესახებ ღიად ერთ-ერთმა პირველმა აშშ-ში საფრანგეთის ყოფილმა ელჩმა ჟერარ არაუდმა ისაუბრა: „რასაც ვხედავთ — ეს არის გრძელვადიანი მოძრაობა ამერიკის მხარეს. ობამა არ წუხდა ევროპის გამო. ტრამპი მტრულად იყო განწყობილი ევროპის მიმართ. ახლა ბაიდენი. თუ გულახდილად ვიტყვით, ბაიდენი ერთი დიდი იმედგაცრუებაა მთელი ევროპისთვის“.
დიპლომატი ჩივის, რომ ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია არ არის დაინტერესებული ბებერი კონტინენტის საკითხებით. ევროკომისიამ ბაიდენის გუნდს საკითხების გრძელი სია გაუგზავნა, რომლებზეც ერთად შეიძლება მუშაობა. ესენია: კიბერუსაფრთხოება, კრიპტოვალუტა, გადასახადები მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, მაგრამ პასუხი ჯერ კიდევ არ არის. „არავითარი ინიციატივა. არცერთი განცხადება, რომ ევროპა და ამერიკელები ერთად იმუშავებენ ამა თუ იმ თემაზე. ამერიკელები გადაერთნენ ჩინეთზე. მათი საგარეო პოლიტიკა არის: ჩინეთი, ჩინეთი, ჩინეთი“.
ევროკავშირის ლოგოტიპი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
„სპეცრაზმი და კიბერშეტევები“: ევროპას ამერიკაზე შურისძიება სურს
ფრანგები დაბნეულები არიან. ავსტრალიასთან წყალქვეშა ნავების კონტრაქტის სკანდალმა პარიზისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი დიპლომატიური ოპერაცია ჩაშალა, რომლის დახმარებითაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშინგტონთან ურთიერთობის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავდა. სექტემბერში ჩესაპიკის ბრძოლის 240 წლისთავი აღინიშნა. მაშინ, 1781 წელს სწორედ ფრანგულმა ფლოტმა მიაყენა ბრიტანელებს გადამწყვეტი მარცხი და შეცვალა ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ომის მთელი კურსი.
კონტრადმირალი კონტ დე გრასი, რომელიც ფრანგულ ფლოტილიას მეთაურობდა, მაშინ თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, რომელიც მტრულად იყო განწყობილი ბრიტანეთის იმპერიის მიმართ. მას აზრადაც ვერ მოუვიდოდა, რომ თითქმის ორ-ნახევარი საუკუნის შემდეგ ბრძოლის ორივე მხარის მონაწილეთა შორეულ შთამომავლებს მეტოქეობის გაგრძელება მოუწევდათ, ოღონდ უკვე შეერთებული შტატების უახლოესი მოკავშირის წოდებისთვის.
ამერიკელი პარტნიორებისთვის წარსული ღვაწლის გასახსენებლად, საიუბილეო თარიღის პატივსაცემად საფრანგეთის საელჩოში საზეიმო ბანკეტი დაიგეგმა. მაგრამ მაშინ საფრანგეთის ელჩი პარიზში გაიწვიეს და ღონისძიება გაუქმდა. მაკრონს უფრო შორს წასვლის შეეშინდა. იმის ნაცვლად, რომ რეალურად ეჩხუბოს ბაიდენს, საფრანგეთის პრეზიდენტმა მიზანში ავსტრალიის ზოგადად უპრეტენზიო პრემიერი ამოიღო.
არჩევნები აშშ-ში - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
მოსაზრება: 2024 წელს აშშ-ის არჩევნებში გაიმარჯვებს... პუტინი
შეერთებული შტატების ნების წინააღმდეგ სერიოზულად წასასვლელად, როგორც ჩანს, შარლ დე გოლის მასშტაბის ფიგურაა საჭირო. მას შეეძლო დოლარზე უარის თქმა, შეეძლო გაეტანა ნატოს შტაბ-ბინა და ამერიკული ბაზები თავისი ქვეყნიდან, დამოუკიდებლად მოლაპარაკებოდა ჩინეთსა და სსრკ-ს. დასავლეთ ევროპის პოლიტიკაში ასეთი გენერლები ახლა არ ჩანს, ამიტომ დღეს არავინ არის ისეთი, ვინც „ერთიან ევროპულ არმიას“ უსარდლებდა, რაზეც დიდი ხანია საუბრობენ პარიზში, ბრიუსელსა და ბერლინში. არადა, სურვილი არსებობს.
როგორც კი ამერიკელებმა ყველა ფაქტის წინაშე დააყენეს, რომ ავღანეთიდან გადიოდნენ, ევროპელებმა კიდევ ერთხელ განიცადეს საკუთარი უმწეობისა და შეერთებულ შტატებზე კოლოსალური დამოკიდებულების მწარე გრძნობა. „ევროპას შეუძლია და, ცხადია, უნდა ჰქონდეს უნარი და მზადყოფნა, მეტი გააკეთოს დამოუკიდებლად. რაც ჩვენ გვჭირდება — ეს ევროპული თავდაცვის კავშირია“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავის პროგრამულ გამოსვლაში.
