რუსეთში შიშობენ, რომ AUKUS-ი შეიარაღებაზე რბოლას განაახლებს

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
გამოწერა
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ალიანს AUKUS-ის შექმნის პრაქტიკული ამოცანები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს რეგიონულ უსაფრთხოებაზე მისი გავლენის კუთხით, განუცხადა РИА Новости-ს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის მესამე დეპარტამენტის დირექტორმა ნიკოლაი ნოზდრევმა.
დიპლომატის თქმით, ალიანსის ერთ-ერთი პრაქტიკული ამოცანა დეკლარირებულია როგორც – ვაშინგტონისა და ლონდონის მხრიდან კანბერისთვის ატომური წყალქვეშა ფლოტის შექმნის ხელშეწყობა — „აზია–წყნარი ოკეანის რეგიონში სტრატეგიული სიტუაციის დეგრადაციის საბაბით“.
წყალქვეშა ნავი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
მსოფლიო დღეს
ავსტრალია ალიანსის ფარგლებში ატომურ წყალქვეშა ნავებს მიიღებს
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ავსტრალიელებმა ამერიკული საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა Tomahawk-ები შეიძინეს, ცნობილია ისიც, რომ აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები „მწვანე კონტინენტზე“ როტაციული წესით განთავსდება და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის სხვა ფორმებიც გაფართოვდება. ამასთან განიხილება დიდი ბრიტანეთის ბირთვული წყალქვეშა ნავების მიერ ავსტრალიური ბაზების გამოყენების შესაძლებლობაც.

„ყოველივე ამან შეუძლებელია არ გამოიწვიოს სერიოზული შეშფოთება AUKUS-ის გავლენის კუთხით რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, შეიარაღებაზე რბოლის ხელახალი გაჩაღების ხელშესახები რისკების, ASEAN-ის ავტორიტეტის შელახვის, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის ეფექტურობის შენარჩუნების მხრივ“, — აღნიშნა ნოზრდევმა.

მისი თქმით, მოსკოვი მიუღებლად მიიჩნევს ვიწრობლოკური ალიანსების ლოგიკას, რომლებიც სიტუაციური პრობლემების გადასაჭრელად იქმნება.
ალექსეი პუშკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
რუსეთში ახალ სამხედრო ალიანსზე აშშ-ის განცხადება გააქილიკეს
AUKUS – ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ ახლახან ჩამოყალიბებული სამმხრივი თავდაცვითი ალიანსია. პაქტი ითვალისწინებს თანამშრომლობას თავდაცვითი ტექნოლოგიების შექმნაში, მათ შორის, შეიარაღების ატომური სისტემების შექმნას ხელოვნური ინტელექტის, კვანტური ტექნოლოგიებისა და გამომთვლელი ტექნიკის საფუძველზე.
ყველა ახალი ამბავი
0