https://sputnik-georgia.com/20211027/putinma-da-jonsonma-avranetsi-seqmnili-vitareba-ganixiles-261524985.html
ჯონსონმა პუტინთან ავღანეთის სიტუაცია განიხილა: რაშია აშშ-ის ინტერესი?
ჯონსონმა პუტინთან ავღანეთის სიტუაცია განიხილა: რაშია აშშ-ის ინტერესი?
Sputnik საქართველო
ავღანეთი — „ამერიკული ოცნების“ ჩამოშლის კაშკაშა მაგალითი — კვლავაც აშფოთებს კოლექტიურ დასავლეთს არაპროგნოზირებადი საფრთხეებით. 27.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-27T12:28+0400
2021-10-27T12:28+0400
2021-10-27T16:28+0400
პოლიტიკა
რუსეთი
მოსაზრება
ანალიტიკა
მიმოხილვები
აშშ
დიდი ბრიტანეთი
ავღანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23553/47/235534755_0:338:2571:1784_1920x0_80_0_0_3e4d7aa7eeb6b6b0e05d26235f607037.jpg
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 25 ოქტომბერს ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. პუტინმა თალიბებთან „მოსკოვის ფორმატში“ კონსულტაციებზე ისაუბრა (რომელშიც რუსეთის, ჩინეთის, პაკისტანის, ირანის, ინდოეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ), ხოლო ჯონსოსნმა შეშფოთება გამოთქვა „თალიბანის“ შესაძლო აღიარების გამო.ამ საუბარში აშკარად იკვეთებოდა აშშ-ის ინტერესი, რომელსაც სერიოზულად აშფოთებს „ხალიფატის“ შესაძლო მსოფლიო აღიარება.ავღანეთის სუვერენიტეტის უპირობო პატივისცემის ფონზე ახალი მთავრობის საერთაშორისო აღიარებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორსაა. მანამდე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „თალიბანის“ ტერორისტული ორგანიზაციების ჩამონათვალიდან ამოღება გაეროს დონეზე უნდა იყოს მიღებული, და ამისთვის თალიბებმა „უნდა დაამყარონ ურთიერთობა ყველა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფთან, ყველა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან“.სამწუხაროდ, ავღანეთი შორსაა იქ მცხოვრებ ოთხმოცი ეროვნებისა და ეთნიკური ჯგუფის ხალხებს შორის მშვიდობისა და თანხმობისგან, და არც ტერორიზმისგანაა თავისუფალი. დროებითი მთავრობა ვერ უმკლავდება ეკონომიკურ გამოწვევებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან საფრთხეებს.ტაჯიკეთის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა შერალი მირზომ 24 ოქტომბერს აღნიშნა, რომ ბოლო თვეების მოვლენებს ავღანეთში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების დეგრადაცია მოჰყვა, და იქ არსებული სიტუაცია „კატასტორფულად“ შეაფასა. სამწუხაროდ, ამაში არაფერია გადაჭარბებული.ავღანეთი ფაქტობრივად დაფლეთილია თალიბებისა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების, ასევე წინააღმდეგობის ფრონტის კონტროლის ზონებად.რჩება ცენტრალური აზიის ქვეყნებში ტერორისტების შეეჭრის საფრთხეც. შემთხვევითი არ არის, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ავღანეთის საზღვრებთან ახლოს — ტაჯიკეთსა და უზბეკეთში, სპეციალური მანევრების სერია ჩაატარა, რომელშიც ექვსი სახელმწიფოს სამხედროები მონაწილეობდნენ.უსაფრთხოების სარტყელი„მოსკოვის ფორმატის“ შეხვედრაზე თალიბები ირწმუნებოდნენ, რომ ავღანეთის მთელ ტერიტორიას აკონტროლებენ. ახალი ხელისუფლების მცდელობა, დაარწმუნოს უცხოელი პარტნიორები და კონტრაგენტები საკუთარ ქმედუნარიანობასა და ეფექტურობაში, არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება. თალიბებს არ შეუძლიათ არათუ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ საკუთარი თავის დაცვაც — პროვინციებში ტერაქტები და „ისლამური სახელმწიფოს“ (რომელიც არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს) რაზმებთან სროლები გრძელდება.