ჯერ კიდევ ამ წლის მაისში ევროკავშირის 14 ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა წამოაყენეს იდეა, შეიქმნას ერთობლივი სწრაფი რეაგირების ძალები 5.000 ჯარისკაცის შემადგენლობით, რომლებსაც კრიტიკულ სიტუაციებში გამოიყენებდნენ, მაგალითად, როგორც ეს მოგვიანებით ქაბულში მოხდა, როდესაც ევროპელებმა თავიანთი წარმომადგენლებისა და რიგითი მოქალაქეების ევაკუაცია ვერ შეძლეს შეერთებული შტატების დახმარების გარეშე. ერთიანი სამხედრო ძალის იდეა პირველად ევროპაში 1999 წელს განიხილებოდა. 2007 წელს ოპერატიული საბრძოლო ჯგუფების კოლექტიური სისტემა (1500 ჯარისკაცი) შეიქმნა, მაგრამ ის არასდროს გამოუყენებიათ.
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
აშშ-ის პრეზიდენტი ევროპაში: როგორ აიძულებენ რუსეთს გადახდასა და მონანიებას
ბრიუსელში სამიტი „ევროპის თავდაცვის“ თემაზე მომავალი წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი. მაგრამ, რაც უნდა ითქვას, სამხედრო სფეროში კოზირები მაინც სხვა ორგანიზაციის — ნატოს ხელშია, რომლის შტაბ-ბინაც ბელგიის დედაქალაქში მდებარეობს. ანუ ბევრი რამ კვლავ შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. სანამ ევროპელი ლიდერები სულსა და აზრებს იკრებენ, ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დეკემბერში ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის ურთიერთობების განახლებულ კონცეფციას წარმოადგენს. სტოლტენბერგის პოზიცია კარგად არის ცნობილი: სექტემბერში ბრიტანულ The Sunday Telegraph-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ ევროკავშირის შეიარაღებულმა ძალებმა შეიძლება დაასუსტონ ბლოკი, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, და კიდეც „გაყოს ევროპა", ხოლო სწრაფი რეაგირების გაერთიანებული ძალა ძირის გამოთხრით ემუქრება ნატოს მოკავშირეების „მოკრძალებულ რესურსებს“.
შეერთებული შტატები ინარჩუნებს სამხედრო კონტროლს ევროპაში. იუგოსლავიის დაბომბვის შემდეგ, რომელიც არა მხოლოდ ყველა უფლებისა და ნორმის დარღვევა იყო, არამედ თავად ევროპაც დააზარალა, ბალკანეთში, კოსოვოში გაჩნდა უდიდესი ამერიკული სამხედრო ბაზა ბონდსტილი. შეერთებულმა შტატებმა დიდი ხანია უკან დაწია დამხმარე როლის შემსრულებელი ფრანგები და გერმანელები, თავისი ფრთის ქვეშ აიყვანა კიევი, ახლა კი უკრაინული დეტონატორით თამაშობენ. იქ რომ რამე მოხდეს, მთელ ევროპას შეექმნება პრობლემა.
ბორის ჯონსონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
ჯონსონმა პუტინთან ავღანეთის სიტუაცია განიხილა: რაშია აშშ-ის ინტერესი?
პრეზიდენტ მაკრონს რამდენჯერაც უნდა ეთქვა, რომ „ნატოს ტვინი მოკვდა", ოკეანისმიღმა ჰეგემონზე მინიშნებით, პრობლემა სხვა რამაა — თავად ევროპელებს ეშინიათ. ამიტომ ბევრი რამის გადაყლაპვა და მონელება უწევთ. ამერიკელები ჯერ მიუთითებენ, ააშენონ თუ არა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“, შემდეგ კი ევროპისთვის დაპირებული თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გააქვთ, რადგან ეს მათთვის უფრო მომგებიანია.
ბაიდენის მხრიდან ერთადერთ „დათმობად“ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის, რომ ამერიკელები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ მოეხსნათ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები ევროპიდან მიწოდებულ ალუმინსა და ფოლადზე. უფრო ზუსტად, შეერთებულმა შტატებმა გამოყო კვოტა ევროპული ფოლადისა და ალუმინის უბაჟო იმპორტისთვის, რაც ევროპელებს აძლევს შესაძლებლობას, აღადგინონ მიწოდების წინა მოცულობები, რომელიც ამ წლების განმავლობაში განახევრდა, მაგრამ მათი გაზრდის მცდელობები იბლოკება.
ბაიდენის ადმინისტრაციამ ტარიფების გაუქმება ბოლომდე გაწელა. „საჩუქარი“ რომში, G20-ის სამიტზე გაკეთდა ერთი თვით იმაზე ადრე, ვიდრე იმპორტის გადასახადს გააორმაგებდა ამერიკულ მოტოციკლებსა და ვისკიზე, რაც ფაქტობრივად ათანაბრებდა დანაკარგებს ორივე მხრიდან. უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული „ვიტამინისთვის“ ამერიკელი კომბინატორები, ჩვეულებრივ, „უამრავ მცირე მომსახურებას“ მოითხოვენ. ეს კი, პირველ რიგში, აშშ-სთვის სტრატეგიული ჩინური მიმართულებით იქნება საჭირო.
