https://sputnik-georgia.com/20211025/moravecki-evrokavsiris-gamo-mesame-msoflio-oms-ufrtxis-261455122.html
„საფეთქელზე პისტოლეტით“: პოლონეთის პრემიერი ევროკავშირის გამო „მესამე მსოფლიო ომს“ უფრთხის
„საფეთქელზე პისტოლეტით“: პოლონეთის პრემიერი ევროკავშირის გამო „მესამე მსოფლიო ომს“ უფრთხის
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირთან ამჟამინდელი დიალოგი — ეს არის საუბარი პისტოლეტით საფეთქელთან, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ... 25.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-25T10:59+0400
2021-10-25T10:59+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
ეკონომიკა
ევროკავშირი
პოლონეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24698/17/246981763_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_bb64c21e024868c2ddac01bb707c4b98.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირთან ამჟამინდელი დიალოგი — ეს არის საუბარი პისტოლეტით საფეთქელთან, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ The Financial Times-თან საუბრისას.მისი თქმით, ის მზადაა, ნებისმიერი გზით დაიცვას ვარშავა ბრიუსელის მცდელობებისგან, ჩამოართვას ქვეყანას დაპირებული ფინანსური სახსრები. ასეთი სცენარი მორავეცკიმ მესამე მსოფლიო ომს შეადარა.აღსანიშნავია, რომ მანამდე ბრიუსელმა გადადო იმ ღონისძიებათა პაკეტის დამტკიცება, რომელიც პოლონეთის ეკონომიკის ასაღორძინებლად 36 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებდა.ამასთან მორავეცკის იმედი აქვს, რომ მხარეები მაინც შეძლებენ უთანხმოების მოგვარებას, „რაც ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა“.მიმდინარე წლის ივლისში ევროპის იუსტიციის სასამართლომ, ევროკავშირის სარჩელის საფუძველზე, დაადგინა, რომ პოლონეთის დისციპლინარული კონტროლის სისტემა მოსამართლეებზე არღვევს კანონის უზენაესობის პრინციპს და ქმნის იმის წინაპირობებს, რომ სასამართლო ხელისუფლება აღმასრულებელზე იყოს დამოკიდებული. 7 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, ქვეყნის ხელისუფლების მოთხოვნით, დაამტკიცა პოლონური კანონების პრიორიტეტი ევროპულ კანონებზე. ამ გადაწყვეტილებამ ბრიუსელის უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც პოლონეთისთვის ევროპული ფონდებიდან დაფინანსების შეწყვეტის შესახებ საუბრები მოჰყვა.
ევროკავშირი
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24698/17/246981763_377:0:3078:2026_1920x0_80_0_0_b4a89c217e55117ad2111535321c4232.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ეკონომიკა, ევროკავშირი , პოლონეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, ეკონომიკა, ევროკავშირი , პოლონეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირთან ამჟამინდელი დიალოგი — ეს არის საუბარი პისტოლეტით საფეთქელთან, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ
The Financial Times-თან საუბრისას.
მისი თქმით, ის მზადაა, ნებისმიერი გზით დაიცვას ვარშავა ბრიუსელის მცდელობებისგან, ჩამოართვას ქვეყანას დაპირებული ფინანსური სახსრები. ასეთი სცენარი მორავეცკიმ მესამე მსოფლიო ომს შეადარა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ბრიუსელმა გადადო იმ ღონისძიებათა პაკეტის დამტკიცება, რომელიც პოლონეთის ეკონომიკის ასაღორძინებლად 36 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებდა.
„თუ ევროკომისია მესამე მსოფლიო ომს დაიწყებს, ჩვენს უფლებებს ჩვენ ხელთ არსებული ნებისმიერი იარაღით დავიცავთ. მიგვაჩნია, რომ [ბრიუსელი] დისკრიმინაციულ მიდგომას იყენებს, რომელიც დიქტატს ჰგავს. მაგრამ თუ სიტუაცია გაუარესებას განაგრძობს, ჩვენ საკუთარი სტრატეგიის შემუშავება მოგვიწევს“, — განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
ამასთან მორავეცკის იმედი აქვს, რომ მხარეები მაინც შეძლებენ უთანხმოების მოგვარებას, „რაც ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა“.
„ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ ვისაუბრებდით ერთმანეთთან საფეთქელზე მიდებული პისტოლეტებით“, — აღნიშნა პრემიერმა.
მიმდინარე წლის ივლისში ევროპის იუსტიციის სასამართლომ, ევროკავშირის სარჩელის საფუძველზე, დაადგინა, რომ პოლონეთის დისციპლინარული კონტროლის სისტემა მოსამართლეებზე არღვევს კანონის უზენაესობის პრინციპს და ქმნის იმის წინაპირობებს, რომ სასამართლო ხელისუფლება აღმასრულებელზე იყოს დამოკიდებული. 7 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, ქვეყნის ხელისუფლების მოთხოვნით, დაამტკიცა პოლონური კანონების პრიორიტეტი ევროპულ კანონებზე. ამ გადაწყვეტილებამ ბრიუსელის უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც პოლონეთისთვის ევროპული ფონდებიდან დაფინანსების შეწყვეტის შესახებ საუბრები მოჰყვა.