მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პენტაგონის ვარაუდი: „ისლამური სახელმწიფო“ აშშ-ს უკვე მომავალ წელს შეუტევს

© Pixabay / 12019პენტაგონი
პენტაგონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
გამოწერა
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, ავღანეთში მოქმედმა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ შესაძლოა ექვს თვეში შეუტიოს შეერთებულ შტატებს — რისი განზრახვაც აქვს, განუცხადა კონგრესს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კოლინ კალმა. ამის შესახებ წერს გამოცემა Guardian-ი.

„ამ დროისათვის დაზვერვას მიაჩნია, რომ Isis-K-სა (ავღანეთში ბაზირებული „ისლამური სახელმწიფო ხორასანი“) და „ალ-ქაიდას“ განზრახული აქვთ გარე ოპერაციების ჩატარება, მათ შორის, შეერთებული შტატების წინააღმდეგ. თუმცა ამ მომენტისთვის არც ერთ მათგანს ამის შესაძლებლობა არ აქვს. გამორიცხული არ არის, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ასეთი შესაძლებლობა დაახლოებით 6–12 თვეში შექმნას“, — განაცხადა კალმა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა „თალიბანი“ ეფექტურად ებრძოლოს „ისლამურ სახელმწიფოს“, რომლებსაც აშშ ერთმანეთის „მოსისხლე მტრებად“ განიხილავს.
„თალიბები ძალიან არიან დაინტერესებული, რომ Isis-K-ს ებრძოლონ, მაგრამ აქვთ თუ არა მათ ამის უნარი — ეს, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ დასადგენია“, — აღნიშნა პენტაგონელმა მაღალჩინოსანმა.
რაც შეეხება „ალ-ქაიდას“, კოლინ კალის აზრით, ტერორისტულ ორგანიზაციას ერთი ან ორი წელი დასჭირდება იმისთვის, რომ აშშ-ზე შეტევის შესაძლებლობები აღიდგინოს.
ზაბიულა მუჯაჰიდი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
მსოფლიო დღეს
მეზობლებზე ტერორისტული თავდასხმის შანსები: „თალიბანში“ განმარტეს
როგორც მანამდე ავღანეთის დროებითი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ამირ ხან მუთაქიმ განაცხადა, „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან საფრთხეები აღმოიფხვრება და ავღანეთი არ გახდება სხვა ქვეყნებზე თავდასხმის პლაცდარმი.
ყველა ახალი ამბავი
0