„სპეცრაზმი და კიბერშეტევები“: ევროპას ამერიკაზე შურისძიება სურს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiyევროკავშირის ლოგოტიპი
ევროკავშირის ლოგოტიპი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
ერთი არმია, ერთი შტაბი და ერთი მტერი − ევროკავშირში გეგმა „სტრატეგიული კომპასის“ გამო დავობენ.
ანტონ სკრიპუნოვი
საუბარია იმაზე, რომ ევროპის ქვეყნები საკუთარ სამხედრო ბლოკს შექმნიან და ამით ნატოსა და აშშ-ზე დამოკიდებულებას შეასუსტებენ. თუმცა გეგმას ბევრი ეწინააღმდეგება სხვადასხვა მიზეზით.

ჰიბრიდული ომი

„გავხადოთ ევროპა დიდებული და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი“ − იმეორებენ ბრიუსელში. იქ დარწმუნებული არიან, რომ ამაში „სტრატეგიული კომპასი“, ანუ 2030 წლამდე ახალი თავდაცვითი სტრატეგია დაეხმარებათ.
ის ბიუროკრატიული ევროკავშირისთვის ძალიან სწრაფად შეიმუშავეს. 2020 წლის ბოლოს გერმანიამ სხვადასხვა საფრთხეებისგან თავდაცვის „ზომათა კომპლექსის შემუშავების“ წინადადება წამოაყენა. უკვე წელიწად-ნახევრის შემდეგ კი ეროვნულ მთავრობებს პროექტის შავი პირი წარუდგინეს. კონცეფციის დამტკიცება 2022 წლის მარტისთვის სურთ. ევროკავშირის მთავარი ჩინოვნიკები კოლეგებს უჩვეულოდ აჩქარებენ.
ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
მსოფლიო დღეს
ევროპარლამენტს პოლიტიკური ტრანსატლანტიკური საბჭოს შექმნა სურს
„უშიშროების ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ ევროპა საფრთხეშია. <…> პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობები სულ უფრო შეზღუდულია. ოცდაათი წლის წინ ევროკავშირს მსოფლიო სიმდიდრის მეოთხედი ეკუთვნოდა, ოცი წლის შემდეგ კი მხოლოდ ოცი პროცენტიღა იქნება. გარდა ამისა, მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად მცირდება: ასწლეულის ბოლოს ევროპაზე მსოფლიო პოპულაციის მხოლოდ ხუთი პროცენტიღა მოვა“, − დააშინა ჟოზეპ ბორელმა ევროკავშირი.
ავღანეთის მოვლენებმა კი აჩვენა, რომ ამერიკელ პარტნიორებს საკუთარი თავის დაცვაც კი არ შეუძლიათ. ამიტომ ევროპელებმა თავად უნდა აღკვეთონ მოახლოებული კატასტროფა.
დოკუმენტში „აპოკალიფსის მხედარიც“ მოინიშნა − ეს რუსეთია, რომელიც, ავტორთა აზრით, „ჰიბრიდული ომის ტაქტიკას, დეზინფორმაციასა და კიბერშეტევებს იყენებს“. მოხსენიებულია ჩინეთიც − „ეკონომიკური კონკურენტი და სისტემური მეტოქე“.
ჟოზეპ ბორელი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
მსოფლიო დღეს
ბორელს ევროკავშირის როლის დასუსტება აშინებს: დიპლომატი წერილს აქვეყნებს
ამიტომ ევროკავშირს საერთო სტრატეგია ესაჭიროება, საერთო თავდაცვითი ბიუჯეტი და ჯარები − კოსმოსშიც კი. 2025 წლისთვის ბრიუსელი „სწრაფი რეაგირების ერთიანი უნივერსალური დაჯგუფების“ შექმნას გეგმავს, 5 ათასი მებრძოლის შემადგენლობით.
„ევროკავშირის ძალების განთავსების წინა მცდელობებს შეზღუდული წარმატება ჰქონდა. ახალი სტრატეგია ჩვენს ჯარებს უფრო ოპერატიულსა და ეფექტურს გახდის“, − ეჭვი არ ეპარება ბრიუსელს. და მაგალითიც მოჰყავს: მიგრანტების კრიზისი ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე, რომელიც, დოკუმენტი რომ უკვე მიღებული ყოფილიყო, ძალიან სწრაფად გადაიჭრებოდა.
თუმცა, რა სახით, ჩინოვნიკი არ აზუსტებს. ასევე გაუგებარია, ვინ იქნება სარდალი, რით შეიარაღდება კონტინგენტი, როგორ შეთანხმდება ოპერაციები. კითხვა ბევრია. ევროკომისარი სკეპტიკოსებს მოკლედ პასუხობს: „წინააღმდეგობები არ მაღელვებს“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
რუსეთში შიშობენ, რომ AUKUS-ი შეიარაღებაზე რბოლას განაახლებს

