https://sputnik-georgia.com/20210930/amerikasi-seriozulad-msjeloben-avranetis-mezoblad-mdebare-rusuli-bazebis-gamoyenebaze-260030626.html
აშშ სერიოზულად მსჯელობს ავღანეთის მეზობლად მდებარე რუსული ბაზების გამოყენებაზე
აშშ სერიოზულად მსჯელობს ავღანეთის მეზობლად მდებარე რუსული ბაზების გამოყენებაზე
Sputnik საქართველო
ოფიციალური პირები საჯაროდ აცხადებენ, რომ ავღანეთი კვლავ შეიძლება იქცეს ტერორისტების თავშესაფრად. 30.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-30T09:52+0400
2021-09-30T09:52+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/15/252637847_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_743f0fbefe71b70c13e399cbf0c43ae9.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს ავღანეთის მომიჯნავე ქვეყნებთან „ჰორიზონტს მიღმა“ კონტრტერორისტული ოპერაციების ჩასატარებლად მათ ტერიტორიებზე არსებული სამხედრო ბაზების, მათ შორის, რუსეთის კუთვნილი ბაზების გამოყენების თაობაზე, იუწყება გამოცემა Politico ამერიკელ სენატორებზე დაყრდნობით, რომლებიც პენტაგონის ხელმძღვანელობასთან დახურულ სხდომას ესწრებოდნენ.მათი თქმით, ამგვარად ამერიკელ სამხედროებს ბევრად გაუადვილდებათ „თალიბანის“ მიერ კონტროლირებად ქვეყანაზე დაკვირვება და იერიშის მიტანა სამიზნეებზე.როგორც სენატორები აღნიშნავენ, დახურულ განხილვებზე სამმა მაღალჩინოსანმა სამხედრომ კანონმდებლებს აცნობა, რომ მოლაპარაკებები ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და სხვა ქვეყნების მთავრობებთან მიმდინარეობს. განხილვებამდე რამდენიმე საათით ადრე კი პენტაგონის შეფმა ლოიდ ოსტინმა აღიარა, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის იმ წინადადების „განმარტება“ მოსთხოვა, რომელიც აშშ-ის მიერ კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებას ითვალისწინებს ცენტრალურ აზიაში მდებარე რუსული ბაზებიდან.გასაიდუმლოებულ სხდომაზე სენატორებს გაუმჟღავნეს, რომ ეს ვარიანტი სერიოზულად განიხილება. უფრო მეტიც, გამოცემის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა კენეტ მაკენზიმ დეტალურად ისაუბრა თვითმფრინავების ტიპებსა და გაშვების წერტილებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს ავღანეთში ტერორისტული სამიზნეების გასანადგურებლად.როგორც Politico აღნიშნავს, ეს ინფორმაცია იმ ფონზე ვრცელდება, როდესაც ოფიციალური პირები საჯაროდ ტეხენ განგაშს იმასთან დაკავშირებით, რომ ავღანეთი კვლავ ხდება იმ ტერორისტული დაჯგუფებების თავშესაფარი, რომლებიც აშშ-ზე თავდასხმისკენ ისწრაფვიან. როგორც გენერალმა მარკ მილიმ აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის სხდომაზე, „ალ-ქაიდა“ შეიძლება 36 თვეში სერიოზულად მოძლიერდეს.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურმა ვალერი გერასიმოვმა ფინეთში შეხვედრისას ამერიკელი სამხედროების მიერ ცენტრალურ აზიაში მდებარე რუსული ბაზების გამოყენების შესაძლებლობაზე იმსჯელეს. მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უარი უთხრა კომენტარზე ამ თემასთან დაკავშირებით.
https://sputnik-georgia.com/20210928/wsj-amerikas-rusuli-samxedro-bazebis-gamoyeneba-surs-259952502.html
https://sputnik-georgia.com/20210929/dabrundeba-tu-ara-ass-avranetsi-259991559.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/15/252637847_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_a92d28a6157917fb6b7bddc71b907f86.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ სერიოზულად მსჯელობს ავღანეთის მეზობლად მდებარე რუსული ბაზების გამოყენებაზე
09:52 30.09.2021 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) ოფიციალური პირები საჯაროდ აცხადებენ, რომ ავღანეთი კვლავ შეიძლება იქცეს ტერორისტების თავშესაფრად.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს ავღანეთის მომიჯნავე ქვეყნებთან „ჰორიზონტს მიღმა“ კონტრტერორისტული ოპერაციების ჩასატარებლად მათ ტერიტორიებზე არსებული სამხედრო ბაზების, მათ შორის, რუსეთის კუთვნილი ბაზების გამოყენების თაობაზე, იუწყება გამოცემა
Politico ამერიკელ სენატორებზე დაყრდნობით, რომლებიც პენტაგონის ხელმძღვანელობასთან დახურულ სხდომას ესწრებოდნენ.
მათი თქმით, ამგვარად ამერიკელ სამხედროებს ბევრად გაუადვილდებათ „თალიბანის“ მიერ კონტროლირებად ქვეყანაზე დაკვირვება და იერიშის მიტანა სამიზნეებზე.
28 სექტემბერი 2021, 09:55
როგორც სენატორები აღნიშნავენ, დახურულ განხილვებზე სამმა მაღალჩინოსანმა სამხედრომ კანონმდებლებს აცნობა, რომ მოლაპარაკებები ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და სხვა ქვეყნების მთავრობებთან მიმდინარეობს. განხილვებამდე რამდენიმე საათით ადრე კი პენტაგონის შეფმა ლოიდ ოსტინმა აღიარა, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის იმ წინადადების „განმარტება“ მოსთხოვა, რომელიც აშშ-ის მიერ კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებას ითვალისწინებს ცენტრალურ აზიაში მდებარე რუსული ბაზებიდან.
გასაიდუმლოებულ სხდომაზე სენატორებს გაუმჟღავნეს, რომ ეს ვარიანტი სერიოზულად განიხილება. უფრო მეტიც, გამოცემის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა კენეტ მაკენზიმ დეტალურად ისაუბრა თვითმფრინავების ტიპებსა და გაშვების წერტილებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს ავღანეთში ტერორისტული სამიზნეების გასანადგურებლად.
29 სექტემბერი 2021, 09:11
როგორც Politico აღნიშნავს, ეს ინფორმაცია იმ ფონზე ვრცელდება, როდესაც ოფიციალური პირები საჯაროდ ტეხენ განგაშს იმასთან დაკავშირებით, რომ ავღანეთი კვლავ ხდება იმ ტერორისტული დაჯგუფებების თავშესაფარი, რომლებიც აშშ-ზე თავდასხმისკენ ისწრაფვიან. როგორც გენერალმა მარკ მილიმ აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის სხდომაზე, „ალ-ქაიდა“ შეიძლება 36 თვეში სერიოზულად მოძლიერდეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურმა ვალერი გერასიმოვმა ფინეთში შეხვედრისას ამერიკელი სამხედროების მიერ ცენტრალურ აზიაში მდებარე რუსული ბაზების გამოყენების შესაძლებლობაზე იმსჯელეს. მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უარი უთხრა კომენტარზე ამ თემასთან დაკავშირებით.