შეიარაღებულმა თალიბებმა 26 ოქტომბერს სროლით დაშალეს ქაბულის ავიასალაროსთან შეკრებილი ბრბო — არიან დაჭრილები. ცალკე მოხვდათ ქალებსაც, თუმცა ამაზე ოდნავ ქვემოთ.გასულ კვირაში „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ორჯერ შეუტიეს თალიბებს ჯალალაბადში, ააფეთქეს ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენები, რათა ქაბული და სხვა პროვინციები დენის გარეშე დაეტოვებინათ (მანამდე ასეთ ტაქტიკას თავად თალიბები მიმართავდნენ). „ვილაიეთ ხორასანი“ მზადაა იბრძოლოს ხელისუფლებისა და გავლენისთვის — კვირას თალიბებსა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის სროლებში გერათში 17 კაცი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები.იმავე დღეს „ისლამური სახელმწიფოს“ შავი დროშები აღიმართა პროვინცია ურუზგანში, სადაც ადგილობრივებს „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში შესვლას სთავაზობდნენ 30 ათასი ავღანის სანაცვლოდ (340 აშშ დოლარი), რაც ავღანელებისთვის საკმაოდ ბევრი ფულია. რესურს Afghanistan.ru-ს ცნობით, გერათში „ისლამურ სახელმწიფოს“ თალიბების დიდი ჯგუფი შეუერთდა.ქვეყანაში ვითარება სხვადასხვა მიმართულებით უარესდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ დოჰაში მოლაპარაკებებისას პირდაპირ მოუწოდა თალიბებს მეტი გახსნილობის, ქალებისა და ბავშვების კანონიერი უფლებების დაცვისა და ყველა ეთნიკური ჯგუფის გაერთიანებისკენ, თალიბებმა მეორე დღეს ქაბულში ქალთა საპროტესტო აქცია დაარბიეს.მანამდე „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა მოკლედ განაცხადა, რომ „ქალები ავღანეთში შარიათის კანონებით იცხოვრებენ“.შარიათის კანონების ინტერპრეტაცია საკუთარ თავზე მოლების ვიწრო წრემ აიღო, რომლებიც ავღანეთის 40 მილიონიან მოსახლეობას არც აურჩევია და არც უფლებამოსილება მიუცია.ტაჯიკეთს პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარემ მაჰმადთოირ ზოქირზოდამ, მომიჯნავე ქვეყანაში ხანგრძლივი ტურბულენტობის ფონზე, მოუწოდა პარტნიორებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან, შექმნან უსაფრთხოების მტკიცე სარტყელი. ამას მოსკოვმა პრაქტიკულად მყისიერად უპასუხა 201-ე რუსული სამხედრო ბაზის 30 ტანკით გაძლიერებით.კიდევ უფრო ადრე, მოსკოვის ფორმატის“ დისკუსიებამდე ბაზის მოტომსროლელ ქვედანაყოფებს თანამედროვე ქვეითთა ჯავშანმანქანები, უახლესი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ტირიფი“, შორი მანძილის რეაქტიული ცეცხლმფრქვევები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „კორნეტი“ და სხვა შეიარაღება გადაეცა.აშშ-ის ავიაბაზა პაკისტანშიაშშ და ნატოს ქვეყნები ჯერაც ვერ აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას ავღანეთის მომავალთან დაკავშირებით, რომელშიც 20 წლის განმავლობაში იბრძოდნენ. მიუხედავად ამერიკული ჯარების გამოყვანისა, ვაშინგტონს არ მიუტოვებია რეგიონულ მოთამაშეებთან მოლაპარაკებების მცდელობა ავღანეთის საზღვრების სიახლოვეს „სათადარიგო აეროდრომის“ განთავსების შესახებ. ცენტრალური აზიის ქვეყნებმა საკმაოდ ხისტად გამოხატეს საკუთარი ნეგატიური პოზიცია ამ საკითხის მიმართ, თუმცა დიდია ალბათობა იმისა, რომ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზა პაკისტანში გაჩნდეს.