ჟოზეპ ბორელი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
მსოფლიო დღეს
ბორელს ევროკავშირის როლის დასუსტება აშინებს: დიპლომატი წერილს აქვეყნებს
„შესაძლოა, ჩვენ თავიდანვე ძალიან გულუბრყვილო ვიყავით ზოგიერთ პარტნიორთან თანამშრომლობასთან მიდგომაში“, — განაცხადა პოსტიდან მიმავალმა ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა იმის ფონზე, რომ ჩინეთი 2016 წელს გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა და გერმანიის ეკონომიკას სტაბილური ზრდის შენარჩუნებაში დაეხმარა. ახალ კოალიციურ მთავრობას, შოლცის მეთაურობით, უკვე თავს მოახვიეს ჩრდილოატლანტიკური დღის წესრიგი ტაივანის, ჰონკონგისა და სინძიანის საკითხებში. გამორიცხული არ არის, რომ ამ ტენდენციას დამორჩილებული გერმანია, საკუთარი ეკონომიკური ინტერესების მიუხედავად, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგი იყოს. შეერთებული შტატებისთვის დიდად არასასიამოვნოდ, მას ხელი 2020 წელს მოეწერა, მაგრამ ევროპარლამენტმა მისი რატიფიკაციის პროცესი გაყინა.
ლონდონი ვაშინგტონისთვის საკვანძო მოკავშირედ რჩება ამერიკული ინიციატივების პოპულარიზაციაში. აქ უკვე რამდენიმე წელია დაიწყეს ჩინეთთან ერთობლივი პროექტების გაუქმება. ბრძანებისთანავე გაგზავნეს საკუთარი ავიამზიდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ჯერ კიდევ ტრამპის დროს ბრიტანელებმა უარი უთხრეს ჩინურ „ჰუავეის“ 5G ქსელების განვითარების კონტრაქტზე. დღემდე არ არის ცნობილი, რა მიიღეს სამაგიეროდ.
მათეუშ მორავეცკი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
მსოფლიო დღეს
„საფეთქელზე პისტოლეტით“: პოლონეთის პრემიერი ევროკავშირის გამო „მესამე მსოფლიო ომს“ უფრთხის
ჯონსონს უარი ეთქვა შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. ევროკავშირთან ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაკავშირებულ კამათში, რომელიც ახლა Brexit-ის ნაჩქარევი გარიგების გამო ეკონომიკურად არის ამოვარდნილი გაერთიანებული სამეფოდან, ლონდონს არ აქვს შეერთებული შტატების მხარდაჭერა. ბრიტანეთის კაბინეტი ვალდებულია დაიცვას მის მიერ ხელმოწერილი ირლანდიური პროტოკოლი. ამის შესახებ რამდენჯერმე განაცხადა თავადაც წარმოშობით ირლანდიელმა ჯო ბაიდენმა.
ევროპა ისე შეაშინა დონალდ ტრამპმა, რომ მისი შემცვლელი იქ წინასწარ აქციეს კერპად. ლონდონის გაზეთები ახლა სხვაგვარად წერენ. ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ბრიტანულმა გაზეთმა The Daily Mail-მა მკითხველებს აცნობა, რომ ამერიკის პრეზიდენტს, თურმე, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს: „ბაიდენს ორჯერ აწუხებდა თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა, მას ასევე აქვს პრობლემები გულის კუნთთან დაკავშირებითაც, რომელიც ძალიან სწრაფად იკუმშება და თავბრუსხვევასა და დაბნეულობას იწვევს“.
ცოტა მოგვიანებით იგივე გამოცემამ თვითმხილველების მონათხრობი გამოაქვეყნა, თუ როგორ გააფუჭა ჰაერი თავისუფალი სამყაროს ლიდერმა, როდესაც ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის, პრინც ჩარლზის მეუღლეს, კორნუოლის ჰერცოგინიას ესაუბრებოდა. გამოცდილმა კამილამ არაფერი შეიმჩნია. ეჭვქვეშ ხომ არ დააყენებდა პრემიერ-მინისტრ ჯონსონის მაამებელ სიტყვებს, რომ ბაიდენი — ეს „სუფთა ჰაერის დიდი ყლუპია?“
და ღრმად, მთელი მკერდით სუნთქვა უწევთ, დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული ურთიერთობათა სისტემის დაურღვევლად. ბაიდენი იქნება თუ ვინმე სხვა — ამას დიდწილად მნიშვნელობაც არ აქვს. ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის პიროვნული თვისებები აქ მეორეხარისხოვანია: ევროპულ საზოგადოებაში ის ჯერჯერობით ბევრი რამის უფლებას აძლევს თავს — უხერხულობის შიშის გარეშე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0