https://sputnik-georgia.com/20210928/wsj-amerikas-rusuli-samxedro-bazebis-gamoyeneba-surs-259952502.html
WSJ: აშშ-ს რუსული სამხედრო ბაზების გამოყენება სურს
WSJ: აშშ-ს რუსული სამხედრო ბაზების გამოყენება სურს
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ და რუსეთის... 28.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-28T09:55+0400
2021-09-28T09:55+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
რუსეთი
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22811/00/228110037_0:168:2731:1704_1920x0_80_0_0_399f0e898bfcece17e2e3d97efe4e218.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურმა ვალერი გერასიმოვმა ამერიკელი სამხედროების მიერ ცენტრალურ აზიაში მდებარე რუსული ბაზების გამოყენების შესაძლებლობაზე იმსჯელეს, იუწყება გაზეთი Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით.გავრცელებული ცნობით, შეხვედრა გასულ კვირაში ფინეთის ქალაქ ვანტააში შედგა.WSJ-ის ინფორმაციით, გენერალი მილი აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს დავალებით მოქმედებდა.როგორც აღინიშნება, ამერიკულმა მხარემ რუსული ბაზებით დაინტერესება „ავღანეთში ნებისმიერ ტერორისტულ საფრთხეზე რეაგირებით“ ახსნა. გამოცემის ცნობით, გერასიმოვს ამერიკელი გენერლისთვის არანაირი დაპირება არ მიუცია.ამასთან გამოცემა წერს, რომ აშშ-ის კონგრესმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აუკრძალა პენტაგონს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ნებისმიერი ტიპის ურთიერთქმედება.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც 22 სექტემბერს გაიმართა, ვალერი გერასიმოვმა და მარკ მილიმ სამხედრო მოქმედებების დროს ინციდენტების რისკების შემცირებაზე იმსჯელეს.
https://sputnik-georgia.com/20210816/tajikeTisTvis-safrTxis-SemTxvevaSi-koleqtiuri-usafrTxoebis-xelSekrulebis-organizacia-yvela-zomas-miiRebs-252596465.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22811/00/228110037_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_8892ce5d7370bc3351267319386a81a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურმა ვალერი გერასიმოვმა ამერიკელი სამხედროების მიერ ცენტრალურ აზიაში მდებარე რუსული ბაზების გამოყენების შესაძლებლობაზე იმსჯელეს, იუწყება გაზეთი
Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ცნობით, შეხვედრა გასულ კვირაში ფინეთის ქალაქ ვანტააში შედგა.
WSJ-ის ინფორმაციით, გენერალი მილი აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს დავალებით მოქმედებდა.
როგორც აღინიშნება, ამერიკულმა მხარემ რუსული ბაზებით დაინტერესება „ავღანეთში ნებისმიერ ტერორისტულ საფრთხეზე რეაგირებით“ ახსნა. გამოცემის ცნობით, გერასიმოვს ამერიკელი გენერლისთვის არანაირი დაპირება არ მიუცია.
„მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატებიცა და რუსეთიც შეშფოთებული არიან ტერორიზმის საფრთხეებით, ტერორიზმთან საბრძოლველად რუსეთთან მუშაობის იდეა სავსეა გამოწვევებით, განსაკუთრებით, პოლიტიკური კუთხით“, — ნათქვამია სტატიაში.
ამასთან გამოცემა წერს, რომ აშშ-ის კონგრესმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აუკრძალა პენტაგონს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ნებისმიერი ტიპის ურთიერთქმედება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც 22 სექტემბერს გაიმართა, ვალერი გერასიმოვმა და მარკ მილიმ სამხედრო მოქმედებების დროს ინციდენტების რისკების შემცირებაზე იმსჯელეს.