მიუხედავად იმისა, რომ ისლამაბადმა წარმატებით ჩამოაყალიბა „თალიბანთან“ თანამშრომლობის „არაოფიციალური არხები“, პაკისტანი და შეერთებული შტატები ახლოს არიან შეთანხმების ხელმოწერასთან, რომელიც პაკისტანის საჰაერო სივრცის გამოყენებას ითვალისწინებს ავღანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების საბრძოლო და სადაზვერვო ოპერაციებისთვის — გასაგებია, ვის წინააღმდეგაც. ამრიგად, ვაშინგტონი ნაწილობრივ აინაზღაურებს დამარცხების სიმწარეს, ხოლო ისლამაბადი ამერიკულ დახმარებას მიიღებს ტერორიზმთან ბრძოლაში და ინდოეთთან ურთიერთობების დამყარებაში.თუ ამერიკულ სამხედრო ავიაციას მიეცემა შესაძლებლობა, მჭიდროდ გააკონტროლოს ავღანეთის ტერიტორია, რა თქმა უნდა, 20-წლიანი ისტორია გამეორდება. ეს მშვიდობიან მოსახლეობას ახალ კატასტროფებს ჰპირდება, ხოლო ცენტრალური აზიის მეზობელ ქვეყნებს — ლტოლვილთა ახალ ნაკადებს.ამერიკელებმა ავღანეთიდან დაახლოებით 124 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს, მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში პენტაგონის ბაზებზე 53 ათასზე მეტი ავღანელია. თუ ავღანეთში სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება, ლტოლვილად უკვე მილიონობით ადამიანი იქცევა.ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ ეროვნული წინააღმდეგობის უმაღლესი საბჭოს შექმნის შესახებ განაცხადეს. საბჭომ მოუწოდა თანამოქალაქეებს, მოემზადონ „შიდა ტირანიის, საგარეო აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ რთული და ხანგრძლივი წინააღმდეგობისთვის“. ავღანეთის ტერიტორიაზე ომი ყველას წინააღმდეგ ხანგრძლივი იქნება.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20211021/teraqtebi-da-brzolebi-avranetsi-261366011.html
https://sputnik-georgia.com/20211027/pentagonsi-varaudoben-rom-islamuri-saxelmwifo-amerikas-ukve-momaval-wels-seutevs-261519516.html
https://sputnik-georgia.com/20211025/talibani-kmayofilia-putinis-sityvebit-261453779.html
https://sputnik-georgia.com/20211015/dasavletma-avranetsi-mi-waago-da-valis-dabrunebaze-uars-ambobs-260587779.html
https://sputnik-georgia.com/20210930/amerikasi-seriozulad-msjeloben-avranetis-mezoblad-mdebare-rusuli-bazebis-gamoyenebaze-260030626.html
აშშ
დიდი ბრიტანეთი
ავღანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23553/47/235534755_0:118:2571:2047_1920x0_80_0_0_1c778c4eb0584b7c0a44e103f6fa4f71.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
პოლიტიკა, რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, აშშ , დიდი ბრიტანეთი , ავღანეთი
პოლიტიკა, რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, აშშ , დიდი ბრიტანეთი , ავღანეთი
ჯონსონმა პუტინთან ავღანეთის სიტუაცია განიხილა: რაშია აშშ-ის ინტერესი?
12:28 27.10.2021 (განახლებულია: 16:28 27.10.2021) ავღანეთი — „ამერიკული ოცნების“ ჩამოშლის კაშკაშა მაგალითი — კვლავაც აშფოთებს კოლექტიურ დასავლეთს არაპროგნოზირებადი საფრთხეებით.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 25 ოქტომბერს ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. პუტინმა თალიბებთან „მოსკოვის ფორმატში“ კონსულტაციებზე ისაუბრა (რომელშიც რუსეთის, ჩინეთის, პაკისტანის, ირანის, ინდოეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ), ხოლო ჯონსოსნმა შეშფოთება გამოთქვა „თალიბანის“ შესაძლო აღიარების გამო.
ამ საუბარში აშკარად იკვეთებოდა აშშ-ის ინტერესი, რომელსაც სერიოზულად აშფოთებს „ხალიფატის“ შესაძლო მსოფლიო აღიარება.