უღლის გადაგდება

ამ იდეის აგრესიულ პოპულარიზაციას მარტო ბრიუსელი არ ეწევა. ახალი სისტემით ასევე დაინტერესებული არიან ბერლინი და პარიზიც. იქ ღიად საუბრობენ გარე ძალებისგან „დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაზე“.
უპირველესად ნატო აქვთ მხედველობაში. ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, სწორედ ალიანსის ძალებია კონტინენტის თავდაცვის საფუძველი. რაღა თქმა უნდა, აშშ-ის მეთაურობით.
ამერიკელები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაეწერნენ. დაჯგუფების რიცხოვნობა თანდათან იზრდებოდა და 1980-იანებში 300 ათასს მიაღწია. ახლა მათი რაოდენობა დაახლოებით 60 ათასია.
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
აშშ-ის პრეზიდენტი ევროპაში: როგორ აიძულებენ რუსეთს გადახდასა და მონანიებას
ძირითადი კონტინგენტი − 34 ათასი კაცი გერმანიაშია, სადაც მდებარეობს კიდეც აშშ-ის ფარგლებს გარეთ უდიდესი ამერიკული ბაზა „რამშტაინი“. ბოლო წლებში გერმანელი პოლიტიკოსები ოკეანისგაღმელ სტუმრებს არც ისე კეთილად მოიხსენიებენ: მათ უმეტესწილად ბერლინის ფულით ინახავენ. უფრო მეტიც, შეიარაღების შეძენა სწორედ პენტაგონისგან უწევთ, რაც ასევე არ მოსწონს ყველას. მაგალითად, ახლა ბუნდესტაგში ამერიკულ F-35-სა და სამამულო Eurofighter-ებს შორის აკეთებენ არჩევანს.
ამასთან გერმანელებს სურთ, პირველებმა შექმნან მეექვსე თაობის გამანადგურებლები. ფრანგებთან ერთად: ემანუელ მაკრონი გამუდმებით ლაპარაკობს ევროკავშირის სამხედრო დამოუკიდებლობაზე. პარიზს ვაშინგტონი კონკურენტად ესახება როგორც აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, ისე იარაღის ბაზარზეც. ამასთან ხუთი წლის განმავლობაში პარიზმა სამხედრო ექსპორტი 72%-ით გაზარდა.
გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
მოსაზრება: შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან ევროპისთვის ბრძოლა წააგო
შეიძლებოდა მეტიც ყოფილიყო, რომ არა ავსტრალიის მოულოდნელი უარი ფრანგულ სუბმარინებზე. კანბერამ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან სამხედრო კავშირი ამჯობინა პროექტ AUKUS-ის ფარგლებში. 56 მილიარდი ევროს კონტრაქტის ჩაშლას ელისეს სასახლეში „ზურგში მახვილის ჩაცემა“ უწოდეს.
აპენინებსაც აქვს სათქმელი, სადაც პენტაგონის უდიდესი სამხედრო-საზღვაო ბაზები მდებარეობს. რომში პოლიტიკოსები მოსაზრებებს ფრთხილად გამოთქვამენ, მაგრამ უბრალო იტალიელები წლობით აპროტესტებენ იანკებს, რომლებიც დებოშებს აწყობენ და გამვლელებს ესხმიან თავს. მაგალითად, 2017 წელს ვიჩენცეში მყოფ ამერიკელებს ნაწილებიდან გასვლაც კი აუკრძალებს მთვრალ მდგომარეობაში ჩხუბების სერიების გამო.

„მოხარული ვართ“

მსგავსი ინციდენტებით ლიდერობს ბალტიისპირეთი. მაისში ესტონეთის ქალაქ ტაპაში ამერიკელი სამხედროები უხეშად ძალადობდნენ ადგილობრივ გოგონებზე. იფეთქა კონფლიქტმა, რომელიც მხოლოდ ტალინის ჩარევის შემდეგ შეწყდა.
 ნავთობგადამამუშავებელი პლატფორმა - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
ევროპა რუსეთს „სიცივის ექსპორტში“ ადანაშაულებს
მაგრამ ბალტიისპირელები მიტინგებს არ აწყობენ, ხოლო ხელისუფლებას წარმოუდგენლად „უხარია ამერიკული ძალების ყოფნა“. მათთვის ბაზებსაც აგებენ: ლიეტუვაში კიდევ ერთი ბაზა „ჰერკუსი“ აგვისტოში გაიხსნა. თანაც ვილნიუსის ინიციატივით, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონში მის აუცილებლობაში ეჭვი ეპარებათ.
„ამის საჭიროება ისე აშკარაა, როგორც არასდროს. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველაფერ აუცილებელს, შევქმნით ყველა პირობას ჯარების საბრძოლო მზადყოფნის მხარდასაჭერად“, − მიმართა ვაშინგტონს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა.
ახლა რესპუბლიკაში დაახლოებით 500 ამერიკელი სამხედრო, 30 ტანკი „აბრამსი“ და 25 ჯავშანმანქანა „ბრედლია“ განთავსებული. დროდადრო იქაურობას ბევრად დიდი დაჯგუფება სტუმრობს წვრთნების ჩასატარებლად.
პოლკონეთში კი მთელი ჯავშანსატანკო ბრიგადა დგას. მალე პენტაგონი სრულფასოვან ბაზას ააგებს, სადაც 85 ტანკს, 190 ქვეითთა საბრძოლო მანქანას, 35 თვითმავალ საარტილერიო დანადგარსა და ოთხ სატანკო ხიდის ამგებს გადაისვრის. იქიდან რუსეთის საზღვრამდე 256 კილომეტრია.
ნიუ-იორკი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
მსოფლიო დღეს
ვაშინგტონმა რუსეთი და ჩინეთი სამიტზე არ მიიწვია: გამოქვეყნდა 110 ქვეყნის სია

ახალი კონფლიქტი

პოლონეთი და ბალტიისპირეთი „კომპასის“ წინააღმდეგი არიან „რუსული საფრთხის“ გამო. სხვა სკეპტიკოსებს ეკონომიკური მიზეზები აქვთ. პირველ რიგში კრიტიკოსებად ევროკავშირის „უმცროსი წევრები“ გვევლინებიან, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ. მაგალითად, ევროპარლამენტში ჩეხეთის წარმომადგენელი ალექსანდრ ვონდრა პროექტს „ზედმეტად ამბიუციურს“ უწოდებს.
„ერთი მხრივ, რუსეთი და ჩინეთი მასში საშიშ მოწინააღმდეგეებად არიან მოხსენიებული. მეორე მხრივ, ევროკავშირი პარტნიორებად მიიჩნევს მათ“, − ამბობს პოლიტიკოსი.
აღნიშნავენ იმასაც, რომ იარლიყების ასეთი მიწებება ეკონომიკურ მდგომარეობას გააღრმავებს. განსაკუთრებით, კოვიდურ დროში.
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
მორავეცკი მიგრაციულ კრიზისს რუსეთის განზრახვებს უკავშირებს
მაგრამ ბრიუსელი სამხედრო ხარჯების გაზრდას მოითხოვს, თუმცა ევროკავშირმა შვიდ წელიწადში თავდაცვაზე ისედაც დახარჯა 1,93 ტრილიონი დოლარი. ბევრ სახელმწიფოს არ სურს ფულის დახარჯვა ისეთ იდეაზე, რომელიც „უკვე არსებულს იმეორებს“. გარდა ნატოსი, ევროპაში მოქმედებს რამდენიმე სტრუქტურა, კერძოდ, European Corpus, რომელსაც თეორიულად აქვს უნარი, განათავსოს ოთხი დივიზია. მისი 7 ათასი მებრძოლი 20 წლის წინ ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში იბრძოდა.
„პროექტით დაინტერესებული ქვეყნები, უპირველესად საფრანგეთი, მაინც გაიტანს მას. თემა აქტუალურია: ნატო ხომ სხვა პირობებსა და სხვა მიზნებისთვის იქმნებოდა, ახლა კი დაპირისპირების სტრუქტურა სხვაგვარია: ფრონტის მკაფიო ხაზი არ არსებობს“, − აცხადებს გეოპოლიტიკურ პრობლემათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი კონსტანტინ სოკოლოვი.
თუმცა, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, გაუგებარია, როგორ შეეგუება ახალი ალიანსი ამერიკულ ძალებს, რომლებიც „სავარაუდოდ არ გავლენ საკუთარი ბაზებიდან“. ევროკავშირის შიგნით დაძაბულობის კერების გაჩენაა მოსალოდნელი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0