ავღანეთის სუვერენიტეტის უპირობო პატივისცემის ფონზე ახალი მთავრობის საერთაშორისო აღიარებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორსაა. მანამდე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „თალიბანის“ ტერორისტული ორგანიზაციების ჩამონათვალიდან ამოღება გაეროს დონეზე უნდა იყოს მიღებული, და ამისთვის თალიბებმა „უნდა დაამყარონ ურთიერთობა ყველა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფთან, ყველა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან“.
სამწუხაროდ, ავღანეთი შორსაა იქ მცხოვრებ ოთხმოცი ეროვნებისა და ეთნიკური ჯგუფის ხალხებს შორის მშვიდობისა და თანხმობისგან, და არც ტერორიზმისგანაა თავისუფალი. დროებითი მთავრობა ვერ უმკლავდება ეკონომიკურ გამოწვევებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან საფრთხეებს.
ტაჯიკეთის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა შერალი მირზომ 24 ოქტომბერს აღნიშნა, რომ ბოლო თვეების მოვლენებს ავღანეთში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების დეგრადაცია მოჰყვა, და იქ არსებული სიტუაცია „კატასტორფულად“ შეაფასა. სამწუხაროდ, ამაში არაფერია გადაჭარბებული.
ავღანეთი ფაქტობრივად დაფლეთილია თალიბებისა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების, ასევე წინააღმდეგობის ფრონტის კონტროლის ზონებად.
რჩება ცენტრალური აზიის ქვეყნებში ტერორისტების შეეჭრის საფრთხეც. შემთხვევითი არ არის, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ავღანეთის საზღვრებთან ახლოს — ტაჯიკეთსა და უზბეკეთში, სპეციალური მანევრების სერია ჩაატარა, რომელშიც ექვსი სახელმწიფოს სამხედროები მონაწილეობდნენ.
„მოსკოვის ფორმატის“ შეხვედრაზე თალიბები ირწმუნებოდნენ, რომ ავღანეთის მთელ ტერიტორიას აკონტროლებენ. ახალი ხელისუფლების მცდელობა, დაარწმუნოს უცხოელი პარტნიორები და კონტრაგენტები საკუთარ ქმედუნარიანობასა და ეფექტურობაში, არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება. თალიბებს არ შეუძლიათ არათუ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ საკუთარი თავის დაცვაც — პროვინციებში ტერაქტები და „ისლამური სახელმწიფოს“ (რომელიც არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს) რაზმებთან სროლები გრძელდება.
შეიარაღებულმა თალიბებმა 26 ოქტომბერს სროლით დაშალეს ქაბულის ავიასალაროსთან შეკრებილი ბრბო — არიან დაჭრილები. ცალკე მოხვდათ ქალებსაც, თუმცა ამაზე ოდნავ ქვემოთ.
გასულ კვირაში „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ორჯერ შეუტიეს თალიბებს ჯალალაბადში, ააფეთქეს ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენები, რათა ქაბული და სხვა პროვინციები დენის გარეშე დაეტოვებინათ (მანამდე ასეთ ტაქტიკას თავად თალიბები მიმართავდნენ). „ვილაიეთ ხორასანი“ მზადაა იბრძოლოს ხელისუფლებისა და გავლენისთვის — კვირას თალიბებსა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის სროლებში გერათში 17 კაცი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები.
იმავე დღეს „ისლამური სახელმწიფოს“ შავი დროშები აღიმართა პროვინცია ურუზგანში, სადაც ადგილობრივებს „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში შესვლას სთავაზობდნენ 30 ათასი ავღანის სანაცვლოდ (340 აშშ დოლარი), რაც ავღანელებისთვის საკმაოდ ბევრი ფულია. რესურს Afghanistan.ru-ს ცნობით, გერათში „ისლამურ სახელმწიფოს“ თალიბების დიდი ჯგუფი შეუერთდა.
ქვეყანაში ვითარება სხვადასხვა მიმართულებით უარესდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ დოჰაში მოლაპარაკებებისას პირდაპირ მოუწოდა თალიბებს მეტი გახსნილობის, ქალებისა და ბავშვების კანონიერი უფლებების დაცვისა და ყველა ეთნიკური ჯგუფის გაერთიანებისკენ, თალიბებმა მეორე დღეს ქაბულში ქალთა საპროტესტო აქცია დაარბიეს.
მანამდე „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა მოკლედ განაცხადა, რომ „ქალები ავღანეთში შარიათის კანონებით იცხოვრებენ“.
შარიათის კანონების ინტერპრეტაცია საკუთარ თავზე მოლების ვიწრო წრემ აიღო, რომლებიც ავღანეთის 40 მილიონიან მოსახლეობას არც აურჩევია და არც უფლებამოსილება მიუცია.
ტაჯიკეთს პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარემ მაჰმადთოირ ზოქირზოდამ, მომიჯნავე ქვეყანაში ხანგრძლივი ტურბულენტობის ფონზე, მოუწოდა პარტნიორებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან, შექმნან უსაფრთხოების მტკიცე სარტყელი. ამას მოსკოვმა პრაქტიკულად მყისიერად უპასუხა 201-ე რუსული სამხედრო ბაზის 30 ტანკით გაძლიერებით.
კიდევ უფრო ადრე, მოსკოვის ფორმატის“ დისკუსიებამდე ბაზის მოტომსროლელ ქვედანაყოფებს თანამედროვე ქვეითთა ჯავშანმანქანები, უახლესი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ტირიფი“, შორი მანძილის რეაქტიული ცეცხლმფრქვევები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „კორნეტი“ და სხვა შეიარაღება გადაეცა.
აშშ-ის ავიაბაზა პაკისტანში
აშშ და ნატოს ქვეყნები ჯერაც ვერ აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას ავღანეთის მომავალთან დაკავშირებით, რომელშიც 20 წლის განმავლობაში იბრძოდნენ. მიუხედავად ამერიკული ჯარების გამოყვანისა, ვაშინგტონს არ მიუტოვებია რეგიონულ მოთამაშეებთან მოლაპარაკებების მცდელობა ავღანეთის საზღვრების სიახლოვეს „სათადარიგო აეროდრომის“ განთავსების შესახებ. ცენტრალური აზიის ქვეყნებმა საკმაოდ ხისტად გამოხატეს საკუთარი ნეგატიური პოზიცია ამ საკითხის მიმართ, თუმცა დიდია ალბათობა იმისა, რომ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზა პაკისტანში გაჩნდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ისლამაბადმა წარმატებით ჩამოაყალიბა „თალიბანთან“ თანამშრომლობის „არაოფიციალური არხები“, პაკისტანი და შეერთებული შტატები ახლოს არიან შეთანხმების ხელმოწერასთან, რომელიც პაკისტანის საჰაერო სივრცის გამოყენებას ითვალისწინებს ავღანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების საბრძოლო და სადაზვერვო ოპერაციებისთვის — გასაგებია, ვის წინააღმდეგაც. ამრიგად, ვაშინგტონი ნაწილობრივ აინაზღაურებს დამარცხების სიმწარეს, ხოლო ისლამაბადი ამერიკულ დახმარებას მიიღებს ტერორიზმთან ბრძოლაში და ინდოეთთან ურთიერთობების დამყარებაში.
თუ ამერიკულ სამხედრო ავიაციას მიეცემა შესაძლებლობა, მჭიდროდ გააკონტროლოს ავღანეთის ტერიტორია, რა თქმა უნდა, 20-წლიანი ისტორია გამეორდება. ეს მშვიდობიან მოსახლეობას ახალ კატასტროფებს ჰპირდება, ხოლო ცენტრალური აზიის მეზობელ ქვეყნებს — ლტოლვილთა ახალ ნაკადებს.
30 სექტემბერი 2021, 09:52
ამერიკელებმა ავღანეთიდან დაახლოებით 124 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს, მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში პენტაგონის ბაზებზე 53 ათასზე მეტი ავღანელია. თუ ავღანეთში სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება, ლტოლვილად უკვე მილიონობით ადამიანი იქცევა.
ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ ეროვნული წინააღმდეგობის უმაღლესი საბჭოს შექმნის შესახებ განაცხადეს. საბჭომ მოუწოდა თანამოქალაქეებს, მოემზადონ „შიდა ტირანიის, საგარეო აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ რთული და ხანგრძლივი წინააღმდეგობისთვის“. ავღანეთის ტერიტორიაზე ომი ყველას წინააღმდეგ ხანგრძლივი იქნება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს